მოწმე: პოლიციელებმა მაიძულეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიმეცა

მოწმის სახით დაბარებული გ.მ. სასამართლო დარბაზში აპირებდა შესვლას, როცა პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. გ.მ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ პოლიციელებმა იგი აიძულეს ჩვენება არ მიეცა. შემთხვევა გუშინ, 13 თებერვალს მოხდა. გ.მ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩიძესთან უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც ქურდობის საქმეს განიხილავს. „სასამართლოს შენობასთან რამდენიმე პოლიციელი დაგვხვდა, დედაჩემი მახლდა და ბიძაჩემი. პოლიციელებმა მითხრეს, არ შეხვიდე დარბაზში, თორემ ნარკოტიკს ჩაგიდებთ, …

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი? მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება …

საია ბათუმის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაცია ბათუმის შვიდი საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილობას და ხელახლა გადათვლას ითხოვს. საიამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საოლქო კომისიას უკვე მიმართა. „დარღვევა არსებითია, ვინაიდან საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას სამაგიდო სიიდან. ვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. ხმების ხელახალ გადათვლას, რადგან ბიულეტენების მეტი რაოდენობა დიდ კითხვით ნიშანს აჩენს ზოგადად …

სპორტსმენები და პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლები არჩევნებზე

სპორტსმენები, მათ შორის კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებად დასახელებულები, პარტიებთან ასოცირებული პირები და მათი ორგანიზაციები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ. „სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ერთი სპორტსმენი მაინც შევიდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი მძლეოსანი ილია მარტყოფლიშვილია. ის …

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე

მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა ქალს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა. შემთხვევა გონიოს პლაჟზე 26 აგვისტოს მოხდა. „თამარ ხაჭაპურიძე ნაპირზე იმყოფებოდა და გადაფურთხა, მაგრამ არა იმის გამო, რომ …

საია, ჩერნოვეცკის კანდიდატურის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის  კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას სთხოვს. კიევის ყოფილი მერი, რომელიც რამდენიმე წელია ქობულეთში ცხოვრობს,  2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეტალურად შეისწავლა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ლეონიდ …

უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა

8 ხმით 5-ის წინააღმდეგ  – უსკომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია 31 ივლისის შემთხვევაზე, როცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა.   უსკომ საიას მიერ პირველ აგვისტოს შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში უსკომ პროცესი წააგო, …

საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს არ დაუშვან პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება

„საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა. საიაში აცხადებენ, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ „მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც …

საია უსკოს სასამართლოში უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” [საია] სარჩელი. ადმინისტრაციული წესით საია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] ედავება. საჩივრის მიზეზი საიას განცხადებაა, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. საუბარია 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ეს ვიდეომიმართვა წინასაარჩევნო …

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან …

“სლავა 2015” კედლის აშენების უფლებას ითხოვს

კედლის აშენების მოთხოვნით ნებართვის მისაღებად კომპანიამ – “სლავა 2015” აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებისთვის “სლავა 2015”-მა უკვე გადაიხადა ჯარიმა – 10 000 ლარი. ორი კვირის წინ კი კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა უკანონოდ …

უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს

უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს. პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა. …

ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ

სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. …

აგროდაზღვევა – ზარალის ანაზღაურებით უკმაყოფილო ფერმერი

ლადო მჟავანაძე სოფელ გონიოში ცხოვრობს. გასული წლის 17 ნოემბერს სეტყვამ მისი მანდარინის ბაღიც დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მას მხოლოდ 50 ლარს სთავაზობს. სეტყვისგან დაზიანებული ნაკვეთის შემოწმების აქტი სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 3 დეკემბერს დადო, რომლის მიხედვითაც, ზარალის ოდენობა მთლიანი მოსავლის 15 %-ით განისაზღვრა. მანამდე გაფორმებული …

როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა. გასულ კვირას …

საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის …

საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]

27 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. 100-მდე ადამიანი ყვებოდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საიამ ამ წლების განმავლობაში. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება. საიას აჭარის ფილიალმა, როგორც მისი მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, მარტო 2015 წელს 5 ათასამდე მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. საიას თავმჯდომარის ანა …

Exit mobile version