„ოცნების“ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონ 600 ათასი ლარი გამოუყო აჭარას არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის. განკარგულებას ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 26 დეკემბერს მოაწერა. „2025 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც 2025 წელს ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 (ერთი) კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, …
Tag Archives: ციტრუსი
„მანდარინს ვყიდით მუქთად, თუ ამას გაყიდვა ჰქვია“ – რას ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები
„მანდარინი იყიდება 60-70 თეთრად, ვყიდით მუქთად, თუ ამას კარგად გაყიდვა ჰქვია, როგორც მთავრობა ამბობს… მეციტრუსის ხელში ამ 70 თეთრიდან 20 თეთრი თუ რჩება, მოსაკითხია კიდევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი. ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, წინასაახალწლოდ მანდარინის კლიენტები გამოჩნდნენ, თუმცა ფასი ძალიან დაბალია. „წელს იმდენად დაბალი ფასია, ზოგს არც კი დაუკრეფია საერთოდ მანდარინი, …
„მანდარინი დაგვილპა, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი გამოკეტეს“ – აქცია ქობულეთში
„მანდარინის მოსავალი დაგვილპა, წავიღებთო და მოგვატყუეს, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი, გამოკეტეს,“ – ამბობს ჟუჟუნა ქარცივაძე, საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის სოფელ ქაქუთში გაიმართა. დავის საგანი ციტრუსის დამამზადებელი საწარმოა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს კოოპერატივ „ქაქუთს“ კონკრეტული პირობებით – 1 ლარად გადასცა, თუმცა ვალდებულებები არ შესრულდა. ვალდებულება ციტრუსის დამზადება და …
„90 თეთრი და ზევით არის“ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი მანდარინობასა და ფასებზე
„საკმაოდ მაღალი ფასები იყო დასაწყისში და დასასრულშიც, შემიძლია თამამად გითხრათ ეს, რა თქმა უნდა, ხარისხიან ციტრუსზე მაქვს საუბარი,“ – ამბობს ირაკლი ონიანი, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი. მას დაუკრეფავად დატოვებულ მანდარინის ბაღებსა და მოსავლის დალპობის პრობლემამდე არასტანდარტული მანდარინის მიმღებ საწარმოზე ვკითხეთ, სადაც მანდარინის მიღება უკვე შეჩერდა. …
რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს – „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“
მეციტრუსეები მანდარინს ვეღარ ყიდიან იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ წინასაახალწლო პერიოდში ციტრუსი კარგ ფასად გაიყიდებოდა. ფერმერების თქმით, მანდარინის რუსეთში ვეღარ გააქვთ, თუმცა ექსპორტიორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს და რა გამოსავალს სთავაზობს ფერმერებს აჭარის მთავრობა? – აჭარის მთავრობის აპარატსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კითხვები უპასუხოდ დატოვეს. აჭარაში წელს დაახლოებით 55 ათას …
Continue reading “რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს – „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“”
არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე
არასტანდარტულ ციტრუსზე წელს სახელმწიფო სუბსიდია აჭარის რეგიონში 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააჟღერა აჭარის მთავრობის სხდომაზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია, ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსე ფერმერებს გაუორმაგდებათ შესაბამისი სუბსიდია და ის შეადგენს 30 თეთრს. წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე …
Continue reading “არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე”
რა ეღირება მანდარინი, როცა ექსპორტი უკრაინაში გართულდა – სამინისტროს პასუხი
ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. მეციტრუსეების თქმით, ჯერ ციტრუსის შეძენის მსურველი არ გამოჩენილა იმის მიუხედავად, რომ ციტრუსის მოსავალი წელს მცირეა – აჭარის რეგიონში დაახლოებით 45 ათას ტონა მოსავალს ელიან. მეციტრუსეებს პოზიტიური მოლოდინი არც აქვთ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. „შარშანდელზე ნაკლები ფასი არ იქნება,“ – ამბობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ონიანი „ბათუმელებთან“. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს …
Continue reading “რა ეღირება მანდარინი, როცა ექსპორტი უკრაინაში გართულდა – სამინისტროს პასუხი”
აჭარაში არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას და ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამოქმედდა. აჭარის მთავრობის ცნობით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15- თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის …
Continue reading “აჭარაში არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა”
„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან
„აჭარაში ხურმის ექსპორტირების პერიოდი უკვე დასრულდა, თუმცა მანდარინის მოსავალს მოსახლეობა ახლაც აბარებს”, – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა – ირაკლი ონიანმა. მას მოსავლიანობასა და იმპორტიორ ქვეყნებზეც ვკითხეთ. ბატონო ირაკლი, რამდენი ტონა მანდარინი გავიდა წელს აჭარიდან ექსპორტზე და წინა წელთან შედარებით რა ვითარებაა? 4 იანვრის მდგომარეობით, ექსპორტზე გატანილია 36 535 …
Continue reading “„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან”
სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად
აჭარაში ციტრუსის კრეფის სეზონი მთავრდება. მეციტრუსეების თქმით, მანდარინის საშუალო ფასი ადგილზე დაახლოებით 70-80 თეთრია და ინფლაციის მიუხედავად, ციტრუსის ფასი არ გაზრდილა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტზე გაიტანეს 32 081 ტონა მანდარინი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაზრების ჩამონათვალს, სიის სათავეში ისევ ტრადიციული ბაზრებია: რუსეთი, …
Continue reading “სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად”
როგორ გამოჩნდა მანდარინი აჭარაში -„ბათუმი გაჟღენთილი იყო მანდარინისა და ყავის სურნელით“
„არაჩვეულებრივი, ეგზოტიკური, აღმოსავლური ბათუმი გაჟღენთილი იყო ყავის, ღვინისა და მანდარინის სურნელით… ხშირად მინახავს ერთი და იგივე სურათი: ნავსადგურში, ჭილოფგადაფარებულ ფორთოხლებზე მოხუცები ისხდნენ და ენის წკლაპუნით სვამდნენ სქელ, სურნელოვან ყავას…“- წერდა XX საუკუნის ოციან წლებში რუსი მწერალი კონსტანტინე პაუსტოვსკი ბათუმზე. მანდარინის, ლიმონის და ზოგადად, ციტრუსის სუნი უკვე ბევრი წელია აჭარის თანმდევია. ახლა რთული წარმოსადგენია, რომ ოდესღაც …
ციტრუსის ყვავილობა აჭარაში [ფოტო]
გაზაფხულის მიწურულს აჭარის დაბლობში ციტრუსის ყვავილობა იწყება. ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ სოფლებში, სადაც ციტრუსის ბაღებია გაშენებული, ახლა მანდარინისა და ლიმონის ყვავილების თავბრუდამხვევი სურნელია. წელს ქობულეთში ამბობენ, რომ ყვავილების სიმრავლე შეინიშნება, რაც, ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, უხვ მოსავალზე მიანიშნებს.
გასაყიდი დარჩა მხოლოდ 2 ათასი ტონა მანდარინი, სეზონი წარმატებული იყო – სამინისტრო
„დაახლოებით 2 ათასი ტონაა დარჩენილი სარეალიზაციო. ეს არის ძირითადად ის მანდარინი, რომელსაც მეციტრუსე ინახავს და გვიან ყიდის, მანდარინი რეალიზება მილევის პიკზეა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი. მას რეგიონში ციტრუსის რეალიზების პრობლემებზე ვესაუბრეთ. მეციტრუსეების თქმით, სეზონი ჩავარდა, რადგან სტანდარტული მანდარინი, წინა წლებისგან განსხვავებით, 80 თეთრადაც ვერ გაყიდეს. ქობულეთელი ფერმერების თქმით, სეზონის დასაწყისში …
„არ იყიდება, მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს“ – მოქალაქემ რიჟვაძეს მანდარინი მიუტანა
“თორნიკე რიჟვაძეს მოვუტანე მანდარინი. არ იყიდება. მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს,” – ამბობს რომან ღაღაიშვილი. მან დღეს მანდარინით სავსე ყუთი აჭარის მთავრობის შესასვლელთან დადგა. აქცია-პერფორმანსს დაპირისპირება მოჰყვა. “ეს ყუთი უნდა იყოს შესასვლელთან, რატომ გადადგით გვერდზე?” – ჰკითხა სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ და მანდარინები შესასვლელთან გადმოდგა. ამ ქმედების შემდეგ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ენმ-ს …
რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება
„მანდარინის ფასი არათუ შემცირდა, არამედ საერთოდ აღარ ჩანს კლიენტი,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. მათი თქმით, სეზონის დასაწყისში ანუ ნოემბერში, კარგი ხარისხის მანდარინის გაყიდვა დაახლოებით 80 თეთრად იყო შესაძლებელი, თუმცა უკეთესი ფასის მოლოდინში მეციტრუსეების ნაწილმა მანდარინი არ გაყიდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის მანდარინის გაყიდვა 60 თეთრადაც ჭირს და ექსპორტიორები, რომლებსაც მანდარინი რუსეთში, უკრაინაში ან აზეირბაიჯანში მიაქვთ, …
Continue reading “რატომ გაიაფდა მანდარინი? – სამინისტროს განმარტება”
როგორ უნდა ვიკვებოთ კოვიდის დროს | ექიმის რჩევები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დაბალანსებული კვება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა მიიღოს იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭირო ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, ცილები და ანტიოქსიდანტები. კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი ადამიანი, რომლებთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ბინაზე სიმპტომურად მკურნალობს, საკვებთან დაკავშირებული ეს რეკომენდაციებიც, სწორედ მათთვის არის განკუთვნილი. რა პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კოვიდის დროს და რას უნდა ერიდოთ? ამ და …
Continue reading “როგორ უნდა ვიკვებოთ კოვიდის დროს | ექიმის რჩევები”
ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება
„დაახლოებით 347 ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია, ციტრუსის რეალიზების პრობლემა წელს ფერმერს არ ექნება, განსაკუთრებით თუ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. აჭარის რეგიონში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – 262 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი – 68 …
Continue reading “ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება”
სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა
ქობულეთში ყველაზე დიდი საწარმო რომ მანდარინს აღარ იღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა. მოქალაქის თქმით, მას ახალსოფელში მდებარე საწარმოში – „ქართული მანდარინი“, უარი უთხრეს როგორც სტანდარტული, ასევე არასტადარტული მანდარინის მიღებაზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმო მანდარინს აღარ იღებს. „არასტანდარტული აღარ არის, ამოიწურა, სტანდარტულს კი იღებს ჩვეულებრივად,“ – …
Continue reading “სამინისტრომ არ იცის, რომ ქობულეთში მანდარინის მიღება შეწყდა”
სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი
„მანდარინის საშუალო ფასი 60 თეთრია, თუმცა ეს დამოკიდებულია ხარისხზე,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე. მისი თქმით, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უკვე მოქმედებს ციტრუსის გადამამუშავებელი 25 საწარმო. „დაახლოებით 1000 ტონამდე უკვე გატანილია ექსპორტზე… ძირითადად, გაიტანეს რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ასევე ლატვიაში. მიმდინარეობს მოლაპარაკება ბელორუსთან და შუა აზიის ქვეყნებთან. ისინი ითხოვენ გარკვეულ სტანდარტს. როცა …
Continue reading “სად გაიყიდება მანდარინი წელს? – მინისტრის კომენტარი”
სამინისტრო: არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება და მიღება გაგრძელდება
ინფორმაციას, რომ აჭარაში არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან შეწყდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ ადასტურებენ. „არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება იმავე პირობებით, როგორც გასული წლის ბოლოს იყო, გაგრძელდება და პარალელურად მისი მიღება შეუზღუდავი რაოდენობით იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პროდუქტი არ ამოიწურება“, – განაცხადეს სამინისტროში. რამდენიმე ფერმერმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შეწყვეტაზე გააფრთხილეს და, შესაბამისად …
Continue reading “სამინისტრო: არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება და მიღება გაგრძელდება”
რიჟვაძე ციტრუსზე: „ჩემი კონტროლის ქვეშ მოხდა ამ საკითხების უმოკლეს ვადაში გადაჭრა“
ციტრუსის მოსავლის რეალიზების პრობლემაზე განცხადება თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. მან დღეს, 28 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომა კურორტ „გოდერძიზე“ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების მსურველთ უწყვეტი რიგია და მეციტრუსეები დღეების განმავლობაში ელიან კილოგრამი მანდარინის 20 თეთრად ჩაბარებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ „პრობლემა გადაჭრილია“. „იყო საკითხები ბოლო დღეებში, რომლებიც საჭიროებდა ძალიან ოპერატიულ …
რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება
ორ კვირაზე მეტია ქობულეთში, ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმოების წინ მანდარინით დატვირთული მანქანების კილომეტრიანი რიგი დგას. ფერმერებს ციტრუსის ჩასაბარებლად, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი დღითაც კი უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. არასტანდარტულ მანდარინს, რომელიც ექსპორტზე ვერ გააქვთ, ქობულეთში ორი ქარხანა – TCF Georgia და GM GROUP იბარებს. თუმცა დღეისათვის ერთი ქარხანა TCF Georgia გაჩერებულია. GM GROUP-ს კი …
Continue reading “რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება”
რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს
„კარგ ფასად გვინდოდა გაყიდვა და კლიენტები საერთოდ აღარ ჩანან, საწარმოც დაიხურა,“ – ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები. ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმო TCF Georgia-მ სტანდარტული მანდარინის მიღება რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს. „ჩვენ სტანდარტულ მანდარინში, საშუალოდ, 60-70 თეთრს ვიხდიდით. ამ ფასად ბევრმა არ მოიტანა მანდარინი, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ მეტს გადაუხდიდნენ ადგილზე მისული …
რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე
რამდენიმე დღეში მანდარინის კრეფის სეზონი დაიწყება. შევა თუ არა წელს ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე? – ციტრუსის ექსპორტიორები ამ კითხვაზე დამაიმედებელ პასუხს ვერ იძლევიან. ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის მოლოდინი არც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები იკლებს. „ძირითადად მომხმარებლები არიან ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები …
Continue reading “რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე”
რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რეგიონიდან ექსპორტირებულია 16 901 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 4 700 ტონაზე მეტი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ჩაქვის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წელს 700 ტონამდე ციტრუსის მიღებას გეგმავს. დღეის მდგომარეობით, 440 ტონამდე ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი, 10 460 ტონა ციტრუსი რუსეთშია გატანილი; 3 745 ტონა – უკრაინაში; 2 201 ტონა – სომხეთში; 201 ტონა – …
Continue reading “რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან”
რამდენად დააზიანა მანდარინი სეტყვამ
