„30 000 ლარი შემოგვთავაზეს კომპენსაციად“ – დამეწყრილი კურსების მცხოვრები

„თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბეროძე, დამეწყრილი სოფლის, კურსების მაცხოვრები. მისი თქმით, 8 აპრილს, დამეწყრილ ოჯახებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც კითხვები დაუსვეს კომპენსაციაზე და მეწყრის განვითარების მიზეზებზე. რატომ არის …

რა ელით დამეწყრილი კურსების მცხოვრებთ?- დაზარალებულები სახელმწიფოს პასუხს ელიან

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც გეოლოგიური დასკვნა გვაქვს და არც ის ვიცით, რამ გამოიწვია მეწყერი. არც სოფლისკენ მიმავალი გზა გახსნილა, არც სახლებში დაბრუნების უფლება გვაქვს, რომ ნივთები ავიღოთ. ამ ეტაპზე, გაგვიყვანეს ქირით და ესაა,“ – სოფელ კურსების მცხოვრები ხატია ბეროძე „ბათუმელებს“ უყვება, როგორ ცხოვრობენ სოფლიდან ერთი ხელი ტანსაცმლით გამოქცეული ადამიანები. 12 მარტის ღამეს სოფელ კურსების მცხოვრებები საწოლებიდან …

დამეწყრილი სოფელ კურსების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

სოფელ კურსების მცხოვრებთა დასახმარებლად, სადაც მეწყერმა რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ფონდი შეიქმნა. ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა. ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ …

„კურსებში დამეწყრილ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია, სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას“

„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა“ – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ტყიბულში, სოფელ კურსებში განვითარებულ პროცესებზე. ორგანიზაციის განცხადებით, ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში იყოს დაცული, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ …

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

„იცით როგორი ხმა იყო? თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი და იყო გუგუნის ხმა. მეზობელმა რომ გაიგონა ეს ხმები, მეორე მეზობელს დაურეკა და ასე გადავძახეთ ერთმანეთს. დავრეკეთ საგანგებოშიც და ისინიც დაგვეხმარნენ გამოსვლაში. გაგვიმართლა იმაში, რომ არ იყო წვიმა. რამდენიმე დღე იყო მზიანი და ქარიანი ამინდი და ნელა მოდიოდა მეწყერი, თორემ სწრაფად რომ წამოსულიყო, ნახევარი სოფლის …

შუახევის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა. „ბათუმელები“ ესაუბრა სოფელში შუახევის მერის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ – არსებული მონაცემებით 14 ოჯახი გააფრთხილეს, დატოვონ საცხოვრებელი სახლი მოსალოდნელი საფრთხის გამო.  „გვითხრეს, რომ სპეციალისტების პასუხი მალე იქნება“ – გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭვანაში. მისი თქმით, …

„მეწყრული პროცესების გამო, დროებით გაყვანილია 15 ოჯახი“ – ხელვაჩაურის მერია

„საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი,“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში გზის ჩაკეტვის და მეწყრის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელ მახოდან დაუკავშირდნენ. აქ გვითხრეს, რომ მერიიდან ტელეფონზე დაუკავშირდნენ, მაგრამ ამ დრომდე „მთავრობიდან ისევ არავინ გამოჩენილა“. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა …

„მეწყერმა გზა მოგვიჭრა და სახლს მოადგა, მთავრობიდან არავინ ჩანს“ – მოქალაქე ხელვაჩაურიდან

„გამოკეტილი ვართ ფაქტობრივად, დილიდან ვრეკავთ 112-ში და არავინ გამოჩნდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი დუმბაძე. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოდან დაგვიკავშირდა. მოქალაქის თქმით, დილიდან ამ სოფელში პრობლემებია: რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, მარი დუმბაძის ჭიშკართან ჩამოწვა მეწყერი, შიდა სასოფლო გზაზე გადაადგილება ფეხითაც კი შეუძლებელია. ამას გარდა, რამდენიმე ოჯახს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. „მეწყერი რომ ჩამოწვა, დაზიანდა …

რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან

მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა. რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი …

ქემალფაშაში, ართვინი-სარფის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

თურქული მედიის ინფორმაციით, ქემალფაშაში, ართვინი – სარფის სასაზღვრო ტერიტორიაზე, გვირაბის გასასვლელთან მეწყერი ჩამოწვა. გვირაბთან ჩამოშლილია ქვის დიდი ლოდები. მოძრაობა შეზღუდულია. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს სამუშაოები გზის გასაწმენდად. საქართველოს მსგავსად, თოვს თურქეთის შავიზღვისპირეთშიც.

ხულოს სოფელ ჩაოში მეწყერი ჩამოწვა – „4 ოჯახს პირდაპირ გვემუქრება საფრთხე“

დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს, მეწყერი ჩამოწვა ხულოს სოფელ ჩაოში. „მეწყერი ამ საღამოს ჩამოწვა. სოფელში ჩაიკეტა ცენტრალური გზები. გადაუდებელი დახმარება რომ დასჭირდეს ვინმეს, სასწრაფო დახმარება ვერ მოვა. მე ახლა მეზობელთან ვარ. სახლში ვერ გავჩერდი. არ გაიჩერება, მეშინია. სხვა ოჯახებიც არიან, ვინც გამოვიდნენ სახლებიდან და მეზობლებთან ან ნათესავებთან აფარებენ თავს. ოთხი ოჯახი ვართ, ვისაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე. …

„სამი საათია ჩაკეტილი ვართ, ვითხოვთ შველას“ – ქედაში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქედაში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცის ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება. „უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე. 112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, …

იძულებული ვარ, დამეწყრილ სახლში დავბრუნდე – მოქალაქე ქედის მერიას კომპენსაციას სთხოვს

სოფელ კოკოტაურში მცხოვრები გურამ ანანიძე ქედის მერიას კუთვნილ კომპენსაციას სთხოვს. გურამ ანანიძის სახლი გასული წლის მარტში დაიმეწყრა. ფერდი, რომელზეც გურამ ანანიძის სახლი მდებარეობს, მეწყრულია. დაბზარულია სახლის საძირკველი ოთხივე მხარეს. 2023 წელს მომხდარი ფაქტის შემდეგ ქედის მერიამ ანანიძეების 9-სულიანი ოჯახი ქირით გაიყვანა. „2023 წლის 6 მარტს მომიწია გამოსახლება ჩემი სახლიდან, მეწყრის გამო. ხელვაჩაურში მაქვს კერძო სახლის …

ჩაქვში სახლები და ქუჩები დაიტბორა – შეჩერდა ავტომანქანების მოძრაობაც

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი-ქობულეთის ჩაქვის მონაკვეთი ისევ დაიტბორა. დატბორილია ჩაქვის ცენტრამდე მისასვლელი ადგილები. როგორც მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ ავტომანქანების მოძრაობა შეჩერდა. გაჩერდა მუნიციპალური ავტობუსიც. „ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს დადგა ისევ წყალი, ჩაქვის ცენტრთან მისვლა შეუძლებელია, სამსახურში ვეღარ წავედით… დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ დუმბაძემ. ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ავტომანქანების …

სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და 50-წლამდე კაცი მოიყოლა

დღეს, 16 მაისს, სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. დაღუპული კაცი 50-წლამდეა. ინფორმაციას სოფელ კვირიკეში მერის წარმომადგენელი ზურაბ ლაზიშვილი გვიდასტურებს. „სანიაღვრეს აკეთებდნენ, მოწყდა ფერდობი და ერთი ადამიანი მოიყოლა. საკმაოდ დიდი მასაა მიწის ჩამოშლილი, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო“, – ამბობს ზურაბ ლაზიშვილი. მისი თქმით, დაღუპულია კაცი სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა. …

ნერგეეთში, სადაც მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა, გზის გაწმენდას 1 მლნ დასჭირდება

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დამეწყრილი გზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას და ჩამოშლილი ფერდობის დატერასებას 1 მილიონი ლარი დასჭირდება. ბაღდათის მერიამ ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. 2024 წლის 7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი. სოფლის დამეწყვრის შემდეგ ნერგეეთიდან 7 ოჯახი გაასახლეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან …

სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან

„ახალგაზრდებს და შვილიშვილებს აქ ვერ დავტოვებ, ვერ ჩავხოცავ აქ…“ – ამბობს ნაზი გელაძე, დამეწყრილ სოფელ გელაძეებში მცხოვრები. იქვე ამატებს, რომ საფრთხის მიუხედავად თავად სოფლიდან ვერ წავა. ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია. მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ. …

100 ათასი ლარი გამოვუყოთ ხულოში მეწყრით დაზარალებულ ოჯახებს – ენმ

დღეს, 2 მარტს, ხულოში, სოფელ გელაძეებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. გელაძეები ერთ-ერთი სოფელია, რომელიც მეწყრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანებულია გელაძეებისა და პაქსაძეებს შორის დამაკავშირებელი გზა. „ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში, სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა. დღემდე მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს სტიქიის ზონებში, არ გააჩნიათ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან …

ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად 13 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ოჯახები გეოლოგიურ დასკვნებს ელოდებიან და ამჯერად მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ. ნერგეეთის მცხოვრებლები სახლების მდგომარეობის შეფასებას ელოდებიან გეოლოგებისგან, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია. ბაღდათში მცხოვრებლებმა მეწყრით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით სოლიდარობის კამპანია დაიწყეს. კამპანიის ინიციატორი და აქტივისტი, ლილი …

როცა მეწყერი შიშის ზარს გვცემს – გარესამყაროს მოწყვეტილ ხულოს სოფელში დახმარებას ითხოვენ

„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე. ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, …

ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეებში „გადაუდებელი საჭიროებისათვის“ ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გელაძეებთან მისასვლელი მთავარი გზა ერთი თვეა მეწყრის გამო დაზიანებული და ჩაკეტილია. ალტერნატიული გზა, დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. „რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, დეპარტამენტი …

კლდის ჩამოშლის გამო სარფში მაგისტრალი ჩაიკეტა

დღეს, 20 თებერვალს, ბათუმი- სარფის საერთაშორისო ავტომაგისტრალთან ლოდები  ჩამოიშალა, რის გამოც სარფში შესასვლელი გზა გადაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა უკვე გაწმინდეს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა მალე აღდგება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლოდების ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. „N16 მარშრუტზე მოძრავი საქალაქო ავტობუსები ამ დროისთვის [11:30 სთ] სარფში ჩანჩქერამდე მიდიან და იქ ბრუნდებიან“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„10 წევრიანი ოჯახი, სად წავიდეთ 350 ლარად?“ – რას ჰყვებიან ოჯახები, რომლებიც მეწყრის ზონებში რჩებიან

„400-მდე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. გეოლოგებმა დაასრულეს მუშაობა და მალე გვექნება დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, – ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველა ოჯახი, ვისი ერთადერთი საცხოვრებელიც მეწყერსაშიშ ზონაშია, მთავრობამ უკვე გაიყვანა, თუ ამ 400 ოჯახში არ შედიან ისინი, რომლებიც მთავრობამ …

„დაუყოვნებლად შეფასდეს მეწყრის საფრთხეები“ – ენმ-ის ბრიფინგი ბათუმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში მიმდინარე სტიქიას, მეწყრულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა საფრთხეების დაუყოვნებლად შეფასება მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად. ენმ-მ დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში ბრიფინგი გამართა ამ თემაზე და განცხადებაც გაავრცელა. „სხალთაში მთის ფერდობის ჩამოშლის შედეგად დაგუბებულია მდინარე და შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს სწრაფი დაცლა, რაც გამოიწვევს ნგრევასა და ეროზიებს; სოფელ გელაძეებში ჩამოშლილია მთა, რის …

სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია -გზების დეპარტამენტი

აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში მოძრაობა აღდგა 80 მიმართულებაზე ასევე გაიწმინდა სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი მონაკვეთი, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება სოფელ გელაძეებს, საიდანაც დღეს „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, დეპარტამენტში განმარტეს, რომ გეოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად დეპარტამენტი ამ სოფელში მუშაობას ვერ დაიწყებს: „იქ ტექნიკის შეყვანამ შეიძლება უარესი შედეგები გამოიწვიოს“ – განმარტეს დეპარტამენტში. ადგილობრივები ამბობენ, რომ …

„130 ოჯახია გადაყვანილი უსაფრთხო ადგილზე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება სამ სოფელში“ – ქედის მერი

ქედის მერის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით ქედაში დამეწყრილი სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე 130 ოჯახია გადაყვანილი. როლანდ ბერიძის განმარტებით ყველა ოჯახს, რომელიც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და წასასვლელი არ აქვს მერიამ ბინის დაქირავება შესთავაზა. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მერის ინფორმაციით ქედაში შიდა სასოფლო გზების  35 მიმართულება იყო ჩაკეტილი, დარჩა 3 მიმართულება, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.  ამ დროისთვის …

„აჭარაში კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება“ – ინტერვიუ გეოლოგთან

აჭარის სამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მეწყრულ პროცესებს ებრძვის. დაიღუპა ორი ადამიანი, დაინგრა სახლები და საავტომობილო გზები. როგორი მდგომარეობაა აჭარის მთიანეთში, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და რა უნდა ქნან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ამ საკითხებზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. რამდენიმე დღეა ვუყურებთ მეწყრულ პროცესებს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ვითარდება. როგორია ამჟამად სიტუაცია? აჭარის მაღალმთიანეთში რთული გეოლოგიური მდგომარეობაა. ხულოს, შუახევისა …

„ხალხში შიშის განცდაა, რადგან მეწყერი იქ ჩამოწვა, სადაც არ ველოდით“ – რა ხდება სხალთაში

„კი, შიშის განცდა არის ხალხში, რადგან მეწყერი იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც არავინ ელოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ გორგილაძე, რომელიც სხალთაში იმყოფება. მისი სახლი და კარ-მიდამო მეწყერმა 1989 წელს მთლიანად გაანადგურა. ახლა ის სოციალურ სახლშია შესახლებული და ახალი მეწყერი ამ სახლის მოშორებითაც ჩამოწვა. „სადღაც 300 მეტრშია ჩამოსული მიწის მასა. ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება ამ შენობას, მაგრამ …

„ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს“ – მეწყერი სხალთაში

ხულოში, სხალთის ხეობაში, 8 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა. „წაბლანის მეწყრის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა ჩამოწვა მდინარე ფაჩხაში და ღვარცოფი ახალა სხალთის ტაძრის მიმდებარე ტეროტორიაზე მოდის“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ. „ხიდი წაიღო, გზა აღარ გვაქვს, 3 ოჯახი გაჰყავთ, ვისაც საფრთხე ემუქრება,“ – გვითხრა სოფელ სხალთაში მცხოვრებმა ლევან მახარაძემ. სოფელ წაბლანაში მცხოვრები დავით შაინიძის თქმით კი, სოფელ წაბლანის …

„როცა გძინავს, როგორ მიხვდები, როდისაა გაქცევის დრო“ – ხალხი სოფელში მეწყრის პირისპირ და მარტო | ვიდეო

„წვიმის დროს გვეუბნებიან, დაცალეთ სახლიო, მაგრამ როცა გძინავს, რა უნდა მიხვდე, როდისაა გაქცევის პერიოდი, ან სად უნდა გავიქცეთ?“ – კითხულობს მარო ქავთარაძე, რომელსაც ქედის სოფელ გულებში 6 დღის წინ, პირველ თებერვალს ვესაუბრეთ. სოფელი გულები გუშინ, 6 თებერვალს დაიმეწყრა: მოიშალა გზები, მეწყერი შევიდა სახლის ეზოებსა და ბაღებში. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეწყრის შედეგად აჭარის სოფლებში …

90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია სახლიდან მეწყრის საფრთხის გამო – აჭარის მთავრობა

6 თებერვალს აჭარაში განვითარებულ სტიქიას – ძლიერ წვიმასა და თოვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამეწყრილია სოფლები. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სტიქიის გამო 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. „მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. …

„მეწყერს გამოვასწარით, მეზობლებთან დავრჩებით“ – ზედა მახუნცეთში მეწყერი ჩამოწვა

„მეწყერს გამოვასწარით, მაშველები დაგვეხმარნენ,“ – ამბობს ქედაში, სოფელ ზედა მახუნცეთში მცხოვრები მირზა ხაბაძე. მეწყერი დღეს ზედა მახუნცეთშიც ჩამოწვა. დღეს, 6 თებერვალს, მეწყერი აჭარის არაერთ სოფელში ჩამოწვა. მეწყრის შედეგად ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში. მირზა ხაბაძის თქმით, ზედა მახუნცეთში ჩამოწოლილი მეწყერი რამდენიმე სახლის ეზოში შევიდა: „წყლები რომ წამოვიდა და …

Exit mobile version