სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და …
Tag Archives: ცესკო
სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები ცესკო-ში პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების …
ცესკოში აშშ-სა და ევროპის NGO-ის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები გააცნო. მან ასევე პარტიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიმდინარე მდგომარეობაზე …
ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა. გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა …
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ …
ცესკოს ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს
26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი …
Continue reading “ცესკოს ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს”
ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკოს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება. დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას …
პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). …
Continue reading “პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის”
ცესკოს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, …
Continue reading “ცესკოს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე”
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა. აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ …
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. …
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა …
ცესკოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მითების და რეალობის შესახებ, ასევე საარჩევნო პროცესში …
ცესკოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა …
Continue reading “ცესკოში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს”
ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა …
Continue reading “ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა”
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %). აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა, გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 …
ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელსაც ნატაშა როთჩაილდი ხელმძღვანელობს. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ …
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა …
გადაწყვეტილებები ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაზე
ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის საბჭომ გიორგი კალანდარიშვილის …
სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე
საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო …
Continue reading “სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე”
ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების …
ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების …
ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული …
საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ
ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თანამშრომლები გაეცნენ. ელექტრონული საშუალებების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. ,,აქტიური დისკუსიის ფონზე …
ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია …
Continue reading “ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ”
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი – საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღოს …
Continue reading “საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს”
ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და …
ცესკომ საქსტატის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა …
საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო
დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი. „ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე …
Continue reading “საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო”
“საქართველოს ყრუთა კავშირში” საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია “ყრუთა კავშირთან “და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. 4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს “ყრუთა კავშირში” გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური …
ცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა რევაზ ეგაძემ …
ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის საუბარი …
Continue reading “ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ”
საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო–სასწავლო კურსი ჩატარდა. შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო–სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი …
ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი წარმატებით …
პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს
8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო …
Continue reading “პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს”
ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს
საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით – „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე …