სიახლეები

ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 23 პროცენტით გაიზარდა

13.07.2018 • 2731
ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 23 პროცენტით გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტემნტის ინფორმაციით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23 პროცენტით გაიზარდა.

„2018 წლის, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების  808, 437 ვიზიტი განხორციელდა“ – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტორების მატებაა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, დელფინარიუმში, საბაგიროზე, მტირალას ეროვნული პარკსა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემში.

„2018 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორები 20 პროცენტით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც 6 თქვეში 91 098 ადამიანი სტუმრობდა.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აქედან, მხოლოდ ივნისში ბაღში სტუმრების რაოდენობამ 28 პროცენტით მოიმატა, რაც 37 287 ვიზიტორს ითვალისწინებს. 2017 წელს კი, ბოტანიკურმა ბაღმა 296 723 სტუმარს უმასპინძლა“.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმში ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, 22 პროცენტით მეტ, ანუ 40 866 სტუმარს უმასპინძლეს.

გონიოს ციხე

„დელფინების შოუზე დასწრების  მსურველთა რაოდენობამ ივნისში 27 438  შეადგინა, რაც 29 პროცენტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს“ – ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში.

6 თვეში 72 პროცენტით მეტი, სულ 19 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო-აფსაროსის ციხეს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ივნისში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 15 658 ვიზიტორი გაეცნო, რაც წინა წლის მონაცემებზე 26 პროცენტით მეტია.

მტირალას ეროვნული პარკი

ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის საბაგიროთი 100 023 ადამიანმა ისარგებლა 6 თვეში, რაც 16-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

მტირალას ეროვნულ პარკში ექვსი თვის განმავლობაში  20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს, რაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 48 პროცენტით მეტია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: