2025 წელს საქართველოში 12 ქალი მოკლეს მოხდა – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წელს გამოვლენილი 12 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 10 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა. „სამწუხაროდ, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების – ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი …
Tag Archives: ფემიციდი
ოზურგეთის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა
პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება …
Continue reading “ოზურგეთის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა”
ოზურგეთში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა. გურიის პოლიციამ ოჯახის წევრის, მეუღლის, 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს, 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამართალდამცველებმა …
Continue reading “ოზურგეთში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს”
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 20 წელი მიუსაჯეს
სიღნაღის სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის „კ“,„მ“,„პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა. …
Continue reading “ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის კაცს 20 წელი მიუსაჯეს”
უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა
პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცოლს მიაყენა დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის …
Continue reading “უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა”
18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შშმ ცოლი მოკლა ურეკში – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ …
Continue reading “18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შშმ ცოლი მოკლა ურეკში – პროკურატურა”
შუახევში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობლები – „მოვითხოვთ, სასამართლომ უმკაცრესად დასაჯოს“
„მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას, უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს,“ – ამბობენ შუახევში მოკლული 33 წლის მელანო ქიზინიძის ოჯახის წევრები. ისინი დღეს, 11 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ფემიციდის შემთხვევებზე ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირება მოითხოვეს. შუახევში, ნენიის ხიდთან, პროკურატურის ვერსიით, ქმარმა ცოლი დანით 2024 წლის 4 აპრილს მოკლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს …
შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა – ფემიციდის ახალი შემთხვევა
შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალს კაცმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება. შსს-გან ველოდებით ინფორმაციას. სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს. 27-ჯერ კი სცადეს ქალის მკვლელობა.
3 საქმე მაქვს, როცა შემაკავებელი ორდერის და გირაოს დროს მოკლეს ქალი – ადვოკატი
„კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის მეოთხედ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მოსამართლემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხომ ძალიან ნათელია და მკაფიო, რომ 1000 ლარი გირაო წაახალისებს მოძალადეს?“ – კითხულობს ელისო რუხაძე, ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი და ექსპერტი. ის ქალებზე ძალადობის საქმეებზე მუშაობს. რატომ მიდიან მოძალადეები იგივე წრეზე და როგორ პასუხობს მათ სასამართლო? – …
Continue reading “3 საქმე მაქვს, როცა შემაკავებელი ორდერის და გირაოს დროს მოკლეს ქალი – ადვოკატი”
ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით …
ბათუმში მოძალადე კაცი ყოფილ ცოლს ურთიერთობას აიძულებდა – როდის [არ] აბამენ ელექტროსამაჯურებს
„ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე მ. ო.-მ მუცლის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე“, – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში ვკითხულობთ. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო მანამდე, ვიდრე მას ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავებდნენ, თუმცა მოძალადისთვის არ გაუკეთებიათ ელექტრონული სამაჯური. არადა ელექტრონული …
დააკავეს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი
კახეთის პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული …
Continue reading “დააკავეს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი”
სალიბაურში რძლის მკვლელობისთვის მამამთილს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამავე თემაზე: აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა 11 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ჰქონდა …
Continue reading “სალიბაურში რძლის მკვლელობისთვის მამამთილს ბრალი წარუდგინეს”
აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა
აჭარაში ფემიციდის შემთხვევა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის ქალი მამამთილმა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურში მოხდა.
„დამირეკა და მითხრა, რომ ძალით ათხოვებდნენ“ – მოსწავლეები მარნეულიდან
„ქალები ცვლიან“, „ქალი ძლიერია“, „ქალი შეუცვლელია“, „ქალი და კაცი თანასწორია“ – ასე ამბობენ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ მათი თაობა არ გაჩუმდება, ცვლილებები შესაძლებელია და ქალები და გოგონები აღარ იქნებიან ჩაგვრისა და ძალადობის სამიზნე. მოზარდებმა ფემიციდის წინააღმდეგ კლიპიც გადაიღეს და ხშირად, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო ბუკლეტებსაც არიგებენ ხოლმე სოფლებში. რაუფ …
Continue reading “„დამირეკა და მითხრა, რომ ძალით ათხოვებდნენ“ – მოსწავლეები მარნეულიდან”
გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის – კიდევ რა ჩანს მონიტორინგით?
„გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმეა“, – აღნიშნავენ საია-ს მონიტორები, რომლებიც ბოლო ერთი წელი აკვირდებოდნენ 490 სისხლის სამართლის საქმის განხილვას. საია მონიტორინგს ატარებდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის [დისტანციურად] საქალაქო სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი მიგნებაც: უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეებს 15 წუთიც არ სჭირდებათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. იურისტების აზრით, ეს აჩვენებს იმას, რომ მოსამართლე …
ქალზე ძალადობა უნდა შეწყდეს! – მოქალაქეების აქცია ბათუმში
დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება. გახშირებული ფემიციდი გააპროტესტეს დღეს ბათუმში მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გადავიდნენ ევროპის მოედანზე. ევროპის მოედანზე ახალგაზრდებმა მიიტანეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც ქალთან ასოცირდება. „ამ ნივთებს ყველას ჰყავდა პატრონი, თუმცა დღეს მათ აღარ შეუძლიათ გამოიყენონ, რადგან ისინი მოკლეს,“ – …
Continue reading “ქალზე ძალადობა უნდა შეწყდეს! – მოქალაქეების აქცია ბათუმში”
როდესაც მშობლები არ უჭერენ მხარს გოგოებს – ნაადრევი ქორწინება და ძალადობა
ავტორი: ხათუნა მურადოვი, XII კლასის მოსწავლე საქართველოში ნაადრევი ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, 2015 წლის მონაცემებით, სკოლა 13 წლის – ერთმა, 14 წლის – 15-მა, ხოლო 17 წლის – 183-მა მოსწავლემ დატოვა. მონაცემები ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია. სინამდვილეში სტატისტიკა მხოლოდ რიცხვებია, თითოეული ამ რიცხვის მიღმა დგას …
Continue reading “როდესაც მშობლები არ უჭერენ მხარს გოგოებს – ნაადრევი ქორწინება და ძალადობა “
ბათუმში დღეს აქცია და მსვლელობა გაიმართება ფემიციდის წინააღმდეგ
დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში საპროტესტო აქციები იმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან, 15:30 საათზე გაიმართება აქცია და შემდეგ მსვლელობა გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სასამართლო ხშირად გირაოთი ათავისუფლებს ქალზე ძალადობაში ბრალდებულ კაცებს, რის შემდეგაც ისინი კლავენ მეუღლეებს, ყოფილ მეუღლეებს ან პარტნიორებს. …
Continue reading “ბათუმში დღეს აქცია და მსვლელობა გაიმართება ფემიციდის წინააღმდეგ”
186 მოკლული ქალი – რატომ ვერ აჩერებს სახელმწიფო ფემიციდს
სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ერთი შეცდომაც კი, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში, უპატიებლად უნდა შეფასდეს – ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ამავე სასამართლომ უპატიებლად შეაფასა პოლიციის, პროკურატურის უმოქმედობა, რამაც 2014 წელს ახალგაზრდა ქალის – მარიამ წივწივაძის მკვლელობა გამოიწვია. 33 წლის ლექტორი მოძალადე ქმარმა უნივერსიტეტის დერეფანში მოკლა. საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ აჩვენებს, თუ რამდენად მიუტევებელია, როცა სამართალდამცავი ორგანოები …
Continue reading “186 მოკლული ქალი – რატომ ვერ აჩერებს სახელმწიფო ფემიციდს”
რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია
მარიამმა [სახელი შეცვლილია] საქართველო ყოფილი ქმრის შიშით 15 წლის წინ დატოვა. რუსთავიდან ჯერ გერმანიაში, მერე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მოძალადისგან თავს დაცულად ვერსად გრძნობდა, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 15 წლის წინანდელი გამოცდილება ამბებისა და შეგრძნებების დონეზე დღემდე ახსოვს. ბოლო ათი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. „ბათუმელებმა“ მსხვერპლი ქალი დისტანციურად ჩაწერა. მარიამის ნაამბობი მახსოვს, ერთად როგორ მივდიოდით რუსთაველის …
Continue reading “რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია”
კაცს, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეუფარდეს – პროკურატურა
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ ივლისს ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მას …
კაცმა უნდა გაიგოს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია – კორძაია ქალების მკვლელობაზე
2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. ასევე გაზრდილია ქალთა მკვლელობის მცდელობის ფაქტებიც. ხშირად ქალებს მეუღლეები თუ ყოფილი მეუღლეები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კლავენ. ფემიციდის ორი შემთხვევა გვქონდა სულ ახლახან, მაისში, როცა ქალები დამამძიმებელ გარემოებაში მოკლეს. ქალებს ვერ იცავს სახელმწიფო. 2016 წელს პარლამენტის წევრებმა – თამარ ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ ინიციატივა წარადგინეს, რომელიც კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად …
Continue reading “კაცმა უნდა გაიგოს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია – კორძაია ქალების მკვლელობაზე”
რა გადაწყვიტა სასამართლომ მსხვერპლი ქალის საქმეზე, რომელმაც 16-ჯერ მიმართა პოლიციას
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2022 წლის 14 აპრილს საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კერძოდ, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს მორალური ზიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედას, ვისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაც სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცილა. „მსხვერპლი ქალი მეუღლის (და შემდგომ ყოფილი მეუღლის) მხრიდან განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ და …
საქართველოში 13 ქალი მოკლეს 9 თვეში – ფემიციდის საგანგაშო სტატისტიკა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი – სექტემბერი) საქართველოში 13 ქალი მოკლეს, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახში დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში – სხვა მოტივი. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ასევე დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგანაც ოჯახში დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი. …
Continue reading “საქართველოში 13 ქალი მოკლეს 9 თვეში – ფემიციდის საგანგაშო სტატისტიკა”
49 წლის კაცმა ყოფილ ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – შსს
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში 49 წლის კაცი დააკავეს. თუ მას დანაშაული დაუდასტურდა, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა 5 ოქტომბერს… ყოფილ მეუღლეს, 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება“, – წერია შს სამინისტროს მიერ …
Continue reading “49 წლის კაცმა ყოფილ ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – შსს”
თურქეთში 30 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა – მედია
თურქული მედიის ინფორმაციით, წუხელ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საკუთარ სახლში პოლიციამ ქალი მოკლული იპოვა. პოლიციის ინფორმაციით, 30 წლის ქალს დანით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე აღენიშნებოდა ცემის კვალი. ქალი საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ცნობით, ქალი მეუღლემ მოკლა. პოლიცია ეძებს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ___ მთავარი ფოტო: haberturk
ცოლის მკვლელობის ბრალდებით სურამში 34 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული …
Continue reading “ცოლის მკვლელობის ბრალდებით სურამში 34 წლის კაცი დააკავეს”
ყოფილი ცოლის მკვლელს 20 წელი მიუსაჯეს
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ი.დ.-ს გორის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის 11 ოქტომბერს მოხდა – ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა, მან ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა. „…ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ …
მექსიკაში მილიონობით ქალი გაიფიცა ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად
მეხიკოში მილიონობით ქალმა მიიღო მონაწილება ერთდღიან გაფიცვაში, რომლითაც მათ გააპროტესტეს გახშირებული ძალადობა გენდერული ნიშნით. პროტესტმა სახელით – „დღე ჩვენ გარეშე” აჩვენა მექსიკელ ხალხს, თუ როგორ გამოიყურება ქვეყანა ქალების გარეშე. ორშაბათს, 9 მარტს, ქალებმა უარი თქვეს სამსახურსა და სასწავლებლებში გამოცხადებაზე. მხოლოდ რამდენიმე ქალს თუ მოკრავდით თვალს საჯარო ტრანსპორტში, კაფეებსა თუ სავაჭრო სივრცეებში. მექსიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 …
Continue reading “მექსიკაში მილიონობით ქალი გაიფიცა ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად”
პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს მოსაკლავად დანა რამდენჯერმე დაარტყა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. – ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო. პროკურატურის ცნობით. მ.ლ., ვინაიდან გადაწყვეტილი …
Continue reading “პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს მოსაკლავად დანა რამდენჯერმე დაარტყა”
ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – პროტესტი მექსიკაში
მექსიკაში გახშირებული გენდერული ნიშნით თავდასხმებისა და მკვლელობების ფონზე, აქტივისტები ქალებს მოუწოდებენ გაიფიცონ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის მომდევნო დღეს: არც ერთი ქალი სკოლასა და ოფისში, არც ერთი ქალი რესტორანსა და მაღაზიაში, არც ერთი ქალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მანქანებსა და გზაზე – ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – ასეთია მექსიკელი ფემინისტური ჯგუფების გაერთიანების მოწოდება. ეს ხედვა გამოწვეულია …
Continue reading “ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – პროტესტი მექსიკაში”
გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი
დღეს, 18 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქალებს კლავენ შვილების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, საჯარო სივრცეებში, ქალებს კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერების მიუხედავად, დანაშაული არ მცირდება. „ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის, ეს ქალების განდევნის ხელობაა“-ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე მწერალს ესაუბრა. გუშინ თქვენ გარდაბანში 23 წლის ქალის მკვლელობას …
Continue reading “გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი”
გიორგი კეკელიძე: დავმარცხდებით, თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ
გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, წიგნის მუზეუმის და ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი: „ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ. ახლა ვფიქრობდი, რომ ის გოგონაც ალბათ იმ სკოლაში სწავლობდა და შესაძლოა, ის კაციც. და ორივეს ოდესღაც ისეთივე ანთებული თვალები ჰქონდა და ეს თვალები სულ სხვა მომავალს ეძებდნენ. სულ სხვას, …
კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი
სხვადასხვაგვარად აღწერეს ის დღე ბრალდებულმა და დაზარალებულმა, როცა ქალს დანა შვიდჯერ დაარტყეს. ქალს დანა თავისმა ქმარმა დაარტყა, შემდეგ კი სახლიდან გავიდა, ხუთ წუთში 112-ში სხვისი სახელით დარეკა და თქვა: „ქალი მოკლეს, მისამართი…“ ქალი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გადარჩა. პროკურატურამ ქმარს ბრალი წარუდგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში …
Continue reading “კაცმა ცოლს 7-ჯერ დაარტყა დანა და 112-ში სხვისი სახელით დარეკა – განაჩენი”
შსს: ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა – ფემიციდის ორი შემთხვევა ერთ კვირაში
დღეს, 17 ოქტომბერს, ბოლნისში ქალი მოკლეს, მისი მკვლელობის ბრალდებით კი ქმარი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა საქართველოში 11 ოქტომბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა 11 ოქტომბერს ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ …
Continue reading “შსს: ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა – ფემიციდის ორი შემთხვევა ერთ კვირაში”