ოჯახის გამოსახლების მიზნით ანგისის N4-ში დღეს აღრულების ბიურო მივიდა. მათ ადგილზე ოჯახის ახლობლები დახვდათ მობილიზებული, სახლი კი ბოქლომით იყო დაკეტილი. ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც ოჯახის წევრი ცუდად გახდა და მოუწიათ სახლის კარის გაღება, რომ ის სახლში შეეყვანათ: „ამ დროს სახლში აღრულების ბიუროს წამომადგენლებიც შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება …
Tag Archives: საია
საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ანა მდინარაძე აირჩიეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ანა მდინარაძე. საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით ანა მდინარაძის კანდიდატურას 17 მარტს დაუჭირა მხარი. პროცედურის თანახმად, ფილიალის მხარდაჭერილ კანდიდატურას ამტკიცებს საიას გამგეობა. შესაბამისად, ანა მდინარეაძე სათაო ოფისის გამგეობამ რამდენიმე საათის წინ დაამტკიცა თავმჯდომარედ. 25 წლის ანა მდინარაძე 2012 წლიდან არის საის აქტიური იურისტი. ანა …
Continue reading “საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ანა მდინარაძე აირჩიეს”
ცემა, დაბმა, თავის გადაპარსვა – სექსმუშაკზე მოძალადეები ძირითადად ჯარიმით ისჯებიან
„ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ერთხელ მიუსაჯეს პატიმრობა სექსმუშაკზე მოძალადეს ქუთაისში. ამ შემთხვევაში პირმა სექსმუშაკის მომსახურებით ისარგებლა, შემდეგ სცემა და მდინარეში გადააგდო. მსხვერპლი მოკვდა,“ – აღნიშნა საია-ს იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ შეხვედრაზე „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის“. შეხვედრას, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, სექსმუშაკი ქალებიც ესწრებოდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონაცემებით, სექსმუშაკზე მოძალადე ძირითადად ჯარიმით ისჯება …
სექსმუშაკის დაჯარიმების მიზეზები: უარი უფასო სექსზე ან თანამშრომლობაზე – საიას სარჩელი
პროსტიტუციის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე საია-ს იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ თქვა. შეხვედრის თემაა – მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის. საია საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაციას მოითხოვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პროსტიტუციის გამო სექსმუშაკს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. „ეს არ ნიშნავს …
საია იმ გადაწყვეტილებებს შეისწავლის, რომლებიც ხეების გადატანას უკავშირდება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციული ორგანოების იმ გადაწყვეტილებებს შეისწავლის, რომლებიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესს უკავშირდება. საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება არაერთხელ გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მრავალწლოვანი ხეების გადატანის ფაქტის მომსწრე. აღნიშნული პროცესი კვლავ გრძელდება. პარალელურად, თემისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. საიამ …
Continue reading “საია იმ გადაწყვეტილებებს შეისწავლის, რომლებიც ხეების გადატანას უკავშირდება”
სექსმუშაკი ბათუმიდან: პოლიციის უფროსმა დახმარების ნაცვლად კაბინეტში სექსი შემომთავაზა
“გამარჯობა, მე ნინო ვარ, სექსმუშაკი. თუმცა ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან…” – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა ერთ-ერთმა სექსმუშაკმა საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბათუმში. შეხვედრის თემაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის. “სექსმუშაკების დიდი ნაწილი ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებოდა და ძალადობის მსხვერპლი გახდა,” – განაგრძო ნინომ. იგი ბოლო 18 წელია ბათუმში სექსინდუსტრიაში მუშაობს. ნინო 15 წლის გათხოვდა …
საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გადადგომისაკენ მოუწოდებენ
„საქმეების ირგვლივ დღემდე განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია-ში და ორგანიზაციაში – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ეს ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 2016 წლის ზაფხულში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე. ინციდენტის შემდეგ 13 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. …
გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ
„მოვითხოვთ დისტანციურ ჩართვას დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენი მიზანი არ არის სასამართლო პროცესის გაჭიანურება,”- აღნიშნა დღეს, 12 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა სულხან კაპანაძემ. იგი საია-ს იურისტთან, პაატა დიასამიძესთან ერთად დაცვის მხარეს წარმოადგენს საქმეში, სადაც დაზარალებულად მიჩნეულია გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცოლ-ქმარს ედავება – თამარ …
Continue reading “გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ”
იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების …
სასჯელი, რომელსაც სასამართლო არ იყენებს
