დღეს, 23 იანვარს, ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა. „ხანძრის სავარაუდო მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობაა“ – გვითხრა რაულ მახარაძემ, მერის წარმომადგენელმა სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ადგილზე ჯერ ისევ მუშაობენ მეხანძრეები. „ხანძარი ამ წუთას ლოკალიზებულია და მუშაობს 2 სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა. ალბათ 1 საათში სრულიად ლიკვიდირებული იქნება ხანძარი. დაიწვა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი“, – გვითხრა რაულ მახარაძემ. …
Tag Archives: ხანძარი
ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში ხანძარია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის კერასთან ახლოს საცხოვრებელი სახლებია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ინფორმაცია განახლდება.
ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიასთან, ხანძარია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სატეხიასთან ახლოს ხანძარია. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამჟამად რომელიმე შენობაზე გადასული არ არის. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა, გაძლიერდა და ის ახლა უკვე სახლებთან ახლოსაა.
წუხელ ბათუმში „სანდასუფთავების“ საწყობი დაიწვა
14 იანვარს, ღამით, ბათუმში მერიის შპს „სანდასუფთავების“ საწყობში ხანძარი გაჩნდა. საწყობი ადლიის დასახლებაში მდებარეობს და ხანძარი დაახლოებით ღამის 2 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად, როგორც „ბათუმელებს“ სახანძროში უთხრეს, არავინ დაშავებულა. შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, „სანდასუფთავების“ სხვადასხვა ინვენტარი იყო დასაწყობებული. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს და მიღებისთანავე აქვე მოგაწვდით.
ბინებში წყალი ჩამოდის, წვიმაში ლიფტს ვაჩერებთ – „ვოქსის“ კოპუსში მცხოვრები
ბათუმში, „ვოქსის“ კორპუსში წყალი ჩადის – ამ სახლის ერთ-ერთი ბლოკის ბოლო ორ სართულზე განთავსებული რესტორანი „ვოქსი“ გასული წლის 18 დეკემბერს დაიწვა. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, წვიმის დროს 23-სართულიან კორპუსში ლიფტს უსაფრთხოების მიზნით თიშავენ, რადგან სადარბაზოში წვიმის წყალი აღწევს. რამდენიმე მესაკუთრეს კი წვიმის ჩასვლის გამო ბინის ინტერიერი სერიოზულად დაუზიანდა. „მერიიდან რომ იყვნენ მოსულები, გვითხრეს 24 საათი ვიმუშავებთ …
Continue reading “ბინებში წყალი ჩამოდის, წვიმაში ლიფტს ვაჩერებთ – „ვოქსის“ კოპუსში მცხოვრები”
ხანძარი ოცნების ქალაქში – დაიწვა 2 სახლი
8 იანვარს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ოცნების ქალაქის დასახლებაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიწვა 2 სახლი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. როგორც „ბათუმელებს“ ოცნების ქალაქიდან აცნობეს, ამ დროისთვის მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.
„აჭარლებო, მაგრად არ მევასებით“ – როგორ იმუშავეს ტროლებმა ხანძრის ღამეს კრიტიკის გადასაფარად
„ტროლინგის მიზანი არის, გაავრცელოს არასწორი საინფორმაციო დისკურსი, რადგან ხელისუფლებას არ უნდა ვინმემ რაიმე ტიპის დღის წესრიგი გარედან შესთავაზოს. ამიტომ ის ყოველმხრივ ცდილობს, პროაქტიულად შექმნას თავისი დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეფუძნება ტროლებს“, – ასე ხსნის ჟურნალისტი, მედია მკვლევარი ზვიად ქორიძე მიზეზს, თუ რატომ ცდილობენ ტროლები მნიშვნელოვანი დისკუსიების ჩაშლას. თუ სოციალურ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს დააკვირდებით, …
რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება
ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განმარტებით, ბათუმის მერიას „ვოქსის“ კორპუსიდან დაზარალებულები ქირით არ გაუყვანია, რადგან ისინი თავად გადავიდნენ ახლობლებთან: „შესაბამისი მომართვიანობის შემთხვევაში ვიმსჯელებთ და დავეხმარებით მათ.“ რაც შეეხება ზიანს, რომელიც კოპურში მცხოვრებლებს მიადგა, მონაცემებს ჯერ ისევ აგროვებენ. გარდა იმისა, რომ რესტორანი „ვოქსი“ დაიწვა, მერიას ამჟამად ხანძრისგან კიდევ ორი ბინის შესაძლო დაზიანების შესახებ აქვს ინფორმაცია. მერიაში ჯერ …
Continue reading “რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება”
ხულოში, სოფელ იაკობაძეებში სახლი დაიწვა
ხულოში, დიოკნისის თემის სოფელ იაკობაძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი წუხელ, 15 დეკემბერს გაუჩნდა სახლს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან. აღნიშნული ოჯახი მეორედ გახდა ხანძრის მსხვერპლი, მათ სახლი 2014 წელსაც დაეწვათ. „ბათუმელები“ ესაუბრა ხულოს მერის წარმომადგენელს დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ კახაძეს. მისი თქმით, ამჟამად აგვარებენ ადმინისტრაციულ საკითხებს ოჯახის დროებით გადასაყვანად და ასევე, ოჯახს დაეხმარება მთავრობა. …
მოსკოვთან სავაჭრო ცენტრი დაიწვა – ვიდეო
