ბათუმი 1960 წელს – აქამდე უცნობი ფოტოები

„1960 წლის მარტი“ – ასეა დათარიღებული ფოტოები, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, ფოტოკოლექციონერმა შოთა გუჯაბიძემ შეიძინა ელექტრონულ აუქციონზე. ეს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბათუმის ცხოვრების ამსახველი, აქამდე უცნობი ფოტოებია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია გადაღებული. შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ 60-იანი წლების ბათუმის ამსახველი ფოტომასალა საკმაოდ მწირია, ამიტომაც არის ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესო. „სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანის გადაღებულია. ტურისტი …

თექვსმეტი | შოთა გუჯაბიძე

ავტორი: შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს ყოფილი წევრი  ძეგლის გაყიდვას კანონი არ კრძალავს და ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება, ბალნეოლოგიური კლინიკა გაყიდულიაო, რომ იძახდნენ ქალაქში. მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი გაყიდულია და ყველაფერი ნაყიდი. გავლენიანი პატრონი ჰყავს ყველა შენობას, ტყეს, მიწას და ჰაერს. მოგიბრუნდება „მარშუტკის“ მძღოლი და აქედან იქამდე პეტრიაშვილს …

ზაურ ახვლედიანმა „ბათომს“ ძეგლების საბჭოში გუჯაბიძის კანდიდატურაზე უარი უთხრა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა საზოგადოება „ბათომს“ ძეგლების საბჭოში წარდგენილი კანდიდატურის, შოთა გუჯაბიძის საბჭოში შეყვანაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მისი კვალიფიკაცია დაასახელა: „წარმოდგენილ პირს გააჩნია სამშენებლო და კინოსარეჟისორო განათლება, რაც არ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.“ შოთა გუჯაბიძე ამავე საბჭოდან სააგენტოს დირექტორმა საბჭოს დისკრედიტაციის ბრალდებით დაითხოვა.  გარდა ამ გადაწყვეტილებისა,  2021 წლის 29 იანვარს ცნობილი …

შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის წარდგენის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, მათ უნდა შეარჩიონ დარგის სპეციალისტი ამ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით. ეს ის საბჭოა, საიდანაც ცოტა ხნის წინ შოთა გუჯაბიძე დაითხოვეს, მას სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა საბჭოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. საზოგადოება „ბათომში“ კი  მიაჩნიათ, …

საია შოთა გუჯაბიძის ინტერესებს დაიცავს, საბჭოდან მის გათავისუფლებას 25 ორგანიზაცია ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის თავისუფლებას და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს მიმართავენ. „ქალბატონო მაია, მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების, როგორიც არის „ICOMOS საქართველო“  და  „ბათომის“ წევრი. შოთა გუჯაბიძე წლების მანძილზე იბრძვის ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის. იმ ფონზე, …

ბათომი: გუჯაბიძის ძეგლების საბჭოდან დათხოვნა ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას უკავშირდება

ორგანიზაცია „ბათომი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ძეგლების საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენებას უკავშირდება. მშენებლობას „ამბასადორი ბათუმი“ გეგმავს, შოთა გუჯაბიძე კი ამ პროექტს აკრიტიკებს. „ბათომის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, „საზოგადოება ბათომის“ წარმომადგენელს, შოთა …

შოთა გუჯაბიძე ძეგლების საბჭოდან დათხოვნაზე: ახვლედიანმა და რიჟვაძემ გული მოიფხანეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან დღეს დათხოვნილი შოთა გუჯაბიძე იხსენებს, რომ ასეთი მცდელობა სააგენტოს სხვა დირექტორებსაც ჰქონდათ, ზაურ ახვლედიანმა კი ეს მოახერხა და ამით რიჟვაძესთან ერთად „გული მოიფხანა“. ზაურ ახვლედიანი შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას თავად რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ძეგლების საბჭოში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და როგორია მისი …

ზაურ ახვლედიანმა შოთა გუჯაბიძე სააგენტოს ძეგლების საბჭოდან დაითხოვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ძეგლების საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე, რომელიც სააგენტოს მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა, საბჭოდან დაითხოვა. შოთა გუჯაბიძეს შესაბამისი ბრძანება დღეს, 28 იანვარს, ჩაბარდა. სააგენტოს დირექტორი საბჭოს წევრს, შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრეტიდაციაში ადანაშაულებს და სწორედ ამით ხსნის მისი დათხოვნის მიზეზს. ბრძანებაში, რომელსაც ხელს ზაურ ახვლედიანი აწერს, ნათქვამია: „სააგენტოს დირექტორის მიერ არაერთხელ …

„არსებობს პირადი ანგარება, პროექტში კორუფციაა“ – შოთა გუჯაბიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარის და ძველი ბათუმის დამცველებმა კოლონადებთან საპროტესტო აქცია გამართეს, სლოგანით – „ბათუმი ისევ ჩვენი დასაცავია“. ამჟამად ბათუმის ისტორიული ბულვარი 16-სართულიანი მშენებლობისგან უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ გეგმავს. ამ კომპანიას, არჩევნების შემდეგ 16-სართულიანი მშენებლობის უფლება გასცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. რატომ მოხდა ასე? „ამ ყველაფერს ქურდული ჟარგონით რომ …

როგორ დაბრუნდა ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში 1920 წლის ივლისში – ფოტოისტორია

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ___________________ 1918 წლის 22 დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო. ინგლისს დიდი ხნიდან ჰქონდა პრეტენზიები ბათუმზე და როგორც იქნა საოცნებო კონტროლი დაამყარა. ბათუმი კიდევ ერთხელ მოსწყდა საქართველოს. ბრიტანეთის ინტერესები ბაქოს ნავთს და ბათუმის გეოპოლიტიკურ მდებარეობას უკავშირდებოდა. აზერბაიჯანის გასაბჭოების მერე საქართველოს ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო. აშკარად ეტყობოდა ევროპას – …

„ბათომი“ ბულვარში ამბასადორისთვის მიწის გადაცემაზე – „ისინი მიდიან დანაშაულზე“ 

დღეს, 28 მაისს, ბათუმის საკრებულოში ბიუროს „10-წამიანი სხდომა“ გაიმართა. სხდომაზე, სადაც ბათუმის ბულვარში „ამბასადორ ბათუმისთვის“ მიწის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, ბიუროზე არც საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და არც მოქალაქეებს მისცეს კითხვების დასმის უფლება. „საკრებულოს თავმჯდომარე შემოვიდა, იკითხა, – შეკითხვა ხომ არ გაქვთო. მაშინვე ადგა, ჩაიდო ჯიბეში გასაღები თუ ტელეფონი და დარბაზიც დაიშალა. აშკარაა, რომ წინასწარ იყვნენ …

რა ისტორიას ინახავს ბათუმის რივიერა, სადაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება

ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა. მას მიაჩნია, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ეს მშენებლობა ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს საბოლოოდ წაშლის. შოთა გუჯაბიძე: „მას შემდეგ, რაც კი არსებობს ცნება – ისტორიული ზონა, ეს ადგილი ყოველთვის არის ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონა ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში …

სიტყვა მომეცით, რატომ მოიყვანეთ დაცვა და არტილერია – გუჯაბიძე

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში გამოსვლა დაასრულა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მან თქვა, რომ მხარს უჭერს ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიაზე მაღლივი კოშკების მშენებლობის პროექტს.  როგორც მან განაცხადა, ამაყია, რომ ეს პროექტი მისი მერობის პირობებში დაიწყება. ლაშა კომახიძემ ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმში ამ მშენებლობით ერთმილიარდიანი ინვესტიცია შემოვა. მერის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც საზოგადოება …

ვინ და რატომ იცავს ბათუმს

ათი წლის წინ, როცა ბათუმის ძველ ქუჩებში საუკუნის წინ აგებული, ორ-სამსართულიანი შენობების ნგრევა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა გადაწყდა, რამდენიმე ბათუმელმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა იშლებოდა და ბათუმი საკუთარ თავს კარგავდა. ბოლო წლებში ბათუმში ამ ჯგუფის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ძველი ბათუმის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მეტი …

ბათუმელი ბიჭები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ – შოთა გუჯაბიძის ახალი დოკუმენტური ფილმი

„ახალგაზრდა საქართველო“ – ასე ჰქვია რეჟისორ შოთა გუჯაბიძის ახალ, სატელევიზიო, დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საარქივო მასალებზე დაყრდნობითაა მომზადებული. ფილმი 1955 წელს ბათუმელი სკოლის მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ ანტისაბჭოთა ორგანიზაციაზე გვიამბობს, რის შესახებაც დახურული, გრიფით – „საიდუმლო“ საქმე აქამდე უშიშროების არქივში იყო დაცული. „1955 წლის მაისში ბათუმელმა ბიჭებმა: გია სოსელიამ, იური გიგინეიშვილმა, ძმებმა – გივი და ბადრი ახვლედიანებმა …

„ხელისუფლება იმდენს გიბედავს, რამდენის უფლებასაც აძლევ“ – დისკუსია სახანძრო უსაფრთხოებაზე

„ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მოწვეული იყო ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, არქიტექტორი გია რამიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენელი შოთა გუჯაბიძე და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. არქიტექტორმა გია რამიშვილმა ისაუბრა ქალაქში უსაფრთხოების პრობლემაზე, რომლის დაცვაც კანონის დონეზე მშენებლებს არ მოეთხოვებათ. „აქამდე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება …

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ძველი ბათუმის ნგრევის ფოტოქრონიკა

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია საზოგადოება „ბათომის“ მიერ გამართულ გამოფენას, რომელიც დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიხსნა  და ისტორიული ბათუმის ცვლილებისა და ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს:  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის …

თორმეტი განრისხებული კანდიდატი

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ზუსტად კი არ მახსოვს თორმეტი თუ იყვნენ. იქნებ თერთმეტი იყვნენ, ან ცამეტნი? ოთხი წლისწინანდელი ამბავია. ახალი მერი უნდა ავირჩიოთ ქალაქმა დღე-დღეზე, პირველი არჩეული მერი უნდა ჰყავდეს ბათუმს ქალაქად არსებობის 126 წლის განმავლობაში. პატარა ამბავი არაა ამხელა ქალაქის პირველი პირი, თან იმ ფონზე, როცა ძველი ბათუმი თვალდახელშუა ინგრევა. დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა იმის …

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“. 1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის. წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს. მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ. პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის …

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

15 თებერვალს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან დახურული შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოება „ბათომის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე? „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. შოთა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ შედგა შეხვედრა მერიაში, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. რა იყო საუბროს თემა? საუბრის თემა …

რაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ „ბათომთან“

დღეს, 20 იანვარს შედგა შეხვედრა საზოგადოება „ბათომის“ წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს. შოთა, რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი? შეხვედრა ძირითადად იყო გაცნობითი ხასიათის. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ერთი მხარე და მოწინააღმდეგედ არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლება. ბოლო წლებში ბევრი მაგალითი გვქონდა, …

ბათუმი, აბაშიძის №48 – გალაკტიონი, სტალინი და ეროვნული საბჭო ერთ მისამართზე

ბათუმში, აბაშიძის №48-ში სახლი ფასადით გამოდის ქუჩაზე, შიდა ეზოში კი რამდენიმე შენობა მდებარეობს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა შენობა ბათუმის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირს უწოდებდნენ, ისტორიულია. საზოგადოება „ბათომის” დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ სახლს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სახელები უკავშირდება: საქართველოს ეროვნული საბჭოს, სტალინისა და გალაკტიონ ტაბიძის. …

გაიჭრება თუ არა გზა სინაგოგას გვერდით

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის შესაძლოა გაიჭრას ახალი ქუჩის მონაკვეთი, რომლითაც ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩა გაგრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობამდე. საუბარია ბათუმის სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩის გაჭრა მთლიანად შეცვლის ქალაქის გეგმარებას ამ კვარტალში. ქუჩის გაგრძელების თუ ახალი მონაკვეთის გაჭრის საკითხებს ბათუმის მუნიციპალიტეტი წყვეტს, თუმცა ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩის  გაგრძელების საკითხზე მუშაობას ბათუმის მერიაში …

დანგრეული ასწლოვანი ბელეტაჟი – “მარდი ჰოლდინგის“ პასუხი “ბათომს”

ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდნგმა“ დაანგრია. გუშინ, 25 აპრილს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ჯიჯავაძეს საზოგადოება „ბათომმა“ წერილით მიმართა და სთხოვა, შეენარჩუნებინა ბელეტაჟი: „მოგმართავთ საზოგადოება “ბათომის” სახელით, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და 2011 წლიდან არსებობს. რამდენადანაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ გეგმავს სათავო ოფისის აშენებას …

„ბათომი“ – წიგნი ძველ ბათუმზე ფასდაკლებით saba.com.ge-ზე

„1894 წლის ბათუმი. ქალაქის სათათბიროში დიდი აურზაურია. სათათბირო აზიზიეს მოედანზე დგას და ხალხს ვერ იტევს. ბათუმი თავისი არსებობის მანძილზე პირველ ქალაქისთავს ირჩევს. ქალაქს ამ დროს უკვე ჰყავს მთავარმართებლის მიერ დანიშნული ქალაქისთავი, კ. დ. გავრონსკი, რომელიც წინასწარ იღებს მოლოცვებს. ხმის დამთვლელი კომისია თვალებს არ უჯერებს. გაიმარჯვა ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანმა.“ – ეს ნაწყვეტია შოთა გუჯაბიძის წიგნიდან …

“ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება”

მარტის დასაწყისში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების თაობაზე. მთავრობამ წერილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადმოუგზავნა, რომელმაც წერილი თავის მხრივ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დააწერა. საბოლოოდ, წერილს სწორედ სააგენტომ უპასუხა. „ეს არის ცინიზმი“ – ასე აფასებს სიტუაციას შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული …

არჩილ ხაბაძის ტაქტიკა სააგენტოს საბჭოში შოთა გუჯაბიძის წევრობაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოდან საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის სავარაუდო გათავისუფლებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. „ბატონი შოთა, ჩემი, ასე ვთქვათ ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კი შიგნით იქნებოდა ამ კომისიაში. ქუჩიდან ყვირილს და ქუჩიდან პროტესტს, მირჩევნია შიგნით იყოს, გაიგოს იქ, ამოწუროს, ასე ვთქვათ, მისი კითხვები“ …

16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შოთა გუჯაბიძის მხარდასაჭერად სააგენტოს მიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა წერილით, სააგენტოში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად სარეკომენდაციო საბჭოს წევრის სტატუსი შეუნარჩუნდეს შოთა გუჯაბიძეს, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს. „ჩვენი ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული სარეკომენდაციო საბჭოს რეორგანიზაციის მიზნით იგეგმება ბ-ნ შოთა გუჯაბიძისთვის საბჭოს წევრობის სტატუსის შეწყვეტა. მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ცნობილი და მნიშვნელოვანი …

რატომ შეიძლება დაითხოვონ „ბათომის“ დამფუძნებელი სარეკომენდაციო საბჭოდან

 

 

 

ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე შესაძლოა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს შემადგენლობიდან დაითხოვონ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბიძინა აფხაზავამ დაადასტურა. შოთა გუჯაბიძის საბჭოდან დათხოვნის მიზეზად მან ის გარემოება დაასახელა, რომ საბჭოში საზოგადოება „ბათომის“ ორი წევრია, შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი. თუმცა საბჭოში მყოფი ქალაქის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი ასევე საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველის დათხოვნა საბჭოდან? „ბათუმელები“  შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. 

Exit mobile version