ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში საკანალიზაციო სისტემაა დაზიანებული. საკანალიზაციო ქსელიდან ამოსული მასა მანქანის სავალ გზაზეა გადასული. ფაქტის ამსახველი ფოტოები “ბათუმელებს” მოაწოდეს. როგორც მოქალაქებმა გვითხრეს, შეტყობინება საკანალიზაციო სისტემის დაზიანების შესახებ “ბათუმის წყალში” 17 იანვარს, დაახლოებით საღამოს 10 საათისათვის გააკეთეს, თუმცა ქუჩის გასაწმენდად ამ დრომდე [18 იანვარი, 17:00 საათი] არავინ მისულა. “ბათუმელებმა” ინფორმაცია გაადაამოწმა “ბათუმის …
Tag Archives: ბათუმის წყალი
მახინჯაურისა და განთიადის დასახლებას ავარიული დაზიანების გამო წყალი შეუწყდა
მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს 16 იანვრის საღამომდე წყალმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმის წყალი“ აქვეყნებს. „ცაბაძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, წყალმომარაგება შეეზღუდათ მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება 18:00 საათისთვის აღდგება,“- ნათქვამია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.
ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს – რა თქვეს „ბათუმის წყალში“
დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მოსახლეობის ნაწილს წყალი გაუთიშეს. „ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ წყალი მხოლოდ 1054 აბონენტს არ მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაობს უკავშირდება და წყალმომარაგება საღამოს 9 საათიდან აღდგება.
ბათუმის დიდი ნაწილი ისევ უწყლოდაა დარჩენილი – რას ამბობენ „ბათუმის წყალში“?
ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ უწყლობა „სტიქიურად მოსულ უხვ ნალექს“ უკავშირდება. მუნიციპალურ კომპანიაში „ბათუმის წყალი“ გვითხრეს, რომ წყლის მიწოდება საღამოს 6 საათიდან აღდგება. „წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს: გოგებაშვილის, ო. ჭილაძის, ე. ნინოშვილის, საბაჟოს შესახვევი, ქუთაისის, ზ. გამსახურდიას, ხულოს, გენ. მაზნიაშვილის, კ. გამსახურდიას, ს. ჟღენტის, ნ. დუმბაძის, კ. …
Continue reading “ბათუმის დიდი ნაწილი ისევ უწყლოდაა დარჩენილი – რას ამბობენ „ბათუმის წყალში“?”
ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რა თქვეს კომპანიაში?
დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. მუნიციპალურ კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ მიზეზი ძლიერი წვიმაა და წყლის მიწოდება საღამოს 10 საათიდან აღდგება. „უხვი ნალექის გამო დღეს 11 საათიდან შეგეზღუდებათ წყალმომარაგება,“ – აღნიშნულია სმს შეტყობინებაში, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღეს. „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ სათავე ნაგებობაზე წყლის სიმღვრივის გამო შეუწყდა ბათუმს …
Continue reading “ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რა თქვეს კომპანიაში?”
ბათუმის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რას ამბობს კომპანია
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, დღეს, 20 აგვისტოს, წყალმომარაგება შეეზღუდა ბათუმის გარკვეულ უბნებს. „გვიან ღამით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება. აღნიშნულის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: გოგებაშვილის, ბაქოს, ჭავჭავაძის #1, წერეთლის #15/17, კაჩინსკების, ნიჟარაძის, ჰელიმიშის, ადლიის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, …
Continue reading “ბათუმის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რას ამბობს კომპანია”
ბათუმის 9 ქუჩაზე წყალმომარაგება 22:00 საათამდე შეწყდა
დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს: ბაგრატიონის ქუჩაზე ნაწილობრივ, პუშკინის, სულაბერიძის, მთისძირის, შავშეთის, ქედის, სოხუმის, ანდრონიკაშვილისა და ქობულეთის ქუჩებზე. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია. მათივე ცნობით, წყალმომარაგება შეწყდება 22:00 საათამდე.
როდის აღდგება ბათუმის წყლით მომარაგება სრულად – კომპანიის განცხადება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჩაქვის მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, სათავიდან წყალმომარაგება შეეზღუდათ: ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიის მიმართულებით, თამარის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ბარცხანაში, ნობელების, მაიაკოვსკის, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, კაჩინსკების, ზღვისპირის, შავშეთის, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს; ასევე, ქვემოთ აღნიშნული მისამართებზე, რომლებიც კომპანიამ მოგვიანებით დაამატა: გოგებაშვილის ქუჩა N150, ო. ჭილაძის ქუჩა …
Continue reading “როდის აღდგება ბათუმის წყლით მომარაგება სრულად – კომპანიის განცხადება”
ბათუმის გარეუბნებში წყლის მიწოდება შეწყდა – „ბათუმის წყალი“
კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 22 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ ხელვაჩაურის მიმართულებით, ბენზესა და ბარცხანაში, ასევე ადლიაში, ჰელიმიშზე, ნიჟარაძის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება 23 ივნისის 03:00 საათისთვის აღდგება – იუწყება „ბათუმის წყალი“. კომპანიის ინფორმაციით, წყლის შეზღუდვის მიზეზი ჩაქვში, მდინარის სიმღვრივის მომატებაა.
რა ქუჩებს არ მიწოდება წყალი ბათუმში – დაზიანება მაგისტრალურ ქსელზე
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ 600 მმ-იან ქსელზე არსებული დაზიანების გამო გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდა წყალმომარაგება. „ბათუმელებმა“ კომპანიაში დააზუსტა, რა ქუჩებზეა შეზღუდული წყლის მიწოდება. ამ დროისთვის წყალი გათიშულია: პუშკინის, ჭავჭავაძის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩაიკოვსკის, ბესიკის, სევასტოპოლის, მამია ვარშანიძის, ჩოლოყაშვილის [ქუჩა და მეორე შესახვევი], ბალაძის, გურამიშვილის, ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბა ორბელიანის, ლევან გელაძის, …
Continue reading “რა ქუჩებს არ მიწოდება წყალი ბათუმში – დაზიანება მაგისტრალურ ქსელზე”
“10 საათისთვის აღდგება” – რომელ ქუჩებს შეუწყდა წყლის მიწოდება ბათუმში
ბათუმში ვაჟა-ფშაველას, ზურაბ გორგილაძის, დავით კლდიაშვილის, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა. “ავარიული დაზიანებაა და საღამოს 10 საათისათვის აღდგება მიწოდება,” – უთხრეს “ბათუმელებს” კომპანია “ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე. ასევე გუშინ, 20 აპრილს, წყალი არ მიეწოდებოდა ფრიდონ ხალვაშის გამზირის მცხოვრებლებს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიულად დაზიანებულ მილზე მიმდინარე სამუშაოები იყო.
ბათუმში წყალი შეწყდა ათზე მეტ ქუჩასა და ქალაქის უბნებში – „ბათუმის წყალი“
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ი. მესხის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 15 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, მაიაკოვსკზე, ფრ. ხალვაშზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ზღვისპირა ზოლზე, ანგისაზე, ადლიაში, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუას, ლეონიძის, ქეთევან წამებულის, გ. ა. აბაშიძის, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. „დაზიანების მასშტაბურობიდან …
Continue reading “ბათუმში წყალი შეწყდა ათზე მეტ ქუჩასა და ქალაქის უბნებში – „ბათუმის წყალი“”
ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და მიმდებარე ჩიხებში წყალი შეწყდა
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 13 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია. „ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – წერს კომპანია ფეისბუქზე.
როდის აღდგება ბათუმში წყლის მიწოდება სრულად?
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე წყალი ისევ არ აქვთ. წყლის მიწოდება ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს გუშინ, 22 თებერვალს შეუწყდა. „ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ბათუმში ამ დროისთვის არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის, აღდგენითი სამუშაოები დილით უკვე დასრულდა და „სისტემას სჭირდება დასტაბილურება“. „ბათუმის …
Continue reading “როდის აღდგება ბათუმში წყლის მიწოდება სრულად?”
ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს წყლის მიწოდებაც შეუწყდა
დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში წყლის მიწოდება 16 924 აბონენტს შეუწყდა. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ წყალმომარაგება საღამოს 6 საათიდან აღდგება. „ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა #35-ში წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური 1000 მმ-იანი მილის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზეში, ფრიდონ ხალვაშზე, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, გოროდოკში, წინსვლაში, გოდერძი ჩოხელზე, თოდოგაურში, ადლიაში, ჰელიმიშის, …
Continue reading “ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს წყლის მიწოდებაც შეუწყდა”
ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით „უხვი ნალექისა და ავარიულად დაზიანებულ მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოების გამო დღეს, 20 იანვარს, წყალმომარაგება შეეზღუდათ: ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიაში, აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ზღვისპირის, წერეთელის, მაქაცარიას, გოგებაშვილის, ბაქოსა და იმედაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს“.„წყალმომარაგება ეტაპობრივად ყველა მისამართზე 20 იანვრის 23:00 საათამდე აღდგება.“ – აცხადებს კომპანია.
წყლის სისტემის დაფინანსების შეჩერება თითოეულ ბათუმელზე აისახება – ოპოზიციის ბრიფინგი
ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსების შეჩერებას ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. მათ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს: „დუმილი ახლა დანაშაულია“. საქმე ისაა, რომ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ინფორმაციით, ბერლინმა საქართველოს მთავრობას 237 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა. გერმანიის დაფინანსებით ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მერიას უნდა მოეწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემა, …
სად და რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმში
დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში წყალი შეწყდა არაერთ უბანსა და შემოგარენში მდებარე სოფელში. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბარცხანაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, ბენზესა და გოროდოკის დასახლებებში, ადლიაში, ჰელიმიშის, ბაქოს, მაქაცარიას, რ. ნიჟარაძის, ი. ფაღავას, ზღვისპირისა და კაჩინსკების ქუჩებზე. ასევე წყალი შეწყდა აეროპორტის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და …
Continue reading “სად და რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმში”
წყალი შეწყდა ბარცხანაში, თამარის დასახლებასა და ბათუმის შემოგარენში
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 ნოემბერს, 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ განთიადისა და თამარის დასახლებებში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიაში, ზღვისპირის, ჰელიმიშისა და ნიჟარაძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.
ბათუმის გარეუბნებსა და ახლო სოფლებში წყალი საღამომდე შეწყდა
დღეს, 18 ოქტომბერს, ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზესა და ბარცხანაში, ასევე, სოფელ წინსვლაში, ორთაბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება 21:00 საათზე აღდგება. წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.
16,2-მილიონიანი ტენდერი „ოცნების“ კანდიდატის მონაწილეობით – დავაში „ბათუმის წყალი“ გაამტყუნეს
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ. გასაჩივრებული ტენდერი 16,2 მილიონი ლარითაა გამოცხადებული და მწვანე კონცხის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი ჭყონიას კომპანიაც. „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი არის „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, …
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 17 სექტემბრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ადლიის, ნიჟარაძის, მესხის, ჯაყელის, კახაბრის, მიქელაძის, ჰელიმიშის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია ავარიულად დაზიანებულ მილზე.
„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის
მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყლის სისტემის მოსაწყობად გამოცხადებულ 16-მილიონიან ტენდერში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“ უჩივიან. მომჩივანი კომპანია „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანიაა, რომელიც „ბათუმის წყალს“ მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს. ტენდერი „ბათუმის წყალმა“ …
Continue reading “„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის”
ბათუმის არაერთ უბანში დღეს საღამოს წყლის მიწოდება შეწყდება
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, „სოკარის“ ბენზინგასამართის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის შეცვლაა აუცილებელი, რის გამოც საჭიროა ჩაქვის რეზერვუარის დაცლა, რაც გამოიწვევს ქალაქისთვის წყლის მიწოდების დროებით შეწყვეტას. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს 17 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან 18 აგვისტოს დღის 14:00 საათამდე პერიოდს. ამ პერიოდში კი, წყლის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ …
Continue reading “ბათუმის არაერთ უბანში დღეს საღამოს წყლის მიწოდება შეწყდება”
რომელ საათამდე შეწყდა წყალი თოდოგაურის დასახლებაში – „ბათუმის წყალი“
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მიმართულებით, თოდოგაურის დასახლებაში, რეზერვუარზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა პირველი აგვისტოს 17:00 საათამდე. „წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინებები გაიგზავნა ყველა აბონენტთან. აბონენტებს, რომლებსაც არ მიუღიათ შეტყობინება წყვეტასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ არ წარუდგენიათ ბათუმის წყლისთვის ტელეფონის ნომერი ბაზაში რეგისტრაციისთვის. ამ დროისთვის წყალმომარაგება სხვა მისამართზე არ არის შეზღუდული“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“. კომპანიის …
Continue reading “რომელ საათამდე შეწყდა წყალი თოდოგაურის დასახლებაში – „ბათუმის წყალი“”
ბათუმში ოცამდე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სათავეზე უხვი ნალექის გამო დღეს, 31 ივლისიდან პირველი აგვისტოს 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბარცხანის, წინსვლის, ორთაბათუმის, ჩაისუბნისა და თამარის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ტაბიძის, რურუას, აღმაშენებლის, ლეონიძის, ადლიის, ჰელიმიშის, რ. ნიჟარაძისა და აეროპორტის გზატკეცილზე, ასევე ბაქოსა და მაქაცარიას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. ბათუმის წყლის ცხელი ხაზი 0422 24 00 00; …
Continue reading “ბათუმში ოცამდე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება”
ბათუმში კანალიზაციის სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა
ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, საკანალიზაციო მასების სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა, მათი დაუყოვნებლივ შეკეთებისთვის კი 232 ათას 475 ლარია საჭირო. ტუმბოებს კომპანია გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე შეაკეთებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. „სატუმბო სადგურებში სრული ფუნქციონირებისათვის საჭირო 8 ტუმბოს ნაცვლად ფუნქციონირებს 4 ტუმბო, რომლებიც არასაკმარისია ქალაქში წარმოშობილი საკანალიზაციო მასების სრულყოფილად გადასატუმბად… არსებული არასაკმარისი …
Continue reading “ბათუმში კანალიზაციის სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა”
სად შეწყდა წყლის მიწოდება ბათუმსა და ქალაქის შემოგარენში
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 19 ივლისის 02:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდათ ბენზეს, ბარცხანას, მაიაკოვსკის, ორთაბათუმის, წინსვილის, ჩაისუბნის, გ. წერეთელის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკის, ნ. ნიჟარაძის, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მთაში არსებული უხვი ნალექის შედეგად ჩაქვისა და ლეჩას სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.
