უგზო, უტრანსპორტო და დატბორილი ქუჩა ბათუმში – რას ამბობენ მერიაში

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებ ადამიანებს დატბორილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. ტბორის გამო ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. მოქალაქეების თქმით, ივანე მესხის ჩიხს არ აქვს საკანალიზაციო და სანიაღვრე არხები, უბანში არ დგას სანაგვე ურნები, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. „აქ ბავშვი როგორ გაივლის, როცა ჩვენც ვერ დავდივართ“- ამბობენ „ბათუმელებთან“ საუბარში ამ ქუჩაზე მცხოვრებები. „მე პირადად, სამსახური …

ბათუმში ჯერ არ დაწყებულა ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე უნდა გახსნილიყო

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე 9 თვეა შეზღუდულია. ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service–თან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა. ტენდერი 2 553 …

როგორ გამოიყურება „ოსკაროსანი“ ბათუმის ცენტრალური ქუჩები – ფოტორეპორტაჟი

წელს, ბათუმმა მეშვიდედ მოიპოვა ტურისტული „ოსკარი“, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ. თუმცა, ამ „ოსკაროსან“ ქალაქში არ არის დაცული მშენებლობის სტანდარტები, რის გამოც, ჰაერი მუდმივად ბინძურდება მტვრით. ვიდეო, რომელიც „ბათუმელებმა“ დღეს, 27 ოქტომბერს გადაიღო, სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახავს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას და კოსტავას ქუჩებზე, სადაც მერია ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს, მარმარილოს ფილებს მშრალი წესით ჭრიან, …

„ოცნება“ სახელმწიფო შესყიდვებში საავანსო პოლიტიკის შეცვლას და ე.წ. თეთრი სიის გაუქმებას განიხილავს

„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში ავანსების მოცულობის გადახედვას და ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, ამის შესახებ სახელმწიფო პროექტებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრაზე იმსჯელეს 15 სექტემბერს. BMG ის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ე.წ. თეთრი სიის შესაძლო გაუქმებაზეც იყო საუბარი. თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, რომელსაც შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე …

გოროდოკში ხიდი კვლავ ჩაკეტილია – ახლის მოწყობაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 …

რა ხდება მდინარე ბარცხანაზე ხიდთან, რომელიც ბათუმის მერიამ გადაკეტა – ფოტოამბავი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, მდინარე ბარცხანაზე მდებარე ხიდი ქალაქის მერიის ინფორმაციით ავარიულია და მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ეს ხიდი გოროდოკში ერთმანეთს მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებს აკავშირებს. „ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს“ – განაცხადა ბათუმის მერიამ 17 …

„ვიხრჩობით მტვერში“ – ჩახერგილი და დანაგვიანებული ქუჩები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელზე მეტია ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა ბათუმის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ყველაზე დიდი ფულიც სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქალაქი დანაგვიანებულია და ამის მიზეზი, ძირითადად, სამშენებლო კომპანიების და კომერციული ობიექტების დაუდევრობაა. „არ შეიძლება მშენებელმა ტროტუარი, თავისი შესასვლელი გარეცხოს და ცემენტიანი არ დატოვოს?“ – გვეკითხება ნოდარ ბედინაძე, პენსიონერი. მას ჭავჭავაძის …

კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში

ბათუმში, ლიანდაგზე გადასასვლელები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშეა. ამის გამო, ხშირია ტრაგიკული შემთხვევები. მაგალითად, 2025 წლის 8 აპრილს, ბარცხანაში, რკინიგზაზე გადასვლის დროს 13 წლის მოზარდს დაეჯახა მატარებელი. მოზარდი დაიღუპა. ამ ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვეა გასული. მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა ლიანდაგზე უსაფრთხოების დაცვა. მათ წერილობით მიმართეს ბათუმის მერიასაც“, თუმცა ამ დრომდე, როგორც მერია, ასევე …

ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის საბაგიროსთან, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, პირსი დამტვრეული და სახიფათოა. დამტვრეულ ფილებს შორის ხშირად გადაადგილდებიან სათევზაოდ გამოსული ადამიანები და ბავშვებიც. „ბათუმელებმა“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, თუ აქვს ინფორმაცია პირსზე ინფრასტრუქტურის მოშლასთან დაკავშირებით და თუ არის შესწავლილი, რამდენად სახიფათოა ამ სანაპიროზე გადაადგილება. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ეს მათი მიმართულება არ არის“, ანუ არანაირ ზედამხედველობას არ უწევენ. …

ხულოში, პაქსაძეებში მეწყერი ჩამოწვა, 6 ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს

ხულოში, სოფელ პაქსაძეებში 19 იანვარს, გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა. კადრებში, რომელიც ადგილობრივებმა „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს როგორ თხრის მეწყრული მასა ნაძვის ხეებს და როგორ იშლება მთის ფერდობი. მეწყრის გამო სოფელ პაქსაძეებში მცხოვრებ ექვს ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. მეწყერსაშიში ზონა • ხულო – „კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი შველას ითხოვს. სოფელი პაქსაძეები …

პარკინგად და სავაჭრო დახლებად ქცეული ევროპის მოედანი ბათუმში

ბათუმის ევროპის მოედანი სავაჭრო ცენტრად იქცა. რამდენიმე თვეა მოედანზე წრიულად არის განთავსებული სავაჭრო დახლები, სადაც სხვადასხვა ნაწარმი იყიდება, მათ შორის, ტანსაცმელი და საკვები. ამ დრომდე ევროპის მოედანზე სხვადასხვა კონცერტი იმართებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, ყოველ პარასკევს უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა. გარდა იმისა, რომ დახლების გამო მთლიანად გადაფარულია მოედნის სივრცე, ვეღარც შადრევანი ფუნქციონირებს, რომელიც მოედნის …

ურეხიდან, კოხტა გორას ქუჩიდან, არჩილ ჩიქოვანს წერილი მისწერეს

ურეხში, კოხტა გორას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მერიას სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვს, ასევე გზის სავალი ნაწილის გაფართოებას და ტროტუარის მოწყობას. მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმის დროს ქუჩაზე გაკეთებული მცირე ზომის გადასასვლელი ხიდი, რომლის ქვეშ არხი მიედინება, ვერ წვდება წყლის ძლიერ ნაკადს, გადმოდის და ტბორავს როგორც კოხტა გორას, ასევე ახლომდებარე მამია ვარშანიძის ქუჩას. მოსახლეობის თქმით, პრობლემაა ასევე საკანალიზაციო …

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-მოწყობილების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. გვარა-მოწყობილების გზა დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და ოთხმოცამდე ოჯახი ახალი გზით ისარგებლებს. პროექტის …

ბათუმის მერია ადვოკატს 1 საათში 3 000 ევროს უხდის – საარბიტრაჟო დავა

ბათუმის მერიას საკონსულტაციო ფრანგულ კომპანია Egis Eau SA  – სთან საარბიტრაჟო დავა აქვს. ეს კომპანია ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე-მეოთხე ფაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კონსორციუმის ლიდერი კომპანიაა. მერია ამტკიცებს, რომ კომპანიამ ხარვეზებით შეასრულა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით ევალებოდა. მერია ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მიყენებული ზარალის სახით 2 429 767 ევროს ითხოვს. მერიაში განმარტავენ, რომ „მოთხოვნა …

რატომ გააპროტესტა ბათუმში ოპოზიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგება

„წყალია გზაზე და ასფალტს ასხამენ. სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ასფალტი მალე გაფუჭდეს და ხელახლა იყოს გასაკეთებელი,“ – აცხადებს „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიშა ბოლქვაძე. მან ბათუმში, ნუცუბიძის ქუჩაზე ასფალტის დაგების ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქში გამოაქვეყნა. მიშა ბოლქვაძის თქმით, ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარს აგებენ, წყლის მილი დაზიანებულია. წყლის მილის დაზიანებას ადასტურებენ ბათუმის მერიაშიც, თუმცა აქ გვითხრეს, რომ …

ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის გზის მონაკვეთზე მოასფალტება დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში გეგმის მიხედვით ტარდება. ახლახანს დასრულდა ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის საავტომობილო გზის 1,35 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები ამხანაგობა „P&S“-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 887997 ლარია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდს, მოეწყო 926 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი დახურული ცხაურით, 44 გრძივი მეტრი ლითონის …

ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში – რამდენად მასშტაბურია პრობლემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ღამის განათება არ მუშაობს. განათება გამორთულია, შესაბამისად, სიბნელეში უწევთ გადაადგილება მოქალაქეებს შემდეგ ქუჩებზე: ლადო ასათიანის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, რურუას, ჩოლოყაშვილის, ტბეთის, პარიზის კომუნას და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. დაახლოებით ათი ჩაბნელებული ქუჩის შესახებ აცნობეს „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა. მოქალაქე დავით ყულეჯიშვილი წერს, რომ თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, დიდი ხანია გამორთულია ღამის განათება. კიდევ ერთი მოქალაქე, ია …

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს ქედაში 6 პროექტი განხორციელდა

ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად წელს ქედის მერიამ 6 პროექტი განახორციელა, რომელთა ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო: [checklist] დასრულდა ტურისტული ბილიკების მოწყობა ცივასულას ციხესთან და ,,მიწის ხიდი”-ს მიმდებარედ; მიმდინარეობს სამუშაოები ქვედა ბზუბზუში, ჩანჩქერთან მისასვლელი გზის კეთლმოსაწყობად; მოეწყო წონიარისში, ჯაიმელას მიმდებარე ტერიტორია; კეთილმოეწყო მახუნცეთში, თამარ-მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო მახუნცეთში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. [/checklist] ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება …

ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში დღეს, 7 ივლისს, ესტაკადა გაიხსნა. ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრია. პროექტის ფარგლებში ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება, ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. ესტაკადაზე სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ესტაკადა  სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის …

ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზურაბ პატარაძე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში გელაურის და კარიერის დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. …

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

ამ წუთებში ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფიჭვნართან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თვენახევარში ტურისტული სეზონი დაიწყება, ზღვასთან კი ორკილომეტრიანი ზოლი არის გადათხრილი და მოუწესრიგებელი. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ორ თვეში უნდა დაასრულოს აქ სამუშაოები, მაგრამ ჯერ ნახევარი სამუშაოც არ არის შესრულებული. ექვსი თვეა მუშაობენ და მხოლოდ 150 მეტრი ჯებირი …

ქედის მერია წელს დაბაში ახალათვისებულ ტერიტორიებს კეთილმოაწყობს

დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ქედის მერიამ პროექტი გასულ წელს შეისყიდა. 2017 წლის 22 სექტემბრის N 220 ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 4 896 ლარად შპს ,,საბამ“ მოამზადა. პროექტის მიხედვით: [checklist] კეთილმოეწყობა სრულად მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორია; მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ დეკორატიული გარე განათებები; მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ ტროტუარი ფერადი, დეკორატიული …

ქედის შესასვლელში ცენტრალური მაგისტრალი ფართოვდება

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ბათუმი-ახალციხის 37-ე კილომეტრზე ცენტრალური მაგისტრალის გაფართოებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სივიწროვის გამო, საფრთხე ექმნებოდათ როგორც ავტომობილების მძღოლებს, ასევე ქვეითებს. პროექტს სახელწოდებით – ,,შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 37+200 კმ-ზე (დაბა ქედის შესასვლელი), დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენითი და გზის გაფართოებითი სამუშაოები“, ქედის თვითმმართველობის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი …

საკრებულოს მაჟორიტარი თამარის დასახლებაში მოქალაქეებს შეხვდა

თამარის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე დღეს ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა და დასახლებაში მიმდინარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თამარის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დასახლების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ყოველ ორშაბათს 16:00 საათიდან ხვდება. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ამბობს, რომ დასახლებაში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს: „მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ თხოვნით კონკრეტული დახმარების …

ლადო ასათიანის ქ. N27-ში მდებარე ნაკვეთი კეთილმოეწყობა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე „2018 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. განკარგულების პროექტის ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონების შემთხვევაში,  ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მიმდებარე მიწის ნაკვეთის (9450 კვ/მ) კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება იგეგმება. 2018 წლის სექტემბერში ბათუმში ტარდება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს …

რაში დახარჯავს მერია 78 მილიონ 688 ათას 600 ლარს 2018 წელს

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მერიის 2018 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სფეროში დაგეგმილი პროექტები წარმოადგინა. სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2018 წელს 78 მილიონ 688 ათას 600 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული თანხა ძირითადად ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამაში შედის როგორც მიმდინარე პროექტების დასრულება, ასევე …

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის …

186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად

ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება. თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს, ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა …

აჭარის მთავრობის სხდომაზე ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე პროექტები შეაჯამა

9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომა, 2018 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან გასული დღეები შეაჯამა და ისაუბრა იმ წარმატებული პროექტების შესახებ, რომლებიც რეგიონში ხორციელდება. ზურაბ პატარაძემ აჭარის მთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა შუამთობის დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მაღალმთიან აჭარაში. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა …

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ხულოში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში იგეგმება 7 550 კილომეტრზე ასფალტის საფარის მოწყობა – 3 498 780 ლარის ფარგლებში, ხოლო 25 კილომეტრ გზაზე (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარი მოეწყობა – 1 521 552 ლარის ფარგლებში. ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა 85 000 ლარი. ასევე იგეგმება 44  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, …

როდის მოიცლის ქობულეთის გამგეობა ჩაქვისთვის

„ქობულეთის გამგებელს, მგონი, საერთოდ დაავიწყდა, რომ ჩაქვიც ქობულეთს ეკუთვნის და მიხედვა უნდა,“ – აცხადებს ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, საგზაო დატურისტული ინფრასტრუქტურა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია, ასევე დაუსუფთავებელია პლაჟი. „ქობულეთის სანდასუფთავების ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი გახდა, მაგრამ ჩაქვის პლაჟისთვის ამ სამსახურმაც კი ვერ მოიცალა. როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე, ჩაქვის რესურსის გამოუყენებლობა …

როდის მოწესრიგდება ქობულეთის პლაჟი

ქობულეთში ზღვის სეზონი ჯერ არ გახსნილა. ამ დროისთვის არც პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოებია დასრულებული. ქობულეთის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 10 დღეში პლაჟი დასუფთავდება და სეზონი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. „თამარ მეფის ქუჩაზე განახლდა საკანალიზაციო სისტემა, ეს გამგეობას 383 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის ღორღის შეტანას, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ზუსტ თანხას ვერ …

ახალი ბულვარი ძველი პრობლემებით

59 230 ლარი გამოყო მიმდინარე წელს ახალი ბულვარის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად „ბათუმის ბულვარმა“. რას გააკეთებს და რის გაკეთებას ვერ წყვეტს „ბათუმის ბულვარი“ საკუთარ ტერიტორიაზე? როგორც `ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, ახალი ბულვარის საზღვრები ამფითეატრამდეა. „ამის იქით, ბათუმის მერიაა პასუხისმგებელი“, – ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში. თუმცა პრობლემები ორივე მხარესაა. სამი წლის წინ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დღესაც იმავე მდგომარეობაშია. …

ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში

ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობა ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის დასასრულებლად 700 ათას ლარს გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე მიიღო და ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებას ელოდება. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობამ, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გასულ ტურისტულ სეზონზე სარგებელი ვერ ნახა. თუმცა ასობით ოჯახი ანალოგიური ვითარების წინაშეა ერთი წლის შემდეგაც. ჯავახიშვილის …

Exit mobile version