ირაკლი დარცმელიძე
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი მოიგო. ქობულეთის ახალგახსნილ სტადიონზე, რომელსაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად „ჩელე არენა“ ეწოდა, დინამოელებმა მარტვილის „მერანს“ უმასპინძლეს და 4:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გამარჯვებაა „დინამოს“ ეროვნულ ჩემპიონატში.
ოთხიდან სამი გოლი მიხეილ ჯორბენაძემ გაიტანა, ერთი კი – „დინამოს“ ვეტერანმა, ამირან მუჯირმა. ამ გამარჯვებით ბათუმელებმა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილიდან ორი პოზიციით ზემოთ აინაცვლეს და ამჟამად მე-10 ადგილზე იმყოფებიან. გულშემატკივრებისთვის სასიხარულო კი ისაა, რომ ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ბათუმელი მიხეილ ჯორბენაძე 4 გატანილი გოლით პირველ ადგილზეა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს ჯაბა დვალსა და ჩისკოს (3-3 გოლი) უსწრებს. დღეს მიხეილ ჯორბენაძე „ბათუმელების“ სტუმარია.
<!** Image 1 align="left" width="300" height="1684" >