ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სახლის სახურავზე გაჩნდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის 23:30 ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია სახლის მეორე სართული. ქობულეთის მერიის პრესცენტრის თქმით კი, ადგილზე ქობულეთის მერიც იმყოფებოდა და ზარალს უახლოეს პერიოდში დაითვლიან. შინაგან …

ხულოს სოფელ ფაჩხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ ფაჩხაში, ბახმაროს უბანში, სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ სახლის ახლოს მდებარე ორი სახლის გადარჩენა მოხერხდა. საცხოვრებელი ხის იყო, გარდა ამისა, ბახმაროს უბანი სოფელ ფაჩხის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ აღარ შიმშილობთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მიმართა. 22 წლის ბრალდებულს გამოძიება პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში ხანძრის გაჩენას ედავება. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 21 დღე შიმშილობდა. საუბარია გასული წლის 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩა 24-ში გაჩენილ ხანძარზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლი და 6 სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა. ხანძრისგან …

საზოგადოებრივი შენობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დაიწყო – ახალი წესები  

ავტომატური ქრობის სისტემა, მინიმუმ ორი ცეცხლმაქრი ერთ სართულზე, საევაკუაციო გეგმა და გასასვლელები – კიდევ რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაწესებულებამ სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება წარმატებით გაიაროს? – საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმება დაიწყო. კანონის თანახმად, სპეციალისტები საზოგადოებრივი დაწესებულების  ყველა შენობას შეამოწმებენ. ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ბათუმშიც, შემოწმებას საგანგებო სიტუაციების მართვის …

14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

2018 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა – ამ სტატისტიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 14 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა …

ვითარება ხანძრის ადგილას – 7 კომერციული ობიექტი დაზარალდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში მაშველებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამავე სახლის პირველ სართულზე განთავსებულ შვიდ სავაჭრო ობიექტში კი რა ვითარებაა, მფლობელებმა არ იციან – სამაშველო სამსახური მათ ობიექტებში შესვლის უფლებას, ჯერჯერობით, არ აძლევს. სამაშველო სამსახურმა ხანძრის პერიოდში მხოლოდ ერთი კომერციული ობიექტიდან გამოიტანა ნივთები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დღეს, 11 თებერვალს, დაახლოებით ერთი საათის წინ ბათუმში …

ლაშა კომახიძე: ხანძრისგან მიყენებულ ზარალს უკვე ვითვლით

„ხანძარი, ფაქტობრივად, უკვე ლოკალიზებულია. ჩვენ დავაკვირდებით და დავითვლით ზარალს. ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები დაკავებული არიან უკვე ამით,“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბერიძის ქუჩაზე. ხანძარი ამ ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლს გაუჩნდა. ბათუმის მერის თქმით, ვიზუალური დათვალიერებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4-5 სახლი დაზიანდა. ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ეს …

ხანძარი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდასახოში, თამაზ ნათიძის სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობა დაიწვა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ხანძარი სათავსოში გაჩნდა.  „ბოსელი მთლიანად დაიწვა. ასევე, შინაური ცხოველების საკვები და სამეურნეო ინვენტარი, რომელიც ოჯახს ბოსლის ქვეშ ჰქონდა განთავსებული“. ვაჟა თავართქილაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არ დაშავებულან შინაური ცხოველები, „არც სახლში მცხოვრებლებს ემუქრებათ საფრთხე. სახანძრო სამსახურმა დროულად მიიღო …

ბათუმში ორი ავტომანქანა დაიწვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. ცეცხლი ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანებს გვიან ღამით გაუჩნდა. დაშავებული არავინაა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადაც, თუმცა ავტომანქანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას …

ბათუმში, მრავალბინიან სახლში, ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, მრავალბინიან სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზიებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. სამაშველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია“. ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.      

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 21 წლის ბიჭი დააკავა. საუბარია 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძარზე. ხანძრის შედეგად 9 სავაჭრო ობიექტი დაიწვა, ზარალის საერთო რაოდენობა მილიონზე მეტი ლარია. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული …

რა გაირკვა “ლეოგრანდის” ხანძარზე – ბოლო სასამართლო პროცესი

“რით დასტურდება, რომ გიორგი მიქელაძე იყო პასუხისმგებელი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოებაზე?” – ჰკითხეს ადვოკატებმა პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს. “ჩატარდა სამართლებრივი ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი პირი… ათობით მოწმემ მიუთითა, ვის რა მოვალეობა გააჩნდა იქ,” – თქვა პროკურორმა. “ლეოგრანდის საქმეზე” დღეს, 20 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა. განაჩენს ის ხვალ გამოაცხადებს. ზეგ ამ …

ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 დეკემბერს, ღამით, ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სოფელ ჭინკაძეებში, თემურ თებიძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.  ხანძრის დროს ოჯახის 3 წევრთაგან სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბათუმში გაჩერებული ავტომანქანა დაიწვა

დღეს, 5 დეკემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გზატკეცილზე გაჩერებულ მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ავტომანქანაში არავინ იჯდა, შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად ავტომანქანა სრულად დაიწვა. სახანძროში გვითხრეს, რომ ჯერ არ არის ცნობილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას …

ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად დურსუნ კონცელიძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სახლში გვიან ღამით გაჩნდა, მთლიანად დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

ბსუ-ს სტუდენტები ბორჯომის ტყეში 800 ნერგს დარგავენ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 3 ნოემბერს ბორჯომში თავიანთი ხელით გამოყვანილ ნერგებს დარგავენ. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში გვეუბნებიან, ფიჭვის, სოჭის, ნაძვისა და ქართული მუხის ნერგები უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ სათბურშია გამოყვანილი. „დავრგავთ 800-მდე ნერგს, რომლებიც სტუდენტებმა თავიანთ ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად გამოიყვანეს. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩითილების გაზრდა. ნერგები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და 2017 წელს გაჩენილი ხანძრების დროს განადგურებული …

ხანძარმა ხულოში ახალგაზრდა გოგო და შშმ პირი იმსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა თავის დამხმარე ნაგებობებით. ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი აქვს ჩართული, ხანძარმა ორი პირი იმსხვერპლა. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 76-წლამდე კაცი, რომელიც შშმ პირი იყო და მეორე 20-წლამდე გოგო. „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილზე უთხრეს, რომ გოგონა სწორედ შშმ პირის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავადაც დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე …

ბათუმში მაღლივი კორპუსის მე-12 სართულზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ბაგრატიონისა ქუჩაზე, 17-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე სამზარეულოში გაჩნდა. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ინფორმაციით, დაიწვა 60 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. “მაშველებმა მოახერხეს ამ სადარბაზოდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია. დაიწვა ერთი ბინა. დეტალური ინფორმაცია გავრცელდება მალე. …

ქობულეთში ხის საამქრო დაიწვა

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში, დღეს, 11 სექტემბერს, გამთენიისას, ხის საამქრო დაიწვა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხის ძველი შენობის, რომელშიც ხის საამქრო იყო განთავსებული, გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის მთლიანად დაიწვა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ზარალის ოდენობას და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ. ფოტო: კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან    

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოში, სოფელ განახლებაში, ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. ხულოს მერის ინფორმაციით, ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. „ადგილზე ვარ. სავარაუდოდ, ცეცხლი პირუტყვის სადგომს გაუჩნდა, რის გამო – უცნობია. ერთი სახლიდან ნივთების ნაწილობრივ გადარჩენა მოხერხდა… ხანძრის შედეგად, ჩემი ინფორმაციით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,“ – გვითხრა ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ.        

საგანგებო: ყანების დასუფთავებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ყანებიდან მარცვლეული კულტურის აღების შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „რეგიონებში მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, მოქალაქეები ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს წვავენ. ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ხდება ცეცხლის გავრცელება მასშტაბურ ტერიტორიებზე და მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას. ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, დაგვიანებით ხდება …

ვაშლოვანში მეხანძრეებმა საცხოვრებელი სახლები დაწვას გადაარჩინეს

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ვაშლოვანში დღეს, 29 აგვისტოს, თეიმურაზ მელაძის პირუტყვის სადგომსა და სათივე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ გაემართა ხულოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. „აღნიშნული ნაგებობები მთლიანად დაიწვა, თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დროული ჩართვით გადარჩა თეიმურაზ მელაძისა და ახლო მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.“ – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მირ …

ბათუმში დღეს ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა [ფოტო, ვიდეო]

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევვის ადგილას მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კიდევ ერთ, გაჩერებულ მანქანას გაუჩნდა დღეს ცეცხლი ახალ ბულვარში, სასტუმრო „ეიფორიასთან“. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ქობულეთში ბუნგალო “ჰავანა” სრულად დაიწვა

დღეს, გამთენიისას, ქობულეთის სანაპიროზე მდებარე ბუნგალო “ჰავანას“ ცეცხლი გაუჩნდა. ზარი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 05:17 წუთზე შევიდა. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძახებაზე სამი სახანძრო ავტომობილი გავიდა, „ორი კამაზის ტიპის ავტომანქანა და წყალმზიდი ათტონიანი. სამი მანქანა მუშაობდა”. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი მთლიანად მოდებული დახვდათ ნაგებობაზე, “ხის მასალა იყო და არავინ იცის, საიდან დაიწყო ხანძარი,” – გვითხრეს …

სახანძრო: მაღაზია „ტექნობუმში“ ხანძარი ლოკალიზებულია

დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 1 საათის წინ, ბათუმში, მაღაზია „ტექნობუმში“ ხანძარი გაჩნდა. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია მაღაზიის გარკვეული ნაწილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაღაზია, სადაც ხანძარი გაჩნდა, ბათუმში, ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. იქვეა არაერთი მსხვილი სავაჭრო ობიექტი [ბათუმი მოლი და სხვ.], ასევე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართი სადგური. ადგილზე ამ დროისთვის [03:30 სთ.] მობილიზებულია …

სამაშველო: „ოცნების ქალაქში“ ხანძარი სრულად ჩავაქრეთ“

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, „ოცნების ქალაქში“ ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. დაიწვა ერთი სახლის მეორე სართული, დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი, რომელიც ხისგან იყო აშენებული: „პირველი სართული გადარჩა“. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.    

„ოცნების ქალაქში“ ხანძარია

„ოცნების ქალაქში“ კაკაბაძეების 6-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი  იწვის. ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ჯგუფი. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები პირის თქმით, ადამიანებმა მოახერხეს გარეთ უვნებლად გამოღწევა. მისივე თქმით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და გაჩენის მიზეზი უცნობია.    

ბათუმში, გორგასლისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, ხანძარი ჩააქრეს – დაიწვა სახლის სახურავი

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, ხანძარი უკვე ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა და მისაღები ოთახი, სულ – 190 კვ.მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის დადგენილი არ არის, ხანძრის გაჩენის მიზეზი.  

გამომძიებელი „ლეოგრანდის საქმეზე“: მე მხოლოდ სასტუმროს პირველი სართული დავათვალიერე

„მე მხოლოდ სასტუმროს პირველი სართული დავათვალიერე,“ – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა უჩა კახიძემ. ის „ლეოგრანდის საქმეზე“ დაიკითხა. საქმის მასალების მიხედვით, უჩა კახიძემ ხანძრის შემდეგ მთლიანად სასტუმრო დაათვალიერა, მათ შორის, საქვაბე, სადაც გამოძიების ვერსიით, ხანძარი გაჩნდა. სასტუმროს საგამოძიებო წესით დათვალიერების დოკუმენტს სწორედ ეს გამომძიებელი აწერს ხელს. „ეს არის დაუშვებელი მტკიცებულება, პროცესუალური კანონდარღვევა. როგორ შეიძლება ხელს აწერდე …

სოფელ ცხმორისში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ცხმორისში ვასაძეების ოჯახის საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ოჯახის წევრები არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. ხის ერთსართულიანი სახლის და დამხმარე ნაგებობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ლევან ვასაძის ოთხწევრიან ოჯახში 1 მცირეწლოვანია.  

ხანძრის შედეგად ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ორსართულიან შენობაში გაჩნდა. როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა. „ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა სახელდება,“ – ამბობს ლევან გორგილაძე. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთი ბავშვი. როგორც ქედის მერი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ …

პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდის” საქვაბე ოთახში ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია…” – ეს ფრაზა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა საბრალდებო დასკვნიდან ამოიკითხა. „ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს, 29 მაისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არსებითი განხილვა დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც …

ხანძრით დაზარალებულებს მერია საცხოვრებლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს

ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ  საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ხანძარი ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან 24 აპრილს, საღამოს გაჩნდა. დამწვარია ორი სახლი და ერთი სახლის სახურავი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების რამდენიმე ვარიანტზე ესაუბრა. …

კიდევ ერთი სახლი დაიწვა ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხარაულაში, რეზო ხარაძის, 4-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სახლი მთლიანად დაიწვა, ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა. ,,ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, პირველი სართული კაპიტალური იყო, მეორე – ხის, ცეცხლს ქედისა და შუახევის სახანძრო სამსახურები აქრობდნენ, დამხმარე ნაგებობები გადარჩა. ოჯახს 10 000 ლარით დავეხმარებით, ვიდრე თანხა გამოიყოფა,  ოჯახს …

ხულოში ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 მარტს, ხულოში, სხალთის თემის სოფელ წაბლიანში დავითაძეების ექვსსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. სახლთან ერთად დაიწვა მიკროავტობუსიც, რომელიც ოჯახის საკუთრება იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხულოს მერია დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს დაუქირავებს. „სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მთლიანად დაიწვა ნახევრად კაპიტალური შენობა. დაიწვა ეზოში მდგარი მიკროავტობუსიც, ხანძრის …

ბათუმის მერია ხანძრით დაზარალებულებს ბინებს გადასცემს

ბათუმის მერიამ ხანძრით დაზარალებულ ცხრა ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. დაზარალებულები ასევე მიიღებენ თანხას ბინების გასარემონტებლად.  2013 წლის 21 სექტემბერს ზვიად გამსახურდიას #11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის  საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

Exit mobile version