შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ. გასაჩივრებული ტენდერი 16,2 მილიონი ლარითაა გამოცხადებული და მწვანე კონცხის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი ჭყონიას კომპანიაც. „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი არის „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, …
Tag Archives: დავების საბჭო
„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის
მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყლის სისტემის მოსაწყობად გამოცხადებულ 16-მილიონიან ტენდერში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“ უჩივიან. მომჩივანი კომპანია „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანიაა, რომელიც „ბათუმის წყალს“ მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს. ტენდერი „ბათუმის წყალმა“ …
Continue reading “„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის”
რატომ ვერ იწყებს ბათუმის მერია 99 ლიფტის შეცვლას – დავა 8 მილიონისთვის
ბათუმის მერიის სამმართველოს ჯერ 59, ამჯერად კი 99 ლიფტის შესაცვლელად გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. საჩივრებისა და დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 59 ლიფტის შეცვლაზე ტენდერები [5 მილიონი ლარით] გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ვერ შედგა – ეს ტენდერები სამმართველომ შეწყვიტა. მოგვიანებით მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 59 ლიფტს 40 დაამატა და უკვე 99 ლიფტის შეცვლაზე …
Continue reading “რატომ ვერ იწყებს ბათუმის მერია 99 ლიფტის შეცვლას – დავა 8 მილიონისთვის”
მეწყრული ფერდის გამაგრება რიკოთზე დროში გაიწელება – დავა 63 მილიონიანი ტენდერის გამო
რიკოთის უღელტეხილზე, ავტომაგისტრალის მიმდებარედ, პოტენციური მეწყრული ფერდის გამაგრებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიას დავების საბჭოში უჩივიან. „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი გზების დეპარტამენტს 63 908 792 ლარით აქვს გამოცხადებული. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა შპს „ენერგონის“, რომელიც დეპარტამენტს მომსახურებას 58 786 …
1.1 მილიონი წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე – ქედის მერიას ტენდერში უჩივიან
ქედის მერიის სატენდერო კომისიას 1,1-მილიონიანი ტენდერის გამო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. ტენდერი სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზეა გამოცხადებული. მომჩივანი კომპანია „მშენებელი 2017“ აცხადებს, რომ „შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხის განხილვისას ზედაპირულად გაეცნო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, გამოიტანა შეუსაბამოდ მკაცრი გადაწყვეტილება და ჩააყენა პრეტენდენტი არათანაბარ და გამოუვალ მდგომარეობაში.“ „მშენებელი 2017“-ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა. …
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოც უჩივიან
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მის წინააღმდეგ დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების გამო შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დეპარტამენტმა შეამცირა და ახალი ტენდერი 6 მილიონ 790 ათასი ლარითა გამოაცხადა. ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა, თუმცა დეპარტამენტს ამ ტენდერის გამოც უჩივლეს. სატენდერო კომისიის …
დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 5 264 551 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა სამმართველოს უკვე ორი კომპანია უჩივის დავების საბჭოში. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმი სიტი XXI“, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, აცხადებს, რომ მათ წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები …
Continue reading “დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად”
ქობულეთში პლაჟის ხარჯზე გზის გაფართოებას ითხოვენ – მერიამ 11-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა
ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ ზღვისპირა პარკის მოწყობაზე გამოცხადებული 10,9-მილიონიანი ტენდერი „მოქალაქეების კოლექტიური განცხადების“ საფუძველზე შეწყვიტა. ამ განცხადებას ხელს ქობულეთის ზღვისპირა ზოლში მცხოვრები 24 მოქალაქე აწერს და ისინი არსებული „ვიწრო გზის“ გაფართოებას ითხოვენ პლაჟის ხარჯზე. „დავით აღმაშენებლის გამზირი №325-375-ში მცხოვრებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია ჩვენი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, რომლითაც მხოლოდ არსებული 4,5-5 მეტრი …
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე ტენდერი დეპარტამენტმა შეწყვიტა
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტამდე დეპარტამენტის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენჯერმე გაასაჩივრეს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში: დეპარტამენტს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად – 6 790 000 ლარად, გერმანული შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სთავაზობდა. თუმცა კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა. კომპანიამ …
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება აუცილებელია – ვინ დაასაბუთებს?
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის საჩივარი დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დავის გამო შეჩერებული სატენდერო პროცედურები განახლდა, თუმცა, დამატებითი დრო ამჯერად გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის აპარატმა ითხოვა. ოქმში აღნიშნულია, რომ მეორე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად კომისიის აპარატს დამატებით 5 სამუშაო დღე სჭირდება. …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება აუცილებელია – ვინ დაასაბუთებს? “
ქობულეთის მერიის მოთხოვნა „ზღუდავს კონკურენტულ გარემოს“ – დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის
ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ, რომლის წევრები მერი და მისი მოადგილეებიც არიან, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებაზე, ზღუდავდა კონკურენტულ გარემოს. შემდეგ ისიც აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული კომპანია კომისიამ ისე გამოავლინა, თავისივე დადგენილი მოთხოვნაც არ გაითვალისწინა. ტენდერი 6 298 000 ლარით …
დავა ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად გადაკეთების პროექტზე – ტენდერი 10,5 მილიონით
საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. ქობულეთის 2-ზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია. შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ დავების საბჭოში გაგზავნილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი …
ბათუმში დაწესებულებების სანიტარული შემოწმების ტენდერის გამო მერიას უჩივიან
ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო ქალაქის მერიას დავების საბჭოში უჩივლეს. ტენდერი 104 ათას 996 ლარითაა გამოცხადებული და პირობის მიხედვით, დაწესებულებების მონიტორინგი 2023 წელში უნდა ჩატარდეს. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შპს „მეგატესტი“ კი ითხოვს „გაუქმდეს სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ჩანაწერი“, რომელიც პრეტენდენტის გამოცდილებას შეეხება. მიმდინარე ტენდერში მონაწილეობს „ლაბორატორიული …
Continue reading “ბათუმში დაწესებულებების სანიტარული შემოწმების ტენდერის გამო მერიას უჩივიან”
532 მილიონი ლარი 4 820 დევნილი ოჯახის ბინებისთვის – ტენდერის გამო სააგენტოს უჩივიან
იძულებით გადაადგილებული 4 820 ოჯახისთვის ბინების მშენებლობაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა, სადაც სავარაუდო/სატენდერო ღირებულება, ჯამში, ნახევარ მილიარდზე მეტი ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ტენდერის პირობა – პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ – დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფმა“. კერძოდ, …
დავა რესპუბლიკურის კოვიდპაციენტების კვებაზე გამოცხადებული ტენდერისთვის
ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების სამჯერადი კვების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პრეისკურანტით 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთმა პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭოს გადაწყვეტილებამდე კი, საავადმყოფომ, თებერვლის თვის ჩათვლით პაციენტების კვების მომსახურებაზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 30 ათასი ლარია. რაც შეეხება გასაჩივრებულ ტენდერს, 2022 წლის განმავლობაში პაციენტების სამჯერადი კვების მომსახურებაში რესპუბლიკური საავადმყოფო ხელშეკრულების …
Continue reading “დავა რესპუბლიკურის კოვიდპაციენტების კვებაზე გამოცხადებული ტენდერისთვის”
„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისია დაეთანხმა დავების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კომისიის წინააღმდეგ ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. საკონკურსო კომისიამ ამხანაგობა „მეგაპოლისს“ ამ კონკურსში დისკვალიფიკაცია მისცა. სამინისტროს საკონკურსო კომისიამ უკვე გააუქმა მის მიერ ადრე მიღებული ოქმი და კონკურსში …
Continue reading “„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს”
რა შენიშვნა მისცეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოცნების ქალაქის კონკურსზე
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიას დაავალა გააუქმოს მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების დოკუმენტების შერჩევა-შეფასება განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში …
Continue reading “რა შენიშვნა მისცეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოცნების ქალაქის კონკურსზე”
პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის პირობას სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომპანია საჩივარში აღნიშნავს, რომ ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული გარანტიის მოთხოვნა არის „საბანკო სექტორის მონიპოლიზაცია, სადაზღვევო კომპანიებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ზღუდავს მათთვის კანონით მინიჭებული გარანტიების გაცემის უფლებას და ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელება ძალიან მძიმე ფინანსური რისკის წინაშე აყენებს სადაზღვევო ორგანიზაციებს“. საქართველოს პროკურატურამ …
Continue reading “პროკურატურას დისკრიმინაციისთვის უჩივიან – საჩივარს დავების საბჭო განიხილავს”
დავების საბჭო მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან
სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავის მხარეებს მიმართავს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო მხარეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან – გაუფრთხილდნენ როგორც …
ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს”
ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს
ბათუმში, თევზის ბაზრის უკან [„მელკი მორიასთან“] მდებარე შენობებს, რომლებიც ადრე „საქნაპირდაცვას“ ეკუთვნოდა, დაანგრევენ და ნაცვლად ახალ სამსართულიან შენობას ააშენებენ. 834 კვ/მ ტერიტორია, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, ბაქოს ქუჩაზე ზღვის პირას მდებარეობს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ეს ქონება [მიწა და შენობები] გარემოს ეროვნულ სააგენტოზე უზუფრუქტითაა გადაცემული. ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს Modern …
Continue reading “ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს”
პეტრას ციხეზე გამოცხადებული ტენდერის გამო სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს
კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს დაავალოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს „შეიტანოს ცვლილება და სატენდერო დოკუმენტაცია ჩამოაყალიბოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად“. კომპანია აცხადებს, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის მოთხოვნა, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, არის არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული. დავის საგანია პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1,75 მილიონი ლარია. ამ თემაზე: რა იგეგმება …
Continue reading “პეტრას ციხეზე გამოცხადებული ტენდერის გამო სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს”
რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი
სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი. წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს. ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ …
Continue reading “რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი”
გზების დეპარტამენტს ადგილობრივი კომპანიების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ – ქუთაისის შემოვლითი გზა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერების გამო ოთხი კომპანია დავების საბჭოში უჩივის. კომპანიები აცხადებენ, რომ დეპარტამენტის სატენდერო პირობები ადგილობრივი კომპანიებისთვის დისკრიმინაციულია, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და უცხოურ კომპანიებზეა მორგებული. დეპარტამენტის მიერ „სატენდერო პირობების განსაზღვრისას თავდაყირაა დაყენებული სახელმწიფო შესყიდვების, როგორც უმნიშვნელოვანესი მმართველობითი საქმიანობის პროცედურის არსი და მიზანი, ასევე კონკურენციის შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნა …
რატომ არ იწყება ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში – დავა ექვსმილიონიანი ტენდერისთვის
აქვს თუ არა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება? – მხოლოდ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის შემთხვევაში გადაწყდება 6-მილიონიანი ტენდერის ბედი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, „ჭაობის დასახლებაში“ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სახელმწიფო უწყებებში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ტენდერის პროცედურა კი მეოთხე თვეა გრძელდება. ტენდერის მოსაგებად ამ ეტაპზე ორი კომპანია – „დაგი“ და …
4,4 მილიონი ლარი 60 პიკაპისთვის – შს სამინისტროს დავების საბჭოში უჩივიან
შსს-მ „უსაფუძვლოდ შეზღუდა ყველა იმ მეწარმე სუბიექტის კანონიერი უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელს, მაგრამ აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ჯეროვნად, დროულად და მაღალი ხარისხით გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება“ – აღნიშნულია „თეგეტა მოტორსის“ საჩივარში. კომპანიამ საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს იმ ტენდერის პირობების გამო მიმართა, რომლითაც შსს 60 …
Continue reading “4,4 მილიონი ლარი 60 პიკაპისთვის – შს სამინისტროს დავების საბჭოში უჩივიან”
ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოწყობა გადაიდო – დავა 3-მილიონიანი ტენდერისთვის
ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის პროცედურები შეჩერდა. მიზეზი ისაა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას ტენდერში მონაწილე კომპანიამ დავების საბჭოში უჩივლა. შესაბამისად, კომისია ვალდებულია შეაჩეროს პროცედურები და იმის მიხედვით განაახლოს, რა გადაწყვეტილებასაც დავების საბჭო მიიღებს. პარკის მოსაწყობად სატენდერო თანხა 3 11 440 ლარია. მუნიციპალიტეტს შპს „მონოლითი-2005“ ედავება, რომელმაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 2 …
Continue reading “ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოწყობა გადაიდო – დავა 3-მილიონიანი ტენდერისთვის”
დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში
ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა. სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; …
Continue reading “დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში”
ბათუმის მერიას დავების საბჭოში უჩივიან – 438 ათასი ლარი ჭკვიანი კამერებისთვის
ბათუმის მერიას, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „იუჯითი“ დავების საბჭოში უჩივის. სატენდერო თანხა 438 233 ლარია, ტენდერში მონაწილე „დელტა კონსალტინგი“ კი მერიას შესაბამის მომსახურებას 399 129 ლარად სთავაზობს. მერიის სატენდერო კომისიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სწორედ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი „იუჯითისთვის“, ეჩივლა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში. „იუჯითის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ „დელტა …
Continue reading “ბათუმის მერიას დავების საბჭოში უჩივიან – 438 ათასი ლარი ჭკვიანი კამერებისთვის”
ბათუმის მერიას 200-ათასიან ტენდერში უჩივიან – ქუჩების რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში
გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, შპს „ნიუ სთაილ“-მა დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ის ბათუმის მერიას შესაბამის მომსახურებას 723 ლარით ნაკლებად სთავაზობდა, ვიდრე მეორე პრეტენდენტი – შპს „ბონდი-2009“, რომელსაც მერია დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს. „ნიუ სთაილი“ აცხადებს, რომ მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც …
„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“, ერთმილიონიანი ტენდერის გამო, დავების საბჭოში უკვე ხუთჯერ უჩივლეს. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ „ბათუმის წყალი“ აფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივლებს. ტენდერი „ბათუმის წყლის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეა გამოცხადებული და …
Continue reading “„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები”
„გერმანელი ყასაბი 2010“ შსს-ს უჩივის, სამინისტრო 38 ტონა სოსისს ყიდულობს
38 ტონა სოსისის შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 2018 წლის იანვარში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 228 ათასი ლარია. ანუ, ერთ კილოგრამ სოსისში სამინისტრო მაქსიმუმ 6 ლარის გადახდას აპირებს. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს „ივერიამ“ და შპს „გერმანელი ყასაბი 2010-მა“. სამინისტროს მოთხოვნილი რაოდენობის სოსისის მიწოდებას „ივერია“ იმ თანხაში სთავაზობს, რაც სამინისტროს აქვს გამოყოფილი ანუ …
Continue reading ” „გერმანელი ყასაბი 2010“ შსს-ს უჩივის, სამინისტრო 38 ტონა სოსისს ყიდულობს”
კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციას მეორე წელია ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოებზე მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი კომისიამ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები დროში გაიწელა და სამუშაოების ჩატარება სეზონის გახსნემდე ვერ მოესწრებოდა. მიზეზად სატენდერო კომისია იმ დავებს ასახელებს, რაც ამ ტენდერის გამო დავების საბჭოში გაგრძელდა. …
Continue reading “კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს”
4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის
„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში. კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის …
Continue reading “4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის”