შვილები როცა გაიზარდნენ, დიდი თავისუფლება ვიგრძენი – 44 წლიდან დაწყებული ახალი საქმე

ცოტა ხნის წინ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, სილამაზის სალონი დახურა. წლობით მუშაობდა იტალიური ბრენდების თავის მოვლის საშუალებების ტრენერად, ბიზნესი მთლიანად მისი იყო და საქმეც მოსწონდა, მაგრამ მიხვდა, რომ ,,გადაიწვა“ და საჭირო იყო სიახლეები, რაღაც სხვა უნდა გაეკეთებინა, რაშიც მთლიანად გადაეშვებოდა და მთელ დროს ისე დაუთმობდა საქმეს, რომ არ დაიღლებოდა: „ასე დავხურე ჩემი ძველი ბიზნესის ყველა …

„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება

„დილის ხუთ საათზე ვდგები, ვლოცულობ და მაშინვე მივდივარ ბოსელში. ამოხვალ, რძე უნდა გამოწურო, ყველი აიღო, საჭმელი გააკეთო, სახლი დაალაგო, ბოსტანში ჩახვიდე და რა ვიცი, ყველაფერი ერთ ქალს გიცდის. დაძინება არ არის ჩვენთან. ბარში რომ ჩავალ, კარგად დავისვენებ, 2-4 საათი მაინც უნდა დავისვენო, ისე გადავიღალე, რომ რა ვიცი“, – მეუბნება 57 წლის ნათელა კახაძე, რომელიც აგერ …

რატომ დავასრულე პირველი ქორწინება 28 წლის შემდეგ – 3 შვილის დედა, რომელიც უცხოეთში მუშაობს

„ისწავლე, შენი სწავლით სამსახური იშოვე და იშრომე იმისათვის, რომ შენი შვილები მისმა დედამ გაზარდოს, – ასე ვარიგებ ჩემს 22 წლის ბიჭს, რომელიც სტუდენტია და რომელიც 8 წლის იყო, როცა პირველად დავტოვე და სამუშაოდ თურქეთში წამოვედი,“ – ასე იწყებს საუბარს 57 წლის ნაზიკო გოგიტიძე. ნაზიკო სამი შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა. პირველად თურქეთში 1999 წელს …

რატომ გაიაფდა თუთუნი – „ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ სოფლიდან წახვიდე“ | ვიდეო

ჯემალ მამულაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს. ათას კვადრატზე თამბაქო აქვს გაშენებული და როგორც „ბათუმელებს“ უთხრა, პირველი ხარისხის თუთუნი მოჰყავს. მაგალითად, გასულ წელს 300 კილოგრამი სარეალიზაციო თუთუნი მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თამბაქო ძალიან გაუფასურდა, გულს მაინც არ იცრუებს და მის წარმოებას აგრძელებს. „რაც მოვიყვანე, ყველა გავყიდე. ზოგი 40 ლარში, ზოგიც 30-ში. დაბალ კატეგორიას (ფილიჯს …

ჩემს სოფელში ქალები დილის 5 საათზე დგებიან და იწყებენ მუშაობას – სოფელი ხულგუმო

„ჩემს სოფელში ქალები დილის ხუთ საათზე დგებიან, ზოგჯერ 4-ზეც. ათობით ძროხას წველიან და შემდეგ, დილის შვიდ საათზე, მინდვრებში უშვებენ საბალახოდ. შინ დაბრუნების შემდეგ კი სახლის საქმეებს იწყებენ. საუზმეს ამზადებენ ოჯახისთვის, ბავშვებს – სკოლისთვის, შემდეგ კი ბაღჩა-ბოსტანში მუშაობენ მთელი დღე. ღორი, ძროხა, ქათამი – ყველაფერს ქალმა უნდა მიხედოს. ძნელია სოფელში ცხოვრება, სადაც ფიზიკური შრომის გარდა არაფერი …

როგორია ზამთარი ხულოში ქალებისთვის – ამბავი ლელაზე, ნაზიბროლაზე და ნარგულზე

2023 წლის თებერვლის ბოლოს ხულოს სოფლებში მოსახლეობა დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა. შიდა სასოფლო გზები ბევრგანაა გაუწმენდავი და პერიოდულად ითიშება ელექტროენერგიაც. გიამბეთ თოვლში ჩაკეტილ ცოლ-ქმარზეც და იმაზეც, თუ როგორ შეწყდა სწავლა სკოლაში, ბაღში. ამჯერად ლელაზე, ნაზიბროლაზე და ნარგულიზე გიამბობთ, იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ქალები ხულოს სოფლებში ზამთარში, დიდთოვლობისას. „ბათუმელებს“ ბევრჯერ მოუყოლია, უჩვენებია ის მძიმე შრომა, რაც აჭარის …

3 შვილის დედა ხულოდან: სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია, ახლა ვაპირებ გაგრძელებას

„რეგიონებში მსოფლმხედველობის პრობლემა გვაქვს. ქალებს ჰგონიათ, რომ არ აქვთ უფლება განათლება მიიღონ, იმუშაონ და ა.შ. თუ მე და კიდევ რამდენიმე ჩემნაირი [ქალი] ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სტიმული, წახალისება იქნება სხვა ქალებისთვის, რომლებიც სახლში სხედან, შვილები ჰყავთ და ჰგონიათ, რომ  შვილებზე ზრუნვის იქეთ აღარაფერი ევალებათ, აღარაფერი …

ჩემს კლასელ გოგოებს არ უსწავლიათ, მე ვისწავლე და დამოუკიდებელი ქალი ვარ – 60 წლის მკერავი

მკერავი მზიური მარკოიძე ეკომიგრანტია აჭარიდან, რომელიც ბოლო 8 წელია წალკაში ცხოვრობს. იგი ბავშვობიდან კერავს და ამბობს, რომ კერვის გარეშე ვერც ერთი დღე ვერ წარმოუდგენია და ეს საქმე ნებისმიერ განწყობაზე მყოფს ეხმარება. მისთვის კერვის პროცესი საუკეთესო თერაპიაა. მზიური 60 წლისაა. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ბევრი გამოცდილებაც დააგროვა და ყოველ ჯერზე …

„მზევინარის ატელიე“ – ხულოელი ქალის ბიზნესი

ხულოს სოფელ ღორჯომში მცხოვრები მზევინარ ირემაძე კვირას, 9 ოქტომბერს, სამკერვალოს გახსნის დაბა ხულოში, რომელსაც „მზევინარის ატელიე“ ერქმევა. სწორედ ასე ჰქვია მზევინარის პირველ სამკერვალოსაც, რომელიც სამი წლის წინ სოფელში გახნა. ხულოს სამკერვალოში მზევინარმა აჭარული ორნამენტებით ნაქსოვი და ნაქარგი ნივთების მცირე გამოსაფენი კუთხეც მოაწყო, რომლის ნახვაც, მისი თქმით, ყველა მსურველს შეეძლება. მზევინარი ამ ფორმით შეეცდება მეტ ადამიანს …

როგორ აპრიალებენ მემთეურები ალუმინის ჭურჭელს – ნაილე და მაგული იალაღიდან

ალბათ, ერთხელ მაინც გინახავთ ვიდეო, თუ როგორ ამზადებენ აჭარულ დაწნულ ყველს მთებში გახიზნული მემთეურები. არანაკლებ გასაოცარი სანახავია, ხის პატარა, ბნელ ოთახებში შეშის ღუმელზე შემოდგმული ალუმინის მაღალი და ფართო ქვაბები. ამ ქვაბებს დღეში რამდენჯერმე დგამენ ცეცხლზე მემთეურები რძის ნაწარმის დასამზადებლად, მაგრამ ჭურჭელზე ჭვარტლის კვალსაც კი ვერ იპოვი – პირიქით, ისინი საკვირველად პრიალებენ. არ არის მარტივი ყოველდღიური მოხმარების …

ქალი ქედიდან, რომელიც 25 წელზე მეტია მარწყვის ბაღს უვლის

54 წლის ასმათ სამნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. იგი 25 წელზე მეტია, რაც მარწყვის ბაღს უვლის. როგორ გახდა პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერი ქალი გამოცდილი მებაღე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? ასმათი გვიყვება, რომ 90-იან წლებში, როცა დაქორწინდა, ძალიან ძნელი ცხოვრება დაუდგა მას და მის ოჯახს. გამუდმებით ფიქრობდა, რის გაკეთება შეეძლო საკუთარი თავისა და ოჯახის …

როგორ დაიწყო ქალმა ქობულეთში სომხური ვარდების ბიზნესი – „მთელი დღე სათბურში ვარ“

48 წლის ინდირა კირჩხელი ქობულეთში ცხოვრობს და სოფელ ქობულეთში  სომხური ჯიშის 2 000-მდე ვარდს უვლის. ის გვიყვება, რომ ვარდების მოშენებაზე 2 წელი ფიქრობდა. ხედავდა სოციალურ ქსელებში ვარდების სათბურებს და თავადაც უნდოდა ამ საქმის წამოწყება, მაგრამ ოჯახს სათბურის გასაკეთბლად საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამიტომ ყოვნდებოდნენ. ბოლოს, ინდირას სათბურის მოწყობაში ახლობელი დაეხმარა და უკვე 2 წელია, რაც …

ქალი, რომელსაც საზღვარზე სიგარეტები გადაჰქონდა – მცივა და მშია I VIDEO

62 წლის ლეილა ვარშანიძე ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, საკუთარი სახლი არ აქვს. ახლა მძიმედ ავადმყოფი მარტოდმარტო ცდილობს გაუმკლავდეს სოციალურ გაჭირვებას, სიცივეს და საჭირო წამლების მაღალ ფასს. სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ. ახლა ესეც აღარ შეუძლია. ამიტომ იძულებულია 50-ლარიანი სოციალური დახმარება და 170 ლარი …

როცა მუშაობ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერაფერს იმეტებ I VIDEO

60 წლის პენსიონერი, ლიანა ცინცაძე წლებია გარე მოვაჭრეა. ბავშვობაში დედას ეხმარებოდა ვაჭრობაში, დღეს კი სრულიად მარტოა დახლთან და ყვავილებს, სანთლებსა და სხვა წვრილმანებს ყიდის ყოველდღე. საკუთარი თავისთვის ფულს ვერასდროს იმეტებს, არ ახსოვს, ბოლოს რა ნივთი შეიძინა. დიდი ხანია უნდა ინახულოს შვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ ბათუმში, მაგრამ ვერ ახერხებს. ლიანა ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის სახიფათოა, რადგან …

გოგო, რომელიც 13 წლიდან მუშაობს: ყველა გარბის საქართველოდან, ალბათ მეც წავალ

კორონავირუსის პანდემიამდე საზღვრებს მიღმა, სეზონურ სამუშაოზე ასობით ბავშვი მუშაობდა. ბავშვები თხილისა და ჩაის საკრეფად მშობლებთან ერთად გადადიოდნენ და იქ სეზონის დასრულებამდე რჩებოდნენ. სანდრა ხალვაში 17 წლის აბიტურიენტია ბათუმიდან. 13 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად სამუშაოდ წავიდა თურქეთში, სამსუნთან ახლოს, თხილის საკრეფად. იმ ზაფხულის ცხელი აგვისტო სანდრამ თხილის კრეფაში გაატარა, საქართველოში დაბრუნებულმა კი გამომუშავებული ფულით ტელეფონი …

შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, მაინც ველოდები – პანდემია და ტაქსის მძღოლი ქალი ბათუმიდან

