„კანონიერი ქურდების საქმეზე“ საზღვარგარეთ მყოფ პირს ბრალი წარუდგინეს

„კანონიერი ქურდების საქმეზე“ კიდევ ერთ პირს წარუდგინეს ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული ამ დროისთვის საზღვარგარეთაა და მასზე ძებნა გამოცხადდება. ამ საქმეზე შსს-მ 13 პირი გუშინ, 20 მაისს, დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გ.ღ. 1974 წელსაა დაბადებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ …

შსს: ქურდული სამყაროს მხარდასაჭერად პირს 10 000 ლარი გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. კ., 1991 წელს დაბადებული ლ. ქ., 1985 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1985 წელს დაბადებული ზ. მ. დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან …

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში 6 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს …

ბრალდებულების ახლობლები სასამართლოსთან ბადრაგის მანქანას არ ატარებენ

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ ბრალდებულების ახლობლები. სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა იმართება იმ პირების საქმეზე, რომლებმაც გამოძიების ვერსიით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში იჩხუბეს ამ წლის მარტის თვეში. ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. გამოძიების ვერსიით,  საავადმყოფოს ეზოში იჩხუბა რამდენიმე პირმა. ბრალდების თანახმად, მათ შორის ერთ-ერთ პირს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი …

შსს-მ 2018 წელს ოთხი კანონიერი ქურდი და 40 კიბერდამნაშავე დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, ე.წ. ოთხი კანონიერი ქურდი და „ქურდული სამყაროს“ 52 წევრი დააკავეს. უწყების თქმით, ეს სტატისტიკური მაჩვენებელი 477 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემზე. „დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა“. 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“. ტრეფიკინგის ბრალდებით …

რა შემოუთვალა ლავასოღლიმ მოსამართლეს

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – ეს ფრაზა დღეს სამივე ბრალდებულმა თქვა მოსამართლის ტრადიციული შეკითხვის საპასუხოდ: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავს. ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს დააკავეს. დღეს, 12 სექტემბერს, ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა სამ ნაწილად იმართება. პირველ …

4 პირი „ქურდული სამყაროს წევრობის“ და „ქურდული საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს. ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია. „გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, …

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე – ათი პირიდან ციხეში წასვლა არც ერთს არ უნდა

„ჩვენ ვართ ბრალდებულები, არ მოგვმართოთ სახელებით“ – ეს იყო ბრალდებულების მოთხოვნა მოსამართლისადმი. 19 ივლისს, გვიან საღამოს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 10 პირის მიმართ აღკვეთი პროცესი. ყველა მათგანის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს არ გამოეყენებინა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ღონისძიება – ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ათივე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები …

ქობულეთელი ტაქსისტები: „ძველი ბიჭები“ გამოჩნდნენ, ფულს არ გადავიხდითო

„გახშირდა ასეთი ამბავი, კაი ბიჭი ვარ და ფულს არ გადავიხდი,“ – ყვებიან ქობულეთელი ტაქსისტები. მათი თქმით, არსებობს შემთხვევები, როცა მგზავრები ტაქსის მძღოლებს ქურდული სამყაროს წევრებად ეცნობიან და მგზავრობის თანხის გადახდაზე უარს ამბობენ. ინფორმაცია, რომ ქობულეთში ტაქსის მძღოლებს „ძველი ბიჭები“ მგზავრობის თანხას არ უხდიან, ან ცდილობენ არ გადაუხადონ და ამან რეგულარული სახე მიიღო, „ბათუმელებმა“ დღეს თავად …

Exit mobile version