ანგისის დასახლებას წყლის მიწოდება შეეზღუდა – „ბათუმის წყალი“
კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 28 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ ანგისის დასახლებასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს. წყლის მიწოდება აღნიშნულ მისამართებზე 18:00 საათზე აღდგება. კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.
ბათუმში და ქალაქის შემოგარენში აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა
კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო დღეს, 26 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ აბონენტებს: ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში ბენზეში ბარცხანაში წინსვლაში ორთაბათუმში ჩაისუბანში მაიაკოვსკის, გ. წერეთლის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკისა და ნიჟარაძის ქუჩებზე „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება აბონენტებს დღეს, 22:00 საათამდე შეუწყდათ.
როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება. ეს პროგრამა [ე.წ. V ფაზა] ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ადლიის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის გაზრდისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. პროექტი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ …
Continue reading “როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება”
ბათუმის რამდენიმე ქუჩასა და ქალაქის შემოგარენში წყალი საღამომდე შეწყდა
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებული ცენტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოების გამო, დღეს 30 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ: წინსვლის, ორთაბათუმის, ჩაისუბნის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებს, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებს, ინასარიძისა და ბაგრატიონის ქუჩების ნაწილს, მაიაკოვსკის, წერეთელის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკის, ნიჟარაძის, გოგებაშვილისა და მაქაცარიას ქუჩებს.
ბათუმში წყლის მოწოდება შეუწყდა ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და მიმდებარე ჩიხებს
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 19 აპრილს, 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.
როდის ჩაირთვება წყალი ანგისის დასახლებაში და სხვა ქუჩებზე
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 5 აპრილს, 15:25 საათიდან, წყალმომარაგება შეუწყდათ ანგისის დასახლებაში, ჰელიმიშის, კაჩინსკების, ლორთქიფანიძისა და ნიჟარაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე წყალი ჩაირთვება 6 აპრილის 02:00 საათამდე. _______________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ბათუმში დღეს ღამით შესაძლოა წყალი გაითიშოს
დღეს, 15 მარტს, 23:00 საათიდან 16 მარტის 09:00 საათამდე ქალაქის მასშტაბით, შესაძლოა გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდოს წყალმომარაგება, მაღალსართულიან კორპუსებს კი წყალი მიეწოდოს დაბალი წნევით. ამ ინფორმაციას თავად ბათუმის წყალი ავრცელებს. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ აბონენტების ზუსტი მისამართები, რომელთაც შესაძლოა შეზღუდვები შეეხოს, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია კი დეტალების დაზუსტებისთანავე განახლდება. შესაძლო შეზღუდვების მიზეზი ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე …
Continue reading “ბათუმში დღეს ღამით შესაძლოა წყალი გაითიშოს”
ბათუმში წყლის ფასი მოსახლეობასაც გაუძვირდა – ახალი ტარიფი
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო [კომერციულ] ობიექტებზე“, თუმცა, ამავე კომპანიის მონაცემებით, გამოდის, რომ წყლის ტარიფი იანვრიდან ბათუმში გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც გაეზარდათ. ბათუმში მოსახლეობა აქამდე თუ 1 კუბურ მეტრ მოხმარებულ წყალში 0,50 ლარს იხდიდა, 2024 წლის იანვრიდან უკვე 0,51 ლარს გადაიხდის. „ბათუმის წყლის“ მონაცემებით: …
Continue reading “ბათუმში წყლის ფასი მოსახლეობასაც გაუძვირდა – ახალი ტარიფი”