მთავარი,სიახლეები

2 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება არასტანდარტული მანდარინისთვის სარეზერვო ფონდიდან

28.12.2025
2 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება არასტანდარტული მანდარინისთვის სარეზერვო ფონდიდან

„ოცნების“ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონ 600 ათასი ლარი გამოუყო აჭარას არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის.  განკარგულებას ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 26 დეკემბერს მოაწერა.

„2025 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც 2025 წელს ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 (ერთი) კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული იქნეს 0,35 ლარი, ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამზე“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება აჭარაში წლებია ხდება, თუმცა, ფაქტობრივად, ყოველ წელს მეციტრუსეები ჩივიან, რომ ციტრუსის რეალიზაცია უჭირთ. ამის პარალელურად, მთავრობა ყოველ წელს ირწმუნება, რომ ამ ბაზარზე პრობლემა არ არსებობს.

წელს ციტრუსის ბაღების მფლობელების მთავარი პრობლემა მანდარინის დაბალი ფასი და მყიდველების ნაკლებობა იყო.

ამავე თემაზე: 

„არავინ არ იბარებს აქ მანდარინს“ – ციტრუსის ბაღებში კლიენტი არ ჩანს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: