„მივდივარ პოლიტიკიდან. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ“ – თამარ კორძაია

პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. „მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია …

საკონსტიტუციომ თუ არ შეაჩერა რუსული კანონი, ეს გაანადგურებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას – კორძაია

„ამ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, საქართველო წავა დასავლეთის მიმართულებით, თუ საქართველო იცხოვრებს რუსული წესებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უახლეს ისტორიაში,“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია 29 აგვისტოს ჩანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელების განმწესრიგებელ სხდომას. რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, 44 ოპოზიციონერ დეპუტატს, 121 …

მთავრობა მერიებს 20 მილიონს აძლევს – „ივანიშვილი ჩვენ გვაფინანსებინებს თავის ავტორიტარიზმს“

„ეს არის ფული პარტიული აქტივისთვის. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. გადაწყვიტა, ჩვენ თვითონვე დაგვაფინანსებინოს თავისი ავტორიტარიზმი,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მთავრობის ახალ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს 20 მილიონ ლარს აძლევენ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშესაწყობად“. პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოს …

„გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი“ – კორძაია სახალხო დამცველს მიმართავს

პარლამენტარი თამარ კორძაია სპეციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს და მოუწოდებს, შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა, გამოვიდეს საჯაროდ და მოუწოდოს ხელისუფლებას არ მიიღოს რუსული კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. „მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემით და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა გამოვიყვანო დღეს ის იმ კომფორტიდან რომელშიც იმყოფება. ბატონო …

„ეს კანონი გინდათ, რომ კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს“ – თამარ კორძაია „ოცნებას“

„სინამდვილეში ეს კანონი გინდათ პრევენციისთვის, რომ მერე ხელისუფლების კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს, ვინც ასე მუშაობს, ისინი ადგნენ და წავიდნენ, რადგან საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანები არ დაირქმევენ აგენტის სახელს არავითარ შემთხვევაში,“ – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა თამარ კორძაიამ. დღეს, 16 აპრილს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ ინიციირებულ რუსულ კანონს განიხილავს. თამარ კორძაიამ რუსული კანონის ავტორებს – „ქართული …

„არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მოსამართლეებს შორის“ – ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

„როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს მის ქვეყანაში შესვლას და ამ დროს პარლამენტის ნებისმიერი წევრი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას, ის იქნება პერსონალურად ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პერსონა,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე ვესაუბრეთ. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის საგამოძიებო …

მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს – კორძაია

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი, 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა და რა სამართლებრივი პროცედურებია გასავლელი კანონპროექტის სრულად ჩაგდებისთვის? ამ საკითხზე „ბათუმელები“ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს თამარ კორძაიას ესაუბრა. კორძაიას თქმით, რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და …

რა შემთხვევაში შეეხება ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული კანონი

რა შემთხვევაში შეეხება რუსული კანონი ემიგრანტებს ან სხვა ფიზიკურ პირებს, თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღებს ღირსების შემლახავ კანონს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ? საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონი ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა და ისეთივე გაგრძელება მიიღო, როგორც რუსეთში, „აგენტის“ სახელით დევნის ობიექტი გახდებიან არა …

რას აკეთებს სუსი, როცა საქართველოდან ყალბ ამბებს ავრცელებენ და მოსკოვს რეაგირებას სთხოვენ

საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ შეტევას – მითს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე. პროპაგანდისტული ომის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიის მითებზე უკვე საქართველოს მოქალაქეები ალაპარაკეს. მაგალითად, „ევრო-აზიური ალიანსის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ კუსიანმა, კრემლის მედიიდან რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა რეაგირება თბილისში მდებარე ლაბორატორიაზე. „თქვენ ხშირად იმეორებთ ოკუპაციას. გეთანხმებით 20 …

„არ დავუთმოთ მომავალი რუს ოლიგარქს“ – კორძაია „ოცნების“ დეპუტატს ეხმიანება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ  თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას, საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ეხმიანება ფეისბუქზე. „გუშინ ეთერში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს მძევლად ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მათი და სახელმწიფოს მომავლით ვაჭრობს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დღეს, მისი მსტოვრები, უკვე …

კაცმა უნდა გაიგოს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანია – კორძაია ქალების მკვლელობაზე

2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. ასევე გაზრდილია ქალთა მკვლელობის მცდელობის ფაქტებიც. ხშირად ქალებს მეუღლეები თუ ყოფილი მეუღლეები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კლავენ. ფემიციდის ორი შემთხვევა გვქონდა სულ ახლახან, მაისში, როცა ქალები დამამძიმებელ გარემოებაში მოკლეს. ქალებს ვერ იცავს სახელმწიფო. 2016 წელს პარლამენტის წევრებმა – თამარ ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ ინიციატივა წარადგინეს, რომელიც კოდექსში ფემიციდის ცალკე მუხლად …

შიში, რომელსაც პრემიერის ხმაში ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია – კორძაია

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. მან ასევე გაიხსენა როგორ გახდა აფხაზეთიდან დევნილი, რაშიც რუსეთს მიუძღვის წვლილი. „მე თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვედით მთებით ფეხით. დღეს ვარ 44 წლის. ამ ხნის მანძილზე მე ისევ მახსოვს გზაზე გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, …

ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს – თამარ კორძაია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოს მომავალ სტრატეგიულ ხედვებზე მსჯელობას ითვალისწინებდა პარლამენტში, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომა ჩაშალეს. უფრო მეტიც, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კარები ჩაუკეტეს ოპოზიციას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის დარბაზში უკრაინის ჰიმნის აჟღერებას გეგმავდნენ. დგანან თუ არა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი სხვადასხვა მხარეს და …

„თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, უნდა მოგათავსონ საავადმყოფოში? – ინტერვიუ 

„თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, უნდა მოათავსონ საავადმყოფოში“, – დღემდე ასე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამბობს სხვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას. რამდენად გვაქვს უფლება, სხვა მოვათავსოთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების წინაშე? – გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ თამარ კორძაიასთან, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი კანონის შემუშავებაზე პირადად მუშაობდა. მეშვიდე …

სააკაშვილზე ძალადობის ჩვენებით ხელისუფლებამ მომხრეების დაკმაყოფილება სცადა – კორძაია 

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა. კადრების თანახმად, სააკაშვილი ძალის გამოყენებით შეჰყავთ დაწესებულებაში. საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ფაქტის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეზე საუბრობს. ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებთ იმას, რაც დღეს გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. რატომ გავრცელა ეს კადრები და დაირღვა თუ არა ამით პატიმრის …

თამარ კორძაია საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა დეპუტატი თამარ კორძაია. ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია. „უარს ვაცხადებ პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე“ – წერს ფეისბუქგვერდზე თამარ კორძაია. პარლამენტის წევრი აქვეყნებს წერილსაც, რომლითაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა: „მიუხედავად ჩემი არაერთი შეფასებისა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი არ ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მიმაჩნდა, რომ შეთანხმების არსებობა  იყო შანსი ქართული …

საკონსტიტუციოში „დეპუტატების მანდატების გაუქმების საქმის“ განხილვა მაისამდე გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მაისამდე გადადო იმ პარლამენტარების საქმის განხილვა, რომლებსაც მანდატების გაუქმებაზე საპარლამენტო უმრავლესობამ უარი უთხრა. არსებითი განხილვა ამ საქმეზე 22 და 23 აპრილს უნდა შემდგარიყო. საქმის განხილვის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსარჩელის – თამარ კორძაიას შუამდგომლობა იყო, მან სასამართლოს გუშინ, 21 აპრილს მიმართა და საქმეში თავის წარმომადგენლად საბა ცაგარეიშვილი ჩართო. საბა ცაგარეიშვილის თქმით, მას არ …

პარლამენტის უარს მანდატის გაუქმებაზე კორძაია საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

„რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელსაც მანდატის გაუქმებაზე უარი უთხრა პარლამენტმა, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და პარლამენტის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს. ის ამ მიზნით სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში. 8 თებერვალს იმავე  მოთხოვნით საკონსტიტუციოს მიმართა ზურაბ ჯაფარიძემაც. თამარ კორძაია პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციული სიით მოხვდა. იმის გამო, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თამარ კორძაიამ და კიდევ …

„კოლეგამ მე-4 ცოლი მოვიყვანეო და წავიდა კაცებში მოწონების ხმები“ – რას ჰყვებიან პარლამენტარები

„ბათუმელების“ რესპონდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა აშკარაა, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ თითქმის ერთნაირი გამოცდილება დაუგროვდათ: მაგალითად, საქმიანი საუბრის გადაფარვა ხმამაღალი ტემბრით ან თითქოსდა ქათინაურით – „რა ლამაზად გამოიყურები“. მათი პოლიტიკური ბრძოლის მაგალითები თითქმის იდენტურია – რთული, დამღლელი, მაგრამ მოტივაციის აღმძვრელი. ქალებმა იციან, რომ მსგავსი მაგალითები ცვლის რეალობას. გუგული მაღრაძე: თავს გიქნევენ, მაგრამ შემდეგ …

ვის არ აწყობს არჩევნების გადადება და როგორ აიყოლეს მათ ექიმები პოლიტიკურ პროექტში

„არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს,“ – განაცხადა 15 ოქტომბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ანტირეკორდებს ხსნის და 15 ოქტომბერს, მაგალითად, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ განიხილავს. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადადებას არც ოპოზიცია ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიის ამ მასშტაბით გავრცელების ფონზე, დღითიდღე …

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – მითი და რეალობა 

მთავრობამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად ოფიციალურად გამოაცხადა. ამისთვის მან რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი განხილვის გარეშე, იმავე დღესვე დაამტკიცა პარლამენტმა. ოპონენტი მხარე აღნიშნავს, რომ მთავრობა-პარლამენტის განმარტება ამ საკითხის გაოფიციალურობაზე – რაშიც წელს 893 340 ლარი დაიხარჯა, სუსტი, არადამაჯერებელი და სასაცილოც კია. როგორია მითი და რეალობა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ და ვინ ვისი მსხვერპლია – მთავრობა, საპატრიარქოსი …

რისი გამოძიება შეუძლია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში გუშინ, 31 მაისს მიიღეს. როგორ მუშაობს საპარლამენტო კომისია და რისი უფლება აქვს მას? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ყოფილ პარლამენტარს, იურისტ თამარ კორძაიას ესაუბრა. იურისტის თქმით, კომისიამ უნდა გამოავლინოს „დამნაშავე საჯარო მოხელეები, დამნაშავეები პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში. ერთი სიტყვით, ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეები, ვინც ხელს …

რატომ აძლიერებს ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს

რადიკალური და ფაშისტური ჯგუფები თუკი აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ, სიძულვილის მაჩვენებელ სტატუსებს აქვეყნებდნენ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ, დღეს ისინი ღიად ესხმიან თავს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების დაცვას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. რამ განაპირობა რადიკალური, ფაშისტური საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება და როგორ უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ დაირღვეს, ხოლო ფაშისტურმა ჯგუფებმა არ ჩათვალონ, რომ …

თამარ კორძაია ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელზე: ხელისუფლება გზებს არ უკეტავს ქურდებს

ქურდობის მაჩვენებელი იზრდება, მცირდება – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები 65 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, წელს აჭარაში, პირველ სამ თვეში, ქურდობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. რა უწყობს ხელს ქურდობის ფაქტების ზრდას და რა ჩანს ჩინოვნიკების კომენტარებიდან, როცა ისინი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ? – „ბათუმელები“  „რესპუბლიკური პარტიის“ …

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

„სახელმწიფომ არც უნდა წაახალისოს და არც ხელი შეუშალოს რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ნეიტრალობა არის სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ასპექტი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მოქალაქეები: თამარ კორძაია, ეკა აღდგომელაშვილის, ლია ღვინიანიძის და სხვები საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წელს კიდევ ერთხელ …

Exit mobile version