კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს საპალამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გელა ხახნელიძის ინფორმაციით, კიევის ყოფილი მერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ქობულეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად გეგმავს და მას უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი …
Tag Archives: აჭარა
ბათუმელმა ექიმებმა პოლონეთში გადამზადების კურსი გაიარეს
აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დღეს, 2 აგვისტოს პოლონეთიდან დაბრუნებულ ექიმებს შეხვდა. აჭარის მთავრობისა და სილეზიის სავოევოდოს [პოლონეთი] მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის, 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის სამი ექიმი სპეციალიზებული ტრენინგკურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფებოდა. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქიმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. ქიმიოთერაპევტი …
Continue reading “ბათუმელმა ექიმებმა პოლონეთში გადამზადების კურსი გაიარეს”
„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?
საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა: ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი; შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა; ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა …
Continue reading “„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?”
მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს პრივატიზების გზით. განსაზღვრულ დასახლებებში სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ …
Continue reading “მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო”
აჭარაში არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო
21 ივლისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო. არაგადამდები დაავადებები, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევააა. ასეთ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, დაავადებათა …
Continue reading “აჭარაში არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო”
რა ეღირება თხილი?
ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში 1 კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, მოსახლეობამ გასულ წელს მოწეული მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო. აჭარის სოფლებში თხილის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეში …
ზურაბ პატარაძე: რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებთ
15 ივლისს ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა. პატარაძემ ამ პოსტზე არჩილ ხაბაძე შეცვალა. ის ამბობს, რომ „რადიკალური ცვლილებები არ იქნება“, აქცენტს აკეთებს ინვესტიციების გაზრდაზე, ტურიზმზე და დიპლომატიურად ცდილობს აირიდოს თავიდან არასასურველი კითხვები. „ბათუმელები“ მას პოსტზე დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, შეხვდით იპოთეკით დაზარალებულ პირებს. იპოთეკით დაზარალებული პირები და „ოცნების …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებთ”
თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს
“ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან – განცხადება თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისასა გააკეთა” – ინფორმაციას „ტელეარხი 25“ ავრცელებს. საუბარია ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობაზე”, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სკოლაა. „ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ აჭარაში …
Continue reading “თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს”
წელს პერინატალური მოვლის პროექტში აჭარაც ჩაერთვება
დღეს, 2:00 საათზე, ბათუმში პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის შესახებ კონფერენცია იმართება. პერინატალური მოვლის რეგიონალიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც სამინისტრო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს. იგი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათი ავადობისა და სიკვდილობის შემცირებას ემსახურება. პროექტი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, გასული წლის 1 მაისიდან, საპილოტე სახით ამოქმედდა იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში. შემდეგ პროექტი გავრცელდა ქვემო ქართლის რეგიონში …
Continue reading “წელს პერინატალური მოვლის პროექტში აჭარაც ჩაერთვება”
დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვაქვს „ოქროს ხმა” აჭარაში
დატოვებს თუ არა აჭარის განათლებისა და კულტურის „რესპუბლიკელი“ მინისტრი პოსტს, ან რის სანაცვლოდ შეძლებს გიორგი თავამაიშვილი პოსტის შენარჩუნებას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კომენტარი საქართველოს პარლამენტის წევრმა „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. „თუ გიორგი კვირიკაშვილი კოალიციურობას შესაძლებლად მიიჩნევს აჭარაში და იერარქიულად, რასაც ზემოდან ერტყვიან ისე არ მოიქცევა, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოზიციები. ჩვენ ძალიან ჩამოკიდებული რომ ვიყოთ მაგ …
Continue reading “დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვაქვს „ოქროს ხმა” აჭარაში”
არასრული მონაცემებით, მარტო ივნისში, სტიქიის გამო აჭარაში ზარალი მილიონ ლარზე მეტია
8 ივლისს განვითარებული წყალდიდობებისა და მეწყერული პროცესების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ქედის მუნიციპალიტეტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმოადგენლებმა, 2016 წლის ივნისის თვეში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ მონაცემები წარადგინეს. თანხა საერთო ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ქედის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიშით, …
შს მინისტრი აჭარაშია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარაში იმყოფება. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, დაგეგმილია მინისტრის ჩასვლა სტიქიის ზონაში. 8 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წყალმოვარდნები და მეწყერი განვითარდა. ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ხელვაჩაურსა და ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი შედარებით მცირეა. …
არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. „ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში… მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისათვის. …
თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებიც კითხვებს გაურბიან
ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე – რეგიონში იმ თანამდებობის პირებს შორის არიან, რომლებიც ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა პრობლემურ რესპონდენტებად დაასახელეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი კითხვებს გაურბიან. მასთან ურთიერთობა ჭირს, ის ხშირად ცდილობს არაფრისმთქმელი კომენტარით მოგვიშოროს, ის კითხვას კი არ პასუხობს ამომწურავად, ამბობს მხოლოდ იმას, რაც მას …
Continue reading “თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებიც კითხვებს გაურბიან”
ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ბათუმში, დღეს 30 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. გაძლიერდება დასავლეთის ქარის და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაცემა. ამინდის გაუარესება მოსალოდნელიან მაღალმთიან აჭარაშიც. „არამდგრადი ამინდები გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ დოდო გვაზავამ. აჭარის სამაშვილო სამსახურში ამბობენ, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გაფრთხილებულები …
Continue reading “ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი”
სასამართლო დავა საავტორო უფლებებზე
„საინტერესო შემთხვევაა, არ გვინდა მორიგება. უმჯობესია საკითხი სასამართლომ განიხილოს“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ. ის გონიოში მდებარე რესტორან „აიდერის“ ინტერესებს იცავს. „საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია“ თურქული რესტორნისთვის ლიცენზიის პირობის დარღვევისთვის 3140 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს – 295 ლარის დაკისრებას ითხოვს. მოსარჩელეს მოპასუხემ, ანუ რესტორნის მფლობელმა, სარჩელითვე უპასუხა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. …
აჭარაში გაზის მიწოდება 27-29 ივნისს აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზი“ თავის აბონენტებს აფრთხილებს, რომ ხვალ, 27 ივნისიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდება, რის გამოც მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღება მიაქციოს გაზის დანადგარებს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე, „ბათუმელების“ შეკითხვას, რომელი საათიდან დაიწყება გაზის მიწოდება, პასუხობენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციას არ ფლობენ: „ხვალიდან დაიწყება, რომელ საათზე ვერ გეტყვით. რაც შეეხება, გაზის მიწოდების სრულად აღდგენას 29 ივნისს …
Continue reading “აჭარაში გაზის მიწოდება 27-29 ივნისს აღდგება”
რამაზ ზოიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა
22 ივნისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც აჭარის მკვიდრმა, საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში უკრაინელი ათლეტი – ფარვიზ ნასიბოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რამაზ ზოიძე 2012 წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებში და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში.
ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი
„კინო ქართველების მოგონილია,“ – თქვა ავთანდილ ბერიძემ 2013-ში საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. შეიძლება ეს ფრაზა არა, მაგრამ არასდროს დაგავიწყდებათ კადრი კინოფესტივალის ცერემონიალის დაწყებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა რომ გადაიღო – ბატონ ავთანდილს წვიმაში ქოლგით მოაცილებენ… ავთანდილ ბერიძე მეოთხე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა და ისევ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი. „როგორ გითხრათ, ცოცხალი ადამიანია ძალიან …
მაშველები სეზონის წინ
წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. „გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, …
ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება – ბათუმის საკრებულოს ორი წელი
ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოში ისევ ხმაურობს და აკრიტიკებს ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდი კი ისევ კმაყოფილია. კმაყოფილია გარღვეული ბიუჯეტის, გადათხრილი ქუჩების, ჩაშლილი ტენდერების მიუხედავად, რის გამოც წინა ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. 2016 წლის 14 ივნისს 2 წელი გავა მას შემდეგ, რაც ბათუმმა ახალი საკრებულო აირჩია. საარჩევნო პროგრამაში, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ …
Continue reading “ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება – ბათუმის საკრებულოს ორი წელი”
იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა
იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. …
Continue reading “იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა”
ისტორიები მაღალმთიანეთიდან – პროექტი, რომელმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა
16 წლის გაათხოვეს… მხოლოდ საჯარო სკოლის დამთავრება მოასწრო… არ უყვარდა… მაგრამ ამდენი წლის თანაცხოვრებამ თავისი ქნა… 22 წელია ოჯახს უძღვება… ახლა 38 წლის არის… შემოდგომა-ზამთარს ხულოში ატარებს, ზაფხულში პირუტყვი მიჰყავს მთაში, სხვა თანასოფლელი ქალების მსგავსად… ორი შვილი გაზარდა. უფროსი უკვე სტუდენტია. აზა აბულაძე ხულოში ცხოვრობს, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად. მისი მსგავსი ისტორია აქ ბევრს აქვს – ადრე …
Continue reading “ისტორიები მაღალმთიანეთიდან – პროექტი, რომელმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა”
ჩერნოვეცკი, შეხვედრა ივანიშვილთან და გამქრალი „ბედნიერი საქართველოსთვის“
პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის~ დამფუძნებელმა, კიევის ყოფილმა მერმა, ქობულეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა. ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, ჩერნოვეცკიმ, რომლის პარტიაც 2016 წლის არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, აუდიტის სამსახურს მიმართა, რომ აღარ იყოს პოლიტიკური ფიგურა. რატომ გაქრა „ბედნიერი საქართველოსთვის~ ქართული პოლიტიკური სივრციდან? მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩერნოვეცკის გუნდის მომავალ …
Continue reading “ჩერნოვეცკი, შეხვედრა ივანიშვილთან და გამქრალი „ბედნიერი საქართველოსთვის“”
ბოლივუდი საქართველოში მეორე ფილმს გადაიღებს
ინდური პროდაქშენი – „Abbass Mustan“ – აბაას და მუსტან ბარმავალების რეჟისორობით საქართველოში თრილერის, სახელწოდებით „მაშინ“ გადაღებას გეგმავს. პროდაქშენის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებიან და არჩევენ ადგილებს ფილმის ეპიზოდებისთვის. „Abbass Musta“-ს წარმომადგენელი დარისპან პრაშელი ამბობს, რომ ფილმში მონაწილეობას მხოლოდ ინდოელი მსახეობები მიიღებენ და სრულ ფილმს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის აჭარაში გადაიღებენ. „ფილმის გადასაღებად ივნისში ინდოეთიდან …
Continue reading “ბოლივუდი საქართველოში მეორე ფილმს გადაიღებს”
“ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით
„ეროვნულმა ფორუმმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციურ ფლაგზე გადაინაცვლა, მაგრამ რეგიონებში ფორუმელები თანამდებობებსაც ინარჩუნებენ და უმრავლესობაშიც რჩებიან. პარტიის ყრილობაზე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმის“ დამოუკიდებლად მონაწილეობას. როგორ აღიქვამს ამომრჩეველი „ეროვნულ ფორუმს“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, თუკი მისი წარმომადგენლები დღემდე არჩევით ორგანოებში მმართველ ძალას არ ემიჯნებიან? -„ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა დავით ანანიძემ, „ეროვნული ფორუმის“ …
Continue reading ““ეროვნული ფორუმი“ – ოპოზიცია თანამდებობრივი პრივილეგიებით”
რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
რა ქონებას ფლობს, რა საქმიანობას ეწევა და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მცირე მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ქარხანა ქმნის მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ. შესაბამისად, გადარჩენა არ უწერია ნავთობის სფეროში შესულ არც ერთ წვრილ მოთამაშეს, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული …
Continue reading “რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა”
ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება ბათუმში
20 აპრილს ბათუმში ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება გაიხსნა. ტურნირი ასევე ეძღვნება ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილეს და „ნონას თასის“ ტიტულსაც ატარებს. საჭადრაკო თამაშები დღეიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება. ტურნირში სულ 12 ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობს, მათ შორის 4 ქართველია. მათგან ერთ-ერთი კი, ბათუმელი ნინო ბაციაშვილია. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეს …
Continue reading “ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება ბათუმში”
აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ტარდება
დღეს ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სინიციატივით, უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება. ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და კვლევებს შპს “ონკოლოგიური საავადმყოფო“-ს, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“-ს ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება. შუახევის მუნიციპალიტეტში …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ტარდება”
ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ
სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. …
ავარიის შედეგად ხელვაჩაურში ორი ადამიანი დაიღუპა
ხელვაჩაურში ავარია მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 5 დაშავებული კი გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს
კოოპერატივი „რ.კ. ქაქუთი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შავ სიაშია. სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ამ კოოპერატივთან დაკავშირებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებაა. პირველით სამინისტრო „რ.კ ქაქუთთან“ 2013 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას გეგმავს. მეორეთი კი „მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების შეთანხმებაზე მოლაპარაკება“. კოოპერატივის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა მისთვის საწარმოს წართმევას და სხვა პირზე გადაცემას გეგმავს. ინდმეწარმე მერაბ …
Continue reading “ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს”
კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“
ბრაის მალსბერი ექსპერტი კოოპერატივების მიმართულებით პროექტში „Acdi-voca“ თქვენს რეგიონს [აჭარას] შეუძლია კოოპერირების სისტემაზე გადასვლა, უბრალოდ, გასავლელია არც თუ მოკლე გზა, რომ კოოპერატივები იქცნენ რეალურ კოოპერატივებად. აუცილებელა განათლება, სწავლება და ჩვენება. განათლება კი მხოლოდ თეორიული არ უნდა იყოს. „შერატონსა“ და „რედისონში“ ჩატარებული ტრენინგებით სოფლის მეურნეობა არ განვითარდება. ამერიკელი ექსპერტი იქნება თუ ევროპელი, მინდვრად უნდა ატარებდეს ამ …
Continue reading “კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“”
ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება
აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის …
Continue reading “ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება”
ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას
ინვესტიციის გაზრდითა და ამ მიმართულებით გაფორმებული ახალი შეთანხმებებით აჭარის მთავრობა ხშირად იწონებს თავს. ინვესტიცია უმეტესწილად სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა-ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ მხრივ ინვესტორის ინტერესები ქალაქის ცენტრში არსებულ მუნიციპალურ ქონებაზე გადის. ეს ქონება ბათუმის საკუთრებაა – მას თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით ბათუმის მერია და საკრებულო უნდა განკარგავდეს. რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბათუმის ცენტრში ინვესტორის დაინტერესების შემდეგ …
Continue reading “ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას”
როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, …
Continue reading “როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა”