„შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები, მათ შორის, იმ შვილთან, ვის გაჩენასაც ველოდებოდი აგვისტოს ომის დროს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი, რომელიც ომის ვეტერანია, სამი შვილის დედაა და დღე-დღეზე საკუთარი ბინიდან გამოსახლებას ელის. მაია კაკიაშვილი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 2015 წელს სესხად აიღო მევახშისგან 5 ათასი დოლარი. დავალიანება წლების განმავლობაში 80 ათას დოლარამდე ავიდა. …
Tag Archives: გამოსახლება
„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან
„ბინიდან გამომიყარეს ჩემი ნივთები და კარს ბოქლომი დაადეს. სადაა სამართალი? პოლიცია მეუბნება, უკან თუ შეხვალ, დაგაკავებთო, ღია ცის ქვეშ დავრჩი მარტო“ – ამბობს მოქალაქე გულნაზ ფერაძე. ის შშმ ქალია, სოციალურად დაუცველი და ბოლო წელიწადნახევარია ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარაკულ ნაგებობაში ცხოვრობს. პირი, რომელიც ამბობს, რომ ბარაკის მესაკუთრეა, შშმ ქალის ბინაში შეიჭრა და იქედან მფლობელის ნივთები …
Continue reading “„პოლიციელების თვალწინ გამომასახლეს უკანონოდ“ – შშმ ქალი ბათუმიდან”
სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქალები ქვეყნიდან არ გადაიხვეწონ სამუდამოდ – აქცია თბილისში
„საცხოვრებელი სტუდენტებს“, „საცხოვრებელი ყველას“, „არა გამოსახლებებს“ – ამ სლოგანებით მიმდინარეობს აქცია დღეს, 4 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. დაგეგმილია მსვლელობაც. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „ხმა“. „გამოსახლების პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და ყველას სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ქალები არ გადაიხვეწონ სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი. გამოსახლების შეჩერება და თავზე ჭერი გვჭირდება იმისთვის, …
როგორ დავიბრუნოთ გაქირავებული ბინა მარტივად? – ინტერვიუ კანონში ცვლილებაზე
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის დაკვირვებით, გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა პრობლემური. იურისტის თქმით, მას არაერთი მოქალაქე აკითხავს შეკითხვით: როგორ დაიბრუნოს ბინა, რომელიც გააქირავა? გამოსახლებისთვის სასამართლო პროცესი აღარ იქნება საჭირო – ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა უკვე დააანონსა, თუმცა კანონპროექტი ჯერ არ არსებობს. რა მოხდება ამ შემთხვევაში, როცა მოსამართლე გამოსახლების საქმეებს …
Continue reading “როგორ დავიბრუნოთ გაქირავებული ბინა მარტივად? – ინტერვიუ კანონში ცვლილებაზე”
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 47 710-ით და არის – 3 736 357 [მათგან კაცი – 1 793 820, ხოლო ქალი – 1 942 537]. მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. 2022 წლის იანვრის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 688 647 იყო. იმავე სტატისტიკის …
Continue reading “საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გაიზარდა”
აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა
დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დააკავა. აღსრულების პოლიცია ოჯახს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა. „ვის აკავებთ თქვენ“, – ისმის ვიდეოში თამაზ ბაკურიძის სიტყვები, რა დროსაც მისი ტელეფონი ითიშება. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. გამოსახლების პროცესი დროებით …
Continue reading “აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა”
რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას ვერ იბრუნებ, მაგრამ წერილობითი კონტრაქტი გაქვს – ინტერვიუ
რა იცვლება მაშინ, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებთ, მაგრამ წერილობით გაქვთ ხელშეკრულება? – იურისტს გიორგი ხიმშიაშვილს ვესაუბრეთ წერილობითი ხელშეკრულების უპირატესობაზე ზეპირ შეთანხმებასთან შედარებით, რაც პრაქტიკაში ხშირი შემთხვევაა. გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა პრობლემა, როცა გამოსახლების პროცესში პოლიცია აღარ მონაწილეობს და საკუთრების დასაბრუნებლად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. მართალია, კანონით სასამართლომ გამოსახლების საქმე 1 …
რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან
საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში წასვლა? – რამდენიმე ვერსია გააქტიურდა სოციალურ ქსელში პრობლემაზე, როცა ადამიანები საკუთარ, მაგრამ გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა, როცა გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. მართალია, კანონით სასამართლომ ამ კატეგორიის საქმე ერთ თვეში უნდა განიხილოს, თუმცა იურისტებს ასე მოკლე დროში დასრულებული სასამართლო პროცესი არ ახსოვთ. …
„ბინა 4 წლის წინ გავაქირავე და ვეღარ ვიბრუნებ“ – დავა გამოსახლებაზე
„ბინა გავაქირავე 4 წლის წინ და ვეღარ ვიბრუნებ, ჩემს ბინაში საერთოდ ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს ბათუმელი ქეთევან ძაგანია. მან გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ქეთევან ძაგანია გვიყვება, რომ საკუთარი ბინა ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, ინგა შ.-ს მიაქირავა. პრობლემები კი, პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. „ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, შემეცოდა და 250 ლარად მივაქირავე, თან …
Continue reading “„ბინა 4 წლის წინ გავაქირავე და ვეღარ ვიბრუნებ“ – დავა გამოსახლებაზე”
83 წლის კაცს გამოსახლება ელის – „20 წელია აქ ვცხოვრობ, მიწა არასწორად გაყიდეს“
„…გამოსახლებას მიპირებენ, არადა, უკვე 20 წელია აქ ვცხოვრობ. ვის არ მივმართე და მივწერე, მაგრამ პასუხსაც კი არ მცემენ,“ – ამბობს 83 წლის ოთარ ჯაიანი. ის თამარის დასახლებაში თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ჯაიანის სახლი წლების წინ კომპანია GEOFIBRE-ს მიჰყიდა. კომპანია მოქალაქის გამოსახლებას სასამართლოში ითხოვს. იურისტების განმარტებით, მოქალაქეს კანონით წლების წინ …
Continue reading “83 წლის კაცს გამოსახლება ელის – „20 წელია აქ ვცხოვრობ, მიწა არასწორად გაყიდეს“”
ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს
ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციას თვითნებურად შესახლებულები მართავენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ. „ჩვენ მე-8 წელია სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში ვცხოვრობთ, უსახლკარო ვიყავით. ახლა შენობა აუქციონზე გაყიდეს და საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ იყიდა. ის ასევე ქობულეთის ბაზრის დირექტორია. მალხაზ რომანაძეს უთქვამს, არჩევნებამდე ვადროვებ და მერე გამოვყრი ყველასო…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა …
Continue reading “ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს”
„ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ
„..თუ არ მეკუთვნოდა, ამდენი წელი რატომ მაცხოვრეს? სად იყო სახელმწიფო მაშინ, როცა აქ ბოსელი მქონდა, მერე სახლად მოვაწყვე და 11 წელია ვცხოვრობ? ახლა სად წავიდე, როცა მე და ჩემი ქმარიც პენსიონერები ვართ?“ – კითხულობს ბათუმში, ინასარიძის 11-ში მცხოვრები ვარდო აბაშიძე. ის დღე-დღეზე გამოსახლებას ელის. აღსრულების ბიუროს ოფიციალური წერილის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა უკვე გავიდა. ვარდო და …
Continue reading “„ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ “
ქობულეთში ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს
ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით გადაკეტა. ისინი აღმაშენებლის 546-ში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „ისევ შეხლა-შემოხლაა. ქუჩის გადაკეტვა მას შემდეგ შეწყდა, როცა აქ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში კობა ნაკაიძე მოვიდა. მევახშეს, ვისი ვალიც აქვს ოჯახს, შეხვედრა არ სურს. ოჯახი ითხოვს ვალის გადავადებას,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ. …
Continue reading “ქობულეთში ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს”
ბანკი ფსიქიკურად დაავადებულის გამოსახლებას ბათუმში 10 თებერვალს აპირებს
„ფსიქიკურად დაავადებული პირის სახლიდან გამოსახლების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაავალა. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, გამოსახლების ბოლო თარიღი კი 10 თებერვალია. გაფრთხილების წერილი აღსრულების ბიუროდან უკვე ჩაჰბარდა ფსიქიკურად დაავადებული პირის ოჯახს. ლევან გოგიტიძე ბათუმში ცხოვრობს. მას 1998 წლიდან სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბოლო 21 წელია ლევანი …
Continue reading “ბანკი ფსიქიკურად დაავადებულის გამოსახლებას ბათუმში 10 თებერვალს აპირებს “
ბანკი ფსიქიკურად დაავადებულს სახლიდან ასახლებს – როგორ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება
„გუშინაც დამირეკეს, სახლის დაცლას მთხოვენ, თუ არადა, იძულებით გამოგასახლებთო, ოფიციალურად წერილები უკვე ჩამბარდა,“ – გვიყვება ხათუნა იმერლიშვილი და ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში შევყავართ. ამ ოჯახში აღსრულების პოლიციას დღე-დღეზე ელიან. სადავო სახლის მესაკუთრე 2016 წლიდან „საქართველოს ბანკია“. ეს ქონება ლევან გოგიტიძის იყო, რომელმაც 2007 წელს ბანკში იპოთეკით დატვირთა. ლევან გოგიტიძის ყოფილმა ცოლმა და …
ბოლო 7 წელში საკუთარი სახლიდან 2 971 ოჯახი გამოასახლეს იძულებით
ოფიციალური მონაცემებით, რომელიც „ბათუმელებმა“ ახლახან გამოითხოვა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 2 971 საქმეზე შედგა იძულებითი აღსრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უსახლკაროდ სწორედ ამდენი ოჯახი დარჩა. იძულებით გამოსახლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს იყო – 700 ოჯახი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, მაისის ჩათვლით, იძულებით 261 ოჯახი …
Continue reading “ბოლო 7 წელში საკუთარი სახლიდან 2 971 ოჯახი გამოასახლეს იძულებით “
„მესაკუთრეები სახლის დაცლას გვთხოვენ“ – ეკომიგრანტების აქცია წალკაში
„მთავრობა გვეუბნება, რომ რიგია და ჩვენც მოგვცემენ სახლს, მაგრამ როდემდე? რამდენ ხანს შეიძლება ელოდო რიგს? ჩემთან უკვე მოვიდა ბერძენი მესაკუთრე და სახლის დაცლას მთხოვს,“ – ამას წალკაში, სოფელ ქვემო ხარებაში მცხოვრები ნუგზარ პაქსაძე ამბობს. ის ერთ-ერთი ეკომიგრანტია, ვინც დღეს წალკაში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. „ვითხოვთ ყურადღებას. 20 წლის წინ წამოვედი აჭარიდან, ჩემი სახლი მეწყერმა წაიღო. მას …
Continue reading “„მესაკუთრეები სახლის დაცლას გვთხოვენ“ – ეკომიგრანტების აქცია წალკაში”
არქივის ყოფილი უფროსი: მასახლებენ, რადგან პატიმრობის დროს ბანკის სესხი ვერ დავფარე
აღმასრულებლის წერილი გამოსახლების შესახებ მოქალაქე გურამ სალაძეს უკვე ჩაჰბარდა. მისმა ოჯახმა ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საცხოვრებელი სახლი 24 ივლისამდე უნდა დატოვოს. გურამ სალაძემ საბანკო სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რადგან პატიმრობაში იმყოფებოდა. გურამ სალაძე მაშინ დააპატიმრეს, როცა ის აჭარის არქივის უფროსად მუშაობდა. „ღია ცის ქვეშ ვრჩები ოჯახთან ერთად. შვილები მყავს, მეუღლე, მოხუცი მამა… არ ვიცი, სად უნდა …
ანგისის ქუჩაზე აღსრულების ბიურო, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული
ოჯახის გამოსახლების მიზნით ანგისის N4-ში დღეს აღრულების ბიურო მივიდა. მათ ადგილზე ოჯახის ახლობლები დახვდათ მობილიზებული, სახლი კი ბოქლომით იყო დაკეტილი. ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც ოჯახის წევრი ცუდად გახდა და მოუწიათ სახლის კარის გაღება, რომ ის სახლში შეეყვანათ: „ამ დროს სახლში აღრულების ბიუროს წამომადგენლებიც შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება …
ბინიდან გამოსახლებული 82 წლის მოხუცი კლინიკიდან გაწერეს, ის სასამართლოს ელოდება
82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც 20 მარტს ბინიდან გამოასახლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამოსახლების შემდეგ მოხუცი კლინიკაში მოხვდა. მას ექიმებმა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ალექსანდრას თქმით, მას სახლის მესაკუთრემ გამოსახლების შემდეგ კიდევ ერთხელ სცემა. მხარე ამ ფაქტს უარყოფს. ალექსანდრა ტერუნი რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მისი მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ მოხუცმა მერიისგან შეთავაზებულ მოხუცთა …
Continue reading “ბინიდან გამოსახლებული 82 წლის მოხუცი კლინიკიდან გაწერეს, ის სასამართლოს ელოდება”
ქალი, რომელსაც 82 წლის ქალი ცემაში ადანაშაულებს: თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის
„ყველაფერს იგონებს, რომ მე ცილი დამწამოს. თითიც კი არ დამიკარებია მოხუცისთვის,“ – აცხადებს სოფიო გეგუჩაძე ალექსანდრა ტერუნზე. ალექსანდრა 82 წლის ქალია, რომელიც 20 მარტს აღსრულების პოლიციამ თავისი ყოფილი სახლიდან, ბათუმში, საიათნოვას 4-დან, გამოასახლა. მაშინ ალექსანდრამ ბინაში ამწეს გამოყენებით შეაღწია. ის ამჟამად კლინიკაშია და თავის ტვინის შერყევა აქვს. მოხუცის თქმით, მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ …
გამოსახლებული 82 წლის ქალი ტვინის შერყევით კლინიკაშია – მისი ცემის ფაქტს პოლიცია იძიებს
82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც ორი დღის წინ სახლიდან აღსრულების ბიურომ გამოასახლა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ალექსანდრა თავის ყოფილ ბინაში ამწეთი შევიდა. ალექსანდრა ახლა საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევით წევს. „გამოსახლების შემდეგ მოხუცი ჭიშკართან იჯდა და მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ სცემა. მოხუცი პოლიციაში გამოკითხეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა და სიარული უჭირს,“ …
გამოძიება დაიწყო 82 წლის ქალის ცემის ფაქტზე, რომელიც დღეს პოლიციამ გამოასახლა
82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და აღმასრულებლების წასვლის შემდეგ, მოხუცს ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს. „მას შემდეგ, რაც ყველა ჟურნალისტი წავიდა, მოხუცს ჭიშკარი გაუღო პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა. ალექსანდრა ცდილობდა ეზოში დაყრილი საკუთარი ნივთების გარეთ …
Continue reading “გამოძიება დაიწყო 82 წლის ქალის ცემის ფაქტზე, რომელიც დღეს პოლიციამ გამოასახლა”
პოლიცია ასახლებს 82 წლის მოხუცს, რომელიც ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა
ამ წუთებში აღსრულების პოლიცია ბათუმში, საიათნოვას 4-დან ალექსანდრა ტერუნს ასახლებს. პოლიციას ჩაკეტილი აქვს შესასვლელი ჭიშკარი და არავის უშვებენ, მათ შორის, 82 წლის მოხუცის მინდობილ პირს. ალექსანდრა სახლის ეზოში ზის და ამბობს, რომ ბინას არ დატოვებს. 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ორი დღის წინ ამწეთი შევიდა. იგი ამ ბინაში 1983 წლიდან …
Continue reading “პოლიცია ასახლებს 82 წლის მოხუცს, რომელიც ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა “
82 წლის ქალი მისთვის ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა
ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით ბათუმში, საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ამ პროცესს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ადევნებდა თვალს. ალექსანდრა 82 წლისაა და 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა. ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა …
Continue reading “82 წლის ქალი მისთვის ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა”
82 წლის ქალის საქმე: პოლიციის მე-3 განყოფილებაში გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან
მოქალაქე ალექსანდრა ტერუნი გასული წლის 25 დეკემბრიდან ქუჩაშია. მას ქონებრივი დავა ჰქონდა და სახლის კანონიერი მესაკუთრე არ აძლევს თავის ყოფილ სახლში შესვლის უფლებას. ალექსანდრა ამბობს, რომ პირადი ნივთები, მათ შორის, პასპორტი და საპენსიო ბარათი ბინაშია გამოკეტილი. ალექსანდრამ დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა პოლიციას, პროკურატურას, აჭარის მთავრობას, თუმცა უშედეგოდ. ალექსანდრა ტერუნი 82 წლისაა. „გუშინ დაგვირეკა პოლიციის მესამე განყოფილებიდან ბესო …
Continue reading “82 წლის ქალის საქმე: პოლიციის მე-3 განყოფილებაში გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან”
82 წლის ქალი: პოლიცია სახლიდან ნივთების გამოტანის საშუალებას არ მაძლევს
82 წლის ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობას ისევ აპირებს. ამბობს, რომ პოლიცია მას ყურადღებას არ აქცევს და სახლიდან პირადი ნივთების გამოტანის საშუალება არ აქვს. ალექსანდრას ქონებრივი დავა ჰქონდა და მას სახლის კანონიერი მესაკუთრე არ აძლევს იქ შესვლის უფლებას. “სახლის კარი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემი იყო, 25 დეკემბერს დამხვდა აჭედილი… მას შემდეგ ხან ერთ ახლობელთან …
Continue reading “82 წლის ქალი: პოლიცია სახლიდან ნივთების გამოტანის საშუალებას არ მაძლევს”
82 წლის ალექსანდრას სახლში არ უშვებენ
„აქ ვიჯდები, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, წასასვლელი არსად მაქვს,“ – გვითხრა 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა, რომელიც ორ მეგობართან ერთად სასამართლოს შესასვლელში დაგვხვდა. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მეზობელმა მას სცემა კიდეც. „ბინა თაღლითური …
გამოსახლება – რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის დანგრევის სანაცვლოდ კორპუსის აშენებას გპირდებიან
ანგისის ქუჩაზე სულიკო დიასამიძისა და რამაზ ბერიძის ოჯახებს ხვალ, პირველ ივნისს გამოასახლებენ. მათ უკვე მიუვიდათ აღმასრულებლის წერილი იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით გამოსახლების დრო ამოიწურა. ამ ოჯახების გამოსახლებაზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს. „ჩვენ ვართ თაღლითობის მსხვერპლი,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე. ის ისტორიას გვიყვება, როგორ მივიდა მათთან ინვესტორის სახელით ვინმე რევაზ მიქელაძე და კერძო სახლების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის …
82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში
საიათნოვას 4-ში მცხოვრებ 82 წლის ალექსანდრა ტორუნს [ბათუმში ჩაის სახლის შენობა] ბინის დაცლას აიძულებენ. ამბობს, რომ ბინის კანონიერმა მესაკუთრემ შესასვლელი კარის გასაღები წაართვა, ტუალეტის კარი აუჭედა და სახეშიც გაარტყა. გასულ წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრებიდან პირის გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. „აქ ვცხოვრობ 1983 წლიდან, მომიტანონ სასამართლოს გადაწყვეტილება და წავალ,“ – 82 წლის …
Continue reading “82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში”
რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით
იპოთეკარების საპროტესტო აქციები ბათუმში განახლდა. აქციები იანვრიდან შეწყდა, როცა პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით არაფერი შეცვლილა – ისევ ასახლებენ. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა სარჩელი, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი მოქალაქე გია ნოდიაა. მას საჯარო აუქციონის …
Continue reading “რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით”