თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის დღის 2 საათის ნაცვლად, 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე გადაიწია. ინფორმაცია ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. სპეცსიაში შეყვანილ ამომრჩეველს სპეცჯგუფი საარჩევნო ყუთს თვითიზოლაციის მისამართზე მიუტანს. შესაბამისად, საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შეუძლიათ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერზე +995 32 251 00 51; შიდა ნომერი „0“ …
Tag Archives: ცესკო
აჭარაში კოვიდპაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს 24 სპეცუბანი მოემსახურება
კოვიდპაციენტთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით აჭარაში 24 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან ბათუმში – 16, ქობულეთში – 4, და თითო-თითო უბანი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. კლინიკებში, კოვიდსასტუმროებში და ბინაზე მყოფ პაციენტებს, ასევე კარანტინში მყოფ პირებს სპეცსიაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ავტომატურად შეიყვანს შესაბამისი უწყებებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან სპეცჯგუფები 31 ოქტომბერს …
Continue reading “აჭარაში კოვიდპაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს 24 სპეცუბანი მოემსახურება “
ცესკო: 3 725 საარჩევნო უბნისთვის 7 102 600 ბიულეტენი იბეჭდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის იბეჭდება. საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის …
Continue reading “ცესკო: 3 725 საარჩევნო უბნისთვის 7 102 600 ბიულეტენი იბეჭდება”
რა მოხდება, თუ კენჭისყრის დღეს უბანზე კომისიის 7-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდება
31 ოქტომბერს თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად და ჩაატარებს კენჭისყრას. საუბნო საარჩევნო კომისიაში სულ 12 წევრია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით: „თუ კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად (შემდგომში – სპეცჯგუფი) გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა. …
Continue reading “რა მოხდება, თუ კენჭისყრის დღეს უბანზე კომისიის 7-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდება”
როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამ პროცესის უზრუველსაყოფად თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნეს და ამ უბნების დაკომპლექტების მიზნით კონკურსიც გამოაცხადეს. ცესკოს განმარტებით, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით …
Continue reading “როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები”
ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან
„ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მაიმუნობებთან შედარებით, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მომწონს“, – ეს ამბავი საუბნო კომისიაში ცესკოს მიერ დანიშნულმა ერთ-ერთმა წევრმა „ბათუმელებს“ სრულიად შეუფარავად გაუმხილა და იქვე დასძინა, რომ „მას ინაშვილიც მოსწონს“. „ოცნება“ – 3, „ნაციონალური მოძრაობა“ – 1, „ევროპული საქართველო“ – 1, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული – 6, ანუ …
Continue reading “ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან”
ვინ შეარჩია ცესკომ დამოუკიდებელ წევრებად ოლქებში და ვის რა კავშირი აქვს „ოცნებასთან“
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის 6 საოლქო კომისიაში დროებითი წევრები შეარჩია. 12-წევრიან კომისიაში ხუთი ცესკოს მიერ შერჩეული მუდმივი წევრია, ერთ წევრს კი თითოეული არჩევნებისთვის კონკურსის წესით ირჩევენ. კომისიაში ინტერესების დასაბალანსებლად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცესკომ ოლქებში დროებით წევრად პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, ნეიტრალური პირები შეიყვანოს, რადგან მმართველ პარტიას საოლქო კომისიაში სამი პირის წარდგენის შესაძლებლობა აქვს, თითო …
ცესკო ამომრჩეველთა მარკირებისათვის 150 ათასი ლარის სითხეს იყიდის
ამომრჩეველთა მარკირებისათვის ულტრაიისფერი უხილავი სითხის შესაძენად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, „სითხე ხელზე დასხურების შემდეგ არ უნდა ტოვებდეს ხილულ კვალს, ხოლო ულტრაიისფერი ნათურის დანათებით 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი უნდა იყოს მისი კვალის დანახვა; სითხე უნდა იყოს 200 მლ პლასტიკის ბოთლში სპრეი თავსახურით [15 000 ბოთლი]. ბოთლზე დატანილი …
Continue reading “ცესკო ამომრჩეველთა მარკირებისათვის 150 ათასი ლარის სითხეს იყიდის”
ვინ რამდენი ხმა მიიღო ხულოს მერობის 14 კანდიდატიდან – ცესკოს მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პოსტს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე დაიკავებს. მან ხმების 70,91 % მიიღო. ხულოში 1%-იანი ბარიერი სულ ოთხმა კანდიდატმა გადალახა: ვახტანგ ბერიძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 70,91 % [9 909 ხმა]; ირაკლი ჯორბენაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 23,74% [3318 ხმა]; ვახტანგ ბერიძე …
Continue reading “ვინ რამდენი ხმა მიიღო ხულოს მერობის 14 კანდიდატიდან – ცესკოს მონაცემები”
3 საჩივარი და 19.5-პროცენტიანი აქტივობა ხულოში, მერის არჩევნებზე – ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში -13, მარნეულში – 7, ზესტაფონში -1, ხოლო ხულოში – 3. ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. ამ დროისათვის ყველაზე მეტი, 13 საჩივარი, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაშია შესული. საარჩევნო ოლქების მიხედვით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობაა საგარეჯოში – 35.7 პროცენტი, ხოლო ხულოში …
Continue reading “3 საჩივარი და 19.5-პროცენტიანი აქტივობა ხულოში, მერის არჩევნებზე – ცესკო”
ხულოს, ზუგდიდისა და ჭიათურის მერის არჩევნები მაისში გაიმართება
მაისში შუალედური არჩევნები რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის, ხულოში, სადაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე გასული წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. არჩეული მერის გარეშე ქვეყანაში კიდევ ორი მუნიციპალიტეტია – ზუგდიდი და ჭიათურა. აქაც ახალ მერებს მაისში აირჩევენ. მერის არჩევნები შესაძლოა სხვა მუნიციპალიტეტშიც გაიმართოს, თუკი რომელიმე არჩეული მერი განცხადებას დაწერს და 15 თებერვლამდე პოსტს დატოვებს. …
Continue reading “ხულოს, ზუგდიდისა და ჭიათურის მერის არჩევნები მაისში გაიმართება”
როგორ გადანაწილდა ხმები ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის აჭარაში
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან პირველ ტურთან შედარებით 46 103 ხმით მეტი მიიღო და გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა დააგროვა რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში ხმების საერთო რაოდენობით გამარჯვებული ვაშაძე იყო და ასევე, პირველ ტურში არჩევნებში ვაშაძემ ყველა კანდიდატზე მეტი ხმა დააგროვა ბათუმსა და ქობულეთში. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, …
Continue reading “როგორ გადანაწილდა ხმები ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის აჭარაში”
ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა – 17 საათის მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 47.31%-ია, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა [68 101 ამომრჩეველი] ქედაში – 58 %[9 100 ამომრჩეველი] ქობულეთში – 49.8 % [33 870 ამომრჩეველი] შუახევში – 52.2 % [7 912 ამომრჩეველი] ხელვაჩაურში – 49.5% …
Continue reading “ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა – 17 საათის მონაცემები”
ბათუმში ამომრჩევლის 19.3-მა პროცენტმა მისცა ხმა – 12:00 საათი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 19.6%-ია, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია. აჭარაში ამამრჩევლთა აქტივობა მაღალია, 12 საათის მონაცემებით: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 19.3-მა პროცენტმა ქედაში – 20.9-მა პროცენტმა ქობულეთში – 23.3- მა პროცენტმა შუახევში – 18.1-მა პროცენტმა ხელვაჩაურში – 23.7-მა პროცენტმა ხულოში – 14.8-მა პროცენტმა ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 …
Continue reading “ბათუმში ამომრჩევლის 19.3-მა პროცენტმა მისცა ხმა – 12:00 საათი”
მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება – პრეზიდენტის არჩევნები 2018
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 583 022 ლარი დაიხარჯება. მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩატარდება. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, 42 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ამ თემაზე: 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საჭირო თანხა 42,6 მილიონ ლარამდე გაიზარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი …
ვინ იგებს არჩევნებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში
ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, შვიდიდან ხუთ უბანზე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს. #40 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 114 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 53 ხმა #36 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 157 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 110 ხმა #41 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 158 ხმა; გრიგოლ ვაშაძე …
Continue reading “ვინ იგებს არჩევნებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში”
საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში – 36.47 %. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4 %-ს.
რა ხდება არჩეული მერის გადადგომის შემთხვევაში
ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას ოფიციალურად არ ასაჯაროებს. ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს რა ხდება, როცა არჩეული მერი თანამდებობიდან მიდის? კანონის მიხედვით, არჩეული მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნები ტარდება მისი დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა, ცესკო განკარგულებით ადგენს …
Continue reading “რა ხდება არჩეული მერის გადადგომის შემთხვევაში”
აჭარაში 308 848 ამომრჩეველია – ცესკოს მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, 7 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, არის 3 459 031. აქედან აჭარის 6 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 308 848 ამომრჩეველი. ამომრჩევლების რაოდენობა აჭარაში ოლქების მიხედვით: ბათუმის N79 ოლქის ინფორმაციით, ამომრჩევლებს 10 ოქტომბრამდე აქვთ ვადა გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიებში და საჭიროების შემთხვევაში [სიაში არარსებობის, …
Continue reading “აჭარაში 308 848 ამომრჩეველია – ცესკოს მონაცემები”
21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ცესკომ კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3637 საარჩევნო უბანია, თითოეულ უბანში 6-6 წევრს საოლქო კომისიები ირჩევენ კონკურსის წესით. ჯამში საუბნო კომისიებში საოლქოს მიერ შერჩეული 21 822 წევრი დასაქმდება. საუბნო კომისიის წევრები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ მუშაობას და ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. ბათუმის საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის …
Continue reading “21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა”
აჭარაში საარჩევნო ოლქები პრეზიდენტის არჩევნებისთვის 220 ათას ლარს დახარჯავენ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. ცესკოს გადაწყვეტილებით, აჭარის ექვს საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის 220 410 ლარი დაიხარჯება. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო თანხის გადანაწილება ოლქების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ …
Continue reading “აჭარაში საარჩევნო ოლქები პრეზიდენტის არჩევნებისთვის 220 ათას ლარს დახარჯავენ”
„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, ჩემთვის არც უკითხავს“ – ბათუმის ოლქის თავმჯდომარე
„მოხარული ვარ. ზუსტად ისეთი, როგორებიც არიან ირაკლი და ჩემი და, პატიოსნები, პასუხისმგებლიანები, კომპეტენტურები, ნამდვილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ სხვაგანაც,“ – ასე აფასებს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე – ციალა შავაძე თავისი დის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრად არჩევას. ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი …
პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი დაიხარჯება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა. ცესკოს დადგენილების მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად 39 მილიონ 136 ათას 784 ლარი დაიხარჯება. აქედან 17 მილიონამდე ლარი საარჩევნო ადმინისტრაციისა და კომისიის წევრების ხელფასებს მოხმარდება. ცესკოს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 28,2 მილიონი ლარი არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს მოხმარდება; 1 მილიონი …
Continue reading “პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი დაიხარჯება”
რომელი პარტიები მიიღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან – ცესკოს მონაცემები
ცესკომ იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ბიუჯეტიდან 18 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება და ამისთვის წლის განმავლობაში, ჯამში, 8 მილიონ 939 157 ლარი დაიხარჯება. დაფინანსებას ბიუჯეტიდან ის პოლიტიკური პარტიები იღებენ, რომლებმაც წინა საპარლამენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 %-იანი ბარიერი გადალახეს. ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბარიერგადალახული პოლიტიკური …
Continue reading “რომელი პარტიები მიიღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან – ცესკოს მონაცემები”
22 000 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი საარჩევნო თვეში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ოქტომბერში შრომის ანაზღაურების სახით 22 ათასი ლარი აიღო. 2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თამარ ჟვანიამ 27 500 ლარი მიიღო. წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარემ ხელფასიც და დანამატიც გაორმაგებული ოდენობით აიღო. თამარ ჟვანიას ერთი თვის საშუალო ანაღაურება 5500 ლარია. ოქტომბერში თამარ ჟვანიას ხელფასი 11 000 გახდა, დანამატიც – …
Continue reading “22 000 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი საარჩევნო თვეში”
როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები
ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი დაიხარჯა. ცესკოს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიხარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ხდება გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი მასალების მართვა არჩევნების შემდეგ, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ კონვერტები სადაც ბიულეტენები დევს, ხმების დათვლის შემდეგ, ნაგავში იყრება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მორჩენილი ქაღალდის …
Continue reading “როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები”
11 მაჟორიტარი „ოცნებიდან“ და ერთი „ენმ“ -დან ხელვაჩაურის საკრებულოში – წინასწარი შედეგები
თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის 13 მაჟორიტარული ოლქიდან 11 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ უბანზე არჩევნები მოიგო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. კიდევ ერთი უბნის შედეგები ჯერ დათვლილი არ არის. წინაწარი მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის მაჟორიტარული ოქლებიდან საკრებულოში შევლენ: დავით სამნიძე – შარაბიძეების მაჟორიტარი„ქართული ოცნებიდან“, თამაზ ბერიძე – მახინჯაურის მაჟორიტარი, ორთაბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი – ბადრი ცინცქილაძე, …
თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად საუბნო-საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნებიდან“
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის პოზიციებზე ძირითადად ოლქის წარმომადგენლები აირჩიეს. გამონაკლის შემთხვევაში მოადგილის ან მდივნის პოზიცია შეხვდათ პარტიების – „ქართული ოცნებისა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლებს, ასეთი ტენდენციაა აჭარის მუნიციპალიტეტების საუბნო საარჩევნო კომისიებშიც. „ბათუმელებმა“ რამდენიმე საუბნო კომისიის შემოწმების შედეგად გამოარკვია, რომ მათგან ბევრი 2016 წლის საპარლამენტო …
ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკოს სიაში უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკის მონაცემებით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ბოლო მონაცემებით, ბათუმში 139 676 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სტატისტიკის დეპარტამენტის 2017 წლის იანვრის მონაცემებით კი, ბათუმში მთლიანობაში 155 500 ადამიანი ცხოვრობს. ორი სახელმწიფო უწყების ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, ბათუმში 18 წლამდე ასაკის 15 824 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა მარტო ბათუმის საშუალო სკოლებსა და მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სწავლობს და ირიცხება ორჯერ მეტი – …
ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა. „2017 წლის 12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. აქციაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის …
Continue reading “ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს”
ცესკომ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრის პროცედურა განსაზღვრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების …
Continue reading “ცესკომ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრის პროცედურა განსაზღვრა”
27 500 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ერთი თვის შემოსავალი
გასულ, 2016 წელს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. ამ წელს ცესკოს კომისიის წევრების, თანამდებობის პირების და ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 9 436 279 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ხელფასების სახით გაცემულმა თანხამ 4 990 054 ლარი, დანამატმა კი 2 969 058 ლარი შეადგინა, 1 477 167 ლარი კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასაქმებულმა …
Continue reading “27 500 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ერთი თვის შემოსავალი”
რამდენით დააფინანსებენ საოლქო კომისიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები განსაზღვრა. ცესკოს დადგენილებით 73 საარჩევნო ოლქისთვის დაფინანსების ზღვრული საორიენტაციო მოცულობის/ჭერი ჯამში 2 387 370 ლარია. აჭარის მასშტაბით 6 საოლქო კომისიისთვის თანხის საორიენტაციო მოცულობა [ჯამში 211 410 ლარი] ცესკომ შემდეგნაირად განსაზღვრა: საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს არაუგვიანეს 15 ივლისისა, დამტკიცებული ფორმების …
Continue reading “რამდენით დააფინანსებენ საოლქო კომისიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის”
რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში
ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრი აღარ ეყოლებათ: „რესპუბლიკურ პარტიას“, „კონერვატორებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პოლიტიკურ ძალებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ ჩაანაცვლებენ. ამ პარტიების წარმომადგენლებით უკვე დამტკიცდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საოლქო და საუბნო კომისიები კი, არჩევნების გამოცხადების შემდეგ დაკომპლექტდება. „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ …
Continue reading “რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში”
დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე
საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. დღეს, 28 მარტს, მოსამართლეებმა მხარეთა არგუმენტების გარდა ექსპერტებისა და ცესკოს წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეს. “ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი პარტია წარმომადგენლობით ორგანოში მიიღებს მანდატების იმდენ პროცენტს, რამდენი პროცენტი ამომრჩეველიც მას მხარს უჭერს,” – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის ამომრჩევლების – თამარ …
Continue reading “დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე”
როგორ გადაანაწილა ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი 39 მილიონი ლარი
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი დღის წინ განსაზღვრა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი აქვს გამოყოფილი. ცესკოს დადგენილებით, აქედან 17 მილიონზე მეტი [ანუ მთლიანი თანხის თითქმის ნახევარი – 44,8%], საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებში დაიხარჯება, დანარჩენი კი სხვა …