Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა. 2024 წლის გაზაფხულზე, მოდული წარმატებით ჩატარდა მარნეულში, ახმეტასა და ახალციხეში. სექტემბერში კი, პროექტი ქედაში გაგრძელდება.
მაღალმთიან აჭარაში, პროექტი მეწარმე ქალების უნიკალურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე ფოკუსირდება. მოდულის მთავარი თემაა მეწარმე ქალთა გაძლიერება: ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები. ლექციებს ქალი ბიზნესლიდერები, „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრები გაუძღვებიან.
მეწარმე ქალთა გაძლიერება: ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები ჩატარდება 2024 წლის 7 სექტემბერს, ქედაში, შატო მილისში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 სექტმებერი, 23:59. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის, მიჰყევით ბმულს.
მოდულზე რეგისტრაცია და მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს (MSMEs), სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მომავალ ანტრეპრენერებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.
პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორებიცაა:
- გაძლიერება მეწარმეობის გზით: შესავალ ნაწილში განხილული იქნება ქალთა ლიდერობის მნიშვნელობა ბიზნესში და ქმედითუნარიანი სტრატეგიები წარმატებული ბიზნესის დასაწყებად.
- ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები ქალებისთვის: ეს სესია მოიცავს ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის აუცილებელ საკითხებს, მათ შორის პროდუქტის შერჩევას, ფასწარმოქმნას და ტრანსპორტირების ლოჯისტიკას.
- ფინანსური მენეჯმენტი ონლაინ ბიზნესისთვის: ფინანსური ცოდნა გადამწყვეტია ნებისმიერი მეწარმისთვის, განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაში. ეს სესია ფოკუსირებული იქნება ონლაინ ბიზნესის მართვის კონკრეტულ გამოწვევებზე.
- მარკეტინგი და ბრენდინგი ციფრულ ეპოქაში: ამ ლექციაზე მონაწილეები შეისწავლიან როგორ გაუზიარონ საზოგადოებას ბრენდის დამაჯერებელი ამბავი, მოახდინონ პროდუქტებისა თუ სერვისების ოპტიმიზაცია და გამოიყენონ ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები.
- ინოვაცია და გამძლეობა ბიზნესში: მეწარმეობა არის გამოწვევებით სავსე მოგზაურობა, განსაკუთრებით კი, სწრაფად ცვალებად ბაზარზე. ეს სესია ფოკუსირებული იქნება ბიზნესში ინოვაციისა და ადაპტაციის მნიშვნელობაზე. დამსწრეები მიიღებენ პრაქტიკული რჩევებსა და ინფორმაციას იმ გამოყენებადი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც მათ სამეწარმეო წარმატებაში დაეხმარებათ.
*Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია – სამცხე–ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. სადაც, ენობრივი ბარიერებისა და კულტურულ თავისებურებების გამო, ფინანსურ განათლებაზე წვდომა ხშირად შეზღუდულია. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.