მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადვოკატები მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელს პოლიციამ დააბრალა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან მისი დაკავება ე.წ სტიკერის გაკვრის გამო უკანონო იყო. ამასთან, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ეყრდნობა მხოლოდ მის უკანონო ადმინისტრაციულ ბრალდებას სწორედ 173-ე მუხლით. ამავე საქმეში მზია …

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მეოთხედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეოთხედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „HBD“ [„გილოცავ დაბადების დღეს“], რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა. ოქმში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 20 ივნისს ჩააბარეს, წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს …

„მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო“ – პაველ ჰერჩინსკი | ვიდეო

“მინდოდა პირადად მოსვლა სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად თქვენდამი, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც ბევრი თვეა უკვე ციხეშია და  სასამართლოს განაჩენს ელის,“ – ასე დაიწყო ინტერვიუ “ბათუმელებთან” ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩი “ბათუმელებს” დღეს, 20 ივნისს ესტუმრა. ელჩმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს. ვრცელი ინტერვიუ მოგვიანებით გამოქვეყნდება. პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: …

ჩვენს კართან პოლიტიკური დევნის დროს არ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა მხარეს – ლენა შილინგი საქართველოზე

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ლენა შილინგი ეხმიანება რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს, 19 ივნისს მიიღო მზია ამაღლობელის საქმის, პოლიტპატიმრებისა და საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. „ეს რეზოლუცია ძლიერი გზავნილია არა მხოლოდ მზიასთვის, არამედ საქართველოში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გაბედულად გამოდის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩვენ არ შეგვიძლია გავიხედოთ სხვა მხარეს ჩვენს კართან არსებული რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის დროს. …

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

324 ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების და კერძოდ, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. რეზოლუციით, ევროპარლამენტი გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით გამოწვეულ დაპატიმრებასა და დევნას, მოითხოვს მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას და ყველა ბრალდების მოხსნას. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს …

მზია ამაღლობელის საქმე და ქართული მედია – რა თქვეს ევროპარლამენტში

18 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დებატები გაიმართა მზია ამაღლობელის საქმისა და ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ. ევროპარლამენტარებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. დებატებისას თითქმის ყველა მათგანი შეეხო მზია ამაღლობელის საქმეს. ევროკომისია მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში – ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კომისიის პოზიცია სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის ევროკომისარმა ეკატერინა ზაჰარიევამ გაახმიანა. …

სტიკერის გაკვრაზე მეორე ჯარიმა 1000 ლარია, მზია ამაღლობელი ისევ გაასამართლეს – რეპორტაჟი

დღეს, 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო …

ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე 7 რეზოლუცია დარეგისტრირდა

დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. დებატების მთავარი თემა იქნება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 5-ზე მეტი თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე. არსებობს რეზოლუციის 7 პროექტი, რომლებზეც ევროპარლამენტარები დებატების დროს იმსჯელებენ. პირველი …

სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს დღეს ხელახლა ასამართლებენ

დღეს, 18 ივნისს, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღის პირველ საათზე დაიწყება. დღეს მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად დაესწრება. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების …

18 ივნისს ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება

„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ – ასეა ჩანიშნული ხვალ, 18 ივნისს, დებატები ევროპარლამენტში, რომელიც წინ უძღვის ევროპარლამენტის რეზოლუციის განხილვას. 19 ივნისს კი, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელის და მედიის თავისუფლების შესახებ საქართველოში. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მისი დაკავებისთანავე მოჰყვა. მზია ამაღლობელი უკვე 148 დღე უკანონო პატიმრობაშია …

ვინ ითხოვს მზია ამაღლობელის მეორედ დასჯას სტიკერის მიწებების გამო

„არ ქნა გოგო, არა“ – ეს ერთადერთი გაფრთხილებაა, რომელიც ისმის 2025 წლის 11 იანვარს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც ჩანს, როგორ აკრავს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერს წარწერით – „იფიცება საქართველო“. შესაძლოა ბრალდების მხარეს ეგონა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის – „არ ქნა გოგო არა“ – პოლიციელს ეკუთვნის. სინამდვილეში ეს ბათუმის პროევროპული აქციების …

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

„თავისუფლება მზიას“, “სირცხვილი მოსამართლეს“ – ამ და სხვა შეძახილებით დაიწყო სასამართლო სხდომა “მზია ამაღლობელის საქმეზე”. დღეს, 9 ივნისს, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო – მას სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. დღესვე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე – სილის გაწვნისთვის მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან – არსებითი განხილვის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოში …

სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ – მზია ამაღლობელი

სტიკერის გაკვრა იყო პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვა საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი, რომლებიც იმ დღეს დააკავეს – განაცხადა მზია ამაღლობელმა დღეს, 9 ივნისს, ბათუმში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, სადაც მას დღეს მეორედ ასამართლებენ 11 იანვარს, აქციაზე, სტიკერის პოლიციის გალავანზე გაკვრის გამო. „სტიკერის გაკვრაზე მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ, ბატონო მოსამართლევ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე, რომ …

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლოს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება

დღეს, 9 ივნისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი ესწრება. საელჩოს წარმომადგენელს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდება სხდომის თარგმანი. ფაქტობრივად მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები. 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – …

ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

დღეს, 9 ივნისს, უწყვეტი პროევროპული აქციების 194- ე დღეს,  21:00 საათზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ფილმის ჩვენება – „ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“. მანამდე, დღეს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ასევე დღეს, 9 ივნისს, 13 საათზე, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ …

მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ ასამართლებენ – 9 ივნისს ორი პროცესი იქნება

9 ივნისს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 9 ივნისს მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ საქმის დასრულების შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის პროცესი გაგრძელდება – არსებითი განხილვა.  9 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა. …

არქიმანდრიტი მზია ამაღლობელის პატიმრობაზე – „უსამართლობაზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით“

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის,მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გამოეხმაურა. მან მზია ამაღლობელის პატიმრობას და ამავე დროს ნიღბიანების მხრიდან ჟურნალისტებზე დაუსჯელ ძალადობას უსამართლობა უწოდა. „ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდათ, რომ მიუსაჯონ. ამბობენ, რომ ამან დაარღვია, პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, …

„მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმარია, ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ევროპარლამენტარი

დღეს, 5 ივნისს, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის თემას კვლავ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმრობაშია. „მინდა, ყურადღება მივაპყრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კონკრეტულ საქმეს. ის უკვე 145 დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაშია და მე ნამდვილად მაშფოთებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა, მისი სახელი ჩვენს …

ტკივილის მიყენება არ დასტურდება – იურისტი მზია ამაღლობელის საქმეზე

„მზია ამაღლობელი რომ „Post TV“-ის ჟურნალისტი ყოფილიყო, ხომ არ დაიჭერდნენ?… ამ საქმეში რომ არ იყოს პოლიტიკური მდგენელი და ცალსახად პოლიციელის მიერ ადამიანზე შურისძიება, მზია ამაღლობელი პასუხისგებაში საერთოდ არ იქნებოდა მიცემული. ეს ქმედება [სილის გაწვნა] საერთოდ სისხლის სამართალს მიღმაა,“ – მიიჩნევს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, რომელსაც მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ. გამოცდილ იურისტს პროკურატურის ბრალდებაზე ვკითხეთ: რამდენად შეიძლება სილის …

„მზია ამაღლობელი თავისი უტეხი ხასიათით თავად საქართველოს სახეა“ – ბექა ყორშია ევროპარლამენტში

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მოსმენისას, სიტყვით გამოვიდნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, ჟურნალისტი ბექა ყორშია და პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის და ქეთუნა ქერაშვილი. ბექა ყორშიამ ისაუბრა მზია ამაღლობელზე, საქართველოში მედიის მდგომარეობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც პროევროპული აქციების პარალელურად დააკავეს. „მე ვარ ბექა ყორშია, ჟურნალისტი საქართველოდან. ვამბობ „ჟურნალისტს“ და ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ… …

სინდისის პატიმრები საქართველოში: მზია ამაღლობელის საქმე

ავტორი: ლიზა ქორიძე, მკვლევარი, იურისტი. სტატია მომზადდა Global Human Rights Defence-თვის. _______________________ მზია ამაღლობელი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ორი გამორჩეულად დამოუკიდებელი და კრიტიკული ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავებიდან მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მოკლე …

მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი გოგეშვილი პროკურატურამ დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის 136 თანამშრომელი დააჯილდოვა „სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“ 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით. დაჯილდოებულთა შორისაა თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის კიდევ ერთ პროკურორთან, ვლადიმერ თურმანიძესთან ერთად, ესტონეთის მიერაა სანქცირებული. ასევე, დაჯილდოებულნი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები, რომელთა უმეტესობა სანქცირებულია …

დააჯილდოვეს პოლიციელი, რომელმაც მტკიცებულებები გააყალბა მზია ამაღლობელის საქმეში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 მაისს, „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ სამინისტროს მედალიონით ქალი პოლიციელი მარიამ კერესელიძე დააჯილდოვა. „განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე,“ – ამ ტექსტის ფონზე გადასცა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მას ჯილდო.  მარიამ კერესელიძე შსს-ს იურისტია და ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე შსს-ს წარმოადგენს …

მზია ამაღლობელის პროცესს საფრანგეთის ელჩის მოადგილე დაესწრო

დღეს, 30 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა ესწრებოდა. ელჩის მოადგილეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდებოდა სხდომის თარგმანი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა …

ქარტია აჭარის ტელევიზიას კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს – მზია ამაღლობელის საქმე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს  სრულად გაასაჯაროვოს ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს 11 და 12 იანვარს აქციაზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.  ასვე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ  გადაღებული კადრები თუ როგორ დაშავდა მზია ამაღლობელი პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. …

მთავარი თემა ისევ დგებუაძის ლოყაა – რა ხდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“ – ასეთი გზავნილით დატოვა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა მზია ამაღლობელმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დღეს, 30 მაისს, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე. დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს. ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა, რომელიც 11 იანვრის აქციას „ლაივში“ აშუქებდა, დეტალურად უამბო სასამართლოს, თუ …

თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც დღეს, 30 მაისს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ზურაბიშვილის აზრით, დგებუაძის ლოყის გაწითლებაზე ამდენი მსჯელობა ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. „ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძის სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა. საკუთარი ოჯახისა და გვარის …

მზია ამაღლობელი მგონი პირველი ქალია საქართველოში, ვის პატიმრობასაც კაცები ითხოვენ ამ ბრალდებით – დათო ტურაშვილი

რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? – ამ და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ბათუმელებმა“ მწერალ დათო ტურაშვილს სთხოვა. დათო ტურაშვილი: „არა მარტო ქართულ, არამედ სხვა ხალხის ხელოვნებასა და მითუმეტეს ლიტერატურაშიც, ძალიან ხშირად, ქალის მიერ კაცისთვის გაწნული სილა იყო და არის სასოწარკვეთილი პასუხი კაცების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფაზე. …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 30 მაისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე უკანონო პატიმრობაშია. 30 მაისს სხდომაზე …

„სილის გაწნა დანაშაული რომ იყოს, რამდენი ქალი აღმოჩნდება ციხეში?“ – ინტერვიუ ადვოკატთან

„სილის გაწვნა… არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს ზურაბ ცინცაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე. მას, როგორც დიდი გამოცდილების მქონე იურისტს ვკითხეთ: სილის გაწვნა არის თავდასხმა? მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ოთხ თვე-ნახევარია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …

აჭარის ტელევიზია მალავს კადრებს, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებამდე და შემდეგ გადაიღო

აჭარის ტელევიზიამ უარი უთხრა „ბათუმელებს“ კადრების მიწოდებაზე, რომელიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისთანავე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. „გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი კადრები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რადგან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს,“ – ასე ასაბუთებს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თავის უარს, გადასცეს „ბათუმელებს“ კადრები. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის …

„წერილი მზიას“ – თბილისში მზია ამაღლობელისათვის წერილებს აგროვებენ

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ცისფერი გალერეის წინ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ინიციატივით წარსდგა. „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი კუთხე მოაწყო, სადაც მოქალაქეები მზია ამაღლობელისათვის გასაგზავნ წერილებს წერენ. დღეს, 26 მაისს, გაზეთი „ბათუმელები“ 24 წლის გახდა. „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა. …

„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის“ – ინტერვიუ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლესთან

„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არის,“ – მკაფიო პოზიცია აქვს სილის გაწვნის თავდასხმად შეფასებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე ბესიკ ლოლაძეს. ყოფილ მოსამართლეს მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. ყოფილი მოსამართლის აზრით, თუ მოსამართლემ მკაფიოდ ვერ დაინახა სილის გაწნა დანაშაულია თუ სამართალდარღვევა, …

მზია ამაღლობელის ინტერვიუ „ლე მონდთან“: „სილის გაწვნისათვის“ 7 წელი რომ მომისაჯონ, მოულოდნელი არ იქნება

„მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი პრესაზე რეჟიმის უპრეცენდენტო თავდასხმის სიმბოლოა,“ – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ვრცელ სტატიას, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს ეძღვნება. სტატიაში აღწერილია მზია ამაღლობელის დაკავების და შემდგომ უკანონო პატიმრობის დეტალები. „ლე მონდმა“ კითხვები ქალთა კოლონიაში გაუგზავნა პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს. „მტრობა და ჟურნალისტების მიმართ ასეთი სიძულვილი. ასეთი რამ აქამდე არც ერთ მთავრობას …

ცრუ მოწმე პოლიციელი, ვლადიმერ ჩიტაია მზია ამაღლობელის საქმეში – „მე არაფრის მეშინია“

პროკურატურის მიერ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩახსნილი მოწმე – პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია არ პასუხობს შეკითხვას, რომელზეც მას სასამართლოში უნდა გაეცა პასუხი. ეს ის პოლიციელია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, ჩემი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. ამ პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის პირადი მობილური ტელეფონი გახსნეს, თუმცა საბოლოოდ პროკურატურას თავდასხმის წინასწარ განზრახვის ვერსია …

მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. სასამართლო პროცესი თავდაპირველად 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 1 დღით, 30 მაისისთვის გადადეს.  იმის გამო, რომ პროკურატურამ თავისი მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა და 8 მოწმე საქმიდან მოხსნა, 30 მაისის პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმე მზია ამაღლობელი …

Exit mobile version