200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იმ პირთა მიმართ, ვინც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება – ამის შესახებ დღეს, 11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს. მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლეს დღეებში იქნება მიღებული. კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად …

აცრისთვის 200 ლარს მიიღებენ 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც – მთავრობა

დღეს, 28 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ აცრებთან დაკავშირებული ე.წ. წახალისების პროგრამა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ასაკის პირებისთვის აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას გულისხმობს, იანვარშიც გაგრძელდება და დაიწევს ასაკობრივი ზღვარი. „იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200-ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს …

საქართველოში კოვიდის ვაქცინების მარაგს ვარგისიანობის ვადა აპრილში გასდის

დღეს, 23 დეკემბერს, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინების ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ საქართველოში არსებული ვაქცინების მარაგი ვარგისია აპრილამდე. „მარაგები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ვარგისია აპრილის დასაწყისამდე, ანუ პირველ აპრილამდე. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მათი გამოყენება მომდევნო სამი თვე, ამდენი დროა, სულ მცირე, დარჩენილი იმისთვის, რომ მათი ათვისება …

ევროპის მედიკამენტების სააგენტო მხარს უჭერს კოვიდის ვაქცინების კომბინაციას

ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოებმა რეკომენდაცია გაუწიეს COVID-19 ვაქცინების შერევასა და მათ შერჩევას როგორც საწყისი კურსებისთვის, ასევე ბუსტერ დოზებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.  ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა (EMA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულ ცენტრის (ECDC) ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსული ვექტორის ვაქცინების და mRNA ვაქცინების კომბინაცია ორგანიზმში წარმოქმნის ანტისხეულების საკმარის დონეს კორონავირუსთან საბრძოლველად.  სააგენტოებში ასევე აცხადებენ, …

საქართველოში კოვიდზე აცრილია მოსახლეობის 35.8 პროცენტი

7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 1 023 779 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.8%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 205 262 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 42.4%. ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 251 150 აცრა. გუშინ, 6 დეკემბერს, საქართველოში კოვიდზე აიცრა 12 194 …

შესაძლოა კიდევ 15 ათასი ადამიანი გარდაიცვალოს კოვიდით – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

მხოლოდ ბოლო 10 დღეში კოვიდით საქართველოში 617 ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, მით უფრო ნაკლები ადამიანი მიდის აცრის პუნქტში იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს. რა მიდგომაა საჭირო ამ დროს, როცა ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ადამიანები არ იცრებიან? – „ბათუმელები“ ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა. ბატონო ბიძინა, …

კოვიდის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება დასაშვები გახდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ დოზის“ გაკეთება შეეძლება ნებისმიერ ვაქცინირებულ პირს, რომელიც 18 ან მეტი წლისაა. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გახდა ცნობილი. „ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმი“, ან „სინოვაკი“ ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს …

გადაწყდა 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მშობლის თანხმობით. „12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია „ფაიზერის“ დოზით“- განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 9 ნოემბერს. „ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა საბედნიეროდ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები მაღალი არ არის და არც …

სად შეიძლება „მწვანე პასპორტის“ მიღება

2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ იგივე „მწვანე საშვი“ უნდა ამოქმედდეს. „მწვანე პასპორტი“ საშუალებას მოგცემთ შეხვიდეთ კაფე-ბარებსა და რესტორნებში, კინოში, თეატრში, გასართობ ცენტრებში, მუზეუმებში, სასტუმროებში და ა.შ. ამ ობიექტებში ვერ შეძლებენ შესვლას ის პირები, რომელთაც „მწვანე პასპორტი“ არ ექნებათ. რა არის „მწვანე პასპორტი“ და ვინ შეძლებს მის მიღებას?  ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც ავლენს, …

200 ლარს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც იანვრამდე აიცრება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ  ვაქცინაციის წახალისების  გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის. „დღეიდან 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბოლო დღეებში საქართველოში კოვიდის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვაქცინაციის დონე კი იკლებს. იზრდება კოვიდით გარდაცვლილთა …

აჭარაში კოვიდზე სრულად აცრილია მოსახლეობის 37.8 პროცენტი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე სრულად, ორი დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 38.8 პროცენტი, ხოლო ერთი დოზით – 41.2 პროცენტი. რეგიონში სულ ჩატარდა 216 398 ვაქცინა, ბუსტერდოზით აცრილია 75 ადამიანი. კოვიდის 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში 3.1 პროცენტია, ერთი კვირის განმავლობაში – 3.3, ხოლო გასული დღის – 4.4%. რაც შეეხება მთელი ქვეყნის …

აჭარის 5 სოფელი ჩაერთო ვაქცინაციის მარათონში

დღეს საქართველოში ე.წ. ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. პროცესში აჭარის ხუთი სოფელი – ოჩხამური, დაბა ჩაქვი, ზამლეთი, სხალთა და დიოკნისი ჩაერთო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს სოფლები მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით შეირჩა. ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სოფლების ამბულატორიებში შეუძლიათ. ხელმისაწვდომია – ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის ვაქცინის ორი დოზით აცრილია 101 164 მოქალაქე, …

ვის აცრიან კოვიდის ვაქცინის „ბუსტერ დოზით“ საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა შესაძლებელი იქნება კონკრეტული ჯგუფებისთვის. გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წელს გადაცილებული პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ბუსტერს ასევე მიიღებენ ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და მაღალი რისკის დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები. ამასთან, სასურველი ვაქცინით რევაქცინაციას შეძლებენ ის პირებიც, …

ხელვაჩაურში მცხოვრებმა მოქალაქემ 10 000 ლარი მოიგო აცრის ლატარიაში

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამების მცხოვრებმა, 25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა, ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 000 ლარი მოიგო. „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ინფორმაციით, თანხა 4 ოქტომბერს გათამაშდა. ხათუნა მელიქიშვილი სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს. „გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა, მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, რომ მე არასდროს არაფერს მოვიგებდი, …

კოვიდზე აცრის ლატარიაში აჭარაში ფული 16-მა პირმა მოიგო

ლატარია „აიცერი და მოიგეში“ დღეს, 15 სექტემბერს, აჭარაში 16-მა ადამიანმა მოიგო თანხა. ბათუმში ერთმა ადამიანმა მოიგო 500 ლარი, 11-მა კი – 100 ლარი. 100 ლარი მოიგო ასევე ორმა პირმა ქობულეთში, შუახევსა და ქედაში კი – თითო-თითომ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება მთავრობამ 13 სექტემბერს დაიწყო. ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500-მდე ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 …

საქართველომ სინოფარმის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო

საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინა უკვე საქართველოშია. ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ჩინური წარმოების „სინოფარმი“ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინაა, რომელიც დამზადებულია SARS-CoV-2-ის 19nCoV-CDC-Tan-HB02 შტამისგან. ვაქცინა არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და კონსერვანტებს. დღეისათვის საქართველოში 4 ვაქცინითაა შესაძლებელი აცრა – …

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ერთვებიან

კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან, გამსვლელი ბრიგადები კი ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ივლიან. გამსვლელმა ბრიგადებმა ამჯერად მორიგი ვაქცინაცია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში ჩაატარეს. იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც გაეცნო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ 17-მდე სოფელში ჩატარდა 500-ზე მეტი აცრა. „ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თითოეული …

აჭარაში კოვიდზე ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 24.6 პროცენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 19.4 პროცენტია. ერთი დოზითაა აცრილი 879 384 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.8%. რაც შეეხება კორონავირუსზე ვაქცინაციის მონაცემებს აჭარაში, ამ დროისათვის რეგიონში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 24.6 %, ხოლო ერთი დოზით – 39.2 პროცენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის …

წითელმა ჯვარმა 100 000 დოზა „სინოფარმი“ აჩუქა საქართველოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შაბათს, 11 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის – „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვა, რაც ორგანიზაცია წითელი ჯვრის საჩუქარია. „გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონკრეტულად ირჩევს სინოფარმს. მე მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც ჩვენ 100 000 დოზა სინოფარმს შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს სინოფარმზე …

„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან შესაძლებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, 5 სექტემბრიდან, უკვე შესაძლებელია „სინოფარმის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია“. უწყების ინფორმაციით, „მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ  საქართველოში „სინოფარი“ შემოვა მომავალი კვირის ბოლოს. …

ლამარა აბჟანდაძე: მე ორჯერ გადავრჩი აცრით

90 წლის ბლოგერი და აქტივისტი, ლამარა აბჟანდაძე კოვიდზე ვაქცინაციისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. „უკვე 91 წლის ვხდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც. მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა ასტრაზენეკას ვაქცინით ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი. მე აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ, ბევრს დავდივარ, ვმუშაობ როგორც …

კლინიკაში მყოფი პაციენტების 95 პროცენტი აუცრელია კოვიდზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტების 95 პროცენტი აუცრელია კორონავირუსზე. „მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა აცრილი და ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა, რომ დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ აცრილი ერთი ან ორი დოზით. გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვდა მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების – …

რეგიონებს შორის დღეს აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

16 აგვისტოს აჭარაში 2521 ადამიანი აიცრა კოვიდზე – რეგიონების მიხედვით კორონავირუსზე აცრების სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 16 აგვისტოს მონაცემები ასე გამოიყურება: ამ მონაცემების თანახმად, აჭარაში დღეს საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე. გუშინდელი, 15 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში 2518 აცრა გაკეთდა კორონავირუსზე. ამავე თემაზე:  აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა …

16-17 წლის მოზარდები, რომლებიც კოვიდზე აიცრნენ – „უნდა ავიცრათ, თუ გვინდა გადავრჩეთ“

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა შესაძლებელი. 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აცრა უმნიშვნელოვანესია, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურ რეჟიმში აღსადგენად. ქეთი კვიჭიძე, ნინო კიკაბიძე და ნინო ოქროპირიძე 16, 17 წლის მოზარდების მშობლები არიან. მათი შვილები ასაკის შესაბამისი ვაქცინის გამოჩენისთანავე აიცრნენ და არც რთული გვერდითი ეფექტები ჰქონიათ ინექციის შემდეგ.    ვიკა კიკაბიძე, 16 წლის: „არანაირი გვერდითი ეფექტი …

„ვაქცინაციაა ერთადერთი გონივრული გამოსავალი“ – დეკანოზი ზაზა თევზაძე აიცრა

დეკანოზი ზაზა თევზაძე კორონავირუსზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დეკანოზმა აცრის დამადასტურებელი ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა. „მე, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე ავიცერი კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინით, კერძოდ “ფაიზერით” (ჩაიარა მცირე გვერდითი მოვლენებით). მინდა გვჯეროდეს, რომ რელიგიურობა და მითუმეტეს ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს კეთილგონიერებას და აღიარებას იმისას, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი ძირითადი გონივრული გამოსავალი ამ გლობალური გაჭირვებიდან თავის დაღწევაში. …

ილია მეორე ვაქცინაციაზე: ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის განცხადებას ავრცელებს ვაქცინაციის შესახებ. „კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის. ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი …

კოვიდზე აცრა ბსუ-ში „ფაიზერითაც“ იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გარეშე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მალე კორონავირუსზე აცრის სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც გაიხსნება, სადაც კოვიდზე აცრა შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. „ჩვენ კვირის ბოლოს ერთ დიდ სივრცეს ვამატებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი როგორც „ფაიზერით“, ასევე სხვა ვაქცინებით ადმინისტრირება. ბათუმის უნივერსიტეტში 10-15 ჯგუფით დავიწყებთ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში გავზრდით. შესაძლებელი …

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დაიწყო „პფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. აცრისთვის ვიზიტი უნდა დაჯავშნოთ ვებგვერდზე: booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე: 1522. „ფაიზერის“ მეორე დოზით  აცრის პროცესი დაიწყება 15 აგვისტოს. ამ დროისათვის booking.moh.gov.ge -ზე „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზაა ხელმისაწვდომი.  

ვინც კოვიდი გადაიტანა, ვაქცინის ერთხელ გაკეთების შემთხვევაშიც სრულად აცრილად ჩაითვლება

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში ვაქცინირებულად ჩაითვლებიან. „მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ვაქცინა ერთხელ აქვთ გაკეთებული, გათანაბრდებიან 2-დოზით ვაქცინერებულებთან“, – ეს განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა. მისი თქმით, მათზეც გავრცელდება ის რეგულაცია, რაც გათვალისწინებულია სრულად ვაქცინირებულებისთვის. …

ღარიბაშვილი კოვიდზე აიცრა

დღეს, 8 აგვისტოს კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი. იგი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ღარიბაშვილის აცრას კორონავისურზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესწრებოდა. „ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ უკვე, ვინაიდან, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა …

102 წლის ქალი: მესამე პანდემიას მოვესწარი, მჯერა, ვაქცინა დამიცავს

102 წლის ემინე ჯორბენაძე დღეს აიცრა „ფაიზერით“. იგი ამბობს, რომ მესამე პანდემიის ეპოქაში ცხოვრობს და კარგად ესმის ვაქცინაციის მნიშვნელობა. „ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ”, – განაცხადა ემინე ჯორბენაძემ აცრის …

აჭარაში კოვიდზე აიცრა 102 წლის ქალი

მაღალმთიან აჭარაში კორონავირუსზე აიცრა 102 წლის ქალი. 102 წლის ემინე ჯორბენაძე დღეს ,,ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს. COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალის დაჟინებული თხოვნა იყო ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის დასაცავად.

ხულოში კოვიდზე აიცრნენ „ბერმუხას“ წევრები – მათგან უხუცესი 98 წლისაა

ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ „ბერმუხას“ წევრები კოვიდზე აიცრნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ცნობით, თორმეტივე ქორეოგრაფი “ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა. „ბერმუხას“ ყველაზე ხანდაზმული წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 69 წლის თემურ აბულაძე. ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების – “ხულოს სამედიცინო ცენტრში” ჩატარდა. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ესწრებოდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხულოში …

„ბათუმი მოლსა“ და „მეტრო სითიში“ 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში – “ბათუმი მოლსა” და “მეტრო სითიში” 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა „სინოფარმით“ – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამცრელმა ჯგუფებმა ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ერთი კვირის წინ დაიწყეს მუშაობა. ბათუმში „სინოფარმით“ ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს „მედცენტრში“, N1 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა და თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან ვაქცინაციის …

თუ გიყვარს შენი შვილი, უნდა აიცრა

ავტორი: ნათია სირაბიძე ვაქცინის შიში ყველას აქვს. მეც მეშინოდა. თავში მიტრიალებდა “ანაფილაქსური შოკი”, მნიშვნელობა ბოლომდე არც ვიცოდი, მაგრამ სულ მეფიქრებოდა, ვაითუ უკურეაქცია მომცეს, ვაითუ სრულად ვერ მიშველეს? პატარამ რომ იტიროს და ვერ დაამშვიდონ? რა ეშველება ჩემ ოჯახს უჩემოდ… შიშები მქონდა ყოველჯერზე – როცა18 წლის შვილის ვაქცინირებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა მეუღლე აიცრა, თუ მამას ვაცილებდი აცრის …

კოვიდზე აცრა ბინადრობის არმქონე უცხოელებსაც შეუძლიათ – NCDC

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ შემდეგ პირებს: [checklist] საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის …

Exit mobile version