„არა რუსულ კანონს“ – ამ პლაკატების გამოქვეყნების შემდეგ დღეს, 26 აპრილს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას პლაკატები წაართვეს და დაუხიეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. „არა რუსულ კანონს კი არა, დაახვიეთ აქედან, წადი მოშორდი აქედან, გამოგიქნევ სახეში… დამთავრდა თქვენი პოზიციების გამოხატვები. შენ მოღალატე შენ, შენ ვიგინდარავ შენ,“ – …
Tag Archives: ქობულეთის საკრებულო
ოპოზიცია მერს უხარისხო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს, ლევან ზოიძე მათ „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს
საკრებულოს ოპოზიცია ქობულეთის მერს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში ადანაშაულებს, მერი კი მათ „დესტრუქციულ ძალას“ და „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს. ქობულეთის მერიის არაეფექტურ მუშაობაზე ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტმაც გამოაქვეყნა ვრცელი დასკვნა. ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, სოლომონ ბაჯელიძე აცხადებს, რომ ქობულეთის მერიის შენობის გარემონტებული ნაწილი მერიამ უკვე ჩაიბარა, „გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შესრულებული სამუშაოები უხარისხოა“. სოლომონ ბაჯელიძემ …
„კორუფციის ხსენებამ გააღიზიანათ“ – დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში
დღეს, 24 ნოემბერს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციის განცხადებებს მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გელა შაქარიშვილმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეს, სოლომონ ბაჯელიძეს ხელი ჰკრა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლამ რამდენიმე წუთს გასტანა, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა გაგრძელდა. …
Continue reading “„კორუფციის ხსენებამ გააღიზიანათ“ – დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში”
ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთმა აჭარის მთავრობას გადასცა
დღეს, 31 ოქტომბერს, ქობულეთის საკრებულომ დააკმაყოფილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა ჩაქვში მდებარე ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემაზე. ამის წინააღმდეგი არც ქობულეთის მერია იყო: ქონება მიწის ნაკვეთი და სახლია, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აჭარის მთავრობა მის გასხვისებას გეგმავს. სახლს 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. …
Continue reading “ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთმა აჭარის მთავრობას გადასცა”
„იმედია, ისეთი ავტობუსი არ იქნება, მიწოლა დასჭირდეს“ – სხდომა ქობულეთის საკრებულოში
29 სექტემბერს ქობულეთის საკრებულომ ორი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. ორივე ზღვის სანაპირო ზოლში მასშტაბური პროექტის მშენებლობას ითვალისწინებს. ქობულეთში მუნიციპალური ავტობუსებისთვის რამდენიმე მიმართულება დაამატეს და ფასიც განსაზღვრეს. გარდა ამისა ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა რამდენიმე მცირე ზომის ნაკვეთის საიჯარო წესით გასხვისებისა და პოპოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხს. გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა ოპოზიციამ კიდევ რამდენიმე საკითხზე მოითხოვა ყურადღების …
ქობულეთში სახელს შეუცვლიან პუშკინისა და პოპოვის ქუჩებს და სტალინის უბანს
ქობულეთში პოპოვის ქუჩას სახელს შეუცვლიან და ფადიკო გოგიტიძის სახელს მიანიჭებენ. სახელდების შეცვლასთან დაკავშირებით საკრებულოს განათლების კომისიამ 14 ივლისს იმსჯელა. საკრებულოს პოპოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ მიმართა. საკითხს ქობულეთის საკრებულო მორიგ სხდომაზე გასატანად ამზადებს, სხდომის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის. ფადიკო გოგიტიძე პირველი მფრინავი ქალია აჭარიდან. იგი 1916 წელს ქობულეთში დაიბადა. ბათუმში …
Continue reading “ქობულეთში სახელს შეუცვლიან პუშკინისა და პოპოვის ქუჩებს და სტალინის უბანს”
„ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრიდან მოწოდებულ ნარატივზე“ – ქობულეთის საკრებულოს წევრი
„როცა ცხრაწლიან რეჟიმზე იღებ პასუხისმგებლობას და თავად 21 წლის ხარ“ – ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ ახსენებენ მას ხშირად კოლეგები წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს. რა შესაძლებლობები მისცა საკრებულოში არჩევამ და ამ დრომდე თავად რა …
როგორ გაინაწილეს ქობულეთის პლაჟები ბიზნესმენებმა
კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ქობულეთის სანაპიროზე სასტუმრო აქვთ, ასევე განკარგავენ პლაჟსაც საკუთარი ნაკვეთის გასწვრივ – გრძელვადიანი იჯარის წესით. პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით იმ კომპანიებმაც გაიფორმეს, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მშენებლობას ახლა გეგმავენ, ან უკვე წამოწყებული აქვთ მშენებლობა. ვინც პლაჟი ჯერ ვერ გაიფორმა, გეგმავს მის მისაღებად მერიას მიმართოს, ზოგიერთმა მათგანმა კი უკვე მიმართა და პასუხს ელოდება. …
Continue reading “როგორ გაინაწილეს ქობულეთის პლაჟები ბიზნესმენებმა”
აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები
აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) ექვსი მერი და საკრებულოს ექვსი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თორმეტ წამყვან პოზიციაზე მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილნი. აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არც ერთი თავმჯდომარე და არც ერთი მერი ქალი არ არის. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეთა საერთო რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტებში თვრამეტია. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებიც აჭარის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კაცები არიან. საკრებულოს თავმჯდომარის …
Continue reading “აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები”
ვის აძლევს ქობულეთის მერია უსასყიდლოდ, 99 წლით მიწის ნაკვეთსა და შენობას – აღნაგობა
სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა, კონკრეტულად ქობულეთის მერია, აპირებს უსასყიდლოდ გადასცეს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთი იმ მოტივით, რომ მრევლს სალოცავი სჭირდება და ეკლესიის მშენებლობას ითხოვს. მეორე სტრუქტურა კი, კონკრეტულად ბათუმის მერია, იგივე მოტივს არ იზიარებს და მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას არ აძლევს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ თემის საკუთრებაა. 817 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და 230 კვ.მეტრ შენობის …
ქობულეთის საკრებულოს წევრებზე 238 975 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2019-2020 წლებში, სახელფასო ფონდი კანონდარღვევით იყო გაზრდილი, ხოლო ამავე პერიოდში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, დოკუმენტური დასაბუთების გარეშეა გადახდილი ჯამში 238 975 ლარი. სახელფასო ფონდის გაზრდის პარალელურად, „ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს წევრებზე 238 975 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი”
ქობულეთის საკრებულოს წევრი დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა
დღეს, 14 დეკემბერს, ქობულეთის საკრებულოში დაპირისპირებისას საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან იამზე ცალქალამანიძე შეუძლოდ გახდა. მანამდე მას საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი გოგიტიძე ეკამათებოდა და როგორც ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, მან კოლეგა სიტყვიერად შეურაცხყო გენდერული ნიშნით. „ქალივით არ იქცევი, სახლში წადი და ბავშვებს მოუარეო“ . ბრალდებას გიორგი გოგიტიძე უარყოფს და და აცხადებს, რომ კოლეგისთვის ეს სიტყვები არ …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს წევრი დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა”
ქობულეთში საკრებულოს წევრებს შენობაში არ უშვებენ – მობილიზებულია პოლიცია
დღეს დილიდან დაძაბული ვითარებაა ქობულეთის საკრებულოს შენობაში, საკრებულოს წევრებს ოპოზიციიდან შენობაში არ უშვებენ. პოლიცია შენობის პირველი სართულის ფოიეშია განლაგებული – ოპოზიციონერები მეორე სართულზე ცდილობენ ასვლას. დღეს დილას მერიისა და საკრებულოს შენობასთან ოპოზიციამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ. უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მათი …
Continue reading “ქობულეთში საკრებულოს წევრებს შენობაში არ უშვებენ – მობილიზებულია პოლიცია”
„ნაცმოძრაობის“ 2 წევრს ქობულეთის საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყვიტეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორ წევრს, ბონდო თედორაძესa და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 26 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წინააღმდეგი მხოლოდ ორი წევრი იყო ასევე ოპოზიციის ფრაქციიდან. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად 6 თვის განმავლობაში მათი საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის არმიღება და სხდომებზე გამოუცხადებლობა დაასახელეს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრის მიმართ უფლებამოსილების …
Continue reading “„ნაცმოძრაობის“ 2 წევრს ქობულეთის საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყვიტეს”
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მილიონიანი უკანონო მშენებლობა – სასტუმროები და სხვა ქონება
თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტობრივად დასტურდება, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეს არ შეუნიშნავს. ასევე უკანონოდ დააშენა და გაზარდა მან კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 …
ქობულეთის საკრებულო 2 ოპოზიციონერისთვის სტატუსის შეწყვეტას გეგმავს
ქობულეთის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ორი წევრის, ბონდო თედორაძის და მამული სურმანიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქმის წარმოებას იწყებს. თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მისი დასრულების ვადამდე შეიძლება შეუწყდეს თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიძე განმარტავს, ისინი ექვსი თვეა რაც სხდომებზე არ გამოჩენილან …
Continue reading “ქობულეთის საკრებულო 2 ოპოზიციონერისთვის სტატუსის შეწყვეტას გეგმავს”
ქობულეთის საკრებულოს წევრი: სამუშაო კაბინეტში არ მიშვებენ
ქობულეთის მერიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მერს, მერის მოადგილეს, მერიის აიპის თანამშრომლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის. ენმ-ის წარმომადგენელმა ქობულეთის საკრებულოში ბონდო თედორაძემ მერს „ზონდერი“ უწოდა, მირიან ქათამაძემ კი უთხრა, რომ უზრდელია. დაპირისპირებისას ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები. ბონდო თედორაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე არის ფრაქციის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ დილით, როცა სამსახურში …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს წევრი: სამუშაო კაბინეტში არ მიშვებენ”
„ოაზისი“ სანაპიროსთან, სახელმწიფო მიწაზე პროექტს უკანონოდ ახორციელებს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ჩაქვში, უშუალოდ პლაჟის გასწვრივ მდებარე 12 598 კვ/მ მიწა, პირდაპირი წესით საკუთრებაში 263 046 ლარად [1 კვ/მ-ს 20 ლარად და 88 თეთრად] უნდა გადასცეს – ამ ტერიტორიაზე 350 ათასი ლარის, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ეს ინვესტიცია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიამ 2022 …
Continue reading “„ოაზისი“ სანაპიროსთან, სახელმწიფო მიწაზე პროექტს უკანონოდ ახორციელებს”
საკრებულოს დოკუმენტი: ქობულეთში ძირითადად ცხოვრობს ეთნოგრაფიული ჯგუფი – აჭარლები
ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – მერაბ ცინცაბაძე საკრებულოს რუსული პროპაგანდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. დავის საგანი მიწათსარგებლობის დოკუმენტია, რომელიც საკრებულომ 2016 წელს მიიღო და წერია, რომ: „რაც შეეხება ქ. ქობულეთის მოსახლეობის ეროვნულ შემადგელობას, ის ძირითადად დასახლებულია ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფით – აჭარლებით“. ამ კონკრეტული ჩანაწერის შეცვლას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიცია და ეჭვი აქვს, რომ საკრებულო …
Continue reading “საკრებულოს დოკუმენტი: ქობულეთში ძირითადად ცხოვრობს ეთნოგრაფიული ჯგუფი – აჭარლები”
„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს
შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში …
ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს
ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, #2 – ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთს 15-წლიანი იჯარით ითხოვს. ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ დაურეგისტრირებელ ფართობს – 23 472 კვადრატულ მეტრს ითხოვს. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, მოთხოვნილი ნაკვეთის გვერდით შპს „ჯორჯტრანსი“ საკუთრებაში ფლობს 4 …
Continue reading “ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს”
პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ ჩაქვის პლაჟი „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცა
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ჩაქვის პლაჟი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ათწლიანი იჯარით გადასცა. საკითხის განხილვას სხდომაზე დღეს მოქალაქეები ესწრებოდნენ. ისინი ითხოვდნენ, საკრებულოს წევრებს გაეთვალისწინებინათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა და პლაჟი ინვესტორისთვის არ გადაეცათ. მანამდე მათ ამ მოთხოვნით მოსახლეობამ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართა. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემის აუცილებლობა მისი …
Continue reading “პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ ჩაქვის პლაჟი „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცა”
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს: იქ რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს ვინმეს!
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ პლაჟის ტერიტორიის გადაცემას მისი მოვლა-განვითარების აუცილებლობით ხსნის. დავით მჭედლიშვილის თქმით, მან არ იცის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, „იქ რომ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდეს“. საკრებულოს ოპოზიციამ მას შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, თვითონ მოუაროს და განავითაროს ტერიტორია: „ვინ დაგიშალათ პლაჟის მოვლა?“ სხდომას ესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური …
ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ
ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც. „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ”
ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
მართალია, „ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი მაინც დაიწყო. გუშინ, 7 აგვისტოს, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პერიოდში მაჟორიტარულ უბნებში ფრაქციის წევრთა მონაწილეობის შესახებაც იმსჯელეს. რა ფორმით სურთ ფრაქციის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა? – …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება”
„ჰავანა“-ს ქობულეთში ორმილიონიან ინვესტიციაზე უარი უთხრეს – კონკურენცია თუ პირადი ინტერესი
შპს „ჰავანას“უკვე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებასა და მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის 15000 კვადრატული მეტრით გაზრდაზე უარი უთხრეს. ის 2-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა ქობულეთში. უარის მიზეზად ნაკვეთის მიმართ მაღალი კონკურენცია და მოსახლეობის ინტერესი დაასახელეს: „ზღვაზე გასავლელი ჩაიკეტება“. კომპანიის მეპატრონე კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დაინტერესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკურენციას ხელოვნურად ქმნიან. რესტორანი „ჰავანა“ ტურისტულ …
ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით პლაჟთან მდებარე ნაკვეთს აუქციონზე არ გაიტანენ
ქობულეთის საკრებულომ დღეს, 10 მაისს, უარი თქვა პლაჟთან მდებარე იმ ნაკვეთის აუქციონზე გატანაზე, რომელსაც შპს „ჰავანა“ ითხოვდა. საკრებულომ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იკეტება ზღვაზე გადასასვლელი. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, მერია საკრებულოს ამ ქონების გადაცემას ორი წლის ვადით, იჯარის წესით, გასასხვისებლად ითხოვდა. მერის მიმართვაში ასევე ნათქვამი იყო დაინტერესებული პირის …
ქობულეთის საკრებულოს რიგითი წევრის ანაზღაურება გაიზარდა
ქობულეთის საკრებულოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 128 ლარით გაიზარდა. ცვლილება ეხება საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც საკრებულოში თანამდებობაზე არ მუშაობენ. საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 21 თებერვალს მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს რიგითი წევრის ანაზღაურება გაიზარდა”
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: ხალხს აღარ აინტერესებს, „ნაცმოძრაობის“ წევრი რომ ვიყავი
„ჩვენ არ გვჭირდება საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ დანაშაულს სჩადიოდა და მსხვერპლი იყო,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ბონდო თედორაძე. ფრაქციამ დღეს, 29 დეკემბერს, ბრიფინგი გამართა და საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. ბონდო თედორაძის თქმით, მან საკრებულოს თავმჯდომარეს გუშინდელ სხდომაზე „მადლიერების საღამოს“ შესახებ ჰკითხა. დავით მჭედლიშვილის ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორი იყო …
ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან
ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვალერი ბერიძის ინფორმაციით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოები პირველ სხდომას გამართავენ. პირველივე სხდომაზე საკრებულოები აირჩევენ თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, სულიკო თებიძე განიხილება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება ასევე მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი …
Continue reading “ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან”
ვის მიანიჭებენ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდებას
ქობულეთის საკრებულომ ორი დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შემოიღო და ამ წოდების მინიჭების წესიც დაამტკიცა. ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს: [checklist] საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე. [/checklist] ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების …
Continue reading “ვის მიანიჭებენ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდებას”
რატომ არ მისცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოხელეებს 100%-იანი პრემია საახალწლოდ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ მეხუთე, ხელფასის 100%-ის ოდენობით პრემიის აღებას გეგმავდა. მსგავსი მოთხოვნით მიმართეს კიდეც საკრებულომ და გამგეობამ ხაზინას, თუმცა უარი მიიღეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, სულხან ოქროპირიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ხაზინასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ისინი პრემიის სახით ხელფასის მხოლოდ 50% ოდენობას დასჯერდებოდნენ. „ჩვენ გვქონდა თანხა ხაზინაში 100-პროცენტიანის, მაგრამ 50 პროცენტი დაირიცხა“, – გვეუბნება სულხან ოქროპირიძე. „ბათუმელების“ …
Continue reading “რატომ არ მისცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოხელეებს 100%-იანი პრემია საახალწლოდ”
ქალაქ ქობულეთის ძლიერი და სუსტი მხარეები
ქობულეთის საკრებულომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა ორი კვირის წინ დაამტკიცა. გეგმა მოიცავს დოკუმენტურ კვლევებს, არსებული სიტუაციის აღწერას, გეგმებსა და დასკვნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უშუალოდ „ქ. ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექნიკური (საპროექტო) დავალების თანახმად, მის წინმსწრებ, ურბანული პოლიტიკის ხასიათის ნაწილს წარმოადგენს „ქ. ქობულეთის სივრცითი განვითარების ხედვა“, რომლის შემუშავების მიზნებია: ქალაქის ოპტიმალური, ეფექტიანი, საზოგადოების მოთხოვნილებების და შესაბამისი …
ქობულეთის საკრებულოს წევრი გამგეობას დარღვევებში ადანაშულებს
საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინცაბაძე ქობულეთის გამგეობას ფინანსურ დარღვევებში ადანაშულებს, ბრალდებების დასადასტურებლად კი სახელმწიფო აუდიტის 2014 წლის ანგარიში მოჰყავს. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2014 წელს ქობულეთის გამგეობამ არამიზნობრივად დახარჯა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 19 000 ლარი. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ „ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური …
Continue reading “ქობულეთის საკრებულოს წევრი გამგეობას დარღვევებში ადანაშულებს”