მთავარი,სიახლეები

102 წლის ქალი: მესამე პანდემიას მოვესწარი, მჯერა, ვაქცინა დამიცავს

05.08.2021
102 წლის ქალი: მესამე პანდემიას მოვესწარი, მჯერა, ვაქცინა დამიცავს

102 წლის ემინე ჯორბენაძე დღეს აიცრა „ფაიზერით“. იგი ამბობს, რომ მესამე პანდემიის ეპოქაში ცხოვრობს და კარგად ესმის ვაქცინაციის მნიშვნელობა.

„ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი.

ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა.

მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს ამიტომ მოვედი და ჩავიტარე.

თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ”, – განაცხადა ემინე ჯორბენაძემ აცრის შემდეგ.

იგი მოუწოდებს ხანდაზმულებს არ შეშინდნენ და ჩაიტარონ აცრა, რადგან მისი თქმით გადარჩენის ერთადერთი მთავარი საშუალება ვაქცინაციაა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისროს მონაცემებით, აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული 64 მოქალაქე ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: