1 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს – ახალი ბრძანება

უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო გაამკაცრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამავე ბრძანებით „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.“ …

რა კეთდება ევროპის დახმარებით ბათუმში და რამდენს ვიხდით შეღავათიანი სესხის დასაფარად

სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 46 მილიონ 933 100 ლარი აქვს გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, მერიას ამ თანხიდან 17 მილიონ 493 800 ლარი სამ კვარტალში უნდა დაეფარა. მერიამ ეს გეგმა შეასრულა. ამაში შედის როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხის მომსახურება. სასმელი წყლისა …

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება სებმა კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ. 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ ხელი 2025 წლის 21 ივლისს მოაწერა. ამავე წლის იანვრიდან დღემდე შესაბამისი ქვედა ზღვარი 500 000 …

სესხი ისე გადამივადეს, არ მკითხეს და 11 000 ლარს მთხოვენ – პენსიონერი „ლიბერთის“ წინააღმდეგ

„როგორც პენსიონერმა, 4650 ლარი ავიღე სესხი. უნდა დამეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის  იანვარში სრულდებოდა, ვიხდიდი სესხს უპრობლემოდ, მაგრამ ჩემთან შეთანხმების გარეშე, ბანკს სესხის ვადა გაუხანგრძლივებია 2025 წლამდე. ამჯერად  11 285 ლარს მახდევინებენ. ჩემი პენსიიდან ისევ მეჭრება თანხა,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა. ის ბათუმში ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მონაწილეა და დევნილი. 79 წლის …

ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში

ბათუმის ბიუჯეტიდან სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დასაფარად 2022 წლის განმავლობაში 46 446 900 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას მერია ორ ნაწილად გადაიხდის – ივნისსა და დეკემბერში. მერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხების მომსახურებას ფარავს. აღნიშნული 46,4 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ ვალის ნაშთი 2022 წლის ბოლოსთვის 301 …

ღარიბაშვილი ტყუის, როცა აცხადებს, რომ „არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“

„არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 26 ივლისს. 26 ივლისის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციების დამუშავება ცხდყოფს, რომ პრემიერი ტყუის, რადგან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ლარი და თეთრი სახელმწიფოს სესხად ნამდვილად არ აუღია. მთავრობამ ღარიბაშვილის …

მარტივი სამომხმარებლო სესხი კურიერებისთვის — ტერაბანკის ახალი პროდუქტი

ტერაბანკს ბაზარზე კონკრეტული სეგმენტისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი პროდუქტი გამოაქვს და მარტივ სამომხმარებლო სესხს ამჯერად კურიერებს სთავაზობს. შეთავაზების მიხედვით, კურიერებს საშუალება აქვთ, ტერაბანკში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მიიღონ. თანაც, პროდუქტი არა მარტო ფილიალში, არამედ დისტანციურადაც — ტერაბანკის ვებგვერდის (www.terabank.ge), ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის დახმარებით მოითხოვონ. „კურიერების საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, განსაკუთრებით  პანდემიის პირობებში. ვფიქრობთ, ჩვენი მარტივი …

ბანკებს 38 მილიარდი ლარი სესხი აქვთ გაცემული – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა [ბანკთაშორისი სესხების გარდა], 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 48.22 მილიონი ლარით [0.13%-ით] შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის ჯამში 38.17 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მილიონი ლარით [0.53%-ით] შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით …

რამდენი სესხი აიღო სახელმწიფომ წელს – 2,4 მილიარდი ლარი უკვე ჩამორიცხულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიარდ 59 მილიონ 790 ათასი ევრო ისესხა. თანხის ნაწილი უკვე გადმორიცხულია. წელს სახელმწიფო დამატებით 75 მილიონ ევროს ოდენობის გრანტზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული სესხიდან საქართველოში უკვე ჩამორიცხულია ჯამში 2 მილიარდ …

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

როგორ შეძლებს თორნიკე რიჟვაძე და აჭარის მთავრობა შესრულდეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორი დღე – 6 და 7 ოქტომბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ ითხოვდნენ: [checklist] საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით; სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას; წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას; ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას; ბავშვების სკოლაში დაბრუნებას; საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას; საზღვრების …

ფინკა ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო

ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. „ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი მათი, ვისი …

რატომ გაზარდეს ბანკებმა სესხის პროცენტები

„სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იმიტომ კი არ იზრდება, რომ ბანკმა შემოსავალი გაიზარდოს, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ზოგადად, რისკები გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, სესხის ვერგადახდის რისკი ახლა ძალიან მაღალია,“ – ასე ხსნის ეკონომისტი გიორგი კეპულაძე იმ გარემოებას, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ბანკებში საპროცენტო განაკვეთი სესხზე ისევ იზრდება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების 9 პროცენტი 29 აპრილს …

გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი

საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა. საფინანსო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ზოგიერთ ბანკში საწყის ეტაპზე თითქმის ყველა კლიენტი განიხილება, როგორც სესხზე შეღავათით მოსარგებლე, თუმცა ბანკებში აცხადებენ, რომ …

გარდაცვლილის მემკვიდრეს დაზღვეული სესხის დაბრუნება მოსთხოვეს – სასამართლო დავა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელიც ერთ-ერთ ბანკს  20 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დავის საგანი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც მსესხებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული იყო. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეს ბანკმა სესხის – 20 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა. ეს სესხის ნაშთია, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, …

ქობულეთში ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით გადაკეტა. ისინი აღმაშენებლის 546-ში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „ისევ შეხლა-შემოხლაა. ქუჩის გადაკეტვა მას შემდეგ შეწყდა, როცა აქ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ნაკაიძე მოვიდა. მევახშეს, ვისი ვალიც აქვს ოჯახს, შეხვედრა არ სურს. ოჯახი ითხოვს ვალის გადავადებას,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ. …

ტერაბანკის ახალი სესხი თვითდასაქმებული მომხმარებლებისთვის

ტერაბანკი კონკრეტულ სეგმენტებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს. ამიერიდან ბანკის ახალი სესხით 5 სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მომხმარებლები ისარგებლებენ. მათ შორის არიან: სტომატოლოგები, სტილისტები, მკერავები, ტაქსის მძღოლები და ძიძები. ამ პროფესიების წარმომადგენლები სესხს გამარტივებული პირობებით მიიღებენ. თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით გაიცემა და დაინტერესებულ პირებს როგორც სამომხმარებლო, ისე იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლიათ. „ემიგრანტებსა და რეპეტიტორებს წელს ჩვენ უკვე შევთავაზეთ …

საკრედიტო ლიმიტი მომგებიანია – ჩაერთე აქციაში და მიიღე საჩუქარი

დეკემბერი ფინკა ბანკში აქციებისა და საჩუქრების თვეა. პირველი დეკემბრიდან კიდევ ერთი აქცია დაიწყო – ვინც 31 დეკემბრამდე აიღებს საკრედიტო ლიმიტს და დახარჯავს მინიმუმ ნახევარს, სპეციალურ აქციაში ავტომატურად ჩაერთება. ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი 2020 წლის 14 იანვარს გამოავლენს და მათ საჩუქრად 20, 50, 100 და 150 ლარი დაუბრუნდებათ ანგარიშზე.   ფინკა ბანკის უნიკალური პროდუქტი …

ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია – „ჩვენთან უფრო იაფია“ დაიწყო

2019 წლის 4 ნოემბრიდან ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია დაიწყო. მომხმარებლებს ვთავაზობთ გადმოიტანონ (დააპორტირონ) სესხი და უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთში აიღონ სასურველი თანხა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის გარდა მომხმარებლებს ვთავაზობთ სესხის გადახდა 2020 წლის თებერვლიდან დაიწყონ. აქცია ყველა სესხზე ვრცელდება, მათ შორის ავტო სესხებზეც. „ახალი წელი ახლოვდება, სხვადასხვა გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების …

ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ. ფინკა ბანკის საზაფხულო შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს მხოლოდ სესხის საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ. ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი …

კომპანია „ნოვამ“ თიბისისა და EBRD-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო გახსნა

27 მაისს ქალაქ ბათუმში შპს „ნოვამ“ განახლებული საწარმო გახსნა. საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და  პოლიეთილენის სხვა პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროექტისთვის „თიბისიმ“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს. „ნოვა“ აღნიშნული სესხიდან 15%-ს უკან „ქეშ ბექის“ სახით დაიბრუნებს. კომპანია „ნოვა“ ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000-მდე …

სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა

ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას ტერაბანკი არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს. „გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა მარტო სესხის მიღების პირობებს …

ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს

ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ. მომხმარებლები, რომლებიც ახალი პროდუქტით სარგებლობას მოისურვებენ, უძრავი ქონების შეძენას როგორც დეველოპერული კომპანიებისგან, ისე ფიზიკური პირებისგან შეძლებენ. როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანხას უმეტესწილად უძრავი ქონების შეძენის მიზნით აგროვებენ. თუმცა, შემოსავალს ისინი ძირითადად ხელზე იღებენ, …

ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელმა SMART Campaign-მა ფინკა ბანკს მეორედ მიანიჭა სერტიფიკატი. ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი გადაეცა როგორც მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტური. SMART Campaign-ის აუდიტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ფინკა ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის 7 ძირითად პრინციპთან, მათ შორის  არის – მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან, ჭარბვალიანობის პრევენცია, მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების …

ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე. ბანკში განხორციელებული ცვილილებების შედეგად გამარტივდა სესხის აღების პროცედურები. 4 000 ლარამდე სესხები, თუ ის არის ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით, გაიცემა ადგილზე ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებელს საშუალებს აძლევს თანხა 30 წუთში, სწრაფად და მარტივად მიიღოს. ცვლილება შეეხო გირაოს და თავდებობის მოთხოვნის პირობებსაც – …

საზოგადოებრივი მაუწყებელი 45-მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს – სამეურვე საბჭო თანახმაა

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტექნიკური გადაიარაღების მიზნით, 45 მილიონი ლარის კრედიტის აღებას გეგმავს. ამის თაობაზე საზოგადობრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს მიმართა. მისივე ინფორმაციით [განცხადება სამეურვეო საბჭოს სხდომაზე], საზოგადოებრივ მაუწყებელს სესხი ტექნიკური გადაიარაღებისთვის სჭირდება. ამ საკითხზე სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს თანხმობა მისცა: „ფინანსური რესურსის მოსაზიდად აიღოს სესხი და დაიწყოს შესაბამისი პროცედურები. “ საზოგადოებრივი …

ვინ გადაიხდის ბანკის სესხს, როცა ციხეში ხვდები

კომერციული ბანკები სესხის დაბრუნებას იმ მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშიც. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რაც პატიმრობის ან მსგავს სიტუაციაში ბანკს სასესხო ვალდებულების გადახედვას აიძულებს. „მოქალაქის ხელში ამ დროს არ რჩება არანაირი ბერკეტი, ყველაფერი ისევ ბანკებისკენაა“, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე. „მსგავს სიტუაციაში რთული იქნება სასამართლოში დავის მოგება,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, …

არქივის ყოფილი უფროსი: მასახლებენ, რადგან პატიმრობის დროს ბანკის სესხი ვერ დავფარე

აღმასრულებლის წერილი გამოსახლების შესახებ მოქალაქე გურამ სალაძეს უკვე ჩაჰბარდა. მისმა ოჯახმა ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საცხოვრებელი სახლი 24 ივლისამდე უნდა დატოვოს. გურამ სალაძემ საბანკო სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რადგან პატიმრობაში იმყოფებოდა. გურამ სალაძე მაშინ დააპატიმრეს, როცა ის აჭარის არქივის უფროსად მუშაობდა. „ღია ცის ქვეშ ვრჩები ოჯახთან ერთად. შვილები მყავს, მეუღლე, მოხუცი მამა… არ ვიცი, სად უნდა …

საია ბანკის სესხთან დაკავშირებით – სასამართლო დაახლოებით ათჯერ ამცირებს პირგასამტეხლოს

მოქალაქე ზურაბ მიქელაძემ ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციასთან სასამართლო დავა ახლახან დაასრულა. მან სწრაფი ინტერნეტსესხი – 900 ლარი ორი წლის წინ აიღო, შემდეგ გადახდა გაუჭირდა და პირგასამტეხლო დააკისრეს – ჯამში მას 3200 ლარის დაბრუნება მოსთხოვეს. ზურაბ მიქელაძის ისტორია განსხვავებული არ არის. ამ კუთხით ახალ ტენდენციაზე საია-ში საუბრობენ – საბანკო დავების კუთხით მოქალაქეების მომართვიანობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, …

სესხის დამტკიცებაზე SMS შეტყობინებაში საპროცენტო განაკვეთის მითითება სავალდებულო იქნება

მიმდინარე წლის 14 მაისიდან თუ თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ ამ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დაგიმტკიცდათ 1000 ლარი სესხი: ამ შეტყობინებას 14 მაისიდან აუცილებლად უნდა ახლდეს ასევე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია. მაგალითად: თქვენ …

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა და ის 7%-ია. რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ავტომატურად იწვევს იმ სესხების საპროცენტო განაკვეთის გაზრდასაც, რომლებიც ლარშია გაცემული და მიბმულია რეფინანსირებაზე. ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს …

განახლებული პირობები სესხებზე „ფინკა“ ბანკში და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს

ფინკა ბანკში სიახლეა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ფინკა ბანკში გაიზარდა უგირავნო სესხის მოცულობა და ყველა ტიპის სესხზე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. 40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არ არის შეზღუდული – მომხმარებლებს შეუძლიათ  ფინკა ბანკის სესხი გამოიყენონ როგორც ბინის რემონტისა და …

ავტობანი – 114 მილიონი აშშ დოლარის სესხი ბათუმის შემოვლითი გზისთვის

საქართველოს მთავრობამ „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან [AIIB] მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები მოიწონა. სესხის პირობები მთავრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარუდგინა.  AIIB-დან მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: [checklist] სესხის მოცულობა – 114 მილიონი აშშ დოლარი; სესხის ვალუტა – აშშ დოლარი; სესხის ხანგრძლივობა – 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი …

იბიარდი ქობულეთის წყალკანალისთვის სესხის ოდენობას გაზრდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკს [EBRD] შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,  სესხი მთლიანად ხმარდება ,,ქობულეთის წყალანირების პროექტი“-ს მხარდაჭერას, რომელიც ჩოლოქის დასახლებაში არსებული გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას და ახალი ტექნოლოგიით ფუნქციონირებას ითვალისწინებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სესხის ოდენობა ამჯერად 900 ათასი ევროთი იზრდება. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 3,6 მილიონ ევროს შეადგენდა, საიდანაც 1,5 …

Exit mobile version