მთავარი,სიახლეები

200 ათასი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან ფანჩატურებისა და სკამების შესაძენად

14.05.2017 • 2485
200 ათასი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან ფანჩატურებისა და სკამების შესაძენად

ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის კორპუსი“ 200 ათას ლარს გადაიხდის 123 ფანჩატურსა და 683 საბაღე სკამში. „ბათუმის კორპუსს“ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლებიც 1 და 2 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულებს ევალებათ სკამები და ფანჩატურები მითითებულ მისამართებზე თავად განათავსონ.

სატენდერო პირობების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადაა 45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან; განთავსების ადგილებს მიმწოდებლებს ბათუმის კორპუსი ეტაპობრივად მიაწვდის. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

ამასთან:

[checklist]

  • მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
  • მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები საქონლის გამოყენების პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

[/checklist]

skamii

გადაბეჭდვის წესი


ასევე: