მოსამართლემ გაამართლა ქალი, რომელიც სუსთან ვიდეოს გადაღებისთვის დააკავეს -VIDEO

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა თამარ კურატიშვილი, რომელიც ბათუმში, სუსის შენობასთან დააკავეს 13 ნოემბერს მაშინ, როცა ის ვიდეოს იღებდა. მოსამართლემ “სირცხვილიას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაამართლა როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში. მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადადის და ამ დროს მას პოლიციელები ეუბნებიან, რომ ვიდეო …

„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე

„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, მან მოაწყო საჩვენებელი პროცესი და სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე „გირჩის“ ლიდერების დაპატიმრებაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ თავისი გადაწყვეტილებით, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, 4 დღით დააპატიმრა. ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გორგაძე კი, 5 დღე იქნება პატიმრობაში. 500 ლარით დააჯარიმეს „გირჩის“ კიდევ …

“სირცხვილიას” ბრძოლა კედლებზე ბათუმში

12 დღეა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ბათუმში, ზღვისპირას, მშენებარე „რივიერას“ კედელზე, წარწერებს ტოვებენ. ეს არის ბრძოლის და საკუთარი პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოძრაობის აქტივისტებმა აირჩიეს. პირველი წარწერა კედელზე 2021 წლის 2 ნოემბერს გაჩნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დამთავრებიდან მესამე დღეს და ის არჩევნების შედეგებს ეხმაურებოდა. წარწერა მეორე დღესვე წაშალეს. 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  განაცხადა, …

სუსთან „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

ბათუმში, სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააკავეს. დაკავებულს ადვოკატი ვერ პოულობს. სუსის შენობასთან დღეს,  13 ნოემბერს, „გირჩის“ წევრები და „სირცხვილიას“ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ ლოზუნგით – „რამდენს დაგვაკავებთ?“ ისინი გუშინ სუსის შენობასთან „გირჩის“ ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ. „მოგვთხოვეს, დაგვეტოვებინა ტროტუარი, არ გვიხსნიდნენ რატომ. თამარი იღებდა ვიდეოს და უთხრეს, რომ ამის უფლება …

„სირცხვილიას“ კიდე ერთი აქტივისტი სასამართლომ გაამართლა

„სირცხვილიას“ კიდევ ერთი აქტივისტის – ირაკლი კუკანიას საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში პოლიციელები 3 აპრილს ღამით შეიჭრნენ და 3 პირი დააკავეს. პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე ვერ განმარტეს, კონკრეტულად რა სამართალდარღვევის გამო დააკავეს აქტივისტები. დღეს, 19 აპრილს, ირაკლი კუკანია მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა. მას ადვოკატი ლელი ბჟალავა იცავდა. 12 აპრილს მოსამართლე ირმა …

რა გადაწყვიტა სასამართლომ – ბათუმში დაკავებული აქტივისტების საქმე

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტების, გენრი დოლიძისა და გიგა ნაკაშიძის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გენრი დოლიძის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო გიგა ნაკაშიძე გინებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. კიდევ ერთი აქტივისტის, ირაკლი კუკანიას სასამართლო განხილვა გადაიდო. „მე ვიზიარებ, ბატონო გენრი, თქვენს პოზიციას… ვთვლი, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია… …

პოლიციელებმა ვერ თქვეს, რის გამო დააკავეს “სირცხვილიას” აქტივისტები

“ის იგინებოდა პოლიციელების მიმართ, მივედი და დავაკავე,” – მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა ტარიელ მახაჭაძემ. მან 3 აპრილის ღამეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტი – გენრი დოლიძე დააკავა. ბათუმში “სირცხვილიას” ოფისში შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე დღეს, 5 აპრილს, პოლიციელების ჩვენებები მოისმინა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. 3 აპრილს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა აქცია ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციას მოჰყვა სამი …

ბათუმელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – „სირცხვილიას“ წევრების დაკავების საქმე

ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 3 აპრილის ღამეს პოლიციელების შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, „დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე …

“ლაივი მქონდა, პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს” – გენრი დოლიძის ცოლი

დღეს, 4 აპრილს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი პირი, ირაკლი კუკანია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულები, მათ შორის გენრი დოლიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. გენრი დოლიძე სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავების ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი იყო ონლაინ გამოცემა “ასეას” დამფუძნებელი და გენრი დოლიძის ცოლი თამარ თედიაშვილი. “გენრისთან …

ბათუმში სირცხვილიას მინიმუმ 3 აქტივისტი დააკავეს – აქტივისტები

ბათუმში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. შემთხვევა დღეს, 4 აპრილს მოხდა. აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავების დროს არეულობა იყო. მათ დაინახეს სამი ადამიანის დაკავება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მეტი პირი იყოს დაკავებული. დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გენრი დოლიძე. აქტივისტები “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათის არსებობას აპროტესტებდნენ …

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად გახარია ახალი პრემიერ-მინისტრია. მან 98 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იღებდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებით შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალში რამდენიმე მსხვილი სამინისტრო გაიყოს, მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს. …

„სირცხვილია“ – ბათუმში აქციაზე გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ

ბათუმში გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ. ევროპის  მოედანზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და ამბობენ, რომ გახარიას  გაპრემიერება დაუშვებელია. „არ ვარ პარტიული, ამ ნიშნით ნამდვილად  არ ვარ მოსული. მაღელვებს ის, რაც  მჭირს დღეს. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი ადამიანის გამო. ბრძანება შეიძლება გახარიას გაცემული არაა და ზუსტად იმიტომ დაგვისვა დღეს პრემიერად მისი თავი ივანიშვილმა, მაგრამ ამას  …

ბათუმში გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას გააპროტესტებენ

#სირცხვილია –  გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატად დასახელებას ბათუმში გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია დღეს, 3 სექტემბერს, 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. „დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა. საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას. ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური …

ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი ბათუმში კვირას გაიმართება

კვირას, 1 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი გაიმართება. “საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე,” – ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ტექსტში. ფლი მარკეტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გსურთ, თქვენც გაიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, საჭიაროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აღწერთ თუ რა ტიპის პროდუქციას გაიტანთ და ასევე …

რა დროს დასვენებაა? – აქცია გორის მერის განცხადების გამო, რომელიც გონიოში ისვენებს

მას შემდეგ, რაც სოფელ გუგუტიანთკარში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის – „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები არ შეუშვეს, მოძრაობის წევრებმა გორის მერიასთან გადაინაცვლეს. აქცია #სირცხვილიას მონაწილეები გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და რუსულ ოკუპაციაზე გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას ქალაქის მერიასთან აპროტესტებენ. გორის მერმა დღეს ონლაინგამოცემა qartli.ge-სთან საუბარში თქვა, რომ შვებულებაშია, გონიოში ისვენებს და გუგუტიანთკარში დასვენების შემდეგ ჩავა. დღეს, 16 …

უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება რუსეთის დუმამ დღეს, 9 ივლისს, მიიღო. საქართველოს რუსული სანქციებისა და ემბარგოს დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ამჯერად შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში WTO უჩივლოს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის წევრობასაც რუსეთი 19 წელი ითხოვდა და საბოლოოდ – 2012 წელს გახდა. 2012 წელს რუსეთის წევრობას WTO-ში საქართველომაც დაუჭირა მხარი. „WTO-ს …

სირცხვილია – აქცია ბათუმში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციით ბათუმელმა ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს. იდენტური იყო  მთავარი მოთხოვნაც – გადადგეს გიორგი გახარია. აქციას, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიცია ავტომობილებიდან ადევნებდა თვალყურს. აქციის დროს ბათუმში კოკისპირულად …

მშვიდობიანი პროტესტი მყინვარწვერიდან –  #ნუგვაბრმავებთ

ზურაბ კვესიტაძემ და ალექსანდრე ნადიბაიძემ მყინვარწვერი დალაშქრეს. „მშვიდობიანმა საპროტესტო ტალღამ მყინვარწვერამდეც ამოაღწია, 5054 მ“, – წერს ფეისბუქში ზურაბ კვესიტაძე. ფოტოები, რომელიც 25 ივნისსა გამოქვეყნებული, აქვს რამდენიმე ჰეშთეგი: #რუსეიოკუპანტია; #ნუგვაბრმავებთ; #სირცხვილია; #წადი „ეს არ იყო დიდი დაგეგმილი აქცია, არც ექსპედიცია მოწყობილა სპეციალურად ამ თემაზე. მთა ჩვენი სახლია, იქ ვცხოვრობთ, ტურისტები დაგვყავს, ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, სპორტულ ასვლებს ვაკეთებთ. როცა აქციაზე ჩემი მეგობრების …

Exit mobile version