სიახლეები

შსს ნახევარი მილიონი ლარით განტვირთვის ჟილეტებს შეიძენს

25.05.2017
შსს ნახევარი მილიონი ლარით განტვირთვის ჟილეტებს შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 560 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული განტვირთვის ჟილეტების შესაძენად. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 12 ივნისს დასრულდება.

სამინისტრო სხვადასხვა სახის განტვირთვის ჟილეტის 4 ათასამდე კომპლექტს შეიძენს. 500 კომპლექტის ფერი იქნება მუქი მწვანე ან კოიოტი [დაზუსტდება შემსყიდველთან], ხოლო 3500 კომპლექტი იქნება – მუქი  შავი.

რაც შეეხება ჟილეტების ზომებს, მას ტენდერში გამარჯვებული  სამინისტროსთან შემდგომში დააზუსტებს. საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ ერთწლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

„შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად არაერთ კომპანიას შეუძლია შემსყიდველს კონკურენტუნარიან ფასში შესთავაზოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის გაზრდისა და ხელსაყრელი ფასის მიღების მიზნით, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი წინამდებარე ტენდერში არ მოითხოვება,“ – აღნიშნულია სატენდერო პირობაში.

jileti

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: