ბათუმის მაგისტრალზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმის ავტომაგისტრალზე, ხელვაჩაური-ახალშენის გვირაბთან, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. შემთხვევა დღეს, 29 ივლისს, საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.

კურორტ გომისმთაზე 3 სახლი დაიწვა

გურიაში, კურორტ გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ, 21 ივლისს მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ, ხანძრის ჩაქრობა ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთიდან კურორტზე ავიდა სახანძროს მანქანაც, თუმცა მოქალაქეების თქმით, ამ დროს ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო. ოზურგეთის მერიის პრესცენტრში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კურორტზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო …

„ყველაფერი დაგვეწვა“ – ოჯახი 5 ბავშვით უსახლკაროდ და დახმარების გარეშე დარჩა

ქედაში, სოფელ ბზუბზუში, ლევან მალაყმაძის 8-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა. ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა 8 სულიანი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი. ოჯახში 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. „ბაღჩაში ვიყავით. ყველაზე პატარა, წლინახევრის შვილი მყავდა უფროსთან დატოვებული, როცა ცეცხლი გაჩნდა. ბაღჩიდან რომ ამოვაღწიეთ, სახლიდან აღარაფერი იყო დარჩენილი. ახლა მეზობელთან ვაფარებთ დროებით თავს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ …

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ხანძარია

დღეს, 29 აპრილს, საღამოს, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ შენობიდან მოსახლეობა უკვე გამოიყვანეს. ამ დრომდე [21:08] დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ერთი ბინა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაცია განახლდება. ნახეთ …

დაკვამლიანება იყო ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანში მეხანძრე მაშველებმა დაკვამლიანების პრობლემა მოაგვარეს. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საწრაფო სამედიცინო სამსახური. ძლიერი დაკვამლიანების გამო რესტორანი ადამიანებმა დატოვეს. შემთხვევა დღეს, 8 მარტს მოხდა. სამაშველოს სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამწოვი მილის პრობლემის გამო იყო დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩაქვში, ქობულეთის შემოვლით გზასთან ახლოს ხანძარი იყო

18 თებერვალს, გვიან ღამით, ჩაქვში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო, ძლიერმა ქარმა კი გავრცელებას შეუწყო ხელი. ხანძარი გავრცელდა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ეკალ-ბარდი დაიწვა.  

სოფელ დაგვაში ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაგვაში, ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. დაღუპული კაცი სახლში მარტო იყო. აპირებს თუ არა მერია, კომპენსაცია გადაუხადოს დაღუპული პირის ოჯახს, – ვკითხეთ მერის წარმომადგენელს სოფელ დაგვაში. ასლან მადოიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულ კაცს, ერთი შვილი ჰყავს, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქე არ არის. „სახლი კი რეგისტრირებული არ ჰქონდა“- ამბობს …

ქუთაისში, საწარმოო ზონაში ხანძარი იყო – არავინ დაშავებულა

ძლიერი ხანძარი იყო ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე. ცეცხლი სენდვიჩ პანელების საწყობს გაუჩნდა. ხანძრის ადგილას მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. პოლიციას ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. გუგუნავას ქუჩა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საწარმოო ზონაა. ამ ქუჩაზე არის სხვადასხვა დანიშნულების საწყობები და საამქროები.

ბათუმი თაუერში ხანძარი ლიკვიდირებულია – სამაშველო

დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმის ბულვარში მდებარე „ბათუმი თაუერის“ აპარტამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა ერთ-ერთ აპარტამენტში გაჩნდა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ცეცხლი მე-6 სართულზე, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. ამ დროისთვის [14:50 სთ] „ბათუმი თაუერის“ მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და …

მახინჯაურში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 7 ნოემბერს, საღამოს ხანძარი იყო მახინჯაურში. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა სასხვენო გადახურვა და დაზიანდა სახლის მეორე სართული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხულოში, სოფელ დანისპარაულში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ დანისპარაულში სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში არავინ იყო. „ეს ჩემი ძმის სახლია, ეკომიგრანტი ოჯახია და ბათუმში ცხოვრობენ ნაქირავებში, სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის სახლია და მალე დაიწვა,“ – გვითხრა რესან აბულაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰყირდა. შემთხვევა დღეს, 5 მარტს მოხდა.

ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის მეჩეთი დაიწვა. ხანძარი მეჩეთში დღეს, 3 მარტს, საღამოს გაჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის ცნობით, „შენობის აგების თარიღი XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისია. თავდაპირველად მეჩეთი სოფელ პაქსაძეებში მდებარეობდა, შემდეგ დაუშლიათ და სამ სოფელზე – პაქსაძეები, ბეღლეთი და …

„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო“ – ოჯახი ორთაბათუმიდან

„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით,“ – გვიყვება მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე ორთაბათუმიდან. მისი სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაიწვა. სოფელ ორთაბათუმში გზა დღესაც არაა გაწმენდილი. ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია. „სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით. შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 …

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში, კვინიტაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მისივე ინფორმაციით ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და სახლი სრულად დაიწვა. ბათუმის მერიის ინფორმაციით ოჯახს დროებით ქირით გადაიყვანენ, ვიდრე შესაბამისი კომისია კომპენსაციის  საკითხს განიხილავს.  

ხანძარი იყო ბათუმში, რურუას ქუჩაზე

ხანძარი იყო დღეს, 10 იანვარს, საღამოს ბათუმში, რურუას ქუჩაზე. ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიანი კორპუსის ბინის სამზარეულოში. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ახალსოფელში ხანძარია – სახანძროს ცნობით, იწვის ეკალ-ბარდი

დღეს, 25 დეკემბერს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ახალსოფელში. სახანძრო სამსახურის ცნობით, იწვის ეკალ-ბარდი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. „ბათუმელებს“ სახანძროში უთხრეს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც [22:36 სთ] მიმდინარეობს და ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

შუახევში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ხანძარი იყო დღეს, 15 ნოემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში. ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ვახტანგ ნაკაშიძის თქმით, სახლში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქალმა ხელებზე დაზიანება მიიღო დამწვრობის შედეგად და კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი. მერის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად ოჯახი ნათესავთანაა და შუახევის მერია ინფორმირებულია ხანძრის შესახებ. ამავე თემაზე:  30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი …

როცა 2 ბავშვი ხანძარში იღუპება, სახელმწიფო და საზოგადოება კი ჩუმადაა

13 აგვისტოს ღამეს, ზუგდიდში, ბინაში გაჩენილმა ხანძარმა ორი ბავშვი, ტყუპი ძმები იმსხვერპლა, მარტოხელა დედა ამ დროს სამსახურში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ქირით ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო, შემთხვევის დღეს მათ დენი და გაზი არ ჰქონდათ, ბავშვებს სანთლის შუქზე ეძინათ. პოლიტიკური კომუნიკაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი [კოალიცია „ძლიერი საქართველო“] …

სასტუმრო „L ბაკურში“ დაკვამლიანებაა – მობილიზებულია სახანძრო

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „L ბაკურში“ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ხანძარი, სავარაუდოდ, შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსახურის ცნობით, 13:50 საათის მონაცემებით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა:

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა 4 შენობა

დღეს, 28 ივნისს „ოცნების ქალაქში“ ქოხები დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, სრულიად დამწვარია ოთხი შენობა, სამი კი ნახევრად დაზიანდა. ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი ავტომობილიც. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი.

ხულოში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა 22 აპრილს, ღამით მოხდა. „ბათუმელებს“ ხულოს მერის წარმომადგენელმა დეკანაშვილების თემში უთხრა, რომ ხანძარი ღამის საათებში სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. სხვა დეტალებზე ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა ვერ მოგვაწოდა. ხულოს მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია ქირით უსაფრთხო ადგილას, რომელსაც ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს და ასევე, დაზარალებულ ოჯახს გაეწევა …

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ხანძარს 60-წლამდე კაცი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც მერის წარმომადგენელი ხუცუბნის თემში, ზვიად თამაზაშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 60 წლამდე ასაკისაა. ის მარტო ცხოვრობდა სახლში. ხანძარი 12 აპრილს, დილის საათებში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.

ქედაში კორპუსის გადახურვაზე 199 924 ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

ქედაში საცხოვრებელი კორპუსის ხანძრის შედეგად დამწვარი სახურავის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 ათას 924 ლარი დაიხარჯება. ქედის მერია სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე გეგმავს და შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, სატენდერო პროცედურების ჩატარებისთვის საჭიროა გარკვეული პერიოდი და ასევე ალბათობის გათვალისწინებით იმისა, რომ ტენდერი არ შედგეს, გამოიწვევს …

ქობულეთის შემოვლით გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა გაზზე მუშაობდა. უცნობია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ჩამქრალია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფოტო: კევინ ქართველიშვილმა

ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც – ხანძარი ოჩხამურში

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანები ჯერ-ჯერობით, ვერ უახლოვდებიან ცეცხლმოკიდებულ ადგილებს. ცეცხლი ახლოსაა დასახლებულ პუნქტანაც. თუმცა სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, რომ გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ხანძარი გონიოში

გონიოს დასახლებაში ხანძარია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ეკალბარდი და გამხმარი ბალახები იწვის. „ტერიტორიის დიდ ფართობზე ბალახი უკვე დამწვარია და არის ერთგვარი რკალი, სადაც ცეცხლის კერაა.“ ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადადების ალბათობა, როგორც სახანძროში გვითხრეს, ამ დროისთვის [19:15 სთ] ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს: „გასულია ჯგუფები და აკონტროლებენ.“ სავარაუდოდ, ცეცხლი ეკალ-ბარდს წაუკიდეს, შემდეგ კი დიდ ფართობზე გავრცელდა. …

ხანძარი ჩაქვში, მაგისტრალის გასწვრივ

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიებზე, რამდენიმე ადგილას ხანძარია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გვიმრებსა და ეკალ-ბარდს უკიდია. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტუაციას სახანძრო სამსახური აკონტროლებს: „არ ვიცით რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, შეიძლება გაუკიდეს ბალახს და შემდეგ სხვა ადგილებს მოედო. რაიმე ზარალზე ინფორმაცია არ გვაქვს. ცეცხლის კერა ამ დროისთვის [19:10 სთ] რამდენიმე ადგილზე რჩება ჩაქვში, მეშვიდე რაიონში …

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სამსართულიან სახლში გაჩნდა, რომლის პირველ სართულზეც ავტონაწილების მაღაზიაა. სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი ავტონაწილების მაღაზიის სასაწყობე ნაგებობაში გაჩნდა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ამ სამსახურს ინფორმაცია ხანძრით დაშავებულების შესახებ არ აქვს.

ბათუმში ახალი წლის ღამეს კაზინოში ხანძარი იყო

31 იანვარს ბათუმში, კაზინოში ხანძარი გაჩნდა – სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს ხანძარი, სათამაშო აპარატები და ხალხი, რომელიც კაზინოს დატოვებას ცდილობს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. აქ გვითხრეს, რომ ცეცხლი სწრაფად იქნა ლიკვიდირებული და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ______________ ფოტოზე: კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან  

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 11 საათზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე გვითხრეს, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე გვითხრეს ისიც, რომ მოქალაქე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. ის მეზობელმა გამოიყვანა ბინიდან და მანვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, მას მძიმე დამწვრობა არ მიუღია. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხელვაჩაურის სოფელ ქედქედში ოთხსულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ხანძრის გაჩენამდე 20 წუთით ადრე დატოვეს საცხოვრებელი, შესაბამისად ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო -სამაშველო სამსახური, თუმცა  სახლის ერთი სართული ხის იყო და შენობა სწრაფად დაიწვა. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა ოთხწევრიანი ოჯახი. მათ შორის არის ჩვილიც. „ბათუმელებს“ სოფელში უთხრეს, რომ ხელვაჩაურის მერიამ …

ხულოში, სოფელ წაბლანაში სახლი დაიწვა

დღეს, 2 სექტემბერს, ხულოში, სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დილით მოხდა. სამსულიანი ოჯახის ხის სახლი დამხმარე ნაგებობებთან ერთად სრულად დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხულოს მერიაში გვითხრეს, რომ ხანძრის შესახებ მერია ინფორმირებულია. „ბათუმელები“ ჯამბულატ მელაძეს ესაუბრა, ხულოს მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის ხელმძღვანელს.  მან გვითხრა, რომ ოჯახს მერია …

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცეცხლი გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო  ჯგუფები. როგორც „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ცეცხლი გამწოვ მილში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები.

ბათუმის პორტში კატარღაზე ხანძარი გაჩნდა

დღეს, 22 მაისს, ბათუმის პორტში, ზღვაში მყოფ კატარღაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც თვითმხილველებმა უთხრეს „ბათუმელებს“, კატარღაზე მყოფი ადამიანები ხანძრის გაჩენის შემდეგ ზღვაში გადახტნენ. კატარღაზე 2 ტურისტი, ინდოეთის მოქალაქეები და მესაჭე იყვნენ. ისინი უსაფრთხოდ გამოვიდნენ ნაპირზე. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და სამაშველო კატარღა, რომელიც ხანძარს აქრობს.

რას წერს პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირზე

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულ პირს, ფსიქიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა. „ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში  ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას“ – აცხადებს პროკურატურა. პროკურატურამ  „სასტუმრო „ამბასადორში“ …

ბათუმში „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარია

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმის“ ტერიტორიაზე, ხანძარია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სავაჭრო ობიექტებს უკიდია. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამსახური. ხანძრის ადგილზე ისმოდა აფეთქებების ხმა. როგორც ამ უბნის მცხოვრებლები ამბობენ, ცეცხლი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც აკუმულატორები, ავტომანქანის ზეთი და საბურავები იყიდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ავტოსახელოსნოს გაუჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაშავებულების შესახებ …

Exit mobile version