ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ავტომანქანები იწვის. ცეცხლი მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. ერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
Tag Archives: ხანძარი
ხულოში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა
ხულოში, სოფელ გორგაძეებში ორი სახლი და ბოსელი დაიწვა. ცეცხლი ერთ სახლში გაჩნდა 11 ივლისს, დილის 5 საათზე და მეორე სახლსაც მოედო. „8 სული გარეთ ვართ, ყველაფერი დამწვარია, არ ვიცით, რის გამო გაჩნდა ხანძარი, სახანძრო 40 წუთის მერე მოვიდა, დაიწვა ჩემი სახლი და ბოსელი მთლიანად, ჩემი ბიძაშვილის სახლიც თითქმის დამწვარია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბეჟან გორგაძე. ხულოს …
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. თვითმხილველების თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
ბათუმში, აკაკი შანიძის ჩიხში სახლი დაიწვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მოქალაქის თქმით, სახანძროს ადგილზე მისვლამდე ცეცხლი გვერდით მდებარე სახლებზეც გადავიდა, თუმცა მისი ჩაქრობა მოსახლეობამ მოახერხა.
14 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ ხანძრის შედეგად – შუახევის მერია
“14 სული დარჩა ხანძრის შედეგად უსახლკაროდ, სამივე ოჯახი ტარიელაძეა… ახლა ვმუშაობთ ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე,” – უთხრა “ბათუმელებს” ომარ ტაკიძემ, ის შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელია. ხანძარი 5 აპრილს ღამით ხის სახლს გაუჩნდა შუახევის სოფელ ბარათაულში. ხანძრის შედეგად სამი სახლი და დამხმარე ნაგებობები, ასევე 16 სული პირუტყვი დაიწვა. შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ხანძრის შედეგად …
Continue reading “14 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ ხანძრის შედეგად – შუახევის მერია”
3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული ძროხა დაიწვა – ადგილობრივი [ვიდეო]
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში 3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული პირუტყვი დაიწვა – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა მოაწოდეს. მათი თქმით, ხანძრის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. თვითმხილველების მონათხრობით, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა – თანასოფლელები ხანძრის კერას ვერ უახლოვდებოდნენ, რადგან ცეცხლმოდებულ სახლებში გაზის ბალონები ფეთქდებოდა და გარემო სიცოცხლისთვის საშიში იყო. შესაბამისად, ვერც პირუტყვის გადარჩენა მოახერხეს. …
Continue reading “3 სახლი, 3 ბოსელი და 16 სული ძროხა დაიწვა – ადგილობრივი [ვიდეო]”
ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა: მესამე თვეა არავინ დამეხმარა
„სახლი როცა დაიწვა, მაშინ თქვეს, 25 ათასი ლარით დაგეხმარებითო. 25 თეთრიც კი არ მიუცია ვინმეს ჩემი შვილებისთვის. მესამე თვეა ღია ცისქვეშ ვართ, პასუხი არსაიდან არ ჩანს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები თამილა ჯოყილაძე. მისი სახლი 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნათესავთან ცხოვრობს. მას ქირის ფულსაც არ უხდიან. თამილა ჯოყილაძეს დახმარებაზე უარი …
Continue reading “ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა: მესამე თვეა არავინ დამეხმარა”
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა, ყველა ბავშვი უსაფრთხოდაა
ხელვაჩაურში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრომოწყობილობას მოედო. ყველა ბავშვი უსაფრთხოდაა. „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ მას ბაღიდან დაუკავშირდნენ და ბავშვის წაყვანა სთხოვეს. ამ დროისთვის შენობიდან გაყვანილია ყველა ბავშვი და ცეცხლი ჩამქრალია. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მეხანძრემ კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ცეცხლი უმნიშვნელო იყო“.
გონიოში ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა
გონიოში ხანძრის შედეგად 45 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. დაშავდა კაციც, რომელიც დამწვრობის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებს ხანძარი უკვე ჩამქრალი დახვდათ, სახლი დაზიანდა, თუმცა დაწვას გადაურჩა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით კი, 45 წლის კაცს სახისა და ხელის არეში …
„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა
„მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ჩემი ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ფერფლად იქცა ყველაფერი, ვერაფერი გადავარჩინეთ…“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე, რომლის სახლიც წელს, 7 თებერვალს დაიწვა. თამილა ჯოყილაძე ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მულის ოჯახში ცხოვრობს. მას არც ქირის ფულს უხდიან და კომპენსაციაზეც უარს ეუბნებიან, რადგან სახლი, სადაც ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა, მისი კერძო საკუთრება არ იყო. …
Continue reading “„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა”
„ცეცხლმა წამაქცია. სახანძრო რომ მოვიდა, სახლი აღარ იყო“ – ხულოში სახანძრო ბრიგადას ითხოვენ
„როცა სახანძრო მოვიდა, ჩემი სახლი აღარ იყო, ხანძრის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე სახანძრო,“ – გვიყვება ჯუმბერ შაინიძე, რომელსაც გუშინ, 21 მარტის ღამეს, სახლი და ბოსელი დაეწვა. ხანძრის შედეგად ჯუმბერ შაინიძის 9-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, მათ შორის, 4 მცირეწლოვანია. ჯუმბერ შაინიძის ოჯახი არაა ხულოში ერთადერთი, რომლის ცეცხლმოდებულ სახლთან სახანძრო-სამაშველო ბრიგადა დროულად ვერ …
ხულოში სახლი დაიწვა, ცხრაწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში საცხოვრბელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა, ხანძრის ამსახველი ვიდეო ხულოს საკრებულოს წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით ცხრაწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც არის. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, რომელმაც ასევე გაავრცელა ხანძრის ამსახველი ვიდეო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე სახლი სრულად დაიწვა. „დიდი მანძილის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახური დრულად ვერ მოდის“- ამბობს …
Continue reading “ხულოში სახლი დაიწვა, ცხრაწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა”
ბათუმში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია
დღეს, 17 მარტს, ხანძარი გაჩნდა ბათუმში მრავალსართულიან კორპუსში. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს სახანძრო სამსახურში ჯერჯერობით არ პასუხობენ. რამდენიმე წუთში „ბათუმელები“ შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ჩართვას შემოგთავაზებთ. _____________ ხვიჩა მამულაძის ფოტო.
სად ისწავლიან მოსწავლეები, რომელთა სკოლაც დაიწვა
15 თებერვალს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლა დაიწვა. ხის, ერთსართულიან შენობას ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა და შენობა მეხანძრეების მისვლამდე დაიწვა. ამ სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. სკოლის დირექტორი, შორენა მამულაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უკვე გამოიძებნა საგაკვეთილო პროცესისთვის შესაფერისი ფართობი ძველ სკოლასთან ახლოს და სწავლა იმ შენობაში ხვალვე განახლდება. ამ დროისთვის შენობას საგაკვეთილო პროცესისთვის ამზადებენ. აჭარის მთავრობის …
Continue reading “სად ისწავლიან მოსწავლეები, რომელთა სკოლაც დაიწვა”
ხულოში, სოფელ კალოთაში, სკოლა დაიწვა
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კალოთაში, სკოლა დაიწვა. ერთსართულიან, ხის შენობას ცეცხლი დღეს, 15 თებერვალს, საღამოს გაუჩნდა, სკოლის შენობა უკვე დაიწვა, თუმცა, როგორც სოფელში გვითხრეს, სახანძრო ჯერ ადგილზე არ მისულა. „დღეს საღამოს სკოლის ჭერში შენიშნეს ცეცხლი, სადაც კაბელი გადიოდა. სამი საცხოვრებელი სახლია ახლოს, ერთს თითქმის გაეკიდა, მოსახლეობამ გადაარჩინა,“ – გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიხაძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ ხალვაშმა. …
ოცნების ქალაქში ხანძარია
ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში ხანძარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ამ დროისთვის [18:25 სთ.] ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.
ხულოში 8-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა
ხულოში, სოფელ ვაშლოვანში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები დამხმარე შენობების გადარჩენას ცდილობენ. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. “ამ დროისთვის მიმდინარეობს უსაფრთხო ადგილის შერჩევა, სადაც ამ ოჯახს გადავიყვანთ, ქირის ფულს ხულოს მერია გადაიხდის… ამ სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა, სამი კი, ბათუმში …
7 ჰექტარზე გავრცელებული ხანძარი ჩაქვში ლიკვიდირებულია
ჩაქვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი დაახლოებით 7 ჰექტარზე იყო გავრცელებული. ხანძარი ჩაქვის ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს იყო, სადაც ბათუმის ახალი სასაფლაო უნდა გახსნილიყო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ძირითადად ეკალ-ბარდი დაიწვა.
ხანძარი ქედაში – სოფელ ბზუბზუსთან ცეცხლი ნიადაგის საფარს უკიდია
ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს ხანძარია. ცეცხლის მცირე კერები 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გაბნეული. სოფელში ცეცხლი გუშინ, 4 იანვარს გაჩნდა და მის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. „ეს არ არის მასიური ტყის წვა. ამ 15 ჰექტარზე გარკვეულ ადგილებზე იყო მცირე კერები. გუშინვე დავიწყეთ ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ქარმა გადაიტანა ნაკვერჩხალი და სხვა ადგილებშიც გაჩნდა ცეცხლი. ხანძრის 70 % …
Continue reading “ხანძარი ქედაში – სოფელ ბზუბზუსთან ცეცხლი ნიადაგის საფარს უკიდია”
ბათუმში საცხოვრებელ ბინას ხანძარი გაუჩნდა
დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა მე-6 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ______________ მანანა ძიძიშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში – დამწვარია ერთი სახლი
დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კერძო სახლი დაიწვა. ბარაკული ტიპის სახლს ცეცხლი საღამოს საათებში გაუჩნდა. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ქობულეთში, გვარას გზაზე, ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა
18 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ გვარასთან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ამავე გზაზე დღეს დილით ცეცხლი მიკროავტობუსსაც გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორივე ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ______________
ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანას „ბომბაჩკები“ ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ბავშვებმა სატვირთო ავტიმანქანის ქვეშ „ბომბაჩკები“ შეაგდეს. სატვირთო ავტომანქანა მანდარინით იყო დატვირთული.
ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა ერთი სახლი
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში დღეს, 29 ნოემბერს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სახლში აბულაძეების 4-წევრიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კაპიტალურად ნაშენ 50 კვ.მ-დე ფართობის სახლში ვერაფრის გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები ამ წუთებშიც მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.
რატომ გაუჩნდა ვაგონს ხანძარი – ბათუმის ნავთობტერმინალის განმარტება
ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზებს დაადგენს. ცეცხლი ტერმინალში დღეს, 16 ნოემბერს, ერთ-ერთ ესტაკადაზე ნავთობმზიდ ვაგონს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება. დროულად ჩაერთო ტერმინალის …
Continue reading “რატომ გაუჩნდა ვაგონს ხანძარი – ბათუმის ნავთობტერმინალის განმარტება”
ბათუმის ტერმინალზე ხანძრის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს – საგანგებო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს მისი სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი …
ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა [ფოტო]
ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში, რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა
ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
დღეს, 15 ნოემბერს ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ვარაუდობენ რომ ცეცხლი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.
გონიოში სასტუმრო „მგზავრებში“ ხანძარი გაჩნდა
გონიოში სასტუმროში “მგზავრებში” ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრეები. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად სასტუმროში მყოფი 8 ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა. ადგილზე მყოფი ექიმების თქმით, დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდათ დაკვამლიანების გამო. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ცეცხლი სასტუმროში ლიფტს გაუჩნდა.
ბათუმში ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანის მძღოლმა მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლმაქრი ბალონი გამოიყენა. სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ცეცხლი უკვე ჩააქრეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ___________________ მთავარი ფოტო: ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ქეთი დუმბაძის ფოტო
სვანეთში ხანძარია – ჩაქრობას ქარი, სიცხე და რელიეფი ართულებს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს ქარი, სიცხე და რელიეფი ართულებს. 112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ________ ფოტო: …
Continue reading “სვანეთში ხანძარია – ჩაქრობას ქარი, სიცხე და რელიეფი ართულებს”
ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება
აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დახმარების გაცემა გათვალისწინებულია ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე. ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 17 ოჯახს გამოეყოფა 118 518 ლარი. ბათუმში ხანძარის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი …
Continue reading “ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება”
ბათუმში სატვირთო მანქანა დაიწვა
ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია. მთავარი ფოტო: კადრი TV 25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან
ხულოში 8-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
დღეს, პირველ ივნისს, ხანძრის შედეგად ხულოში, სოფელ წაბლანაში შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხულოს მერიის ცნობით, შაინიძეების ოჯახში 8 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, 4 არასრულწლოვანია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიისვე ცნობით, ოჯახი დროებით მეზობელთან იმყოფება და მათი საცხოვრებელი ბინის ქირას ხულოს მერია უზრუნველყოფს. __________________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი დადგენილი არ არის. თვითმხილველის ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა „სახლი ხის ფიცრული, დაახლოებით 55 კვადრატული მეტრი ზომის იყო და სწრაფად დაიწვა“ ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით ოჯახს მერია სახოვრებელს დაუქირავებს, იმ შემთხვევაში თუ მათ ალტენატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ: …