„ყურშას“ 11 წელი მიუსაჯეს – ამ საქმეში 4 ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ გოჩა კახიძეს, მეტსახელად „ყურშას“, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეში ბრალდებული 4 პირი, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 სექტემბერს დასრულდა. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულების „საბოლოო სიტყვები“ …

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული პირების საქმე – სასამართლო განხილვა განახლდა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს.  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის …

ძმებ წულუკიძეებს ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან – მოწმეები დაკითხეს, გამოსაკვლევია ჩანაწერები

მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს. „საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი …

„უნდა გამართლდეს“ – კიდევ რა უთხრა „ყურშას“ ადვოკატმა მოსამართლეს დასკვნით სიტყვაში

„მხოლოდ ის, რომ ან აღიარებს, ან ცნობილია „კანონიერი ქურდის“ სახელით, ეს არ არის საკმარისი,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულის, გოჩა კახიძის, იგივე „ყურშას“ ადვოკატმა, დავით კეკელიძემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული ბრალით დაახლოებით 40 ბრალდებულის საქმეს 3 სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს, მათ შორის, ერთ საქმეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშა“ ფიგურირებს, მოსამართლე …

რა უთხრეს „ყურშასთან“ დაკავშირებულმა ბრალდებულებმა მოსამართლეს?

„მე მინდა ჩვენების მოცემა,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებუმა გიორგი ხ.-მ, რომელსაც პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება. დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერ ქურდ „ყურშასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საქმე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლის განაჩენს მხარეები მალე მოისმენენ. საუბარია 2025 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ …

„ბიძინა „ქურდებთან“ ურთიერთობაშიც გადამგდებია. დაიჭერს, თუ ვინმე ხელს უშლის“ – ინტევიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყანაში ადამიანები მასობრივად არიან დაკავშირებული „ქურდულ სამყაროსთან? როცა მხოლოდ ხელვაჩაურში ჩატარებული ერთი სპეცოპერაციით „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებით 72 პირს აკავებენ? შსს ხშირად აქვეყნებს სტატისტიკას, როგორ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ათეულობით ადამიანი. ეს სტატისტიკა მზარდია: წელს ექვს თვეში უკვე 333 პირს წარუდგინე ბრალი „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე, გასულ წელს კი – ერთი …

„კანონიერ ქურდ“, ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული საქმე – რეპორტაჟი სასამართლოდან

„როცა დამაკავეთ ღამის სამ საათზე, კარზე დამიკაკუნეთ და მწოლიარე ავდექი, 20 სპეცრაზმელით დამადექით თავზე, კარი გაგიღეთ თუ არა, მაშინვე ძირს დამაგდეთ, წინააღმდეგობა როგორ გაგიწიეთ?“ – ჰკითხა ბრალდებულმა რამაზ ჭ.-მ უფროს გამომძიებელს – ვლადიმერ ნაკაშიძეს. მან დღეს, 17 ივლისს, სასამართლოს ჩვენება მისცა ე. წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან კავშირში მყოფი ბრალდებულების საქმეზე. უფროსი გამომძიებლის თქმით, რამაზ …

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებელმა მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელსაც გასული წლის დეკემბერში მიუღია ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია მორიგ „ქურდულ გარჩევაზე“. ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეზე დღეს, 9 ივლისს, მორიგი არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ პროცესის განხილვის დროს ყოველთვის ტევა არაა სასამართლოს შესასვლელში – პროცესზე დასწრების მსურველი ბევრია, მანდატური კი, ხმამაღლა პერიოდულად …

დააკავეს „კანონიერი ქურდ“ ბესიკ ჯაფარიძესთან კავშირში მყოფი 29 პირი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“, – წერს შსს. „სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის …

პროკურატურა ცდილობს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესო გაუფორმოს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი. პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად. „ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. …

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესოს სთავაზობენ

„დანაშაული რა გვაქვს? ადგეს პროკურორი და თქვას,“ – „ქურდული სამყაროს საქმეზე“ დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასე მიმართა მოსამართლეს მას შემდეგ, როცა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. დღეს, 24 ივნისს,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაიწყო. სხდომის დასაწყისშივე პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ …

შსს-მ 44 პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი, ბრალი წარედგინა – ზოგიერთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგიერთს – დაუსწრებლად, მათ შორის, 2 საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. „ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები…. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან …

რა მოხდა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების პროცესზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 15 პირი. დღეს, 5 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. „არ ვცნობ თავს დამნაშავედ“- ერთი და იმავე ფრაზით უპასუხა თხუთმეტივე ბრალდებულმა მოსამართლეს, რომელმაც ბრალის გაცნობის შემდეგ თითოეულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში? ადვოკატების მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს …

„ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრები აგროვებენ ობშიაკს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, ე.წ. ქურდულ სამყაროს ისევ აქვს გავლენა ციხეებში. ომბუდსმენს პატიმრებმა უთხრეს, რომ პრივილეგირებული პატიმრები „მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით“ ციხის ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებული. „ამ პრაქტიკის არსებობა – ადმინისტრაციასთან დაახლოებული, პრივილეგირებული პატიმრები, მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით, გავლენას ახდენენ სხვა პატიმრებზე, აგვარებენ კონფლიქტებს და, მათ შორის, იძულების გზით აგროვებენ ე.წ. ობშიაკს, – დაადასტურეს იმ …

რა ხდება, როცა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის გამო 38 პირს 1 სოფელში აკავებენ – ინტერვიუ

„რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული,“ – ამბობს პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე. მას რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვესაუბრეთ: ამ სპეცოპერაციის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. 72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა. რაზე მიუთითებს ეს ციფრები? რა მასშტაბის …

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ 30 ბრალდებულს ბათუმში პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 19 მარტს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ სოფელში – შარაბიძეებში დაკავებულ 30 პირი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ ბრალდებულს, რომელიც საქართველოში არაა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ქალ ბრალდებულს კი, მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა – 7 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ, ქალი ბრალდებული გათავისუფლდება. ამ საქმეზე სულ 77 ბრალდებულია. სხვა დაკავებულების საქმე თბილისის საქალაქო …

72 დაკავებულს რა კავშირი აქვს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან – გამოძიების ვერსია

პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ 77 პირს წარუდგინეს ბრალი, მათ შორის, ხუთს დაუსწრებლად. პროკურატურის ვერსიით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ,“ – აღნიშნულია პროკურატურის …

„ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება“ – გეკა გელაძე სპეცოპერაციაზე

შსს ამბობს, რომ წუხელ, 17 მარტს ღამით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად 72 პირი დააკავეს, მათ შორის 3 ქალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. „კიდევ 5 პირს კი ბრალი წარედგინა. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად. მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს“, – ამბობს გეკა გელაძე. „ქართული ოცნების“ შს მინისტრის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული …

როცა თანამდებობის პირი „ქურდული სამყაროს“ მიმდევართან ქეიფობს – რას აჩვენებს რესტორანში პოლიციელის ცემის საქმე

„ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები, ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა,“ – ადვოკატი ლია მუხაშავრია გვიყვება, რომ ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაპატიმრების ამბავი აქტიური მედიაგაშუქებისა და საზოგადოების რეაქციის შედეგია. ლია მუხაშავრიას ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე …

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – შსს

თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. შსს-ს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – …

ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო …

ქურდული გარჩევები საქართველოსა და თურქეთში – შსს-ს ცნობით დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“; 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად …

ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს. „ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი. 2024 წლის 22 ივნისს „ქურდული …

ხელვაჩაურში ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს. პოლიციის ცნობით, გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის …

რატომ მიმართავენ ბიზნესმენები სასამართლოს ნაცვლად „ქურდულ სამყაროს“ 

მხოლოდ იანვრიდან მაისის ჩათვლით, 2025 წელს, პროკურატურამ საქართველოში ზუსტად 70 პირს წარუდგინა ბრალდება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის [„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამი მუხლი ეხება „ქურდულ სამყაროს“]. ამ 70-დან 46 კაცს ბრალი უშუალოდ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის მუხლით წარუდგინეს. – რას აჩვენებს ეს? პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხშირად გვხდება გამოძიების ვერსია: ფინანსური დავების მოგვარების მოტივით, მოქალაქეები …

თბილისში, ოზურგეთსა და ურეკში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულნი არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად „ედო“. ასევე, შსს აცხადებს, რომ …

ოზურგეთში, ლანჩხუთსა და თბილისში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – ინფორმაციას დღეს, 25 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე ორ პირს დავა ჰქონდა, „ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს. ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, ე.წ. …

„ქურდული გარჩევა“ ბათუმში, დაკავებულია 2 პირი – პროკურატურა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით, 5 ივნისს ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო. „კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, …

როგორ აპირებს „ოცნება“ ე.წ. ავტორიტეტების საარჩევნოდ გამოყენებას? – ეკა ბესელიას კომენტარი

„მახსოვს, წინა საპარლამენტო არჩევნებზე როცა უბნებზე დავდიოდი, მობილიზებული იყვნენ იქვე, უბანთან, საეჭვო ახალგაზრდა კაცები… ახლა ამას უფრო დიდი დოზით გამოიყენებენ,“ – გვიყვება ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი. მას ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე: რა სქემით შეიძლება სცადოს „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად ე.წ. ავტორიტეტების გამოყენება? პარლამენტის ყოფილ წევრს ვკითხეთ ამნისტიაზეც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ …

„ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 8 პირი დააკავეს – ფულის „ქურდული“ წესით ამოღება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.შ., 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“), 1990 წელს დაბადებული ბ.ს., 1964 წელს დაბადებული კ.ბ., …

„იავა“, „კოტო“, „ხასიკო“ და კიდევ 15 პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 18 პირი დააკავეს თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. შს სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული …

ბათუმში შსს სპეცოპერაციას ატარებს – „ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი დავაკავეთ“

დღეს, 14 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმში სპეცოპერაციას ატარებენ. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი. სპეცოპერაცია გრძელდება. შსს სპეცოპერაციას აჭარის რეგიონში ატარებს. ინფორმაცია განახლდება.

„ლეკვი“, „მოლა“, „ხავთასა“ და „ხონსკი“ ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობისთვის დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. შსს-ს ინფორმაციით, სამ პირს – ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს,  ფინანსური დავის ნიადაგზე დაუპირისპირდა მოუხდათ მ.ჩ-სთან და აღნიშნული დავის მოგვარება ე.წ ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. „თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ …

ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა, კიდევ ორს კი, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ფინანსური დავების მოგვარებას სთხოვდნენ, მათ შორის, მინდია ლავასოღლის. „…აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი …

ლავასოღლისთვის მიმართვის გამო „ქურდული სამყაროს“ 7 წევრი დააკავეს – ფინანსური დავები

შსს-მ 7 პირი დააკავა და საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი წარუდგინა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. შსს ადასტურებს, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. ფინანსური დავების დროს …

ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, წაართვეს მანქანაც, მათ ქურდებს მიმართეს და არა პოლიციას – შსს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები ბიზნესმენებს ფულს სძალავდნენ, მათ კი დასახმარებლად მიმართეს არა სამართალდამცველებს, არამედ სხვა „ავტორიტეტებს“. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს – პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის …

Exit mobile version