მთავარი,სიახლეები

„შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე კი ორ მეტრს აღწევს“ – საგანგებოს გაფრთხილება

11.08.2018 • 1576
„შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე კი ორ მეტრს აღწევს“ – საგანგებოს გაფრთხილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ახლახანს ტურისტები გადაარჩინეს.

„მაშველებმა ლაშა როშჩინმა, ავთო გელაშვილმა და კობა მჟავანაძემ სომხეთის მოქალაქეები გადაარჩინეს. ​ტურისტები ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შავ ზღვაზე დღეს, 11 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია. „ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს“.

დღეს თითქმის იგივე დროს​, როცა მაშველები ბათუმში  ეხმარებოდნენ ტურისტებს ზღვიდან გამოსვლაში, კიდევ ერთ ადამიანებს, ამჯერად ურეკის სანაპიროზე დასჭირდა მაშველის დახმარება: „სომხეთის მოქალაქე, 9 წლის გევორქი, ზღვაში 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

9 წლის გევორქი ზღვაში 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: