სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ კი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი ამ დრომდე ვერ შეარჩია. ვინაიდან 2018 წლის 21 ივნისისთვის უკვე შესრულებული იყო 15 789 511 ლარის სამუშაო, ზედამხედველის შესარჩევი ტენდერი შეწყდა. „სტადიონმა“ ახალი ტენდერი კი ახალი პირობებით და ნაკლები ღირებულებით გამოაცხადა. ზედამხედველობისთვის თავდაპირველად 3 520 474 ლარი იყო …

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული 3,5-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხის 3%-ს შეადგენდა, 2018 წლის 21 ივნისისთვის კი, მშენებელ კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა 15 789 511 ლარის სამუშაოები [99 448 408 ლარიდან.] ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, კომისიის ოქმის მიხედვით, „სამშენებლო ობიექტზე დასრულებულია ისეთი …

სტადიონი ზედამხედველ კომპანიას ეძებს, ოფიციალური პირები კი მშენებლობას ხშირად ათვალიერებენ

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც ზედამხედველი კომპანიის მეთვალყურეობის გარეშე მეექვსე თვეა შენდება, ოფიციალურმა პირებმა დღეს, 20 ივნისს, კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად, სატენდერო თანხა 3 520 474 ლარია გამოყოფილი. მშენებლობას, როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, ამ ეტაპზე მათი ორი თანამშრომელი [ინჟინერ-კონსტრუქტორები] ზედამხედველობს. თუ „სტადიონის“ თანამშრომლების კვალიფიკაცია საკმარისია საფეხბურთო …

ბათუმში ყინულის არენა 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ვინ აშენებს და ვინ ზედამხედველობს

ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით შენდება, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს 2018 წლის 10 სექტემბრისთვის აუცილებლად უნდა გადაეცეს. კომპლექსი კომიტეტს განსაკარგავად დროებით გადაეცემა – 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, აქ ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა მოეწყოს. მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ კურირებს, რომელმაც დახურული სპორტული კომპლექსის …

აჭარის მთავრობა: საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია მათი გადახურვა; დაწყებულია ასევე მეორე სართულის კოლონების მოწყობა; ივნისის თვიდან კი იარუსების [სკამების] მოწყობა დაიწყება; პარალელურად მიმდინარეობს მეორე სართულის გარკვეულ მონაკვეთებზე კოლონების დახურვა, რკინა-ბეტონის სამუშაოები. მთავრობაში აცხადებენ, რომ სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოებიც, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. …

„სტადიონი“ სტადიონის ზედამხედველობისთვის სპეციალისტის კვალიფიკაციას ვერ ადგენს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“, რომელიც ბათუმში სტადიონის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ამ დრომდე ვერ გამოავლინა მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი კომპანია, საფეხბურთო სტადიონი კი, მეხუთე თვეა შენდება. „სტადიონი“ ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის კვალიფიკაციას ადგენს, რაშიც თავის დროზე ეჭვიც არ შეუტანია. „სტადიონმა“ ჯერ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას მიმართა, ამჯერად კი – …

კომპანია, რომელმაც სტადიონის ზედამხედველობაზე ტენდერი მოიგო, ზეწოლაზე საუბრობს 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივლა. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ განცხადებით, „სტადიონის“ ქმედება ზიანს აყენებს სახელმწიფოსა და ბიუჯეტს, უსაფუძვლოდ არღვევს მათთვის კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლიანი კონკურენციის პირობებს“. შპს „სტადიონის“ 100%-იან წილს აჭარის მთავრობა ფლობს. შპს „სტადიონმა“, რომელიც უკვე მეხუთე თვეა საფეხბურთო სტადიონს ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებს, …

ბათუმის სტადიონს ოთხი თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებენ – ტენდერი შერჩევის ეტაპზე დაბრუნდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ მის მიერ მიღებული ოქმები, მათ შორის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ, გააუქმა და ტენდერი შერჩევის ეტაპზე დააბრუნა. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სტადიონი კი მეხუთე თვეა, რაც ტენდერით შერჩეული კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე შენდება. შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, როგორც მათ მიერ მიღებული ოქმებიდან ჩანს, შეისწავლა …

ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – აჭარის მთავრობა ინფორმაციას ასაიდუმლოებს

აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ამ სამინისტროს შპს „სტადიონი“ ასაიდუმლოებენ, თუ ვინ უწევს ზედამხედველობას ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას. „ბათუმელები“ წერდა, რომ სტადიონი ტექნიკური ზედამხედველის გარეშე შენდებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევდა ზედამხედველობას. „ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“, – გვითხრეს მიმდინარე წლის …

ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 3 მილიონ 520 ათას 474 ლარი აქვს გათვალისწინებული. სტადიონის მშენებლობა 2 თვეა მიმდინარეობს, ტექნიკური ზედამხედველი კი შერჩეული არ არის. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ „სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერი ბოლოს, მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 23 მარტს დასრულდება. …

3,5 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე,  20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 520 474-მდე ლარი დაიხარჯება. სტადიონის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს კი შპს „სტადიონი“ ტენდერით შეარჩევს. ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. მომსახურების შესყიდვა მრავალწლიანია. ტენდერში გამარჯვებულთან ანგარიშსწორება ეტაპობრივად განხორციელდება. მომსახურების …

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა შსს-მ მოიგო

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოიგო. ეს უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის სტადიონის“ წინააღმდეგ დავობდა. დავის საგანი საევაკუაციო გეგმა გახდა, რომელიც სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციისთვის 2016 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოამზადა. მომსახურების თანხა – 6376 ლარი შპს „ბათუმის სტადიონმა“ შსს-ს უწყებას …

რა ერქმევა ფეხბურთის ახალ სტადიონს ბათუმში

ვისი სახელობის იქნება ბათუმის ახალი სტადიონი ან საერთოდ იქნება თუ არა ვინმეს სახელობის, ამ თემაზე ჯერჯერობით არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ საუბრობს. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ სტადიონისთვის სახელის დარქმევის საკითხი ჯერ არ განუხილავთ. მაგრამ როცა საკითხი დადგება, განხილვების პროცესი აუცილებლად იქნება საჯარო და მასში მოქალაქეები ჩაერთვებიან. აჭარაში, სპორტულ წრეებში კი სტადიონის სახელწოდებას განიხილავენ და ფიქრობენ, რომ …

ბათუმში ფეხბურთის სტადიონის საძირკვლის ჩაყრისთვის ემზადებიან – ჩამოვა პრემიერიც 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება. ცერემონიას „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. „20-21 იანვარი განიხილებოდა, თუმცა, ალბათ, უფრო 21 იანვარზე შევჯერდებით. რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. ბათუმში, საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და …

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გამო ქვის ჯვარს გადაიტანენ

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია – მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართულია ჯვარიც, რომლის გადატანის საკითხზე მოლაპარაკება ეკლესიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა და ჯვარს ეკლესიის მიერ შერჩეულ ადგილზე გადაიტანენ, თუმცა სად, მთავრობაში ვერ აკონკრეტებენ. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც სტადიონი უნდა აშენდეს, ფიქრობდნენ ახალი საკათედრო ტაძრის აშენებას. …

სტადიონის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 117 მილიონი ლარი დაიხარჯება – ხელშეკრულება დადებულია

შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი ბათუმში დღეიდან 34 თვეში უნდა ააშენოს. ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარი და 56 თეთრია, თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას …

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის დღევანდელი, 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ანაგი“ გამოვლინდა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად. შპს „სტადიონის“ განცხადებით, დახურულ [აუქციონის გარეშე] ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი „ანაგმა“ დააფიქსირა. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ  700 ათასი ლარი იყო, კომპანიამ კი ფასი 99 მილიონ 448 ათას 549 ლარამდე დაწია. მიიღეს თუ არა სხვა კომპანიებმა ტენდერში …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა და შპს „სტადიონმა“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 101 მილიონ 700 ათასი ლარია. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 წელში [34 თვეში] უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 21 …

როდის გამოაცხადებენ ტენდერს ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 646 355 ლარს გადაუხდის. „სტადიონმა“ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ცალკე ტენდერია გამოცხადებული უშუალოდ სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც, სადაც სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 9 …

როდის დაიწყება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა?

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტი უეფას სტანდარტებს შეესაბამება, ამაზე დასტური შპს „სტადიონმა“ ფეხბურთის ფედერაციისგან უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა მიაწოდა. გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით: „არსებული რეგულაციის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ სტადიონის პროექტზე სამშენებლო ნებართვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, რადგან უნდა აშენდეს მეხუთე კლასის შენობა. ამ დროისთვის უკვე …

Exit mobile version