ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს, 13:00 საათზე განახლდება.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია.
მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.
23 ივნისს სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს.
პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.
ამავე თემაზე:
„რა ახალი დანაშაული, მეორედ გაარტყამდა სილას?“ – ექს-მოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე