გაექეცი ზაფხულს კურორტ გოდერძიზე

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ გოდერძი მხოლოდ ზამთრის კურორტია, ცდებით. ზაფხულის გამთანგველ სიცხეში, როცა გრილ ადგილას თავშეფარება და ახალი ადგილების აღმოჩენა გსურთ, აუცილებლად გოდერძის უნდა მიაშუროთ. ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა, რომელიც მართლა მწვანეა, კურორტი ბეშუმი თავისი იაილებით და ადგილობრივ მემთეურთა საზაფხულო ყოფა: მთის ყველისა და კარაქის მზადება, ხის სახლებში ზაფხულობით მცხოვრებთა ყოველდღიურობა – ამ ყველაფრით …

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ექვს საათამდე სასტუმრო უნდა დაიცალოს

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ამის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. „ველმონდს“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არ შეუსრულებია რეკომენდაციები, რომლებიც ამ სამსახურმა გასცა სახანძრო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით: „რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო დეკემბრის თვეში 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს,“ – აღნიშნული განცხადება  საგანგებო …

6 საინტერესო დიზაინის ქოლგა

უბრალო დასაკეცი ქოლგები ტექნოლოგიების ერაში ცოტა მოსაწყენია, არა? მით უმეტეს ბათუმში, როცა მთელი აგვისტო წვიმიანი ამინდია დაანონსებული. ჩვენ რამდენიმე უცნაურ და საინტერესო ქოლგას შემოგთავაზებთ, რომელთა შეძენაც საქართველოში, ძირითადად, ონლაინმაღაზიებშია შესაძლებელი: 1. ამობრუნებული ქოლგა – ასეთი კონსტრუქციის ბევრი ბრენდის ქოლგა არსებობს. პირველი პრივილეგია, რაც ამ ქოლგას გააჩნია, უკუღმა კეცვის მექანიზმია, რომლის წყალობითაც ოთახში შესვლისას თუ მანქანაში ჩასხდომისას …

აჭარას 1 000 000 მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს –  საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბრიდან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-8 სექტემბერს, აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში რეგიონში მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გეგმავენ  აჭარაში ჩამოსვლას. ფრინველებზე დაკვირვება შთამბეჭდავი სანახაობა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით ყოველდღიურად მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტაში, სოფელი ჩაისუბანში, სოფელი სახალვაშოში, ბათუმის …

„შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე კი ორ მეტრს აღწევს“ – საგანგებოს გაფრთხილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ახლახანს ტურისტები გადაარჩინეს. „მაშველებმა ლაშა როშჩინმა, ავთო გელაშვილმა და კობა მჟავანაძემ სომხეთის მოქალაქეები გადაარჩინეს. ​ტურისტები ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შავ ზღვაზე დღეს, 11 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია. „ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს“. დღეს თითქმის …

კვარიათში მეწყერი ჩამოწვა

კვარიათში, იოანე ლაზის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი, ასევე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მერიის ინფორმაციით, მეწყერი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინაა ჩამოწოლილი. „გადავწყვიტეთ რომ უსაფრთხოების მიზნით ოჯახი დროებით გავიყვანოთ, სანამ არ მოხდება შესწავლა. მალე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოებიც. საიდანაც ჩამოწვა მეწყერი, იქ რ არის დასახლება. თუმცა, უნდა შეიცვალოს წყლის მიმართულება, რომ …

ქობულეთის მერი: ქუჩები დაიტბორა, სახლებში წყალია, მდინარე აჭყვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ქობულეთში დილის საათებშივე დაიტბორა კოსტავას, მეგობრობის, ძნელაძის, სოხუმის ქუჩები: „ამ ქუჩებზე სახლების პირველ სართულზე შევიდა წყალი. ამ წუთებში იქ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მელიორაციის სამსახურები.“ მერის ინფორმაციით, გუშინდელი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვის კალაპოტში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა კალაპოტიდან ჯერჯერობით არც ერთ მონაკვეთზე არ გადმოსულა. სტიქიამ პრობლემები მუნიციპალიტეტის …

აგვისტოს წვიმიანი ბათუმი (ფოტო)

წინა წლისგან განსხვავებით წელს ბათუმში აგვისტოს თვე უხვნალექიანი აღმოჩნდა. გასული 9 დღიდან 5 დღე წვიმდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აგვისტოს წვიმიანი ბათუმიდან.  

ქობულეთში ბუნგალო “ჰავანა” სრულად დაიწვა

დღეს, გამთენიისას, ქობულეთის სანაპიროზე მდებარე ბუნგალო “ჰავანას“ ცეცხლი გაუჩნდა. ზარი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 05:17 წუთზე შევიდა. როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძახებაზე სამი სახანძრო ავტომობილი გავიდა, „ორი კამაზის ტიპის ავტომანქანა და წყალმზიდი ათტონიანი. სამი მანქანა მუშაობდა”. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი მთლიანად მოდებული დახვდათ ნაგებობაზე, “ხის მასალა იყო და არავინ იცის, საიდან დაიწყო ხანძარი,” – გვითხრეს …

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

„იქაური ცხვრის რძე რომ 25 დღე სვა, ბრმაც იყო, დღისით ცაზე ვარსკვლავებს ნახავ“, „ძროხის ყიდვა თუ გინდა, დიდაჭარის იაილების შავი ძროხა სჯობს, ადიგენის „ბელასნეჟკას“ – მეტს იწველება. მწვანე ტბის ახლო ჭაობებში გარეული იხვი იცის, ნადირობის სეზონზეც კი არ კლავენ, – იცი რატომ? ეცოდებათ. ბუნება უყვართ იქაურებს“, – მსგავს ტექსტებს ბეშუმის შესახებ ბათუმიდან ამ კურორტისკენ მიმავალ …

სად წავიდეთ წვიმის დროს ბათუმში

წვიმა აჭარის სანაპიროს კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და თუ ზაფხულში ბათუმში ჩამოსულს მზიანი ამინდის ნაცვლად წვიმა დაგხვდათ, ფერადი საწვიმარი მოისხით და ბათუმის მუზეუმებს, კინოს, თეატრს, სავაჭრო ცენტრებს ესტუმრეთ ან სულაც ძველი ბათუმის ქუჩებში ისეირნეთ და ქალაქის არქიტექტურას გაეცანით. ჩვენ შევეცდებით ის ადგილები გირჩიოთ, სადაც წვიმიან ამინდშიც შეძლებთ ბათუმში დროის საინტერესოდ გატარებას. მაშ ასე, სად შეიძლება …

თორნიკე რიჟვაძე: სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები გვეყოლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარას სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები ეყოლება. შესაბამის კონცეფციაზე კი მუშაობა დაწყებულია და პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება. აჭარის მთავრობის სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართა. სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. „ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომლებიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენ შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია …

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება

3-8 სექტემბერს აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივების გარდა რეგიონს ორნითოლოგები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეწვევიან. ყოველდღიურად ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა  და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე: ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე, გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, …

სად და რა ფასად შეიძლება აჭარაში კარვის გაშლა

კარვით ბუნებაში დასვენებას სხვადასხვა მხარე აქვს: თუ კოღოებთან ბრძოლა და მიწაზე თხელი პარალონით ძილი ვერ წარმოგიდგენიათ, კარვის იდეა თავიდანვე უნდა უარყოთ და სასტუმროების ძებნა დაიწყოთ, მაგრამ თუ კომფორტის არარსებობა და ბონუსად ღია ცის ქვეშ: ტყეში, ან ზღვასთან ახლოს ძილი მოგწონთ, მაშინ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. ბათუმსა და ქობულეთში კარვებისთვის ადგილი ოფიციალურად გამოყოფილი არ არის. ბათუმისა …

„ბედნიერება ჩემთვის ურთიერთობებია და არა სასტუმროში დასვენება“ – კარვით ბათუმში

ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, მწვანე მინდორში ფერადი კარვებია გაშლილი. ახალგაზრდები, რომლებიც  სასტუმროების ნაცვლად ღია ცის ქვეშ არჩევენ დასვენებას, ამ კარვებში ცხოვრობენ. ეს სესეა. ერთ-ერთ ფერად კარავში ცხოვრობს. სხვა დროს ბულვარში უკრავს გიტარაზე, ახლა ისვენებს. ელენეს და ვანოს კარავი ერთი ადგილიდან მეორეგან გადააქვთ. მოიღრუბლა და შეიძლება გაწვიმდეს, ამიტომ ხეებს უნდა შეეფარონ, კარავს დამატებითი ტენტი უნდა გადააფარონ, …

წარმატებული ტურისტული სეზონი აჭარაში

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. რეგიონში უცხოელი ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. ივნისის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებშიც. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი გამორჩეული იქნება. რეგიონში ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო აქტივობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც აქტიურ ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, საბორტო/სამოგზაურო ჟურნალისტებში სარეკლამო სტატიების განთავსებასა და …

მთელი დღეები ზღვაზე

ზღვაზე გასარუჯად დაწოლილი და მობანავე ხალხის გარდა ხშირად შეხვდებით მათ, ვისი საქმეც პლაჟზე სამსახურია და ბანაობისთვის დრო ნაკლებად აქვთ. ცხელი სიმინდი, რეზინის ფეხსაცმელები ზღვისთვის, ხილი, ცივი ყავა, წყალი, ფერად-ფერადი „კამერები” და ინდური სამოსაც კი – ბევრი რამ იყიდება პლაჟზე. აქ მომუშავეები მთელ დღეს ზღვაზე ატარებენ. უმრავლესობა გადაღებას არ თანხმდება, თუმცა მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც სიამოვნებით …

ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 23 პროცენტით გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტემნტის ინფორმაციით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23 პროცენტით გაიზარდა. „2018 წლის, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების  808, 437 ვიზიტი განხორციელდა“ – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, ვიზიტორების მატებაა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, დელფინარიუმში, საბაგიროზე, მტირალას ეროვნული პარკსა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემში. „2018 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორები 20 პროცენტით გაიზარდა …

რა უპასუხა თურქეთის საკონსულომ დაჯარიმებულ მძღოლებს

თურქეთის საკონსულთან ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქცია  კონსულთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. თურქეთის პოლიციის მიერ დაჯარიმებული მძღოლები კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ. „საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ჩვენთან მოვიდა აჭარის მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც სიტუაციის გარკვევას დაგვპირდა. ხვალ გვექნება შეხვედრა მთავრობაში,“ – ამბობს ირაკლი ბარამიძე, ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი. ტურისტული კომპანიების მძღოლების თქმით, მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, …

რა კრიტერიუმებით შეაფასებენ ტურისტულ ობიექტებს – ტენდერი იდუმალი სტუმრის გამოსავლენად

მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტული ობიექტების მონიტორინგსა და შეფასებას გეგმავს. მომსახურების ხარისხის კვლევა აჭარის ფარგლებში 120 განთავსების ობიექტზე და კვების 80  ობიექტზე ჩატარდება. მომსახურებას დეპარტამენტი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 36 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, კვლევა იდუმალი სტუმრის/კლიენტის მეთოდით უნდა ჩატარდეს – „იდუმალი სტუმარი/კლიენტი უნდა ესტუმროს განთავსები …

ტურისტებისთვის საწოლების რაოდენობა ბათუმში 536-ით გაიზარდა

ბათუმში ტურისტებისთვის რეგისტრირებული საწოლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 536-ით გაიზარდა. აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლევა ამ კუთხით წელს არ ჩატარებულა. დეპარტამენტმა 2018 წელს ბათუმში გახსნილი სასტუმროების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმში 8 ახალი სასტუმრო გაიხსნა. გასული წლის კვლევის მიხედვით კი, ბათუმში მდებარე სასტუმროებში სულ 13 261 საწოლი იყო, მთლიანად აჭარაში – 21 …

სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები მორიგეობას იწყებენ

ზღვისპირა სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა დღეიდან დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა ტურისტული სეზონის დადგომას უკავშირდება. „ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში, სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და, საჭიროების შემთხვევაში, ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიურად 10:00 საათიდან 22:00 საათამდე გაუწევს“. სადღეღამისო …

ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე წუთის წინ ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ნინო და ალის ქანდაკების მიმდებარედ მოხდა. „მამაკაცი დაახლოებით 25 წლამდე იქნება. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპული შუახევის მუნიციალიტეტიდანაა. ცხედარი ნაპოვნია და რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა გამოიტანეს ზღვიდან“, – გვითხრეს სამაშველოში.

ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან

მერისის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ხეობაში მდებარეობს. ამ ადგილამდე მისასვლელი საავტომობილო გზა ჩანჩქერამდე რამდენიმე მეტრში სრულდება და საცალფეხო ბილიკი იწყება. ჩანჩქერთან მისასვლელად ლოდებზე ხის ძელისგან გაკეთებული კიბე დევს, რომელიც არამყარია და დამცავი მოაჯირი არ აქვს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ, მერისში, ჩანჩქერის სანახავად ასული უცხოელი ტურისტი ლოდებზე გადებული ძელებიდან გადავარდა, თუმცა დაზიანებას გადაურჩა. ტერიტორია, სადაც, …

გონიო-კვარიათის მცხოვრებლები ზღვისპირა ზოლში ბიოტუალეტებს ითხოვენ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი სამოქალაქო საბჭოს ინიციატივით, გონიო-კვარიათში მცხოვრებმა 75-მა მოქალაქემ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა: ადგილობრივები ტურისტულ ზონაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას,  ავტობუსის  გაჩერებების გამართვას და გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ. “ათასობით დამსვენებლის პირობებში საჭიროა სანაპიროსკენ მიმავალ გზებზე დაიდგას ბიოტუალეტები ან კაპიტალურად მოეწყოს საპირფარეშოები. არაერთი უხერხულობაა დაკავშირებული მათ არარსებობასთან. ეს, რა თქმა უნდა, …

რატომ ზრდის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო თანხას ყოველწლიურად

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს სხვადასხვა ქვეყანაში აჭარის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 5 165 000 ლარი დახარჯა, წელს ამისთვის 6 მილიონ 720 ათასი ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, რეგიონის რეკლამირებისთვის 7 270 000 ლარი დაიხარჯება. სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი წელსაც თითქმის უცვლელია. სიახლე მხოლოდ ერთია –  ტურიზმის დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში იწყებს სარეკლამო კამპანიას. სამიზნე ქვეყნების …

რა შენდება ქობულეთის პლაჟზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი უკვე ოფიციალურად გახსნილად გამოცხადა, თუმცა ქობულეთში ჯერ კიდევ ემზადებიან. აქ ამბობენ, რომ სეზონი ცოტა უფრო გვიან იწყება, ვიდრე ბათუმში, სამაგიეროდ, უფრო დიდხანს გრძელდება. საკურორტო სეზონის  წინ ქობულეთში სამშენებლო ბუმი პლაჟზეც შეინიშნება. ბუნგალოების მეპატრონეები, რომლებიც სეზონურ ბიზნესს ეწევიან, ძველ კონსტრუქციას ამაგრებენ, ცვლიან შენობების იატაკს, ჭერს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. პლაჟზე გაფართოების …

ზაფხული იწყება აქ – ბათუმში სეზონი გაიხსნა

დღეს, 3 ივნისს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. პლაჟზე მისულ ბავშვებს სხვადასხვა გასართობი  დახვდებათ. დამონტაჟებულია სცენა, სადაც მთელი დღის მანძილზე დიჯეები დაუკრავენ. შეგეძლებათ მოუსმინოთ ქართველ  დიჯეებს: ლაშა გურული, „Chiki“, გაბუნია, Vako T. ასევე გამოვლენ ბენდები: bedford falls-ი და Groove Phoenix-ი. საღამოს 21:00 საათზე …

რა ღირს ბათუმში ვერტმფრენით გასეირნება

3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამ სეზონზე ტურისტებს ბათუმში არაერთი გასართობი ელოდებათ. კარგად ცნობილი იახტების, სკუტერების, საცურაო ბანანების, ველოსიპედების, ბულვარში სასეირნო ელექტრო მანქანებისა და კვადროციკლების გარდა, ბათუმში ჩამოსული დამსვენებელი შეძლებს ვერტმფრენითაც გაისეირნოს. თუ ვერტმფრენით გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის მინიმუმ 250 ლარი დაგჭირდებათ. სწორედ ამდენი ღირს ვერტმფრენით 3 წუთით ბათუმის სანაპირო ზოლის დათვალიერება, ახალი ბულვარის …

ზვიად ელიზიანი: აუცილებელია ბალანსის დაცვა, ბულვარი ბაზრობას რომ არ დაემსგავსოს

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზოლში, მოჭარბებულად ჩნდება კვების ობიექტები – რესტორნები, კაფეები. სანაპირო ზოლი გადატვირთულია მაღაზიებითაც. როგორი უნდა იყოს ბულვარის იერ-სახე, რა არის მიღებული და რა მიუღებელი რეკრეაციულ ზონაში და რა დოზით შეიძლება ეთნოგრაფიული ელემენტების გამოყენება ტურისტულ ზონაში? – თემაზე ტურიზმის სპეციალისტს, ზვიად ელიზიანს ვკითხეთ. ზვიად, ბოლო პერიოდში სულ ცდილობენ, რომ ბათუმის ბულვარში კვების ობიექტები გახსნან …

ფრანების შოუ, მუსიკა და თამაშები ბავშვებისთვის – რა იგეგმება 3 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნაზე

„ზაფხული იწყება აქ“ – 3 ივნისს, ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე. ფესტივალის განმავლობაში იგეგმება 20-მდე სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფეიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. დღის განმავლობაში ტერიტორიაზე დაუკრავს დიჯეი ბერლინიდან The Drifter, ასევე დაუკრავენ ქართველი დიჯეები: ლაშა გურული, „Chiki“, …

ტურისტული სეზონი ბათუმში 3 ივნისს გაიხსნება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 ივნისს აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, სანაპიროზე იგეგმება. ამ დღეს სანაპიროს საზაფხულო დეკორაციებით მორთავენ. დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls-ი, Groove Phoenix-ი, Vako T-ი იზრუნებენ. საღამოს პროგრამა …

მირვეთი – საუკეთესო ადგილი ველოტურის, ჯომარდობისა და დასვენებისთვის

მირვეთი ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებული ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით, საიდანაც ლურჯად მოლივლივე მდინარის ტალღებს შეგიძლიათ დააკვირდეთ: განმარტოვდეთ ან მეგობრების მხიარულ გარემოცვაში სასიამოვნოდ გაატაროთ თავისუფალი დრო. ბათუმიდან მირვეთამდე შეგიძლიათ ველომარშრუტი დაგეგმოთ, რისთვისაც სამთო ველოსიპედი დაგჭირდებათ. ველომარშრუტები ბათუმის ტურისტული ცენტრებიდან იწყება, მათგან ერთ-ერთი საბაგიროსთან, მეორე …

ბასიანის ბრძოლა

ავტორი: ანრი კიკნაველიძე ყველაზე დიდი შეცდომა ახლა იმის გაფიქრება იქნებოდა, რომ წუხელ მომხდარი მხოლოდ კლუბების მფლობელებს, სტუმრებს, კლუბური ნარკოტიკის მომხმარებლებს ეხებათ. ასევე არ იყო ეს არც პოლიტიკური და რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი საკითხი. ვერც ზიანი, რომელიც ამ შემთხვევამ უკვე მიაყენა ტურიზმს; ვერც საუბარი ნარკოდამოკიდებულების საფრთხეზე თუ გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ვერ ასახავს იმ პრობლემის …

მაისი აბასთუმანში

როცა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილი წიწვოვანი ტყეები ყვითელი ყვავილებით დაიფარება, ქუჩებში სქელი, ღია ყვითელი, ნისლივით მტვერი დადგება და ყველაფერს მოედება, ეს ნიშნავს, რომ დაბა აბასთუმანში საკურორტო სეზონი დაიწყო. უზარმაზარ მთებში ჩაკარგული დაბა ხალხით ივსება, ზამთრობით დაკეტილ სახლებში სიცოცხლე ბრუნდება და მდინარე ოცხეს ხმაურს დასასვენებლად ჩამოსული ბავშვების ჟრიამული ერთვის. დაბა აბასთუმანი მდინარის სანაპიროზეა გაშენებული. პირველი, …

84 წლის გიდი აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარაში ერთ-ერთ პირველ გიდს, 84 წლის გუგული მახარაძეს, რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, გუგული მახარაძე 30 წლის განმავლობაში აჭარის სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული გიდი რეგიონში, რომელსაც 84 წლის ასაკშიც დეტალურად ახსოვს აჭარის კულტურული თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ისტორია …

Exit mobile version