ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ხინოს ნაეკლესიარის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 100 ათას ლარს დახარჯავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 21 ივნისს დასრულდება. შესაბამისი პროექტისა და კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე ძეგლის მხოლოდ კონსერვაცია იგეგმება.
ტენდერში გამარჯვებულმა თავად უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოსაგან სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის მიღება, ხოლო შემდეგ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსაგან ნებართვა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ნაკრძალში მდებარე ხინოს ნაეკლესიარის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად, რომელიც სააგენტოს მზად აქვს.
ამ პროექტში აღნიშნულია:
„ნაგებობა კლდოვან ქანზე დგას. მას ჯდენა არა აქვს. არ არის არც ერთი კონსტრუქციული ბზარი, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ეკლესია ძალადობრივად არის დანგრეული. შემდგომი ნგრევა ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრა, ბუნებრივი ნალექი, კლიმატი და სხვ.) შედეგია. თუმცა არსებობს ისტორიული ცნობა იმის შესახებაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც იყო მცდელობა ტაძრის ქვების სამშენებლო მასალად გამოყენებისა, რის გამოც ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე აღარ არის. ხოლო დარჩენილი ქვების ნაწილი, როგორც აღმოჩნდა, არქეოლოგიური გათხრების დროს, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებისას, გატანილი იყო ძეგლის ტერიტორიიდან და ამჟამად ხინოს წყლის ხევის ნაპირასაა გაფენილი. რამდენიმე ქვა დაცულია მუზეუმში. ასეთმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკლესიის დაკარგული არქიტექტურული ელემენტების მოძიება და მათი ფორმისა და მდებარეობის დადგენა, რის გარეშეც ეკლესიის სრულ, ანდა ნაწილობრივ აღდგენაზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია“.
-
ს. ჯანაშიას მოსაზრების თანახმად, რომელსაც ნ. ბერძენიშვილიც იზიარებს IX საუკუნეში პეტრას ბერძნული საეპისკოპოსოს გაუქმების შემდგომ, მაშინ როდესაც ხდება აფხაზეთის სამეფოს გაძლიერება და ბიზანტიური გავლენის შესუსტება, საეპისკოპოსო ცენტრი პეტრადან ხინოწმინდაში უნდა გადმოეტანათ, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი ისტორიული საბუთი შემორჩენილი არაა. -
სხვა მოსაზრების თანახმად კი, ხინოს საეპისკოპოსო ბევრად მოგვიანებით, XV საუკუნის შუა ხანებში უნდა დაარსებულიყო, შემოქმედისა და ჯუმათის ეპარქიების შექმნის პარალელურად.
[/checklist]
- კომპლექსის ტერიტორიაზე და ხინოსწყლის ხევში ჩაყრილი სამშენებლო მასალის სრული შესწავლა-დამუშავება.
- კომპლექსის ტერიტორიის სრული არქეოლოგიური შესწავლა“.
[/crosslist]