აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს – „მიზეზი კრიტიკული აზრის ჩახშობაა“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოტივი, ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციაა. სამსახურიდან დაითხოვეს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ასევე სხვა ჟურნალისტები – თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდი და სალომე გეგეშიძე. „ბათუმელები“ ესაუბრა ირინა ყურუას და მაია მერკვილაძეს. …

საია: ჟურნალისტებზე ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. „ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში სახელმწიფოს ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, მამა სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკომპანიის ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს, გაიტაცა „TV პირველის“ კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი. მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. …

თავში, ყურის არეში მომხვდა მუშტი – რას ჰყვება NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი

NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს, დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ის საპროტესტო აქციას აშუქებდა, პოლიციელმა თავში ჩაარტყა. რა ვითარებაში მოხდა ძალადობა და რა უთხრეს კლინიკაში NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს, სადაც იგი დარტყმის შემდეგ იმყოფებოდა? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ვანცენტ ხაბეიშვილს. ვანცენტ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა ვითარებაში იძალადა პოლიციამ თქვენზე? როგორც იცით, ჟურნალისტები ვიყავით პარლამენტთან. მქონდა …

პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი

29  ნოემბერს, გამთენიას, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს, საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. „დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, …

„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ“ – „მთავარი არხის“ ოპერატორი

„მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე პოლიციამ დღეს, 19 ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავა. „დაკავებულებს ვიღებდი და ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. პოლიციას ხელი შევუშალე თურმე. მეუბნებოდნენ, რომ სავალი ნაწილიდან უნდა გადასულიყავი, მოგიწოდეთო, მაგრამ მე მოწოდება არ გამიგია. ძალადობა იყო. ნახეთ, თვალიც რას მიგავს, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა ვისაც გაუხარდებოდა. ძალიან ბევრნი იყვნენ“ …

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„მტრული და აგრესიული“ – ასე ახასიათებენ ქართველი ჟურნალისტები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარემოს, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. ჟურნალისტები, ერთი მხრივ, არჩევნებზე დარღვევების გაშუქებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული აგრესიული ჯგუფების მოგერიება უწევდათ, პოლიცია კი არ რეაგირებდა. ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა და დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი …

3 ადამიანი მირტყამდა – გურიაში მთავარი არხის ჟურნალისტს სცემეს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს ლანჩხუთში თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და სიუჟეტს ამზადებდა. „ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ვმუშაობდით მე და ჩემი ოპერატორი. დილით სუფსის პოლიციაში ვიყავით, პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე ვამზადებ სიუჟეტს. პოლიციის შენობიდან გამოვედით, წავედით სუფსის ცენტრში. სოფლის ცენტრში ვმუშაობდით, რა დროსაც „სუბარუს“ მარკის …

ჟურნალისტებსა და ოპოზიციას საგარეჯოში ქვები დაუშინეს

დღეს, 6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ენმ-ს წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ოპონენტებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს და ქვები დაუშინეს. დაშავდნენ ჟურნალისტებიც. კადრებში ჩანს, რომ  მობილიზებული აგრესიული ადამიანები ისვრიან ბოთლებსა და ქვებს. კადრში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ნასროლი ქვა მასაც მოხვდა. დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც. ჟურნალისტის თქმით, მოძალადეებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს კამერა და მიკროფონი, რაც …

ჟურნალისტ პონომარენკოს 6 წელი მიუსაჯეს რუსულ არმიაზე „ფეიკის“ გავრცელებისთვის

რუსეთში, ციმბირის ერთ-ერთი ოკრუგის დედაქალაქ ბარნაულის ლენინის რაიონულმა სასამართლომ RusNews-ის ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს, რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ასევე 5 წლით აუკრძალა პონომარენკოს ჟურნალისტური საქმიანობა. ამის შესახებ იუწყება სოტას კორესპონდენტი, რომელიც სხდომათა დარბაზში იმყოფება. თავის ბოლო სიტყვებში მარია პონომარენკომ განაცხადა: „არასოდეს არც ერთი ტოტალიტარული რეჟიმი არ ყოფილა …

„ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ ქურდობას“- TV პირველის ჟურნალისტის სახლი ორჯერ გაქურდეს

ტელეკომპანია „პირველის“ კორესპონდენტი ნატო გოგელია ამბობს, რომ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე არსებულ მის საცხოვრებელ სახლში ორჯერ შევიდნენ უცხო პირები და სახლი გაქურდეს და დაარბიეს. ნატო გოგელიას თქმით, პირველად 31 იანვარს და მეორედ გუშინ, 2 თებერვალს, შეაღწიეს მის ბინაში. „პირველად ვიფიქრე, რომ ეს ჩვეულებრივი ქურდობა იყო, რადგან წაიღეს მიმღები, ტელევიზორი და „ფლეშკა“, მაგრამ 2 თებერვალს ღირებული …

უკრაინელი რედაქტორი, რომელიც დღეში 100-ზე მეტ შეტყობინებას იღებს დახმარების თხოვნით

ჟურნალმა TIME-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებთან, აქტივისტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინული მედიაგამოცემა Українська правда-ს [„უკრაინსკა პრავდა“] მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა დაასახელა. იგი, „ბათუმელების“ მკითხველს უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანიიდან – #უკრაინულიმედიისთვის ახსოვს. სევგილი იყო უკრაინული მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ქართველებს მოკლე ვიდეომიმართვა ჩაუწერა, სადაც უკრაინული მედიის წინაშე …

„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

„ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს,“ – ამბობენ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანი. ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ეს ინციდენტი ბარ „ადგილის“ წინ მოხდა. ეს ბარი იმ შენობაშია რუსთაველის ქუჩაზე, სადაც პოლიციის განყოფილებაცაა. გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ბარის წინ იდგა მეგობრებთან ერთად, როცა …

ღარიბაშვილი მზად არის აწარმოოს ომი ქვეყნის შიგნით – ზვიად ქორიძე

ავტორი: ზვიად ქორიძე ყველამ იცოდა, რომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ ექვს საათზე უნდა გამოსულიყო, თუმცა დილის 11:00 საათზე ეს გავეშებული ხალხი რატომ იყო ასე აგრესიული ჟურნალისტების მიმართ? რატომ დაერივნენ მათ? იმიტომ, რომ ჟურნალისტები ყველაზე გამაღიზიანებელია ყველა მთავრობისთვის. ჯერ კიდევ როდის თქვა ივანიშვილმა, – „გამორთეთ „რუსთავი 2“ და ქვეყანაში იქნება აღმშენებლობაო. ხელისუფლებას აღმშენებლობის ეფექტს უკარგავს ის, …

ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლისა და მუქარის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. „დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ …

რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ ჟურნალისტების ცემით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„მართლა მინდა გამოვიკვლიო, ამდენი ჟურნალისტი ერთად ომის დროს, ერთ დღეში, ბოლო საუკუნის განმავლობაში თუ დაზარალებულა სადმე,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD – ის აღმასრულებელმა დირექტორმა.  მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შედეგად. ლევან ცუცქირიძის აზრით, ხელისუფლებამ მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთებით …

მოძალადე ჯგუფები 40-მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ – შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე დაარბიეს „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 38 წარმომადგენელი. მათ შორის არიან „რადიო თავისუფლების“ გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი თორნიკე მანდარია, რომელსაც ჩამტვრეული აქვს კბილები. ასევე ნაცემია „რადიო თავისუფლების“ ოპერატორი დათო ქორიძეც, რომელსაც დაზიანებები თავის …

ჟურნალისტების 11 საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოსთვის პრიორიტეტი არ არის

აჭარის ტელევიზიის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელები სასამართლოში წელს, სხვადასხვა დროს შეიტანეს ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, როცა ისინი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ან რედაქციას ჩამოაშორეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არც ნათია კაპანაძის სარჩელის განხილვა დაუწყია – მან ერთი წლის და ორი თვის წინ, 2019 წლის 30 აპრილს მიმართა …

ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას – ჟურნალისტები დირექტორის არჩევის წინ

„ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის“, – ასეთია „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების განწყობა ერთი დღით ადრე, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს აირჩევს. ჟურნალისტების ერთ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს გიორგი კოხრეიძე იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს. რას აპირებენ ჟურნალისტები, თუკი ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდება, ან ვინმე სხვა, რომელიც პოლიტიკური ინტერესის გატარებას ეცდება? …

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის ხარჯზე ჟურნალისტებს ფურშეტი გაუმართა

დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია და ალაფურშეტი გაუმართა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური განმარტავს, ქალაქის მერიაში მიღებაზე ქუთაისში მოქმედი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი მიიწვიეს. წვეულებას ასევე ესწრებოდნენ ყოფილი ჟურნალისტებიც. ფურშეტის ამსახველი ფოტოები  ფეისბუქზე  ქუთაისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა გაავრცელეს. “ბათუმელები” დაინტერესდა, რა თანხა დახარჯა ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან აღნიშნული ღონისძიების გასამართად. როგორც …

Tv25-ის წინააღმდეგ სამი ჟურნალისტი სასამართლოში დავობს

Tv25-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი ჟურნალისტი დავობს. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი ეკა დავითაძე, ოპერატორი რუსლან დავითაძე და ჟურნალისტი თამარ კიკნაძე მიმდინარე წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან. ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ტელევიზიის ხელმძღვანელებს არ დაუსაბუთებიათ, რის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. „ტელევიზიაში გამოცხადებული იყო რეორგანიზაცია. ისინი დაითხოვეს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო,” – ამბობს …

ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯამში 20 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა ისინი 23 აპრილს დააკავეს. სასამართლო ჯერ არ გაცნობია მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ მოაგროვა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, 11 მარტის ღამეს, შენიშნეს თუ არა, ან რა ვითარებაში დააფიქსირეს გამოძიების …

თამარ გუდავა დარბევის შესახებ წინასწარ გვაფრთხილებს

„გაზეთმა ბათუმელებმა“ 26 იანვარს, რედაქციაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელთა წინაშე თავიანთი პროტესტი, ბოლო დროს აჭარაში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევათა გამო, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რედაქციის თანამშრომლებისდმი განხორციელებული ზეწოლის გამო. იმავე დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის პრესცენტრის ხელმძღვანელმა თამარ გუდავამ, პრესკონფერენცია გამართა. როგორც გაირკვა, პრესკონფერენციის მოწვევის მიზეზი ჩვენი რედაქციის მიერ გაკეთებული მიმართვა გამხდარა. „გაზეთი ბათუმელები“ მიესალმებოდა კიდეც …

აბაშიძემ ნაცემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ ერაყში რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა კიდეც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ასლან აბაშიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთხელ კიდევ დაადანაშაულა არაობიექტურობაში ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები. „თქვენ არ ავრცელებთ იმ ინფორმაციას, რაც ხდება საქართველოში, არ მინახავს არც ერთი გადაცემა აღმშენებლობაზე, იმ ძვრებზე, რომელიც აჭარაში მიდის. რასაც გადასცემთ, შორსაა რეალობისგან და ეს სამწუხაროა. ჩვენ ორი ავტონომია გვაქვს დაკარგული, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა სხვა რეგიონში და …

Exit mobile version