მთავარი,სიახლეები

როგორ გადანაწილდა ხმები ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის აჭარაში

30.11.2018 • 1731
როგორ გადანაწილდა ხმები ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის აჭარაში

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან პირველ ტურთან შედარებით 46 103 ხმით მეტი მიიღო და გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა დააგროვა რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში ხმების საერთო რაოდენობით გამარჯვებული ვაშაძე იყო და ასევე, პირველ ტურში არჩევნებში ვაშაძემ ყველა კანდიდატზე მეტი ხმა დააგროვა ბათუმსა და ქობულეთში.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მართალია, აჭარაში არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა და საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდა, მაგრამ პირველ ტურთან შედარებით მან აჭარაში 15 415 ხმით მეტი მიიღო.

აჭარაში არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ 75 738 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 105 139 ხმა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კი ვაშაძემ აჭარაში 60 323 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 59 036 ხმა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

ბათუმი, II ტური 

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე: 44.27 %,  34 656 ხმა 
  • სალომე ზურაბიშვილი: 55.73 % , 43 630 ხმა 

[/checklist]

არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში 27 676 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 20 919. არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალი იყო, 28 ოქტომბერს ბათუმში ხმა მისცა 63 634-მა ამომრჩეველმა [44.38%]

ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის უფლება 143 925 ამომრჩეველს ჰქონდა, მათგან 80 364-მა ამომრჩეველმა [55.84 %] მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. 

ქობულეთი,  II ტური 

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე: 39.54 %,  16 414 ხმა 
  • სალომე ზურაბიშვილი: 60.46 %, 25 099 ხმა

[/checklist]

არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ქობულეთში, სხვა კანდიდატებთან შედარებით, ყველაზე მეტი – 14 277 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 14 084 ხმა.

არჩევნების მეორე ტურზე ქობულეთში 68 065 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 42 184 ამომრჩეველი, ანუ 61.98 პროცენტი არჩევნებზე მივიდა. აქტივობა პირველ ტურთან შედარებით აქაც მაღალი იყო – პირველ ტურზე ქობულეთში ხმა მისცა ამომრჩეველთა 50.4 პროცენტმა, სულ 34 282-მა ამომრჩეველმა. 

ქედა,  II ტური

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე: 37.78 %,  4 266 ხმა 
  • სალომე ზურაბიშვილი: 62.22 %, 7 027 ხმა

[/checklist]

არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ქედაში 3 010 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 5 026. არჩევნების მეორე ტურზე ქედაში 15 701 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 11 418 ამომრჩეველი, ანუ 72.72 პროცენტი, არჩევნებზე მივიდა. არჩევნების მეორე ტურზე ქედაში, პირველ ტურთან შედარებით, უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – პირველ ტურში ხმა მისცა 10 143-მა ამომრჩეველმა, 64.74 %.

შუახევი,  II ტური

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე: 41.2 %,  3 837 ხმა 
  • სალომე ზურაბიშვილი: 58.8 %, 5 476 ხმა

[/checklist]

არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ შუახევში 2 985 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 3 997. არჩევნების მეორე ტურზე შუახევში 15 145 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 9 301 ამომრჩეველი, ანუ 61.41 პროცენტი, არჩევნებზე მივიდა. პირველ ტურში შუახევში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 8 600-მა ამომრჩეველმა,  56.96-მა პროცენტმა. 

ხელვაჩაური, II ტური

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე: 39.98 %,  10 689 ხმა 
  • სალომე ზურაბიშვილი: 60.02 %, 16 048 ხმა

[/checklist]

არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ხელვაჩაურში 8 574 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 8 661. ხელვაჩაურში სულ 44 944 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან ნახევარზე მეტი – 27 347 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, 60.85 პროცენტი.

არჩევნების პირველ ტურზე კი ამომრჩეველთა აქტივობა 48.75 პროცენტი იყო, ანუ არჩევნებზე სულ 21 886 ამომრჩეველი მივიდა. 

ხულო, II ტური

[checklist]

  • გრიგოლ ვაშაძე: 42.78 %,  5 876 ხმა 
  • სალომე ზურაბიშვილი: 57.22 %, 7 859 ხმა

[/checklist]

არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ ხულოში 3 801 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 6 349. ხულოში რეგისტრირებული 24 128 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 13 846 ადამიანი მივიდა,  57.39 პროცენტი.

პირველ ტურში კი ხულოში პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატს ამომრჩეველთა  53.96-მა პროცენტმა, 13 003-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: