მთავარი,სიახლეები

წითელმა ჯვარმა 100 000 დოზა „სინოფარმი“ აჩუქა საქართველოს

08.09.2021 • 1290
წითელმა ჯვარმა 100 000 დოზა „სინოფარმი“ აჩუქა საქართველოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შაბათს, 11 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის – „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვა, რაც ორგანიზაცია წითელი ჯვრის საჩუქარია.

„გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონკრეტულად ირჩევს სინოფარმს.

მე მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც ჩვენ 100 000 დოზა სინოფარმს შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს სინოფარმზე როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია და ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 17.8%, ხოლო 1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.0%.

ამჯერად საქართველოში 4 ვაქცინითაა შესაძლებელი აცრა – „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: