ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 19.6%-ია, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია.
აჭარაში ამამრჩევლთა აქტივობა მაღალია, 12 საათის მონაცემებით:
- ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 19.3-მა პროცენტმა
- ქედაში – 20.9-მა პროცენტმა
- ქობულეთში – 23.3- მა პროცენტმა
- შუახევში – 18.1-მა პროცენტმა
- ხელვაჩაურში – 23.7-მა პროცენტმა
- ხულოში – 14.8-მა პროცენტმა
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი.
ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით:
- ბათუმი – 143 925
- ქედა – 15 701
- ქობულეთი – 68 065
- შუახევი – 15 145
- ხელვაჩაური – 44 944
- ხულო – 24 128