მთავარი,სიახლეები

ბოლო 7 წელში საკუთარი სახლიდან 2 971 ოჯახი გამოასახლეს იძულებით 

03.07.2019 • 1023
ბოლო 7 წელში საკუთარი სახლიდან 2 971 ოჯახი გამოასახლეს იძულებით 

ოფიციალური მონაცემებით, რომელიც „ბათუმელებმა“ ახლახან გამოითხოვა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 2 971 საქმეზე შედგა იძულებითი აღსრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უსახლკაროდ სწორედ ამდენი ოჯახი დარჩა.

იძულებით გამოსახლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს იყო – 700 ოჯახი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, მაისის ჩათვლით, იძულებით 261 ოჯახი უკვე გამოასახლეს საცხოვრებლიდან.

იძულებითი აღსრულება წლების მიხედვით:

[checklist]

  • 2018 წელი – 700 ოჯახი
  • 2017 წელი – 579 ოჯახი
  • 2016 წელი – 246 ოჯახი
  • 2015 წელი – 373 ოჯახი
  • 2014 წელს – 298 ოჯახი
  • 2013 წელს – 233 ოჯახი
  • 2012 წელი – 181 ოჯახი

[/checklist]

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის დარჩენილ პერიოდში უკვე 181 მიმდინარე საქმე აქვს. არ არის გამორიცხული ამ საქმეების რაოდენობა ისევ გაიზარდოს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: