მკლავჭიდელი და პრეზიდენტი დოპინგის გამოყენებას უარყოფენ

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმელ მკლავჭიდელს, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს, მერაბ კაკაბაძეს, ტესტირების შედეგად სისხლში დოპინგის კვალი აღმოუჩინეს. ტიტულების ჩამორთმევა და ორწლიანი დისკვალიფიკაცია – ეს არის სასჯელი, რომელიც მას ემუქრება. აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე და თავად სპორტსმენი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს გაურკვევლობას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცდებიან.


<!** Image 2 align="middle" alt="მარცხნივ - მერაბ კაკაბაძე" sub="მარცხნივ - მერაბ კაკაბაძე" width="500" height="384" >

„აკრობუმი წარსულია, აქცენტს ახალ თაობაზე ვაკეთებ“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმელი აკრობატი გოგონების ტრიოს  – აკრობუმის შარშანდელი ნიჭიერის ფინალში მოხვედრის შემდეგ, გოგონებისა და მათი მწვრთნელის, მარინა სარიშვილიკალანდაძის გზები გაიყარა. მარინა სარიშვილი ბევრს არ საუბრობს იმაზე, თუ რა გახდა საყოველთაო აღიარების შემდეგ მრავალწლიანი იდილიის დასრულების მიზეზი. დღეს ის ახალი თაობის აღზრდითაა დაკავებული, რომელთა უმრავლესობამ უკვე მოასწრო საქართველოს ჩემპიონობა და სხვადასხვა ტურნირის მოგება. მარინა სარიშვილს სპორტსკოლაში, მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე ვესაუბრე.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="1788" >

12 მედალი აჭარას

ირაკლი დარცმელიძე

თბილისში, სპორტკომპლექს “არენაში” ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. აჭარის ნაკრებმა სხვადასხვა სინჯის 12 მედალი მოიპოვა.

ორდღიანმა შეჯიბრების შედეგად ადგილები ასე გადანაწილდა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="866" >

მშვილდოსნება ადგილები გაინაწილეს

ირაკლი დარცმელიძე

 

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. გთავაზობთ ტურნირის ტექნიკურ შედეგებს.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="720" >

გურულის ოპტიმიზმი – დავრჩებით!

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="გია გურული" sub="გია გურული" width="300" height="833" >ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს კარგად მოეხსენება, რომ გუნდმა პირველი წრე ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. კლუბის მესვეურები გვპირდებოდნენ, მეორე წრისთვის დინამოს გასაძლიერებლად არაფერს დაიშურებდნენ და გასავარდნ ზონიდან თავის დაღწევისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. ამჟამად ეროვნულ ჩემპიონატში შესვენებაა, თუმცა ბათუმელები უკვე შეიკრიბნენ და წვრთნაც დაიწყეს. გუნდში ბევრი სიახლეა, რომლის შესახებაც დინამოს მთავარი მწვრთნელი გია გურული ბათუმელებს ესაუბრა.

„ბათუმს“ ჩემპიონი მწვრთნელი დაუბრუნდა

ირაკლი დარცმელიძე

 

 

<!** Image 1 align="left" alt="ლევან მგელაძე" sub="ლევან მგელაძე" width="300" height="413" >საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში ამჟამად შესვენებაა, თუმცა გუნდი ვარჯიშობს და მეორე წრისთვის ემზადება. სიახლეებია კლუბ „ბათუმში“, რომელიც რვა მოთამაშემ დატოვა. როგორც „ბათუმის“ დირექტორმა თამაზ ფხაკაძემ აღნიშნა, ზოგიერთ მათგანს ხელშეკრულება დაუმთავრდა, ზოგიერთი კი საკუთარი სურვილით წავიდა. კლუბმა ორი მორაგბე დაიმატა. თუმცა მთავარი სიახლე ისაა, რომ „ბათუმის“ მთავარ მწვრთნელად ლევან მგელაძე დაინიშნა.


მოფარიკავეთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონატზე დაკომპლექტდება

ირაკლი დარცმელიძე

 

თებერვლის დასაწყისში თბილისი ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ორ ასაკობრივ ჯგუფში (კადეტები, იუნიორები). მასში როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 

ქეცბაიას რჩეულები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2013 წლის პირველ მატჩს ტირანაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 6 თებერვალს ქემალ სტაფას სტადიონზე ჩაატარებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="825" >

მსოფლიო WSKF ფედერაციამ ხაჯიშვილი აირჩია

ირაკლი დარცმელიძე

 

2013 წელს აჭარაში დაფუძნდა საქართველოს შოტოკან კარატე დო ეროვნული ფედერაცია, რომლის პრეზიდენტადაც აჭარის შოტოკან კარატე დო ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი და არაერთგზის პრიზიორი ნოდარ ხაჯიშვილი აირჩიეს. ის  დღეს ბათუმელების სტუმარია.


<!** Image 1 align="middle" alt="ნოდარ ხაჯიშვილი" sub="ნოდარ ხაჯიშვილი" width="400" height="860" > 

მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის მშვილდოსნობის ფედერაცია 2013 წელს სიახლეებით შეხვდა. ორგანიზაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თანამდებობა ლევან ჯიოშვილმა დაიკავა, რომელიც მანამდე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში მუშაობდა. ვიცეპრეზიდენტებად აირჩიეს ხათუნა ნარიმანიძე და ზემოაღნიშნული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნოდარ ფუტკარაძე. როგორც აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ ბათუმელებთან საუბარში განაცხადა, გუნდი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="720" >

ბათუმის „დინამო“ მეორე წრეს გადახალისებული ხვდება

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმის „დინამო“ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას უკვე შეუდგა. გუნდში ცვლილებებია. როგორც „ბათუმელები“ იუწყებოდა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა დიასამიძემ კლუბი დატოვა და დედაქალაქის „დინამოს“ შეუერთდა.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ნიკა დიასამიძე" sub="ნიკა დიასამიძე" width="300" height="399" >

მკლავჭიდში აჭარის პირველობა გაიმართება

ირაკლი დარცმელიძე

 

9 თებერვალს ბათუმში აჭარის პირველობა გაიმართება მკლავჭიდში, რომელშიც როგორც ვაჟები, ასევე გოგონები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი ვაჟებს შორის 21 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის ჩატარდება.

„უკრაინა კარგი ვარიანტია, მაგრამ ჯერ საქართველოში მირჩევნია“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმის დინამოს მარცხენა გარემარბმა ნიკა დიასამიძემ უკვე მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება. ნახევარმცველისთვის 12 შეხვედრაში 5 გოლის გატანა ურიგო შედეგი არ არის. ბათუმელებისთვის ცნობილი გახდა, რომ დიასამიძით თბილისის დინამო დაინტერესდა და, სავარაუდოდ, მეორე წრეს დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. თავად ფეხბურთელი ამ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.


<!** Image 1 align="left" alt="ნიკა დიასამიძე" sub="ნიკა დიასამიძე" width="400" height="1333" >

„თასს ბათუმში ჩამოვიტანთ“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმის სასპორტო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფეხბურთის გუნდი იმერეთის ზონის გათამაშების ლიდერია. ტურნირი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გივი ნოდიას თასის გათამაშებაცაა და ბათუმელები მის მოპოვებასთან საკმაოდ ახლოს არიან.

ბათუმელები გუნდის მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ კუნჭულიას ესაუბრა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

მშვილდოსანთა გუნდური მესამე ბაქოდან

ირაკლი დარცმელიძე

 

ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მშვილდოსნობაში აჭარის ნაკრებმა (მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე) საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა შორის. ტარიელ ქადიძის, ტარიელ ბასილაძისა და არჩილ ფარსენაძის სამეულმა ბრინჯაო მოიგო.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="720" >

ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="მუხრან ვახტანგაძე" sub="მუხრან ვახტანგაძე" width="300" height="300" >აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ამიერიდან მსოფლიო ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე უხელმძღვანელებს. ყოფილმა პრეზიდენტმა რაულ თავართქილაძემ, რომელიც ფედერაციას 2004 წლიდან თავკაცობდა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა: არჩილ არობელიძე, მამუკა ჟღენტი და მუხრან ვახტანგაძე. დელეგატებმა უპირატესობა ვახტანგაძეს მიანიჭეს.

აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს გააერთიანებს და მათ სპორტში ჩართვაში შეუწყობს ხელს. კომიტეტის პრეზიდენტად გოჩა მუხაშავრია აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტად – ლევან ჯიოშვილი და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარია, გენერალური მდივანი კი ტიგრან ბირიუკოვი იქნება, რომელიც მის განკარგულებაში მყოფ დარბაზს დაუთმობს სპორტსმენებს.. 


<!** Image 1 align="middle" width="400" height="400" >

რა პრობლემებია აჭარის რაგბში? – „ბათუმი“ ბრალდებებს პასუხობს

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში რაგბისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება, გუნდის მუშაობა არასწორი მიმართულებით მიდის, რაც შედეგებზე აისახება, ამ სიტყვებით დაიწყეს ჩვენთან საუბარი რაგბის გულშემატკივართა საზოგადოების დამფუძნებელმა დავით მესხიძემ და პირველი ლიგის გუნდ დელფინების მთავარმა მწვრთნელმა მინდია ღლონტმა, რომლებიც  „ბათუმელებს თავად დაუკავშირდნენ.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="707" >

ხუთი მედალი აჭარის ფალავნებს ეროვნულ პირველობაზე

 

ირაკლი დარცმელიძე

 

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში აჭარის ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="319" >

„ჩვენ სპორტს უნდა ვემსახუროთ და არა კერძო ინტერესებს“

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. მერაბ ნაგერვაძე პროფესიით ეკონომისტია, ფინანსები და საბანკო საქმეა მისი პროფილი. იგი ორი კვირაა რაც აღნიშნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მანამდე სახელმწიფო სტრუქტურაში არ უმუშავია და მხოლოდ კერძო სექტორში იყო დაკავებული.


<!** Image 1 align="middle" alt="მერაბ ნაგერვაძე" sub="მერაბ ნაგერვაძე" width="400" height="400" >

“ნაკრების მწვრთნელად აღარ დავბრუნდები”

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის მშვილდოსანთა ნაკრები ბაქოს საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში 4-9 დეკემბერს გაიმართება. რეგიონის ნაკრები შეჯიბრზე 6-კაციანი შემადგენლობით წარსდგება. თუ ვინ მოხვდება ნაკრებში, ამას ტურნირის წინა დღეს მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე დაასახელებს.


<!** Image 1 align="middle" alt="თამაზ ფუტკარაძე" sub="თამაზ ფუტკარაძე" width="400" height="453" >

ორთაბრძოლების კლუბი ბათუმში

ირაკლი დარცმელიძე

 

FIGHT CENTER   ასე იწოდება ორთაბრძოლების კლუბი, რომელიც ახლახან ბათუმში გაიხსნა. სამი მეგობრის: გივი კერესელიძის, გოჩა აბაშიძისა და არტურ უსტიანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიკბოქსინგის, კრივისა და კარატეკიოკუშინკაის შეისწავლიან კლუბში. ბათუმელები კლუბის ერთერთ დამფუძნებელს გივი კერესელიძეს ესაუბრა


<!** Image 1 align="middle" width="400" height="400" >

ჩემპიონატის დებიუტანტი – „ბათუმი“

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს საკალთბურთო ჩემპიონატში ბათუმს წელს დებიუტი ექნება. 2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები პირველად მოსინჯავენ ძალებს ეროვნულ პირველობაზე, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, გუნდის მწვრთნელი მალხაზ დოხაძე იმედოვნებს, რომ ბათუმი ხუთეულში მოხვდება.


<!** Image 1 align="middle" width="600" height="1039" >

დასავლეთი გაერთიანდა

ირაკლი დარცმელიძე

 

მორიგი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება ჩაატარა აჭარის ტაეკვონდისთა ნაკრებმა, რომელსაც ამჯერად ქუთაისისა და ფოთის ახალგაზრდული და კადეტთა გუნდები სტუმრობდნენ.

 

<!** Image 1 align="middle" width="600" height="768" >

„თავისუფლები“ მედლებს აგროვებენ

ირაკლი დარცმელიძე

 

სხვადასხვა სინჯის 11 მედალი მოიპოვეს აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა (მწვრთნელი _ მარად არძენაძე) საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირზე, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="336" >

ბათუმელთა კაპიტანი პრობლემებსა და პერსპექტივებზე

ირაკლი დარცმელიძე

 

მიმდინარე საკალათბურთო სეზონში ბათუმირსუ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ოთხი წაგების შემდეგ ბათუმელებმა სოხუმს 75:67 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმელთა კაპიტანი ლაშა კეშელავა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. დღეს ლაშა კეშელავა ბათუმელების სტუმარია.


<!** Image 1 align="middle" alt="ლაშა კეშელავა" sub="ლაშა კეშელავა" width="400" height="2559" >

ფინალისტები და მედალოსანი

ირაკლი დარცმელიძე

 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში, რომელშიც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, წარმატებით გამოვიდნენ ბათუმელი მოცეკვავეები (მწვრთნელი – ნინო ქავზინაძე).

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="960" >

14 მედალი 13 წონაში

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ჭანუყვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელიც მეშვიდე წელია ტარდება. მასში ჩვენი ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრი 13 წონით კატეგორიაში გაიმართა.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="330" >

“ბათუმი” ჩემპიონია

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა სპორტული სკოლის ღია პირველობა ფრენბურთში 1997-1998 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, რომელშიც თბილისის, ბათუმის, სამტრედიისა და ქუთაისის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი წრიული სისტემით ჩატარდა. ჩემპიონის ტიტული ბათუმელმა გოგონებმა მოიპოვეს, რომლებმაც გადამწყვეტ მატჩში სამტრედიელები დაამარცხეს, მესამე ადგილზე თბილისის გუნდი გავიდა.

 

<!** Image 1 align="middle" alt=" " sub=" " width="400" height="600" >

ორი ბრინჯაო ერევნიდან

ირაკლი დარცმელიძე

 

სომხეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, რუდოლფ კარაპეტიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეოთხე, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში კადეტთა შორის, აჭარის ნაკრებმა (მწვრთნელი _ მარად არძენაძე) ორი მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდნენ ჯონი დიასამიძე (46) და კახა ფუტკარაძე (63). ქართველთა გარდა ტურნირზე ირანის, დაღესტნისა და სომხეთის კადეტთა ნაკრების ფალავნებიც მონაწილეობდნენ.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="332" >

დაპირისპირება ქართულ ჭიდაობაში

<!** Image 3 align="left" alt="ჯემალ წულუკიძე" sub="ჯემალ წულუკიძე" width="250" height="2592" >

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის პოზიცია  მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, 2012 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს  ართულიჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, უშანგი ყურაშვილის გამოსვლის დეტალებთან დაკავშირებით


ეროვნულ ნაკრებში ნაცნობობით ვერავინ ხვდება

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="აკაკი ცენტერაძე და ილქან აშქი" sub="აკაკი ცენტერაძე და ილქან აშქი" width="300" height="2808" >ბათუმს სამდღიანი ვიზიტით თურქეთის ტაეკვონდისტთა A ნაკრების წევრები სტუმრობდნენ. ერთობლივ წვრთნებთან ერთად ქართველმა და თურქმა სპორტსმენებმა სპარინგმატჩებიც გამართეს. რა შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა და რა პერსპექტივები დაისახა სამომავლოდ, ამის შესახებ ბათუმელებს თურქეთის A ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი, პროფესიული ლიგა თუბათის ხელმძღვანელი, VI დანის მფლობელი ილჰან აშქი ესაუბრა.

„თავისუფლების“ ოთხი მედალი

ირაკლი დარცმელიძე

 

ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო – ასეთია აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების (მწვრთნელი მარად არძენაძე) მონაგარი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკთა შორის. ბათუმელთაგან ჩემპიონი ხუსეინ ირემაძე (96 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამაზ დარჩიძემ (55 კგ.), ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე პრიზიორმა შოთა ფარტენაძემ (60 კგ.) და დავით უნგიაძემ (74 კგ.).

ბათუმის სკოლებში კარატეს უფასოდ ასწავლიან

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="1200" >„ბევრს უნდა ვარჯიში, მაგრამ ვინაიდან ჯგუფები ფასიანია, გადასახადის გამო ამას ვერ ახერხებს, ასე დაიწყო ბათუმელებთან საუბარი აჭარის საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ.

სპარინგ-მატჩი შედგა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმს ამხანაგური სპარინგ-მატჩის ჩასატარებლად თურქი ტაეკვონდისტები ესტუმრნენ. ორდღიანი ერთობლივი წვრთნები ჩაატარა თურქეთის A ნაკრების მწვრთნელმა, თურქეთის ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა და პროფესიული ლიგა „თუბათის“ ხელმძღვანელმა ილჰან აშქიმ.

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="1840" >

 

 

 

ისევ წაგება

ირაკლი დარცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="221" >საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში „ბათუმმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და 13:26 დამარცხდა, რითაც საკუთარი მიზანი – ექვსეულში მოხვედრა საეჭვო გახადა. თუმცა, ამ ეტაპზე „ბათუმი“ ინარჩუნებს ძველ პოზიციას და14 ქულით გათამაშების ცხრილში კვლავ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

Exit mobile version