სასჯელი, რომელსაც სასამართლო არ იყენებს, გამასწორებელი სამუშაოა. ამ დროს მსჯავრდებულს ხელფასიდან ექვითება თანხა. ჩამოჭრილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს. გამასწორებელი სამუშაოს შეფარდების შემთხვევაში, მსჯავრდებული სამუშაო ადგილზე რჩება. მას ხელფასიდან მაქსიმუმ 20 პროცენტი შეიძლება ჩამოეჭრას. „ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. სასჯელის სახეს, როგორც წესი, მოსამართლე არჩევს, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსამართლეები ითვალისწინებსენ სოციალურ და ეკონომიკურ ფონს. არც ერთ ბრალდებულს …
უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი
გაისად ისევ 5 მილიონი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის. ამ ორგანოს ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობა და აჭარის მთავრობის კონტროლი. სამოქალაქო სექტორში ისევ უჭირთ იმის თქმა, თუ რეალურად რა არის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია. რა აჩვენა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ერთი წლის მუშაობამ? – უმრავლესობა ირწმუნება, რომ სამართლებრივი აქტები მიიღეს, მესამე სექტორში თვლიან, რომ „ხელშესახები კანონი“ ამ ორგანოს …
Continue reading “უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი”
„თურმე მართვის მოწმობა შეუჩერებიათ“ – მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის
დავით ს. ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც საპატრულო პოლიციას სასამართლოში ედავება. დავის საგანი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 500-ლარიანი ჯარიმაა. პატრულმა დათო მას შემდეგ დააჯარიმა, როცა აღმოაჩინა, რომ მძღოლს მართვის მოწმობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა დავით ს.-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა. „თავდაპირველად ივლისში დამაჯარიმა საპატრულომ პარკირებაზე, მანქანის არასწორი გაჩერებისთვის. ჯარიმა 10 ლარი იყო და ვიცოდი, რომ …
Continue reading “„თურმე მართვის მოწმობა შეუჩერებიათ“ – მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის”
საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადმინისტრაციული სარჩელი ბათუმის საოლქო კომისიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საია ასაჩივრებდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც საიას უარი უთხრეს საარჩევნო დარღვევებზე მომზადებული 6 საჩივრის განხილვაზე. ოლქმა მიიჩნია, რომ საჩივრები დაუყონებლივ უნდა წარმოდგენილიყო და არა დარღვევის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მართებულად მიიჩნია საოლქო კომისიის მიდგომა. მისი თქმით, რთულია იმის …
Continue reading “საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები”
ქუჩაში ფოტოს იძულებით გადაღებისთვის პოლიციას კომპენსაციას სთხოვენ
მოქალაქე ბეგი ტაკიძე პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში დაობს. იგი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს პოლიციისგან. პოლიციამ ბეგი ტაკიძე და „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი – ბექა რომანაძე 29 მარტს გააჩერა ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე და ფოტოს გადაღება აიძულა. „მოვიდა პოლიციის თანამშრომელი და გვთხოვა მაიდენტიფიცირებელი საბუთების წარდგენა. პოლიციის თანამშრომელს წარვუდგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მივაწოდე ჩემი პასპორტი და მოხდა იდენტიფიცირება, მაგრამ პოლიციის მუშაკმა …
Continue reading “ქუჩაში ფოტოს იძულებით გადაღებისთვის პოლიციას კომპენსაციას სთხოვენ”
როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი მუნიციპალური შპს-დან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. საია შპს „ბათუმის წყლისგან“ ითხოვდა ინფორმაციას საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ. „ბათუმის წყლის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. მერიამ „ბათუმის წყალს“ მარტო 2017 წელს, არაპირდაპირი წესით, 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური შპს …
Continue reading “როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება”
დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საოლქო კომისიას 6, ხოლო ქობულეთის კომისიას 4 საჩივრით მიმართა. შედეგების ბათილად ცნობას ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბათუმის 102-ე უბანზე ითხოვს. „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს, 102-ე უბანში, გადაეცათ 3 სახის 15 ცალი ბიულეტენი. მას შემდეგ, რაც დასრულდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა და ყუთი დაბრუნდა უბნის ტერიტორიაზე, დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა …
Continue reading “დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს”
„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]
სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე. აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა: აქციის მონაწილე: რატომ …
Continue reading “„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]”
ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ
გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს. დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდა. „დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე – გიორგი ქ. რომელსაც …
Continue reading “ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ”
რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას
ახალი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელობის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ ჩამოაყალიბა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმება, თუმცა მთავრობაში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელი კონკურსის წესით უნდა აარჩიონ. დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა …
Continue reading “რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას”
როგორ შევქმნათ სამართლიანი საარჩევნო გარემო – საიას რეკომენდაციები მთავრობას
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ცესკოსა და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საიამ რეკომენდაციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა. დღეს საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმ თემატურ დარღვევებზე ისაუბრა, რაც, …
Continue reading “როგორ შევქმნათ სამართლიანი საარჩევნო გარემო – საიას რეკომენდაციები მთავრობას”
საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით 2017 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოადგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას. საიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას და არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას. „კანონპროექტის …
Continue reading “საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე”
ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები
„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა …
Continue reading “ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები”
საია: დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის წესს ხარვეზი აქვს
დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმის მერობის სურვილი ორმა კანდიდატმა გამოთქვა – კახა ცისკარიძემ და გოჩა გუგუნავამ. აღმოჩნდა, რომ მათ რეგისტრაციის გავლის უფლება აღარ აქვთ. 21 აგვისტოს, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, დამოუკიდებელ კანდიდატებს სულ სამი დღე ჰქონიათ რეგისტრაციისთვის. „ეს უნდა ჩავთვალოთ კანონის ხარვეზად, რადგან რეალურად სამი დღე ჰქონდათ დამოუკიდებელი კანდიდატების წარმდგენ საინიციატივო ჯგუფებს, შემდეგ კი ერთკვირიანი …
Continue reading “საია: დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის წესს ხარვეზი აქვს”
საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს
„ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს“ და „საგამოძიებო ორგანოების მიმართ გარკვეულ უნდობლობას ნერგავს“, – ამ ფრაზებით აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დაწყებულ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებულ საქმეებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საშიშ ტენდენციას იმ საქმეებში ხედავს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღია პროკურატურას. ერთ-ერთი საქმე, …
Continue reading “საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს”
მიგრაციის მართვა და გამოწვევები – სემინარი საიაში
29 ივნისს ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალში, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ტრენინგ-სემინარი გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ძირითადი მიზანი იყო საიას პროექტის – „მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, საჯარო მოხელეების – ადგილობრივი მთავრობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება. სემინარის თემაა მიგრაცია, არალეგაური მიგრაცია, მიგრანტთა მოლოდინები და არსებული რეალობა. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერაციასა და …
Continue reading “მიგრაციის მართვა და გამოწვევები – სემინარი საიაში”
„წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის” – საიას აქცია ბათუმში
„წიგნები საქართველოდან“ – დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ამ სახელწოდებით ჩატარდა აქცია, რომელიც მიზნად ემიგრანტებისთვის წიგნების შეგროვებას ისახავდა. აქციის ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართა, ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე კი ბათუმის საზაფხულო თეატრში. ორივე აქციის ფარგლებში, ჯამში, 327 წიგნი შეგროვდა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. მასში ბსუ-ს პროფესორები, სტუდენტები, საჯარო და კერძო სექტორის …
Continue reading “„წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის” – საიას აქცია ბათუმში”
წიგნები ემიგრანტებისთვის – საიას აქცია ბათუმში
2 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გამართავს ღონისძიებას – „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის“. კამპანიის მიზანია წიგნების შეგროვება და გაგზავნა ემიგრანტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. წიგნები შეგროვდება თეატრის ფოიეში. „გელოდებით თქვენ მიერ შერჩეული წიგნით, რომლის გაგზავნასაც ისურვებდით ემიგრანტებისათვის (სასურველია, თქვენივე მიძღვნით/წარწერით)“ – აღნიშნულია საიას პრესრელიზში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის …
Continue reading “წიგნები ემიგრანტებისთვის – საიას აქცია ბათუმში”
საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები
„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილი ირაკლი მიქელაძის შემთხვევას. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2016 წლის დეკემბრიდან, თუმცა არჩევიდან დღემდე ის საკრებულოს მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო. გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, ირაკლი მიქელაძე ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებს, საწვავის ლიმიტსაც სრულად ითვისებს და სატელეფონო ხარჯიც აქვს. …
Continue reading “საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები”
საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. საია ეხმიანება სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს – მუსტაფა ემრე ჩაბუქს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტისა და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს …
Continue reading “საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს”
არის თუ არა დისკრიმინაცია, როცა „მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“
„მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“ – ეს განცხადება ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის შესასვლელშია გამოკრული. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ამ კრიტერიუმს პროფესიულ დისკრიმინაციად აფასებს. ორგანიზაციამ დისკრიმინაციის დადგენის და ფაქტის აღმოფხვრის მოთხოვნით სახალხო დამცველს უკვე მიმართა. პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი აქცენტს სამედიცინო ცენტრის ზოგად პროფილზე აკეთებს და ლიცენზიაზე, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს …
Continue reading “არის თუ არა დისკრიმინაცია, როცა „მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“”
11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა
გიგა ჩხაიძეა ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 12 მარტის დილით პოლიციელებმა დააკავეს. ის დღეს, 22 მარტს სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩანაწერით მოვიდა და პოლიციელი ბესიკ ვაშაკიძე ტყუილში გამოიჭირა. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება მაშინვე შეწყვიტა, როცა ვიდეო საკუთარი თვალით ნახა. პოლიციელმა ბესიკ ვაშაკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ გიგა ფეხით გადაადგილდებოდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 12 მარტის დილას, ილანძღებოდა …
Continue reading “11 მარტის აქციაზე დაკავებულმა პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა”
ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ნანა ფ.-ს სარჩელს განიხილავს. პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრის ერთ-ერთი ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს, შემოწმების მიზნით, მოსთხოვოს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. მოსარჩელე ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკანირება სრულ შემოწმებას ვერ …
Continue reading “ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე”
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. გარდა ამისა, ამომრჩეველი პირადაპირი წესით ვეღარ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. პროექტზე შეფასებები გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნები“, „ საია“ და „გამჭვირვალობა საქართველო“ . ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიესალმებიან, თუმცა არ მოსწონთ ის, რომ პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ …
Continue reading “საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები”
სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თამუნა პროფესორ გურამს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს [სტატიაში სახელები შეცვლილია. ავტ.] თამუნა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დაახლოებით 70 წლის მეცნიერ-ხელმძღვანელმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა. პროფესორი ამბობს, რომ სტუდენტი ცრუობს და მასთან კომუნიკაცია მხოლოდ სადისერტაციო თემაზე მუშაობას უკავშირდებოდა. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. დოქტორანტი: მეცნიერ-ხელმძღვანელთან ერთად დავგეგმეთ, რომ ერთ-ერთი მცენარის …
Continue reading “სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს”
ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე
უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 …
Continue reading “ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე”
საია: გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. საიას განცხადებით, ამ საქმეზე საზოგადოება ცალმხრივად არის ინფორმირებული. „ბათუმელები“ განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე …
Continue reading “საია: გიორგი მამალაძის საქმეზე ინფორმაცია საზოგადოებას ცალმხრივად მიეწოდება”