უკანასკნელი ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკიში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ, ცენტრის დარაჯი იყო და მისი ცხედარი ცეცხლის ჩაქრობისას იპოვეს. სავაჭრო ცენტრში, რომელიც ქალაქ მოსკოვისა და ოლქის საზღვარზე, მოსკოვის წრიულ საავტომობილო გზასთან მდებარეობს, ცეცხლი დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად სამშენებლო ჰიპერმარკეტის სახურავში გაჩნდა …
სოფელ გორგაძეებში ხის მეჩეთი დაიწვა
დღეს, 9 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, ხის მეჩეთი დაიწვა. ხალის ადმინისტრაციულ თემში მერის წარმომადგენელმა ნოდარ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხანძარი დილით, დაახლოებით 8:15 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის მეჩეთი იყო და ადვილად მოეკიდა ცეცხლი. მოქმედი მეჩეთი იყო, თუმცა იმ დროს არავინ იმყოფებოდა შენობაში“ – გვითხრა ნოდარ კახიძემ. მეჩეთს ჰქონდა თუ …
30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი
30 წუთი – დაახლოებით ამ დროში იწვის და ფერფლად იქცევა აჭარაში ხის სახლები. ხულოდან რომელიმე მაღალმთიან სოფელში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლას კი საშუალოდ 38-42 წუთი სჭირდება. 30 წუთში, სანამ სახანძრო გზაშია, ადამიანები კარგავენ ყველაფერს. „იმ მომენტში, როცა სახლში შევვარდი, მარტო ერთ რამეზე ვფიქრობდი – შვილი გადამერჩინა. მარტო შვილზე ვფიქრობდი, შიშის გრძნობა არ მქონია. ბავშვი ოთახში იყო, …
Continue reading “30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი”
ხულოს სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა
ხულოს სოფელ მეხალაშვილებში, წუხელ ღამით, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უსახლკაროდ დარჩენილ ორ, 6-6 სულიან ოჯახს, დღეიდან ხულოს მერია საცხოვრებლად დროებით, ქირით გადაიყვანს. „თითოეული ოჯახი ბიუჯეტიდან 20-20 ათას ლარს მიიღებს დახმარების სახით. ასევე, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა დამატებით თანხა და ამ ოჯახებს, თითოს 20 კუბური მეტრი ხის …
Continue reading “ხულოს სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა”
საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები არ აქვს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ბათუმელებმა“ 9 აგვისტოს ჰკითხა, აქვს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ვერტმფრენები? როგორც სამინისტროში გვიპასუხეს, ამ ეტაპზე უწყებას არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი არ აქვს. „სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არ ირიცხება სამაშველო ვერტმფრენები“, – მოგვწერა შს სამინისტრომ. უწყების განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის დროს ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ისინი სასაზღვრო პოლიციის …
Continue reading “საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები არ აქვს”
ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – „სახანძროს მოსასვლელად 52 წუთი დასჭირდა“
8 ივლისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა. მეხანძრეებმა მხოლოდ ირგვლივ მდებარე სამი დამხმარე ნაგებობის გადარჩენა შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსახლკაროდ დარჩა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლები და ბებია. „ღამის სამის ნახევარი იყო, რომ გაჩნდა ხანძარი, არ ვიცი რისგან, ალბათ სადენებისგან… ყველამ მოვასწარით გამოსვლა, მაგრამ ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ, ტელევიზორი წამოვიღე მხოლოდ,“ – უთხრა …
Continue reading “ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – „სახანძროს მოსასვლელად 52 წუთი დასჭირდა“”
ბათუმში პლასტმასის საწარმო იწვის – ხანძარი სამრეწველო ზონაში
ბათუმის სამრეწველო ზონაში ხანძარია, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა პლასტმასის ერთ-ერთ საწარმოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საწარმოში ცელოფნის პარკებს ამზადებდნენ. ბათუმის სამრეწველო ზონა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ არის მოწყობილი, სადაც სხვადასხვა სახის საწარმო მუშაობს. ხანძრის ზონასთან ახლოს დასახლება არ არის. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ღია სივრცეში იწვის პლასტმასის ნარჩენები, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად …
Continue reading “ბათუმში პლასტმასის საწარმო იწვის – ხანძარი სამრეწველო ზონაში”
ქედაში სახლი დაიწვა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში სახლი დაიწვა. სახანძრო სამსახური ამ დროისთვის [10:30] დამხმარე ნაგებობაზე გაჩენილ ხანძარს აქრობს. ორივე შენობა ხის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში, რომელიც დაიწვა, 5 ადამიანი ცხოვრობდა. სოფელში ქედის მერიის წარმომადგენლის, ზორბეგ არძენაძის თქმით, უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ამაღამ მეზობელთან გადაიყვანენ ღამის გასათევად.
ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – დაიღუპა ერთი ქალი
ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა. ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი ხის სახლი. ხანძრის გაჩენის დროს სახლში ორი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე, მისი გამოყვანა ადგილობრივებმა შეძლეს, თუმცა 72 წლის ქალის გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის დაიღუპა. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები: „ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის …
Continue reading “ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – დაიღუპა ერთი ქალი”
„ოცნების ქალაქში“ ხანძარია
დღეს, 17 აპრილს, საღამოს, ხანძარი განჩნდა ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ საცხოვრებელ სახლს უკიდია. ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური. _______________________________ ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე
ქობულეთში ხანძარია – ისპანის ჭაობთან ეკალ-ბარდი იწვის
ხანძარი გაჩნდა დღეს, 11 აპრილს ქობულეთში. ოჩხამურთან, ისპანის ჭაობთან, ეკალ-ბარდი იწვის. როგორც ფეისბუქზე წერენ, ხანძარი ქობულეთის შემოვლით გზიდანაც ჩანს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მოსახლეობას არ ემუქრება. აჭარაში ამ დროისთვის ძლიერი ქარია.
ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.
ხანძარი ჯიხანჯურში – 1 ოჯახი უბინაოდ დარჩა
ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც მერის წარმომადგენელმა, როინ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ერთი ბინა მთლიანად დაიწვა. როინ გოგიტიძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ ბინაში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. „ბათუმელები“ ჯიხანჯურის ერთ-ერთი მცხოვრებს მამული სურმანიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, დამწვარი ბინა აგვისტოს ომის ვეტერანს, ავთანდილ ჯაყელს ეკუთვნოდა. ხანძრის დროს სახლში ორი …
Continue reading “ხანძარი ჯიხანჯურში – 1 ოჯახი უბინაოდ დარჩა”
ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, დღეს, 10 მარტს, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში 8 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვია. „სახლი სულ დაიწვა, გარეთ ვართ, ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, ფულიც დამეწვა დაახლოებით 8 ათასი ლარი,“ – ამბობს კაკო შავაძე, ვისი სახლიც დაიწვა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი ფულს საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახს დღეს …
Continue reading “ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა”
ქობულეთის სოფელ აჭყვაში სახლი დაიწვა
დღეს, 16 იანვარს, ქობულეთის სოფელ აჭყვაში კონცელიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ოჯახს ჯერ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ და შემდგომში სხვა სახის დხამარების აღმოჩენაზეც იზრუნებენ.
ხანძარი „ოცნების ქალაქში“
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე არსებულ ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, მოფინაძეების საცხოვრებელ ბინაში, დღეს, 16 იანვარს, ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა ერთი ოთახი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრეები ამ წუთებშიც მუშაობენ.
ხანძარი ბათუმში, ჭაობის დასახლებაში
ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების გზაჯვარედინზე ხანძარია. ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლის დამხმარე ნაგებობას. ___ განახლება: ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ქობულეთში კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა
ხანძარი იყო დღეს, 20 დეკემბერს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე. ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქობულეთის მერიის ცნობით, სახლის მეპატრონეს მსუბუქი დამწვრობა ჰქონდა, რომელიც თვითონ დაიმუშავა. ხანძრის მიმდებარე ტერიტორია დაიკვამლა. გადაკეტეს ცენტრალური გზაც. ამ დროისთვის …
Continue reading “ქობულეთში კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა”
„სახლი დაგვეწვა“ – 10-სულიანი ოჯახი ხულოში ზამთარს უსახლკაროდ ხვდება
ხულოში, სოფელ სხალთაში, შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი წელს, 21 მარტს დაიწვა. ოჯახში ათი ადამიანია, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი. სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე სულიკო გაბაიძე მცირედმხედველია და შშმ პირის სტატუსი აქვს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი მისი, როგორც შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობაა. ხანძარმა შაინიძეების სახლში ყველაფერი გაანადგურა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ავეჯი. როცა სახლი დაიწვა, ხულოს …
Continue reading “„სახლი დაგვეწვა“ – 10-სულიანი ოჯახი ხულოში ზამთარს უსახლკაროდ ხვდება”
„ოცნების ქალაქში“ 2 სახლი იწვის
„ოცნების ქალაქში“ ორი სახლი იწვის. თვითმხილველის ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური. საცხოვრებელი სახლების გადარჩენა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.
ხულოში ხანძრით დაზარალებული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს
ხულოში, სოფელ დანისპარაულში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელშიც ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. როგორც ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ოჯახს მერია სახლს უქირავებს. „მოგვიანებით კი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაზარალებული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს“, – გვითხრეს მერიაში.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ხანძარია
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია, ცეცხლი ოთხსართულიანი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ცეცხლის გაჩენა ელექტროსადენებს უკავშირდებოდეს.
იტალიაში, რომიდან 40 კილომეტრში მდებარე ნაკრძალში, ხანძარია
იტალიაში, რომის გარეუბან ტივოლის მახლობლად, მონტე კატილიოს ნაკრძალში ხანძარია. ხანძრის გამო ახლომდებარე დასახლებებიდან 25 ოჯახია ევაკუირებული. სამხრეთ იტალიაში ტყის ხანძარი ბოლო კვირას გაჩნდა. „როიტერსის“ თანახმად ცეცხლმა გაანადგურა ტყეები კალაბრიაში, ასევე კუნძულებზე – სარდინიასა და სიცილიაში. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათ ღამით ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქ ოტრანტოს მახლობლად. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ძლიერი კვამლის გამო საზღვაო კურორტიდან …
Continue reading “იტალიაში, რომიდან 40 კილომეტრში მდებარე ნაკრძალში, ხანძარია”
ბათუმში მრავალსართულიან სახლში ხანძარია | LIVE
ხანძარი გაჩნდა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმში მრავალსართულიან სახლში. ცეცხლი ბოლო სართულს უკიდია. ამ დროისთვის [16:00] აქ მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნება. თვითმხილველების თქმით, ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, გამოიყვანეს აქ მცხოვრები პირები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახური. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
საბერძნეთის კუნძული ევია ცეცხლის ალში – ათამდე სოფელი ევაკუირებულია
ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე. საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით, ატიკის მდებარე კუნძულ ევიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ათასობით ჰექტარი ტყე. მოხდა ათობით სოფლის ევაკუაცია, 2500-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს კუნძულიდან და გაარიდეს ცეცხლს. უკვე მეექვსე დღეა საბერძნეთი ებრძვის ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ორი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, მათ შორის ერთი მოხალისე-მეხანძრე იყო. საბერძნეთში ჩავიდნენ …
Continue reading “საბერძნეთის კუნძული ევია ცეცხლის ალში – ათამდე სოფელი ევაკუირებულია”
ერდოღანის თქმით, 208 ხანძრიდან 12 დარჩა – დაკავებულია 6 ადამიანი
თურქეთის 44 პროვინციაში 208 ხანძრიდან 196 ხანძრის კერა ლოკალიზებულია. მეხანძრეები ამ დრომდე 12 ხანძარს ებრძვიან თურქეთის 5 პროვინციაში – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა ჟურნალისტებთან. დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს 6 პირი, რომლებიც მუღლაში ხანძრის გაჩენაში არიან ეჭვმიტანილი. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ამჟამად ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ 56 სახანძრო ვეტმფრენს. ხუთი ვეტმფრენი ღამის ხედვით …
Continue reading “ერდოღანის თქმით, 208 ხანძრიდან 12 დარჩა – დაკავებულია 6 ადამიანი”
საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან, ასობით ადამიანია ევაკუირებული | ფოტო
თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთში ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ათენთან ახლოს მდებარე კუნძულიდან. ხანძრის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, არის ქარიანი ამინდი, რაც ხელს უშლის ტყის ხანძრის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები და ავტომანქანები. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას 5 აგვისტოს მოუწოდა, მაქსიმალურად შეზღუდონ არამიზნობრივი გადაადგილება.