„ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ“ – ბრიტანეთის ახალი პრემიერი ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ენდი ბერნემი 27 ივლისს, პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს იყო დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის პირველი ოფიციალური შეხვედრა, რასაც ბერნემმა ხაზი გაუსვა შეხვედრისას. „ვოლოდიმირ, თქვენ ხართ პირველი [უცხოელი] ლიდერი, რომელსაც პირადად ვიღებ თანამდებობის დაკავების შემდეგ და ეს შემთხვევითი არ არის. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია: ჩვენ 100%-ით უკრაინასთან ვართ, …

რატომ არის საშიში „ოცნებისთვის“ ბრიტანეთის სანქციები – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს“, – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიების დასანქცირებაზე ვესაუბრეთ – რა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა დიდი ბრიტანეთის სანქციები? „ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც …

დიდ ბრიტანეთში აიკრძალა არაჯანსაღი საკვების რეკლამირება ონლაინ სივრცეში

დიდ ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს არაჯანსაღი საკვების ონლაინ რეკლამას და ზღუდავს ასეთი საკვების სატელევიზიო რეკლამას. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე 5 იანვარს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი რეგულაციებით, ბავშვები დაცულნი იქნებიან არაჯანსაღი საკვების რეკლამების ზემოქმედებისგან. ახალი რეგულაციების თანახმად, ნაკლებად ჯანსაღი საკვების რეკლამების ჩვენება სრულად აიკრძალება ონლაინ, ხოლო ბრიტანულ …

„შეწყვიტეთ თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ – ბრიტანეთის საელჩო არასამთავრობოების დაყადაღებაზე

დღეს, 29 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას გამოეხმაურა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საელჩო მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გააუქმოს რესპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი …

„არ არსებობს არანაირი დიფ სთეითი“ – ინტერვიუ ბრიტანეთის ელჩთან

„დასავლეთის მთავრობებს არანაირი “დიფ სთეითი” არ აკონტროლებს. ის უბრალოდ არ არსებობს,” – ასე პასუხობს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი, “ქართული ოცნების” ნარატივს, რომლითაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას და მათი რეკომენდაციების იგნორირებას ცდილობს. 30 ივლისს, მზია ამაღლობელის საქმის დასკვნით სასამართლო სხდომამდე ორი დღით ადრე, ბრიტანეთის ელჩმა მოინახულა „ბათუმელების“ რედაქცია – დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია, რომელიც …

დიდი ბრიტანეთის საელჩო – „სამწუხაროდ, „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას“

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში წერს, რომ „ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც. საელჩო წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების დარღვევას. „ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ …

„ეს „ოცნებისთვის“ ცუდი ნიშანია“ – რას ნიშნავს ლონდონში საქართველოს რწმუნებულის დაბარება

„ეს უფრო ჰგავს „ოცნების“ პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარს. ამ შემთხვევამდე ორი-სამი თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო, სადაც იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, იქნებ ერთად მაინც მოვხვდეთ სადმე და ფოტო გადავიღოთო, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკა უცვლელია… „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ლეგიტიმაცია, მათ შორის, ბრიტანეთში,“ – მიიჩნევს კემბრიჯის უნივერსიტეტის ქართველი მკვლევარი, დავით ჯინჭარაძე. დავით ჯინჭარაძეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს …

ბრიტანეთის საელჩოს განცხადება „ოცნების“ 4 მაღალჩინოსნის მიმართ დაწესებული საქნციებზე

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსნის დაასანქცირებაზე ინფორმაცია დღეს გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა ბრტანეთის საელჩომ საქართველოში: „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 …

დიდმა ბრიტანეთმა „ოცნების“ მთავარი პროკურორი და კიდევ 3 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა. ესენი არიან: შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე) მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე) კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი) გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი) საუბარია ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებზე. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ზემოხსენებულმა პირებმა დაუშვეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები.

რა იცვლება ევროპაში საფრანგეთის და ბრიტანეთის არჩევნების შემდეგ – რას წერს გერმანული მედია

ამჟამად ევროპაში ძლიერი პოლიტიკური ძვრებია, რაც გასულ კვირას ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არჩევნების უკავშირდება. გასული კვირა იყო წარმატებული ევროპისთვის და ამასთან წარუმატებელიც. დაახლოებით ამ შინაარსის სტატიები ქვეყნდება გერმანულ მედიაში ბრიტანეთის და საფრანგეთის არჩევნების შემდეგ. მედიების შეფასებით, ძლიერი და სტაბილური მთავრობა ეყოლება დიდ ბრიტანეთს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელსაც სურს ევროკავშირთან ურთიერთობის …

„საქართველოს ხელში უჭირავს ყველა ბერკეტი“ – ბრიტანეთის ელჩი ნატოს წევრობაზე

„…ყველა განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს, რომ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა დაგმო ეს უმძიმესი ფაქტი. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ რუსეთი და რუსული ძალები ყველა ამ განცხადებაში ნახსენები იყო იმიტომ, რომ ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მათი [რუსეთი] საქმიანობის შედეგი,“ – გვითხრა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში. „ბათუმელების“ ელჩის შეფასებით დაინტერესდა: რამდენად ადეკვატური იყო …

უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში ჩავიდნენ და Challenger 2-თან მუშაობას ისწავლიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები დიდ ბრიტანეთში ამჯერად იმისთვის ჩავიდნენ, რომ Challenger 2-ის ტანკების მართვა ისწავლონ. სწორედ წელს, იანვარში, გადაწყვიტა ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას Challenger 2-ის ტანკები გადასცეს. დღეს, 29 იანვარს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი ტანკისტები უკვე დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად მომზადებას იწყებენ. „დიდი ბრიტანეთი, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, უკრაინას გადასცემს …

ბრიტანეთის ელჩი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, დეოლიგარქიზაციასა და გვარამიაზე – ინტერვიუ

„…ბრიტანეთშიც რუსეთის უამრავი მოქალაქე შემოდიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და რუსეთი შენი მეზობელია, ეს სულ სხვა მასშტაბია და საქმეც სხვაგვარადაა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში,“ –  გვიპასუხა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, როცა მას ვკითხეთ: რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ოკუპირებული საქართველოსთვის რუსეთის ამდენი მოქალაქის შემოსვლა? „ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპის მაგალითზე, რომ რუსეთი ყოველთვის …

ბრიტანეთი უკრაინელი მოქალაქე-ჯარისკაცების წვრთნის პროგრამას აფართოებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას აფართოებს. პროგრამა ათიათასობით სამხედროს სწავლებას გაითვალისწინებს, ხოლო სამხედრო კურსის დრო სამიდან ხუთ კვირამდე გაიზრდება – ინფორმაცის Sky News-ი ავრცელებს. ძირითადი კურსი, რომელსაც ბრიტანეთი სთავაზობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ქვეითი ჯარის მომზადებაა, იმ მოქალაქეების ჯარისკაცებად გარდაქმნა, ვინც ბრძოლა გადაწყვიტა – იარაღთან მოპყრობა, პირველი დახმარება ბრძოლის ველზე, შენიღბვა და პატრულირების ტექნიკა. დამატებითი …

G20-ის მაგიდასთან პუტინის ადგილი არ არის – ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი

G 20-ის ლიდერებმა არ უნდა დაუშვან პუტინი საკუთარ შეხვედრებზე. ვიდრე უკრაინაში ომია, მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტის ადგილი არ არის – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი რიში სუნაკი და მოკავშირეებს მოუწოდებს, არ აწარმოონ მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში. „ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს აქვთ კოლექტიური პასუხისმგებლობა, შეაფასონ პუტინის ამაზრზენი საქციელი. ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ბავშვებს საკუთარ საწოლებში კლავენ, …

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო ხომალდებს აძლევს – უკრაინის ელჩი

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს ინფორმაციით, ლონდონმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ორი სამხედრო ხომალდის გადაცემის შესახებ. ელჩის თქმით, ერთ-ერთ მათგანზე უკვე გადიან მომზადებას უკრაინელი სამხედროები. „ისინი მართავენ ხომალდს, იარაღს. ასეთი ხომალდი რამდენიმე იქნება“, – ამბობს ვადიმ პრისტაიკო. ელჩი დასძენს, რომ უკრაინას ახლა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სჭირდება. „ორი – ეს საწყისი ციფრია, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ. ეს არის …

ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა Stormer-ები, რომლებიც თვითმფრინავებს ანადგურებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას 50 ათას საარტილერიო ჭურვსა და ასობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემას გადასცემს. სამხედრო დახმარების ჩამონათვალში შედის: 20-ზე მეტი 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა M109; 36 ერთეული 105 მმ-იანი ჰაუბიცა L119; 1600-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა; 50 000-ზე მეტი ჭურვი, რომლებსაც უკრაინის საბჭოთა ეპოქის საარტილერიო …

10 000 უკრაინელი სამხედრო დიდ ბრიტანეთში გაივლის წვრთნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლთა პირველი ჯგუფი  ჩავიდა დიდ ბრიტანეთში სპეციალური მომზადების გასავლელად.  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. სამხედრო დახმარების გაწევის ფარგლებში სასწავლო პროგრამას 10 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის. წვრთნები ერთდროულად რამდენიმე სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. „უკრაინელი ჯარისკაცები გაივლიან კურსებს დიდ ბრიტანეთში მიღებული საბაზისო სამხედრო წვრთნის საფუძველზე. ეს მოიცავს იარაღის მართვას, პირველად დახმარებას …

რუსეთმა უკრაინასთან ომი უკვე წააგო სტრატეგიულად – ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი

ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი, ადმირალი ტონი რადაკინი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადა, NATO კი ფინეთითა და შვედეთით ძლიერდება, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე სტრატეგიულად წააგო. „ეს იყო უდიდესი შეცდომა რუსეთის მხრიდან. რუსეთი ვერასოდეს დაიქვემდებარებს უკრაინას,“ – ამბობს ადმირალი BBC-სთან კომენტარში. რადაკინის აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უახლოეს კვირებში, ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიოს, …

დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო ალინა კაბაევას და პუტინის ოჯახის წევრებს | BBC

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ალინა კაბაევას, რუსეთის პრეზიდენტის არაოფიციალურ ცოლს, რომელთანაც, მედიის ცნობით, პუტინს 2 ვაჟი ჰყავს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ასევე, სანქციები შეეხო კაბაევას ბებიას, ანა ზაცეპილინას; პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა ოჩერეტნაიას; პუტინის ბიძაშვილებს, იგორ და რომან პუტინებს და მის კიდევ ერთ ნათესავს – მიხეილ პუტინს. სანქციები შეეხება ასევე პუტინის უფროს შვილებს ყოფილი ქორწინებიდან …

რა შეუძლია Stormer-ს, რომელსაც ბრიტანეთი უგზავნის უკრაინას

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში,“ – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ბრიტანული Brimstone-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესახებ. ბრიტანული რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის უმაღლეს რადაში ონლაინგამოსვლის დროს განაცხადა. 3 მაისს ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სამხედრო დახმარება მოიცავს Brimstone-ის რაკეტებსა და Stormer-ის საზენიტო სისტემებს ჯავშანტექნიკასთან ერთად, რაც უკრაინას დაეხმარება …

„მიღებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა“ – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

„მიღებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა, დაძაბული ბრძოლები გრძელდება იზიუმის სამხრეთით, რუსეთის ძალები ცდილობენ, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წაიწიონ წინ სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“, – ამის შესახებ წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე. უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების 26 აპრილის განახლებას აქვეყნებს. „რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის მყარად გამაგრებული პოზიციები ქვეყნის აღმოსავლეთში“. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის …

UK-მა რუსეთის დუმის 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ქვეყანამ სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის იმ 386 დეპუტატს, რომლებმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – ლუჰანსკისა და დონეცკის აღიარებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს. გაერთიანებული სამეფო დუმის აღნიშნულ დეპუტატებს უკრძალავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას – დაუბლოკავს აქტივებსა და აუკრძალავს საქმიანობას მათ, ვინც ხმა მისცა ლუჰანსკის …

დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ყველა მოქალაქე საქართველოში 12-დღიან კარანტინს გაივლის

ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე მიიღო. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით …

ოქტომბერში შესაძლოა დღეში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს დიდ ბრიტანეთში – მედია

კორონავირუსის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორჯერ იზრდება – განაცხადა ქვეყნის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა. მისი თქმით, თუ ეს მაჩვენებელი უცვლელად გააგრძელებს ზრდას, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება დღეში 50 000 ახალი შემთხვევა, რამაც ნოემბრისთვის „შეიძლება მიგვიყვანოს 200 გარდაცვალებამდე დღიურად“, – თქვა ვალენსმა დღეს, 21 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე ლონდონში. „თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ვირუსი …

ბრიტანეთმა შესაძლოა 20-მილიონიანი სახლები ჩამოართვას აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლს

ლონდონში დასრულდა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ცოლის, ზამირა გაჯიევას საქმის განხილვა, – წერს BBC. ეს საქმე განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა ამას მოჰყვეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები იმ პირების ქონების წარმომავლობის შესწავლა, რომელთა სიმდიდრის წყაროც დაუდგენელია. ზამირა გაჯიევას ქმარი, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაჰანგარ გაჯიევი 2016 წელს ბაქოს სასამართლომ გაასამართლა თაღლითობის, გაფლანგვისა და თანხის …

Exit mobile version