ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 დეკემბერს, გამთენიისას ეგრეთწოდებულ „ოცნების ქალაქში“ ბაგრატ მახარაძის საცხოვრებელი ქოხი დაიწვა. დაახლოებით 20 კვ/მ ფართობში სამი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე, გამოძახებიდან 35 წუთის შემდეგ მივიდა: „ცეცხლი ახალი მოკიდებული იყო, წყალი რომ ყოფილიყო კი ჩავაქრობდით, თუმცა წყალიც არ მოდიოდა… …

საქართველოს რკინიგზა: მატარებელში ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით ქუთაისი-ბათუმის მატარებელში ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელს ცეცხლი დღეს, 18 დეკემბერს, ლანჩხუთის მიმდებარედ, სოფელ ხაჯალიასთან გაუჩნდა. მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. „აალების დაფიქსირებისთანავე მოხდა მგზავრების უსაფრთხო ევაკუაცია. ხანძარი ლიკვიდირებულია. მოხდა მგზავრების გადაყვანა დანიშნულების ადგილებზე და მოძრაობა რკინიგზაზე აღდგენილია. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 12-წევრიან ოჯახს ქედის გამგეობა ვერ დაეხმარება

ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტის სოფ კუჭულაში გორგაძეების 12-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხის ერთსართულიან სახლს ხანძარი დაახლოებით დილის ათ საათზე გაუჩნდა და მთლინად განადგურდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთებიც. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მიხედვით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. “არჩევნების …

„ოცნების ქალაქში“ ორი ქოხი დაიწვა

პირველ მაისს,  გვიან ღამით, ე.წ „ოცნების ქალაქში“ ხანძარი გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქოხი მთლიანად დაიწვა, მეორე კი სანახევროდ. განადგურებულია ქოხებში მცხოვრები პირების საოჯახო ნივთებიც. დამწვარ ქოხებში სოციალურად დაუცველი აბაშიძეების და ლომსანაძეების ოჯახები ცხოვრობდნენ.  სახანძრო სამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

სოფელ თიკერში ეკალ-ბარდები იწვის

ქობულეთში, სოფელ თიკერში, 100 ჰექტარ მიწის ფართობზე, ბამბუკებსა და ეკალ-ბარდებს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზვიად ჯაფარიძის ინფორმაციით, „ეს არ არის ტყის მასივი, როგორც ახლახან მედიამ გაავრცელა ინფორმაცია – იწვის ეკალ-ბარდები და ბამბუკის დაბალი ხეები. ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდირებული ჯერ არ არის”. ბათუმის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო …

სასამართლო განხილვა ქობულეთში ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ბავშვები ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელის, ზაზა ართმელაძის საქმის განხილვა დაიწყო. 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა ხანძარმა გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის -„სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ართმელაძეს პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. წინასასამართლო სხდომაზე ზაზა ართმელაძის ადვოკატმა მტკიცებულებების ნაწილის …

ციხისძირში ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა

6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, …

ბათუმში კაფე-ბარის შენობა დაიწვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე კაფე-ბარს ცეცხლი დაახლოებით 5-ის ნახევარზე გაუჩნდა. 70 კვადრატულ მეტრ ფართბზე დაიწვა ბამბუკის ნაგებობა. სახანძრო სამსახურის ცნობით, კაფე-ბარი კერძო საკუთრებაშია და ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა. შს სამინისტროს ინფორმაციით ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაო საშიში საშუალებით. შემთვევა 17 იავნარს მოხდა. დაახლოებით იმავე დროს ხანძარი ბათუმში გუშინაც გაჩნდა, …

ციხისძირში სახლს ცეცხლი გაუჩნდა

 

ციხისძირში საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაახლოებით 100 კვ. მეტრი დაიწვა. 

Exit mobile version