ცესკომ იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ბიუჯეტიდან 18 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება და ამისთვის წლის განმავლობაში, ჯამში, 8 მილიონ 939 157 ლარი დაიხარჯება.
დაფინანსებას ბიუჯეტიდან ის პოლიტიკური პარტიები იღებენ, რომლებმაც წინა საპარლამენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 %-იანი ბარიერი გადალახეს. ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბარიერგადალახული პოლიტიკური ბლოკის წევრები იყვნენ.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 27 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, შემდეგი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან 2017 წლის ნოემბრიდან:
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 2 081 038
- „თავისუფალი დემოკრატები“ – 512 196
- „ლეიბორისტული პარტია“ – 472 812
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 991 726
- „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 378 849
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 378 849
- „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1 036 126
- „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 507 174
- „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 241 625
- „თავისუფალი საქართველო“ – 87 024
- „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 241 625
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 270 995
- „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87 024
- „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – 87 024
- „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87 024
- „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87 024
- „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195 511
- „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195 511