ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად ხელახალი აუქციონია გამოცხადებული

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ხელახლა გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2026 წლის 9 ივლისს დასრულდება. წინა აუქციონი, რომელიც 2026 წლის აპრილში დასრულდა, არ შედგა. აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება ამჯერადაც 1 750 000 ლარი, ხოლო აუქციონის ბიჯი კვლავ 43 800 ლარია. ახალი აუქციონის პირობების მიხედვით: „აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო …

გახდი სპორტის გურუ და გაემგზავრე EURO 2024-ის ფინალზე უფასოდ!

ევრო 2024-ის დაწყებასთან ერთად, აჭარაბეთ არენა სპორტის გულშემატკივრებს სთავაზობს ახალ სპორტულ თამაშს “სპორტის გურუ”. „სპორტის გურუ“ გაძლევთ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ გაემგზავროთ EURO 2024-ის ფინალზე და ასევე მოიგოთ ისეთი არაჩვეულებრივი პრიზები როგორიცაა: საქართველოს ნაკრების ფორმა, PS5, და საგზური ევროპის ჩემპიონატის ფინალზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს სპორტის გურუს გათამაშებაში სრულიად უფასოდ, ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ აჭარაბეთ არენას ვებ …

ბათუმის სტადიონზე ევაკუაციის სიმულაცია იგეგმება – „დინამო“ მოხალისეებს უხმობს

ხვალ, 22 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ევაკუაციის სიმულაცია (ტრენინგი). ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ ავრცელებს და მოხალისეებს უხმობს ამ პროცესში ჩასართავად. „იმისთვის, რომ ევაკუაცია მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალობასთან, გვჭირდება მოხალისეები არენის ორი სექტორის შესავსებად. მოხალისეები ჩაერთვებიან ევაკუაციის პროცესში, როგორც გულშემატკივრები. ეს საკითხი …

რა უნდა იცოდეთ, სანამ თქვენს შვილს ფეხბურთზე შეიყვანთ – რჩევები მწვრთნელებისგან

ბათუმში ბავშვთა ფეხბურთზე მზარდი მოთხოვნაა. ქალაქში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც ასობით ბავშვი სწავლობს. რა სჭირდება ბავშვთა ფეხბურთს განვითარებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, სანამ შვილს ფეხბურთზე შეიყვანენ, ჰკითხა „ბათუმელებმა“ ორი საფეხბურთო სკოლის, „დელფინის“ მწვრთნელს იურა ალეფირენკოს  და „პორტუსის“ პრეზიდენტს, ჯაბა ჭანტურიას. „20 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი არ მახსოვს,“ – ბავშვების მხრიდან …

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 მატჩს საქართველოს ნაკრები ბათუმში გამართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმი არენაზე: 2 სექტემბერი:  საქართველო – კოსოვო 9 ოქტომბერი: საქართველო – საბერძნეთი 11 ნოემბერი:  საქართველო – შვედეთი საქართველოს ეროვნული ნაკრების 2021 წლის …

7 თვეში სტადიონის დაგვა-დასუფთავებაზე 48 200 ლარი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე და შიდა პერიმეტრის დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სტადიონის 7 თვით [2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში] ყოველდღიურად დაგვა-დასუფთავებაში კომპანია აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 48 200 ლარს გადაიხდის [დღგ-ს ჩათვლით]. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს …

ბათუმის სტადიონისთვის ხელოვნური მზის შესაძენად 1,6 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების [ხელოვნური მზე] შესყიდვაზე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულმა კი კონსტრუქციების მიწოდება-მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა უზრუნველყოს. ტენდერის …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გახსნეს

დღეს, 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია. მაშინ, როცა სტადიონის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, სტადიონის წინ შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები. ისინი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ალტერნატივას”  …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა: „თავი დავიზღვიეთ. კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის“. სტადიონი შესაძლოა ოქტომბერში გაიხსნას. 12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. „შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, სად …

ბათუმის სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცევა, რისთვისაც 298 000 ლარი გამოიყო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია საპარკინგე სივრცეში ლედ მონიტორის მიწოდება-მონტაჟისთვის აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] მაქსიმუმ 298 ათას ლარს გადაიხდის. კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დასრულდება. თუმცა 2 თვის წინ „სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრიდან ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცეოდა. Drive In კინოთეატრის მეშვეობით მოქალაქეები კი …

ბათუმის სტადიონი გასხვისდება თუ სახელმწიფო მართვაში დარჩება?

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. აჭარის მთავრობაში კი ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება. სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული. მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შეკითხვები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს …

სტადიონთან მისასვლელი გზების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 400 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან მისასვლელი სამანქანო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 484 ათას 356 ლარია. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დამთავრდება. გზების კეთილმოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა. შპს „სტადიონის“ დირექტორის, ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით ამჟამად განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის. განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს. განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და …

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი. ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია მოცემული. ტენდერის პირობის მიხედვით, ავეჯის მიწოდება-მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს. მიმწოდებელმა ავეჯის ფერები …

3,6 მილიონი ბათუმის სტადიონზე სახანძრო სისტემის მოსაწყობად – ტენდერი

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე 3 605 629 ლარით ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვე. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება. შესასრულებელი სამუშაოს სახეობებია: სახანძრო სარქველები; კვამლგაწოვა, დაწნეხვა, …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა. „სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია“ – აცხადებს შპს „სტადიონი“, რომელიც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს. ბათუმის მშენებარე სტადიონზე დასრულებულია მწვანე საფარის დაგება, ასევე განათებისა და გახმოვანების სისტემების დამონტაჟება. ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს და სხვადასხვა ინვენტარს შეიძენენ. ავეჯისა და ინვენტარის …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ

ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ. ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ ფასთა კვლევას ატარებს. ეს სახელმწიფო კომპანია სტადიონის მშენებლობას კურირებს. დაინტერესებულმა პირებმა შპს „სტადიონს“ თავიანთი წინადადებები, თუ რა ფასად მიაწვდიან ავეჯს, 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, წერილობით უნდა მიაწოდონ. შეთავაზებები იმ …

როგორ გამოიყურება სკამები ბათუმის სტადიონზე [ფოტო]

შპს „სტადიონი“ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე დამონტაჟებული სკამების ფოტოებს აქვეყნებს. კომპანიის განცხადებით, სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარი დააგეს

ბათუმის მშენებარე სტადიონზე მწვანე საფარი უკვე დააგეს. ბალახი [კორდი] ბათუმში უკრაინიდან შემოიტანეს. საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონარული და დასაკეცი. სკამები ლურჯი ფერისაა. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება. — ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონარული და დასაკეცი. სკამები ლურჯი ფერისაა. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება. „სკამები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგია“ – აცხადებენ კომპანიაში. ბათუმის სტადიონზე მალე მინდვრის საფარის დაგებაც დაიწყება. ბალახს [კორდს] უკრაინიდან შემოიტანენ. …

ბათუმის სტადიონს მოედნის საფარის დასაგებად ამზადებენ

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე მოედნის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში გრძელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები. ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა, ვადამდე გაცილებით ადრე, 2020 წლის თებერვალში დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი]. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. „იმ გეგმისა და მუშაობის ტემპის მიხედვით, რაც სახეზე გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ სტადიონის მშენებლობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასრულდება“, – გვითხრეს შპს „სტადიონში“, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს. მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით კი, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადა, 2020 წლის 15 ოქტომბერია. მშენებარე …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა სპეციალური მემბრანით დასრულდა. „მოედნის ფასადის მოსახვა არქიტექტურული მემბრანით დავასრულეთ“ – წერს შპს „სტადიონი“ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, 117 349 122 და 24 520 400 ლარზეა გაფორმებული. …

სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობით ერთი კომპანია დაინტერესდა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობით მხოლოდ ის კომპანია დაინტერესდა, რომელიც პირველი ეტაპის სამუშაოებს ზედამხედველობს. კომპანია „სიემსი“ მომსახურებას შპს „სტადიონს“ ზუსტად იმ ფასად სთავაზობს, რაც სატენდერო თანხა იყო – 576 670 ლარად. ვინაიდან „სიემსი“ ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტია, შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ განიხილა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და კომპანიას გარკვეული დაზუსტებები მოსთხოვა. …

ბათუმის სტადიონზე ლურჯ სკამებს დაამონტაჟებენ – მშენებლობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სკამები ლურჯი ფერის იქნება. მშენებარე სტადიონზე, სკამები ყველაზე ბოლოს დამონტაჟდება, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე გაცილებით ადრე დასრულდეს. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დამთავრდეს. „სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს… კონკრეტულად რა დროში დასრულდება მთლიანად მშენებლობა, ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით. არსებული ტემპით …

ნახევარი მილიონი ლარი სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობისთვის

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“, (რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა), ტენდერით შეარჩევს. სატენდერო თანხა 576 670 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 7 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დამთავრდება. სტადიონის მეორე ეტაპის [მშენებლობის დასრულების] სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ …

სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს ცალკე ზედამხედველი ეყოლება

შპს „სტადიონი“ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების [მეორე ეტაპი] სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ფასთა კვლევას ატარებს. მეორე ეტაპის სამუშაოებში აჭარის ბიუჯეტიდან დღგ-ს გარეშე 20 მილიონ 780 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. „სტადიონის“ განაცხადში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენაში განიხილება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლების წინადადებები, რომელთაც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 …

როგორ გამოიყენებენ ბათუმის სტადიონზე 3 940 კვ/მ კომერციულ ფართობს

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობი იქნება. შპს „სტადიონი“ ამ ფართობების ზონირების კონცეფციისა და ბიზნესგეგმის მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო თანხის დასადგენად ფასთა კვლევას ატარებს. შეთავაზებებს კომპანია 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს. „კომპანიას განზრახული აქვს დაიქირაოს კონსულტანტი, რომელიც განსაზღვრავს მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე არსებული კომერციული ფართობების ზონირების საუკეთესო ვარიანტს, შეიმუშავებს კონცეფციას, მოამზადებს პროექტის განხორციელებადობის …

ფეხბურთის სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად FB-გამოკითხვას ატარებენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქგვერდზე მშენებარე სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად გამოკითხვა გამოაქვეყნა. სამინისტრო მომხმარებელს ორ ფერს – ცისფერსა და ლურჯს სთავაზობს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერები ქალაქის, ზღვისა და ბათუმის „დინამოს“ ლოგოს ფერების მიხედვით შეარჩიეს. სასურველი ფერის ასარჩევად მომხმარებელმა სასურველ ფოტოზე უნდა დააკლიკოს. ამ დროის მონაცემებით 39% ცის ფერს, ხოლო 61% ლურჯს ირჩევს. თუმცა, ჯერჯერობით, …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა – სახურავი და ფასადი თეთრი იქნება

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულებულია. როგორც შპს „სტადიონში“ გვითხრეს, მცირე დეტალებია დარჩენილი და გადახურვის სამუშაოები დაახლოებით ორ-სამ კვირაში მთლიანად დასრულდება. მოედნის ტრიბუნების გადახურვისთვის გერმანული წარმოების კომპოზიტური მემბრანაა გამოყენებული. მემბრანა, ოღონდ სხვა ტიპის, იქნება ასევე გამოყენებული სტადიონის გვერდითა ფასადებზე. ამჟამად ფასადზე ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. სტადიონის სახურავის, ასევე, ფასადის ფერი დარჩება თეთრი. „მემბრანის ქვეშ …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, შესაძლოა, მთლიანად „ანაგმა“ დაასრულოს. კომპანია შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. „ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. მემბრანული გადახურვა კი 50%-ია გაკეთებული. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და …

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

შპს „სტადიონი“, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, აჭარის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს 65 მილიონი ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება: [checklist] ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი ბათუმის ახალი ყინულის არენისა და …

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დაიწყო

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვის სამუშაოები დაწყებულია. ობიექტზე ამ ეტაპზე სახურავის ლითონის კონსტრუქციას ამონტაჟებენ. მონტაჟი, არსებული გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია. სტადიონის მშენებლობა მეათე თვეა მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი მშენებლობის ზედამხედველობა 20 დღის წინ დაიწყო. „ლითონის …

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ზედამხედველი კომპანია შერჩეულია

შპს „სტადიონმა“, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შეარჩია. სატენდერო კომისიამ შპს „სიემსი“ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია, თუმცა მანამდე კომისიაში დამატებით, საბანკო გარანტიის წარდგენა მოსთხოვა. კომპანიას ვადა 2018 წლის 2 ოქტომბრამდე ჰქონდა. კომპანიამ საბანკო გარანტია გუშინ, 27 სექტემბერს წარადგინა. ხელშეკრულება ტენდერების გვერდზე ატვირთული ჯერ არ არის. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა ბათუმში …

მშენებარე სტადიონიდან ჩამოვარდნილი კაცი რეანიმაციაშია

ახალგაზრდა კაცს, რომელიც გუშინ, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციაში იმყოფება. როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, დაშავებულს გუშინ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მას სამი ნეკნი აქვს გატეხილი, დაზიანებული აქვს ფილტვი და სხვა ორგანოები. „საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა პაციენტი კონტაქტურია“ – ამბობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, …

სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობის მოსურნე კომპანია: ცინიკურია სატენდერო კომისიის შენიშვნები

ტენდერში მონაწილე კერძო კომპანია ცინიკურს უწოდებს იმ შენიშვნებს, რაც შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიას აქვს ამ კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ ტენდერი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე აქვს გამოცხადებული და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება. ამავე თემაზე: სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი …

Exit mobile version