ელენე მჟავანაძე ტაქსის მძღოლია ბათუმიდან. ცხრა წელია რაც ამ საქმიანობას ეწევა და პანდემიის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას. ელენე ტაქსის მძღოლობაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, როცა საბერძნეთში, ემიგრაციაში იყო. „ვხედავდი ტაქსის მძღოლ ქალებს და მომწონდა. ვფიქრობდი, როცა ბათუმში დავბრუნდებოდი, სხვა თუ ვერაფერს ვიშოვიდი სამუშაოს, აუცილებლად ტაქსის მძღოლი გავხდებოდი“ – გვეუბნება ელენე. გვიყვება, როგორია მარტოხელა  დედის ცხოვრება, როგორ …

პენსიონერების შრომა ქუჩაში პურის ფულისთვის პანდემიის დროს

„არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია და ასე გაგრძელდება კიდევ ბებია“ – ასე დაიწყო თავისი ამბის მოყოლა გულნაზ დევაძემ, რომელიც ბათუმში გამსახურდიას ქუჩის ბოლოს სიგარეტით ვაჭრობს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზამთარში პანდემიის დროს პურის ფულის შოვნას ქუჩაში ცდილობს: „ვცხოვრობ გამოკეტილ ბინაში, 74 წლის ქალი ვარ 185 ლარი მაქვს პენსია, ვარ წამლებზე დამოკიდებული. წელს პანდემია რომ დაიწყო, …

ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა

იატაკი უნდა მოწმინდოს. სარეცხი დარეცხოს. საუზმე და სადილ-ვახშამი უნდა მოამზადოს. ჭურჭელი დარეცხოს. ბოსელი დაასუფთაოს. დღეში ხუთჯერ ლოცვისას ხუთჯერვე უნდა განიბანოს –  მეზობლისგან მოტანილი წყლით, რომელიც მეზობელსაც აღარ ჰყოფნის. სარეცხი მანქანა ახლა გასარეცხი ტანსაცმლის მხოლოდ შესაგროვებლად დგას ოთახის კუთხეში. რამდენიმე წელია, რაც 50 წლის მაყვალა სოლომონიძე წყალს მეზობლისგან ეზიდება: ვედროები, ქვაბები, ბოთლები, კასრები, ტოლჩები – დილიდანვე …

ელენე, 65 წლის დამოუკიდებელი ტაქსის მძღოლი

„15 წელია ტაქსის მძღოლი ვარ და მხოლოდ ორჯერ გადამაგდეს კლიენტებმა, გოგომ სამი ლარი არ გადამიხადა და წავიდა, ერთხელაც ბიჭმა არ გადაიხადა ოთხი ლარი, სულ ეგ იყო. ღამის სამამდე ვმუშაობ და საეჭვო ხალხს და არაფხიზელებს მანქანაში არ ვისვამ, ერთს მივანათებ ფარებს და უკვე ვიცი ვინ ვინ არის, პატარა გოგო ხომ აღარა ვარ? ტაქსის კომპანიებში არასოდეს ვიმუშავებ, …

ბეტი – ტაქსის მძღოლი გოგო ბათუმის ქუჩებში

ძლიერება და გაბედულება ცხოვრებისეული ცვლილებების უშფოთველად მიღება, თავგადასავლებისთვის მუდმივი მზადყოფნაა, რის გარეშეც ვერ ვვითარდებით. ბეტი ხოხიაშვილი ასეთი გოგოა. მან ოთხი წლის წინ დატოვა ხალხმრავალი პეტერბურგი, მამის სამშობლოში, საქართველოში ჩამოვიდა, ბათუმში დასახლდა და „ტაქსი პლუსში“ დაიწყო მუშაობა. ბეტი აქაურობაზე გვიყვება. „ბათუმში განსაკუთრებული, განსხვავებული ატმოსფეროა, რომელსაც დიდი ქალაქის ხმაურზე ვერ გაცვლი. მთა და ზღვა ერთად, სიმყუდროვე, ირგვლივ …

Exit mobile version