ციტრუსის მოსავლის რა ნაწილი დააზიანა სეტყვამ? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ. სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს, დროულად დარეკონ ცხელ ხაზზე, თუკი მოსავალი დაზღვეულია. „მანდარინის სპეციფიკა ვიცით, სეტყვის დროს არ ეტყობა და ნაყოფს ემჩნევა სადღაც 7-8 დღის შემდეგ. ამ პერიოდში მოხდება ბაღების დათვალიერება და შემდეგ დავითვლით ზარალს. მეციტრუსეებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ …
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ბათუმში
ციტრუსის სააკოორდინაციო შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს, 15 ნოემბერს გახსნის. შტაბი ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ოფისში, გოგებაშვილის #46-ში იქნება განთავსებული. შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სირაბიძე იქნება – „აგროსერვის ცენტრის“ თანამშრომელი. მეციტრუსეების არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ისევ 10 თეთრს დაუმატებს. ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით, წელს არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს „TCF GEORGIA“ და შპს „Georgian industrial Asset …
ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო
ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო. ამ დროისთვის მეციტრუსეებს აჭარაში ადგილზე კილოგრამი მანდარინის გაყიდვა საშუალოდ 60-70 თეთრად შეუძლიათ. ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 55 ათასი ტონაა. სახელმწიფო სუბსიდიას წელსაც გადაუხდის მეციტრუსეს არასტანდარტულ მანდარინში. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული [„ენესი“] მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, საიდანაც ღირებულების – 10 თეთრს …
რას აკეთებს მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ
ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ, დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა. მინისტრის ინფორმაციით, ციტრუსის მოახლოვებულ სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან აჭარამ 13 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი და საინფორმაციო ბუკლეტები მიიღო. ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები უკვე დაურიგდა მოსახლეობას: ქობულეთში – 5300 ლიტრი, ხელვაჩაურში – 4200 ლიტრი, ქ. ბათუმში – 2100 ლიტრი, ქედის მუნიციპალიტეტში …
Continue reading “რას აკეთებს მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ”
„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო ,„შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნესფორუმი – „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა. ბიზნესფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა. საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობს. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო …
Continue reading “„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს”
მიმდინარე სეზონზე აჭარიდან ექსპორტზე 10 500 ტონა ციტრუსია გატანილი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის მდგომარეობით აჭარიდან ექსპორტზე გავიდა 10 500 ტონა ციტრუსი, რაც მოსალოდნელი საექპორტო მოსავალის 30%-ს შეადგენს, ხოლო 1 500 ტონა გადამუშავებულია კონცენტრატზე, რაც მოსალოდნელი არასტანდარტული მანდარინის რაოდენობის 16%-ს შეადგენს. ეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, ციტრუსის ექსპორტისა და გადამუშავების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლებია. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ჩასაბარებელი ფასების მონიტორინგს …
Continue reading “მიმდინარე სეზონზე აჭარიდან ექსპორტზე 10 500 ტონა ციტრუსია გატანილი”
სეტყვამ მანდარინი დააზიანა
“სეტყვამ მანდარინი ძირითადად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე დააზიანა, აქ უფრო მაღალი ინტენსივობოთ იყო სეტყვა”- ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე. მინისტრის ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ციტრუსის ბაღები ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. ამჟამად მდგომარეობას სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფები სწავლობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მეციტრუსეებს მიმართავს, ვისაც ციტრუსი დაზღვეული აქვს. ფერმერებმა ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ კომპანიას, სადაც …
სამინისტრო მანდარინის ექსპორტის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაასრულა. პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26579 ტონა სტანდარტული მანდარინი, 9252 ტონა კი გადამუშავებულია. სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1892 925 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 925 222 ლარია. ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებდა ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group-ი და შპს TCF …
Continue reading “სამინისტრო მანდარინის ექსპორტის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს”
სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში …
Continue reading “სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა”