მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის 63-ე უბანზე გახშირდა მარკირებიანი ამომრჩევლის მისვლა, უბანზე ცესკოს წარმომადგენელიც მივიდა. ცესკოს ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმა სეფერთელაძემ „ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, „მარკირების სითხე გადადის მარკირებულ ამომრჩევლზე ხელის ჩამორთმევით“. ის ასევე ამბობს, რომ „ამ მხვრივ პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“.
Tag Archives: ცესკო
ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით
ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. …
ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით
„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“, – ასე აფასებენ კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობას. 2016 წელს საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარია [საპარლამენტო არჩევნებისთვის …
Continue reading “ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით”
„ოცნება“, ენმ, „პატრიოტთა ალიანსი“ ? – წინასწარი მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის 10 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის დათვლილია უბნების 99,92%. პროპორციული სისტემით კი, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გადალახა ორმა პარტიამ, ერთს კი ხმების 5% აქვს მიღებული: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48,6% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] – 27,14% „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული …
Continue reading “„ოცნება“, ენმ, „პატრიოტთა ალიანსი“ ? – წინასწარი მონაცემები”
აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გადალახა 50%-იანი ბარიერი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით 73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქედა, შუახევი, ხულო] „ქართული ოცნების“კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ ხმების 51,77% მიიღო. ამ დროისთვის მონაცემები დათვლილია ამ ოლქის 125 უბნის მიხედვით. ოლქში სულ 130 უბანია. აჭარის სხვა მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის უნდა …
Continue reading “აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება”
ცესკო: 8 ოქტომბრისთვის 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 2 ოქტომბერს დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, „ბეჭდვის პროცესი თბილისის 8 სტამბაში მიმდინარეობს, რომელსაც როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთო ჯამში 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება. 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იბეჭდება: პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის – 3 286 200 …
Continue reading “ცესკო: 8 ოქტომბრისთვის 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება”
სპორტსმენები და პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლები არჩევნებზე
სპორტსმენები, მათ შორის კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებად დასახელებულები, პარტიებთან ასოცირებული პირები და მათი ორგანიზაციები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ. „სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ერთი სპორტსმენი მაინც შევიდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი მძლეოსანი ილია მარტყოფლიშვილია. ის …
Continue reading “სპორტსმენები და პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლები არჩევნებზე”
საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით
გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი …
Continue reading “საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით”
უსკოს „ცენტრისტების“ რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია
პოლიტიკური პარტია “ცენტრისტები” ჯერ კიდევ არის იმ პარტიების ჩამონათვალში, ვინც აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმებაზე არ უმსჯელია. უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ “ბათუმელებს” უთხრა, რომ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს, მას შემდეგ, როცა ცესკოდან მიიღებს ამ პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. უმაღლესი საბჭოს …
Continue reading “უსკოს „ცენტრისტების“ რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია”
ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა
დღეს, 21 ივლისს, №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ცესკოს სხვა წევრებთან ერთად აჭარასა და გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სხვა წევრებთან ერთად და აჭარისა და გურიის რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, ცესკოს წარმომადგენლებმა ძირითადი …
Continue reading “ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა”
რით დაისჯება „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვა დადგინდება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდა განსახილველად განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. განცხადებით ცესკოს უწყებათშორისმა კომისიამ მიმართა და იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროგრამას „სოციალურ სახლებს“ ეხება. ამ პროგრამის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი – ლევან ვარშალომიძე მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს დებს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს უსასყიდლოდ პირდება. გუშინ, 19 ივლისს “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ” …
Continue reading “რით დაისჯება „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვა დადგინდება”
2,3 მილიონი ლარი საარჩევნო ოლქების დასაფინანსებლად
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის [ხარჯთაღრიცხვის] მიხედვით: ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო ოლქს 56,257 ლარი გამოეყო, ქედას [N80] – 23 177, ქობულეთს [N81] – 32 467, შუახევს [N82] – 29 557, ხელვაჩაურს [N83] – 33 047, ხოლო ხულოს N84 საოლქო საარჩევნო კომისიას – 33 …
Continue reading “2,3 მილიონი ლარი საარჩევნო ოლქების დასაფინანსებლად”
უსკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ანალოგიური გრაფიკი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 8 ივნისს დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც [ცესკო].
პარლამენტის არჩევნებისთვის წელს 27,2 მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] განსაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ცესკოსთვის 34 371 400 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებში 27 220 700 ლარი დაიხარჯება [აქედან 17 863 600 ლარი კომისიის წევრთა ხელფასებს მოხმარდება]. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 979 100 ლარი დაიხარჯება არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში; 1 981 100 ლარია გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების …
Continue reading “პარლამენტის არჩევნებისთვის წელს 27,2 მილიონი ლარი დაიხარჯება”