მთავარი,სიახლეები

ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან

21.06.2018
ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან

მერისის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ხეობაში მდებარეობს. ამ ადგილამდე მისასვლელი საავტომობილო გზა ჩანჩქერამდე რამდენიმე მეტრში სრულდება და საცალფეხო ბილიკი იწყება.

ჩანჩქერთან მისასვლელად ლოდებზე ხის ძელისგან გაკეთებული კიბე დევს, რომელიც არამყარია და დამცავი მოაჯირი არ აქვს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ, მერისში, ჩანჩქერის სანახავად ასული უცხოელი ტურისტი ლოდებზე გადებული ძელებიდან გადავარდა, თუმცა დაზიანებას გადაურჩა.

ტერიტორია, სადაც, მერისის ჩანჩქერი მდებარეობს, ოქროს მომპოვებელ კომპანიაზე ლიცენზიით არის გაცემული.

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: